დავით დარჩია: "სიმართლე გითხრათ, მე არავის ვუჭერდი მხარს"

მთავარი თემა

დავით დარჩია: "სიმართლე გითხრათ, მე არავის ვუჭერდი მხარს"

2013 ივლ 2 17:40:59

შეხვედრის დეტალებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე "გურია ნიუსის"  შეკითხვებას დავით დარჩია პასუხობს.

_ ბატონო დავით, პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ დასრულდა "ქართულ ოცნებაში" თქვენი შეხვედრა, სადაც საუბარი იყო საპროტესტო ტალღაზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია,  ოზურგეთში დაიწყო?

_ კონკრეტულად საუბარი იყო ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" ესწრებოდა ბესო მელუა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თითქოს, რაღაცნაირად უკავშირდება ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს. მინდა გითხრათ, რომ  „ქართული ოცნება,“ როგორც პარტია და ბატონი ბესო, მისივე  განცხადებით, ამ პროცესებში არ იღებს მონაწილეობას. "ქართული ოცნება" ამ მოვლენებს თავიდან ბოლომდე ემიჯნება. ეს მხოლოდ თავმჯდომარის აზრი არ არის, ეს არის აზრი მთელი შემადგენლობისა, რომელიც ძალიან დიდი ბირთვია.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა, გადადგეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე. თუკი იურიდიულად რამე დოკუმენტი არსებობს და  არსებობს საფუძველი  ის გადადგეს, შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოს.  შესაბამისი ორგანო თუ დაადგენს ვინმეს ბრალს და დანაშაულს,  კოტე შარაშენიძე იქნება თუ ნებისმიერი პირი, მინდა დაგარწმუნოთ, არანაირი პრივილეგია არ არსებობს. ნებისმიერი დანაშაულისთვის, ნებისმიერი ადამიანი სრული სიმკაცრით დაისჯება. როგორც ვიცი, აქციის მონაწილეებმა უკვე შეიტანეს პოლიციაში რაღაც განცხადება. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, იმ პროცესის უკან, რაც იქ ხდება, ერთი და იგივე ხალხი დგას.

_ იქ მყოფი ხალხი არჩევნების დროს თქვენს გვერდით იდგა.

_ კი, ისინი კოალიციურ რეჟიმში იღებდნენ მონაწილეობას არჩევნების დროს. მინდა გითხრათ, რომ ისინი "ქართული ოცნების" წევრები არ არიან. მათ თავისი აზრი აქვთ. ადამიანი არ მეგულება, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერდეს. 1 ივლისს უკვე დაიწყო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. ამაზე უკეთესი რა შეიძლება დაიწყოს?

_ თუმცა, ეს ხალხი, რომელიც გამგეობის წინ დგას, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას არ აპროტესტებენ. კონკრეტულად, იქნებ, ვისაუბროთ, რა დეტალებზე იყო საუბარი თბილისში შემდგარ შეხვედრაზე და მიიღეთ თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება?

_ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციის მონაწილეების წარმომადგენელი იყო ბესო მელუა. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ოზურგეთში განვითარებული მოვლენებისა. შესწავლილი უნდა იქნას ყველა ის ფაქტი, რაც  მოხდა. როგორც იყო და როგორც მოხდა. მათ პარტია "ქართულ ოცნებასთან" არანაირი პრენტეზია არ აქვთ. თუნდაც, დათო დარჩიას მიმართ. პრენტეზიებს გამოხატავენ გამგებლის მისამართით.

_ ასევე იყო საუბარი, რომ პროკურატურა დაინტერესდეს საკრებულოს დეპუტატების საქმიანობით და სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით.

_ კი, ბატონო, დაინტერესდნენ, პრობლემას ვერ ვხედავთ. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, კანონის და სინდისის წინაშე ყველა აგებს პასუხს. ეს არის ცივილიზებული ფორმა და არა ის,  რაც გამგეობის წინ ხდება. ჯდომით და დგომით, არა მგონია, რამე შეიცვალოს. შეიძლება ცივილიზებულ ფორმებში მოხდეს დიალოგი და შეხვედრა შედგეს დახურულ სივრცეში. ეს შეხვედრა შეიძლება მოხდეს, როგორც   ოზურგეთში, ისე  თბილისში. "ქართული ოცნების" ოფისში ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებთან საუბარი შეიძლება.

_ "ქართული ოცნების" სათაო ოფისზე არის საუბარი?

_ დიახ. რა თქმა უნდა. საუბარი არის ყველაზე მიღებული ფორმა.

_ ბატონო დავით,  ეს ყველაფერი ოზურგეთში, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ ხდება, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი არ აირჩიეს საკრებულოს დეპუტატებმა. ჰქონდა თუ არა დიმიტრი კვერღელიძეს თქვენგან მხარდაჭერა?

_ სხვათაშორის, არც დამიმალავს არასდროს ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. მე ყველა ადამიანი ჩავაყენე საქმის კურსში და ვთქვი, რომ პატივს ვცემდი საკრებულოს გადაწყვეტილებას. მე არანაირი სხვა უფლება არ მქონდა, მხარი არ დამეჭირა იმ ადამიანისთვის,  ვისაც დეპუტატები აირჩევდნენ. დღეს მხარს ვუჭერ ავთანდილ სურგულაძეს. აირჩევდნენ დიმიტრი კვერღელიძეს, შეძლებისდაგვარად, დავუჭერდი მხარს დიმიტრი კვერღელიძეს.

_ დიმიტრი კვერღელიძე კოალიციის სახელით იყო წარდგენილი.

_ მინდა გითხრათ, მოსაზრებები იყო ასეთი, რომ საკრებულოს დეპუტატები დიმიტრი კვერღელიძეს არ უჭერდნენ მხარს. ამას სხვადასხვა წრეებში მეუბნებოდნენ. არ მალავდა ეს ხალხი იმას, რომ დიმიტრი კვერღელიძეს არ უჭერდნენ მხარს.

_ დიმიტრი კვერღელიძე აცხადებს, რომ მას დეპუტატებისგან მხარდაჭერა ჰქონდა და ამას პირადი საუბრების დროს  დეპუტატები ეუბნებოდნენ.

_ გასაგებია, მაგრამ თუ უჭერდნენ მხარს, მაშინ რა მოხდა?

_ პრესკონფერენციაზე დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატებზე განხორციელდა ზეწოლა.

_ გასაგებია, არ მესმის, რა ზეწოლაზეა საუბარი. თუკი მსგავსი ფაქტი იყო, დადონ ფაქტები და თქვას ერთმა დეპუტატმა მაინც, რომ რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

_ ლევან ნინიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მას თბილისიდან მისი მეგობარი დაუკავშირდა და უთხრა, რომ დიმიტრი კვერღელიძის სასარგებლოდ ნუ იაქტიურებდა.

_ ლევანს ვინ დაურეკა, არ ვიცი, დაასახელოს მაშინ, ვინ დაურეკა და ვინ არის მისი მეგობარი. თუ კი ნამდვილად იყო ასეთი ფაქტი, შეუძლია, ხმამაღლა ისაუბროს.

_ ბატონო დავით, "გურია ნიუსთან"  საუბრის დროს, საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ განაცხადა, ჩემი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა არც დავით დარჩიას და არც კონსტანტინე შარაშენიძესო, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

_  სიმართლეს გეტყვით, ხმამაღლა არ გამომიხატავს, რომ არ   შეიძლება ავთანდილ სურგულაძე იყოს საკრებულოს თავმჯდომარე-თქო. მე პირადად ავთანდილ სურგულაძეს ვიცნობ, როგორც დადებით პიროვნებას და კარგი ოჯახის შვილს, საკმაო დიდი ხანია მაქვს მასთან ურთიერთობა. თუკი "ნაცმოძრაობის" დროს ვინმე სადმე მუშაობდა, ეს დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ვიცი, ის არ ყოფილა "ნაცმოძრაობის" პარტიის წევრი.

_ თქვენ პირადად უჭერდით თუ არა მხარს დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურას?

_ სიმართლე გითხრათ, მე არავის ვუჭერდი მხარს. ეს არის ჩემი აზრი, რომ მე მხარს ვუჭერდი საკრებულოს გადაწყვეტილებას. არც გამომიხატავს ვინმეს მისამართით ჩემი მხარდაჭერა.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...