რეპორტაჟი თურქეთიდან

მთავარი თემა

რეპორტაჟი თურქეთიდან

2013 ივლ 1 15:44:15
შემდეგ საკუთარს ადარებ, აღმოჩენილი უპირატესობით კმაყოფილი ხარ, თუმცა, იმასაც კარგად ხედავ, რა არის შენს ქვეყანაში შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი.

საქართველოდან თურქეთში გადასულს, თავდაპირველად, მხოლოდ საბაჟოს გადაკვეთა გახვედრებს, რომ სხვა ქვეყანაში ხარ _ ბუნება, მთები, გარემო იგივეა... პირველივე ქალაქში შესვლისას ეროვნული სიმბოლოების, განსაკუთრებით დროშების სიმრავლე ხვდება თვალის, შემდეგ კი, ის, რომ თითქმის ყველა დასახლებაში, სახლების სახურავებზე მზის ბატარეებია დამონტაჟებული. ბატარეებს მეჩეთების თავზეც შეხვდებით. თურქეთი, რომელიც დღეს ელექტრო ენერგიას ყიდულობს, ენერგიის ამ არატრადიციულ სახესაც აქტიურად იყენებს. ასე, რომ ტექნიკური პროგრესი ცენტრიდან ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ რეგიონში, ტაო-კლარჯეთშიც კარგად იგრძნობა.

ცნობილია, რომ თურქეთს, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე ენერგომონოპოლისტობა აქვს გადაწყვეტილი; ამიტომ, მდინარე ჭოროხზე როგორც პატარა, ისე დიდი ჰესების მშენებლობას შეუჩერებლად აწარმოებს.

ჰესების მშენებლობის გამო, განუწყვეტელი ფუსფუსია გზებზე _ სამშენებლო მასალების გადაზიდვები, კლდეების აფეთქებები გვირაბების გასაყვანად, რამდენიმე საათით ამის გამო შეჩერებული მგზავრობა და ა.შ. პროცესისთვის თვალის დევნება შეუძლია ყველას, ვინც ტაო-კლარჯეთში ხვდება. ყველაფერ ამას კი პროფესიონალიზმის კვალი ამჩნევია. აფეთქებების გამო 45 წუთით გაჩერებულ საგზაო მოძრაობას ზუსტად 45 წუთში ანახლებენ. დროებითი სარგებლობისთვის გამოყოფილი გზების მშენებლობას ისეთივე გულისყურით უდგებიან, როგორც - გვირაბებში გამავალს.

ართვინისა და იუსუფელის რეგიონებში ყველაზე დიდი კაშხლების მშენებლობა იგეგმება. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე უზარმაზარ მანძილზეა წყალი შეგუბებული. აგუბებენ არამარტო ჭოროხის წყალს, არამედ - სხვა მდინარეებისასაც, რომლებიც მას ერთვის.

ცნობილია, რომ ართვინიდან იუსუფელისკენ მიმავალი გზის გარკვეულ ნაწილს მომავალში წყალი დაფარავს. მასშტაბური მშენებლობების გამო ამგვარ არაერთ შემთხვევას აქვს ადგილი. სამაგიეროდ, გზა მაღლა იწევს. კლდეებში გვირაბები კეთდება და ახლო მომავალში იმ გზის დანახვაც არ იქნება შესაძლებელი, სადაც ახლა ტრანსპორტი მოძრაობს.

წყლის დაგუბების გამო სოფელ პორტაში მდებარე ხანძთის მონასტრისკენ მიმავალი სამანქანო გზაც დატბორილია. უფრო სწორად, წყალი გზასთან ძალიან ახლოსაა და იქ გავლა საშიშია.

კაშხლის მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრება დაბა იუსუფელსაც, თუმცა ეს განწყობა ქალაქში ნამდვილად არ იგრძნობა. აქ გამალებული მშენებლობაა გაჩაღებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რაც უფრო მაღალი შენობების დატოვება მოუწევთ, კომპენსაცია მით უფრო მაღალი იქნება.

საერთოდ, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში, რომელსაც ქართველები ისტორიულ ტაო-კლარჯეთს ვეძახით, მშენებლობების ბუმია. აქ ერთმანეთის გვერდით უწევს არსებობა უძველეს ისტორიული ძეგლებს და ახალ ნაგებობებს. კურაპალატების ზეობის ხანაში აგებული დიდებული ქართული ტაძრები, რომლებსაც მასშტაბებით დღევანდელ საქართველოში მხოლოდ სამება, ბაგრატი და ალავერდი თუ გაუტოლდება, თანამედროვე არქიტექტურის ფონზე, მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

ამ კლდოვან მხარეში, საუკუნეების წინ აგებული უზარმაზარი ტაძრები და ციხეები უფრო იწვევს გაოცებას და შეიძლება ითქვას, "კულტურულ შოკსაც", ვიდრე ის ახალი შენობები, რომლებიც ათეული წლებიც კი არაა, რაც აშენდა.

საკვირველი ის არის, ცად აღმართულ მთებს შორის როგორ ააგეს ეს ტაძრები მეუდაბნოე ბერებმა, რა თქმა უნდა, ქართველი მეფეების და დიდებულების მატერიალური შემწეობით, თორემ დღევანდელი ტექნიკური პროგრესი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, ყველაფერი ახალი და კარგი დაინერგოს ამა თუ იმ ქვეყანაში, რასაც თურქები კარგად ახერხებენ.

თუმცა, ისე ჩანს, თითქოს ქართული ცივილიზაციის დიდება ტაო-კლარჯეთის ძეგლებში გაიყინა და წინ ვერ მივდივართ, თურქებივით ვერ ვუწყობთ ფეხს ტექნიკურ პროგრესს და ისიც გვენგრევა თვალსა და ხელს შუა, რითაც ასე ვამაყობთ.

თურქეთში ჩასული ტურისტი მომსახურების მხრივ დისკომფორტს არ განიცდის. გარდა იმისა, რომ მოწესრიგებულია გზები, ინფრასტრუქტურა, დახვეწილია სასტუმროებში კლიენტთა მომსახურების პირობები. ერთი ღამის გათევის ფასი 20 დოლარიდან იწყება და ქალაქებში 55 დოლარამდე ადის. ფასში შედის ასევე საუზმე და ვახშამი. მოწესრიგებულია სველი წერტილებიც. ტუალეტების პრობლემა, რაც საქართველოში ასე აქტუალურია, თურქეთში არ იგრძნობა. თითქმის ყველა ტურისტული მნიშვნელობის ობიექტთანაა საპირფარეშოები და იქ არც თანხაა გადასახდელი.

თურქები საოცარი კეთილგანწყობით ხვდებიან უცხოელებს. აინტერესებთ, საიდან არიან, უსვამენ კითხვებს, ცხადია, უმეტესად თურქულად, თუმცა, ქვეყნის ამ ნაწილში ბევრი ქართულად და ინგლისურადაც საუბრობს... მთავარი კი ის არის, რომ ღიმილი არ შორდებათ სახეზე, რაც, სამწუხაროდ, ასე დეფიციტურია ჩვენთან...

ცისანა შერგილაშვილი, სპეციალურად "გურია ნიუსისთვის" თურქეთიდან




 ახალი ამბები
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...
  • გვარამიამ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო _ ხალვაში რ2-ში განვითარებულ მოვლენებზე"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევათვაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან,სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა, აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!" _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...