ახალი თავმჯდომარე: "არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ"

მთავარი თემა

ახალი თავმჯდომარე: "არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ"

2013 ივლ 1 15:15:48

"გურია ნიუსთან" ინტერვიუში ის განვითარებულ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

 

_ ვეჩვევი, ნამდვილად ვეჩვევი. ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ ურთულესი პასუხისმგებლობა ავიღე, მაგრამ მგონია, რომ გავართმევ თავს. ვერკვევი სხვადასხვა საკითხებში, შევხვდი ბიუროს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს. ვაპირებ არასამთავრობო და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რათა გავაცნო ჩემი ხედვა და სამომავლო გეგმები.

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა აგეღოთ ახლა?

_ როდესაც გახდა ცნობილი, რომ ბატონი ალეკო მამეშვილი გადადგა თანამდებობიდან, მის მოადგილესთან, ავთანდილ მექვაბიშვილთან ერთად მოხდა საკრებულოს წევრების შეხვედრა და იქ იყო საუბარი სამომავლოდ როგორ გაგვეგრძელებინა მუშაობა. დიმიტრი კვერღელიძე გამოვიდა სიტყვით და მოითხოვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაგვეჭირა მისთვის მხარი... შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრებები და კანდიდატებიც დასახელდა... ამის შესახებ „გურია ნიუსში" რამდენიმე წერილი დაიწერა. რატომღაც ჩემმა მეგობრებმა და კოლეგები მთხოვეს, რომ მეც მეყარა კენჭი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში 5-6 უწყების ხელმძღვანელად მაქვს ნამუშევარი და მივიღე გადაწყვეტილება, არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა.

_ ვინ არიან ეს თქვენი მეგობრები და კოლეგები? ბოლო დროს ისმის მსგავსი კომენტარები, მაგრამ სახელს და გვარს არავინ ასახელებს; მაგალითად, საკრებულოს დეპუტატი, ლევან ნინიძე ამბობს, რომ მასზე გახორციელდა ზეწოლა, მაგრამ ვისგან _ არ ასახელებს...

_ ბრალდებასავით ისმის, როცა ამბობენ, რომ ბატონ ლევანზე გახორციელდა ზეწოლა... მაშინ ისიც უნდა ითქვას, ვისგან....

_ დიახ, მაგრამ იქნებ, თქვენ თქვათ, ვინ არიან ის მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც გთხოვეს დაგეყენებინათ თქვენი კანდიდატურა!

_ იყო ასეთი მოსაზრება და პირველად ვინ თქვა, არ ვიცი.

_ იქნებ, ის მაინც გვითხრათ, ვისთან ერთად ითქვა.

_ როცა ვიჯექი მეგობრებთან და დეპუტატებთან ერთად, მაშინ წარმოიშვა აზრი, რომ ჩვენც წამოვაყენოთ კანდიდატურა და მოვსინჯოთ ჩვენი ძალაო.

_ ბატონო ავთანდილ, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად თქვენ დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურას უჭერდი მხარს, მაგრამ მოგვიანებით თქვენ მისი კონკურენტი გახდით.

_ არ დაფიქსირებულა ასეთი რამ. ბატონ დიმიტრისთან მე კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ის კარგი პიროვნებაა.

_ ბევრი თვლის, რომ თქვენ კანდიდატურის წამოყენება და გაყვანაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის დამსახურებაა.

_ როცა გაჟღერდა, რომ ჩემი კანდიდატურა იქნებოდა, არც ბატონი კოტე და არც დავით დარჩია არ წასულან ჩემს წინააღმდეგ. ზვიად კვაჭანტირაძეც დაადასტურებს, რომ ბატონმა დავითმა ბრძანა, რომ ის პატივს სცემდა საკრებულოს გადაწყვეტილებას, საკრებულომ კი მხარი მე დამიჭირა.

_ გქონდათ "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა?

_ არა, მე მხოლოდ ჩემს დეპუტატებს ვხვდებოდი და საკრებულოს სხდომამდე ერთი დღით ადრე ღიად ვთქვი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. დეპუტატებს გავაცანი ჩემი გეგმები.

_ ბატონო ავთანდილ, როგორც ვიცით, ადმინისტრაციულ შენობაში ხანდახან უკანა შესასვლელიდან შედიხართ.

_ მთავარი შესასვლელიდანაც შევდივარ. ვერიდებით გართულებას.. არის ხან ისეთი რამ, არასასურველი რეპლიკები ისმის.

_ თქვენი მისამართითაც?

_ ჩემი მისამართით არაა, მაგრამ საერთოდ, არასასურველია. უარყოფითად განწყობილი ადამიანები არიან.

_ მათი მოთხოვნაა, გადადგეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატებზე ზემოქმედება მოახდინეს...

_ ფაქტი დადეს ამ ყველაფრის?! მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოთხოვნებს. რა პრეტენზია აქვთ ჩემს მიმართ იქნებ გამაცნონ. შარაშენიძის კანდიდატურას "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს და საკრებულოს სხდომაზე მას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იმ პერიოდში უკვე მე ფრაქცია "ერთობის" წევრი ვიყავი.

_ მაგრამ, ამ დეპუტატების უმრავლესობა ხომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და წევრები იყვნენ, თქვენც საკრებულოში "ნაცმოძრაობის" სიით შეხვედით?

_ მე არ შევსულვარ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. დვაბზუში როდესაც ვმუშაობდი კერამიკის საამქროში, მაშინ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა, ადგილობრივმა ხელისუფლება დამიძახა; მითხრეს, რომ დღეს საქართველოში შენების დრო დგას და გვინდა, რომ ჩვენს გვერდით დადგეთო... როგორ შეიძლებოდა ამაზე უარის თქმა, ვიყარე კენჭი არჩევნებში და გავიმარჯვე. ბევრი კარგი საქმე გავაკეთე ჩემი სოფლისთვის; ყოველთვის საამაყოდ დამრჩება _ ჩვენს სოფელში წინაპრები ოცნებობდნენ, რომ აჭარა-გურიას შორის ცალსა ფეხო ხიდი გაკეთებულიყო. შემდეგ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და გამოვიტანეთ დასკვნა: საზოგადოებას არ მოეწონა "ნაცმოძრაობის" რაღაც-რაღაცეები და ჩვენც გვინდა, რომ ფეხი ავუწყოთ დღევანდელობას. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომელიმე პარტიის წევრი ვიყო; მინდა ვიყო იქ, სადაც სიკეთე და შენებაა... მე არ შემიძლია ოპოზიციაში ყოფნა, მინდა საქმის კეთება.

_ ბატონო ავთანდილ, თქვენ სამ წელზე მეტია საკრებულოს დეპუტატი ბრძანდებით, პირველად წელს გაგიჩნდათ თავმჯდომარეობის სურვილი?

_ იცით, ასეთი არაორდინარული სიტუაცია ახლა რომ შეიქმნა ქვეყანაში, არ ყოფილა... ძალიან დიდ პატივს ვცემ ალეკო მამეშვილს, ის ჩემი მეგობარია; მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - გადადგა თანამდებობიდან და დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საკრებულოს სჭირდებოდა ახალი თავმჯდომარე. არასდროს მიფიქრია ამ თანამდებობაზე, ალბათ ამ სიტუაციამ გადამაწყვეტინა.

_ თქვენი ინფორმაციით, ალეკო მამეშვილზე იყო ზემოქმედება "ქართული ოცნების" მხრიდან?

_ ზემოქმედებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე ხშირად ისმოდა ბრალდებები, არასასურველი სიტყვები მის მიმართ და ამის გამო, ჩვენს ოპონენტებთან დავაც კი მოგვსვლია. არ შეიძლება ადამიანს გული ატკინო. ასეთ რამეს ვერ აიტანდა ბატონი ალეკო, რადგან ის ძალიან თავმოყვარე ბიჭია.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...