ჩაერია თუ არა საკრებულო შტატების დანიშვნაში

მთავარი თემა

ჩაერია თუ არა საკრებულო შტატების დანიშვნაში

2013 ივნ 29 21:05:41

ამაში, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია _ დასაქმებას შეეწყო ხელი, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ აბაშაში დასაქმება ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაობით ხდება.

ყველაზე მეტი საშტატო ერთეული ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შეიქმნა. 2013 წელს 13 ახალი თანამშრომელი მიიღო კულტურის სახლმა, აქედან 12 _ თებერვალსა და მარტში, ხოლო ერთი ახალი თანამშრომელი მაისში დაინიშნა.

ჩვენ კულტურის ცენტრის დირექტორს, რევაზ მიქაძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო რევაზ, 2013 წლიდან თქვენ 13 ახალი თანამშრომელი მიიღეთ. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, კულტურის სახლში ისედაც "გაბერილი" იყო შტატები და ახალი შტატების დაშვებას პოლიტიკური მოტივით ხსნის, ზოგი კი ამბობს, რომ კადრები საკრებულოს მითითებით შეირჩნენ.

_ ჩვენს დაქვემდებარებაში შემოვიდა სიმონ ჩიქოვანის სახელობის სახლ-მუზეუმიც და ამ 13 საშტატო ერთეულიდან ოთხი სწორედ ამ მუზეუმის თანამშრომელია, დანარჩენები კულტურის სახლში მუშაობენ. რაც შეეხება "გაბერილ შტატებს", მე სხვანაირად მესმის ეს ტერმინი _ "გაბერილია" მაშინ, როცა არსებობს შტატი და არ არსებობს თანამშრომელი. ასეთ შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ აქვს. სხვა საკითხია, რამდენად გვჭირდება ესა თუ ის საშტატო ერთეული. ჩემთვის, მაგალითად, გაუგებარია, თუ კულტურის ცენტრი საკრებულოს დაქვემდებარებაშია და უკვე წლებია ასეთი სტრუქტურით მოქმედებს, რა საჭიროა დავუშვათ იურისტი ან კულტურის ცენტრში ეკონომიკური განყოფილება არსებობდეს ცალკე, როცა საკრებულოს აქვს ეს შტატები და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მათ მივმართოთ. მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ და კიდევ გიმეორებთ, ასეთი სტრუქტურა უკვე წლებია, ჩამოყალიბდა.

_ პოლიტიკურ მოტივზე რას იტყვით?

_ ვერც ამაში დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ლაპარაკობენ. მოდით, გადავხედოთ სიას. მაკალათია ბელა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მუშაობდა, რუსია ზურაბი _ კოალიციის შტაბში. გამოდის _ ერთი ნაციონალია, მეორე _ "ოცნება". სად ხედავთ აქ პოლიტიკურ სარჩულს? თუ იმას იტყვიან, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასაქმებენ მხოლოდო, მაგალითი აგერ გვაქვს _ ბელა მაკალათია. თუ პირიქით იტყვიან, მაინც არ გამოდის. ასე რომ, დამერწმუნეთ, პოლიტიკური შეხედულება აქ არაფერ შუაშია.

_ არც ის არის მართალი, რომ საკრებულოს თავმჯდომარის უშუალო მითითებით იქნა რამდენიმე თანამშრომელი დანიშნული?

_ მითითება და ბრძანება არ ყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარემ რეკომენდაცია გაუწია სამ ადამიანს _ თენგიზ ჭანტურიას, ხათუნა კაჭარავას და ზურაბ რუსიას . მისი თხოვნით და ურთიერთშეთანხმებით მოხდა მათი დანიშვნა.

_ გამოდის, მაინც ყოფილა საკრებულოს ფაქტორი. ბატონო რევაზ, მოსახლეობის ნაწილის თქმით, ადრე კულტურის სახლში რაიმე კონცერტის ან საქველმოქმედო აქციის ჩატარება თუ უნდოდა გარეშე პირს, კულტურის სახლის დირექტორი ყოველთვის საკრებულოს თავმჯდომარესთან ათანხმებდა ყველა ნაბიჯს ან თვითონ საღამოს ორგანიზატორებს უწევდათ საკრებულოში სხვადასხვა საკითხების გასარკვევად მისვლა. თქვენი დანიშვნის შემდეგ თუ შეიცვალა სიტუაცია?

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საკრებულოს წინაშე და ვიმყოფებით მის დაქვემდებარებაში, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. შემიძლია გითხრათ, რომ საკრებულო ნამდვილად არ ერევა ჩვენს საქმიანობაში და ვერც ჩაერევა, რადგან კანონის უზენაესობა ყველაფერზე მაღლა დგას და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის მორჩილება. ვერავინ მიბრძანებს კანონის საწინააღმდეგო გავაკეთო რამე, სულ დავტოვებ თანამდებობას და მერწმუნეთ, კანონის ფარგლებს არ გადავალ. იყო ერთი ასეთი შემთხვევა _ ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მოგვთხოვა, არ გასულიყო აპარატურა ერთ-ერთ საღამოზე, მაგრამ მე უარი ვუთხარი და ახლაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ყველა იმ საქმეს, რომელიც რაიონის სასიკეთოდ კეთდება, ჩვენ დავუდგებით გვერდით და საერთოდ არ მაინტერესებს ამა თუ იმ მაღალჩინოსნის პირადი შეხედულებები და დამოკიდებულება. უკვე ვიცი შემდეგი კითხვა რა იქნება და მოდით ამ ეტაპზე ნუ დავკონკრეტდებით, ვინ იყო ეს ჩინოვნიკი და როდის მოხდა ეს ფაქტი.

_ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ წინასაარჩევნოდ კულტურის ცენტრი და ყველა მისი თანამშრომელი აბსოლუტურად პოლიტიზირებული იყო და ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ სხვა პარტიების თუ განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს დარბაზის დათმობაზე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ოპოზიციაშია, მე საქართველოს მასშტაბებს ვგულისხმობ, თორემ აბაშაში სწორედ ისინი არიან გამარჯვებული ძალები. ახლა რომ თქვენთან „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს და დარბაზი გთხოვოთ, დაუთმობთ?

_ რა თქმა უნდა. გადაიხადონ კანონით გათვალისწინებული გადასახადი და დარბაზი დაეთმობათ. კულტურა აბსოლუტურად გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკიდან. მე, როგორც დირექტორი, ვერც ერთ თანამშრომელს ვერ დავუშლი მისთვის სასურველ პარტიაში გაწევრიანებას და სამუშაოს გარეთ, რაც უნდა ის აკეთოს. მაგრამ კულტურის ცენტრი, დამერწმუნეთ, ახლა უკვე ნამდვილად აპოლიტიზირებულია. ბიძინა ივანიშვილიც რომ ჩამობრძანდეს და დარბაზის დათმობა ითხოვოს, მანაც უნდა გადაიხადოს ის გადასახადი, რაც ტარიფშია მითითებული.

_ კულტურის სფეროში, ისევე როგორც ყველა დარგში, პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არც კი იცოდნენ არსებული ვაკანსიების შესახებ, ბევრი მართლაც პროფესიონალი ადამიანი ზის სახლში, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ კულტურის სფეროში საკუთარი სიტყვა თქვან და წინა პლანზე წამოწიონ რაიონის კულტურული ცხოვრება.

_ მაგაში გეთანხმებით. სულ ვფიქრობ ამაზე და მივაღწიე კიდეც შეთანხმებას, რომ ატესტაციები ჩატარდეს, კონკურსი გამოცხადდეს და ისე შეირჩნენ თანამშრომლები. ალბათ, უკვე მალე გვექნება ამის შესაძლებლობა.

_ თქვენი დანიშვნის შემდეგ საკმაოდ გახშირდა კონცერტები, რაც ადრე არ ხდებოდა.

-კი, საკმაოდ ხშირად ტარდება როგორც ადგილზე, ისე გასვლითი კონცერტები. ჯერ ერთი, თუ მუშაობ და ხარ კულტურის სფეროში, უნდა იმუშაო, კონცერტიც ჩაატარო, საღამოც. მეორე _ როცა კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გაიყო, ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ სახელფასო ფონდი, დანარჩენი, აპარატურის შეკეთებაა ეს თუ ახალი აპარატურის ან ინსტრუმენტის შეძენა, ჩვენი სახსრებით უნდა შევძლოთ, გასვლითი კონცერტების შემდეგ აპარატურა შევაკეთეთ, ხალხური საკრავები შევიძინეთ. რაც მთავარია კულტურული ცხოვრება გააქტიურდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და რომ არ შემიძლია, არ ვთქვა _ ბავშვები კონცერტებზე უმეტესად უცხოურ სიმღერებს ასრულებენ. მინდა ფოლკლორი განვითარდეს და ამ კუთხითაც გვაქვს უკვე დაწყებული მუშაობა.

_ ბატონო რევაზ, მართლა ოთხი მოადგილე გყავთ?

_ არა, სამი მოადგილე მყავს.

_ და საჭიროა კი მოადგილის სამი შტატი?

_ პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მოადგილეები საერთოდ არ არის საჭირო. უნდა იყოს როგორც თეატრებშია _ სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფიული ხელმძღვანელი და ისეთი შტატები, რომელიც კულტურის სფეროს გამოადგება. თუმცა, სტრუქტურა, რომელიც ახლა გვაქვს წლების წინ ჩამოყალიბდა და ალბათ, შეიცვლება რამე. ამ სიაში, ახლა წინ რომ გიდევთ, ჩემთვის ყველაზე საჭირო შტატი ამათგან, რადისტია.

_ სოფლებში კლუბები უმოქმედოდ არიან. მესმის, თქვენ ჩადიხართ და ატარებთ კონცერტებს, მაგრამ სამომავლოდ მაინც თუ გაიხსნება ადგილზე სხვადასხვა წრეები, თუ იქნება ადგილზე საშტატო ერთეულები?

_ კლუბების მთავარი სპეციალისტების ხელფასი მიზერულია _ 150 ლარს არ აღემატება. ადგილზე არც ერთი კლუბი არ ფუნქციონირებს, თუმცა, მალე გადმოვლენ ჩვენს დაქვემდებარებაში და ამ კუთხითაც შევძლებთ, ალბათ, რამე გავაკეთოთ.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...