"ქორწილი არა, ქელეხია!" _ რუხი კარდინალი და აქცია "სეფაში"

მთავარი თემა

"ქორწილი არა, ქელეხია!" _ რუხი კარდინალი და აქცია "სეფაში"

2013 ივლ 2 20:27:29

"გურია ნიუსთან" ინტერვიუში ისინი ამბობდნენ, რომ შარაშენიძე "ნაციონალების" კადრი იყო და მას დეპუტატი მფარველობდა. იმავე ინტერვიუში (რომლის ნაწილი "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა) აღნიშნავდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შარაშენიძემ საწვავის ტალონები "გააპრავა" და ფული "მოტეხა".

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ამაში გარეული მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გვიპასუხეს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც საწვავის "მოტეხვის" ფაქტს ადასტურებდა. უფრო მეტიც, შარაშენიძის ოპოზიციაში მყოფი ადამიანების თქმით, ეს დოკუმენტები პარლამენტში გაიგზავნებოდა: _ კვაჭანტირაძეს ხომ არ ჰგონია, რომ მან მოიგო არჩევნები?! ბიძინა ივანიშვილს ჯოხიც რომ დაეყენებინა, ისიც კი მოიგებდა. ჩვენ, როცა ხალხში დავდიოდით, სწორედ იმას ვეუბნებოდით, რომ ხმა ბიძინასთვის უნდა მიეცათ. ზვიადს ოზურგეთში ბევრი არ იცნობდა, _ ამბობდა ჩვენთან ვიდეოინტერვიუში კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ გიორგაძე.

გიორგაძე, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარავში ცხოვრობს და შარაშენიძის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა, როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ხმამაღლა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოზურგეთის დეპუტატის რჩეული, დიმიტრი კვერღელიძე ვერ გავიდა.

სამ კარავს რამდენიმე დღის წინ "სეფაც" შეემატა, სადაც აქციის მონაწილეები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ და უამინდობასაც ეფარებიან:

_ გურულები ხომ ნოვატორები ვართ? გამგეობის წინ გაშლილი "სეფა", სადაც აქციის მონაწილეები სხედან, საქართველოში არსად არ ყოფილა _ ჩვენ პირველები ვართ, _ ამაყად გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგაძეს და მის თანამოაზრეებს შარაშენიძის გადადგომასთან ერთად სხვა მოთხოვნებიც აქვთ: შემოწმდეს გამგეობის საქმიანობა 2009 წლიდან დღემდე _ ჩაერთოს ამ საკითხებში შსს, გენერალური პროკურატურა... გადადგეს უშიშროების სამსახურის უფროსი, აკაკი სიხარულიძე.

ეს პრეტენზიები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი არ არის. სიახლე მხოლოდ ისა, რომ პრეტენზიები პლაკატებზე გადმოიტანეს და აქციას მიმართეს. ამასთან ერთად, კითხვები აღარც დეპუტატ კვაჭანტირაძის მიმართ არსებობს, რომელსაც, როგორც ზურაბ გიორგაძესთან საუბრიდან გავარკვიეთ, შეცდომები გამოსწორებული აქვს:

_ მე თქვენთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაფიქსირებდი, რომ "ქართულ ოცნებაში" შეიძლება შემოპარულიყო ის ხალხი, რომლებიც "ნაციონალურ მOძრაობას" წარმოადგენდნენ. მე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო დამსაჯეს _ პავლონიები გამიჩეხეს. მთელი ჩვენი გუნდის, ამ მხურვალე ბიჭების თავგანწირვა იყო, რომ შედეგი დაგვედო. ვატყობდით, რომ ბევრი ხელისშემშლელი გვყავდა. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოიაზრებოდნენ იმ იერარქიებში, რომელსაც პირველი პირები ჰქვიათ. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი დღეს გამოჩნდა. ვიღაცას გონია, რომ ჩვენ ოპოზიციაში აღმოვჩნდით. ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები. ვართ, ვიყავით და ვიქნებით "ნაციონალების" ოპოზიციაში, _ გვითხრა გიორგაძემ.

_ ბატონო ნუგზარ, ჩვენი წინა ინტერვიუს დროს საუბარი იყო საწვავის თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე. თქვენი ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი ზვიად კვაჭანტირაძეც იყო. გაარკვიეთ, რომ საწვავის თანხის "მოტეხვაში" მას წილი არ ჰქონდა ან შარაშენიძეს იმ საქმეებს არ "უპრავებდა", რომლებზეც თქვენ საუბრობდით?

_ ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომა _ უშეცდომო არავინ არაა. არსებობს შეცდომა და არსებობს შეცდომის გამოსწორება. მე არასოდეს დამიფიქსირებია, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ბენზინებში ან რაღაც ასეთ საკითხებში იყო გარეული. მე გული მტკიოდა, რომ ეს კაცი, ფაქტობრივად, აქ არ ცხოვრობდა და შექმნილი სიტუაცია არ იცოდა. ტალონები თვითონ კოტეს ჩამოჰქონდა.

_ თქვენთან მოსვლამდე კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ ძველ ინტერვიუს, სადაც ჩვენს კითხვაზე _ იცოდა თუ არა ზვიად კვაჭანტირაძემ საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, მის კავშირს ამ საქმესთან არ უარყოფდით და დეპუტატსაც უსვამდით შარაშენიძის ანალოგიურ შეკითხვებს _ რა მოუვიდა იმდენ საწვავს...

_ წარმოიდგინეთ, ჩვენ, ოთხი კაცი ვართ ბირთვი და ამ ოთხ კაცში მოდის განაწილება _ მე არ ვიცი, რამდენად. მე, უბრალოდ, მქონდა ეჭვის ნიადაგი. ვკითხულობდი, რატომ არ აძლევდნენ საწვავს გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საქმისთვის საკუთარ ფულს ხარჯავდნენ. ერთი კოორდინატორიც კი ვერ იტყვის, რომ რომელიმეს ნორმალურად ჰქონდა საწვავი. მაშინაც გითხარით _ არსებობს ფაქტები, რომ ტექპასპორტები მიატანინეს, დააფიქსირეს, რომ საწვავი გაეწერათ, მაგრამ არავის გადაუმოწმებია, იყო თუ არა იმ მანქანებში საწვავი ჩასხმული.

_ ამ საკითხებში გასარკვევად პარლამენტისთვის აპირებდით მიმართვას. არ მიგიმართავთ?

_ ჩვენ მივმართეთ ყველა ინსტანციას. გავაგზავნეთ პეტიცია, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი კოალიციის ყველა ლიდერს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს დღევანდელი ჩიხიდან გამოსვლა. ჩვენ აქ ჩვენით დავჯექით, არავის არ უთქვამს. მაჟორიტარმა არ იცის და არც იცოდა. ჩვენ რვა თვე ვითმინეთ, რადგან არ გვინდოდა ვიღაცას დაენახა და ეთქვა, ეს ხალხი ბიძინას უპირისპირდებაო. ჩვენ ბიძინას მეგობრები ვართ, მისი თანამოაზრეები, ერთად ვიბრძოდით და ვამხელთ ყველა იმ უსახურ ხალხს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ზურგში დანა ჩაარტყეს და უღალატეს. თუგინდ ის ფაქტი ავიროთ, რაც მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე _ ისევ ის პროექტი გახორციელდა, რაც ჰქონდათ "ნაციონალებს". ჩვენ მათ არაფერს ვერჩით და არც ვებრძვით, იმიტომ, რომ ისინი, ჯერჯერობით, კანონიერად არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში. ჩატარდება ახალი არჩევნები და მათ ბედს ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ იმაზე ვართ "აჭრილები", ჩვენთან რომ იბრძოდნენ, პირველი პირები რომ იყვნენ და ამათთან მოახდინეს კოჰაბიტაცია და ამათ კანდიდატურებს ნიშნავენ.

_ დეპუტატსაც გულისხმობთ?

_ არა. დეპუტატია ერთადერთი პიროვნება ოზურგეთში, რომელსაც პარლამენტში კალამი უჭრის და აზროვნებს.

_ თუმცა, წინა ინტერვიუში კვაჭანტირაძეს საყვედურობდით, რომ კოჰაბიტაციაში შევიდა "ნაციონალებთან"

_ ახალგაზრდობაში ერთო გოგო მიყვარდა 5 წელი და ვენებს ვიჭრიდი. მაგრამ მოვიდა ის დღე და ვთქვი _ შენ შემოგევლე, ან _ იქით ან _ აქეთ. მერე ოჯახი შევქმენი, ცოლი მყავს, შვილები და ვცხოვრობთ სიამტკბილობით. ამ ხალხმა ხმა დეპუტატს მისცა და ბიძინა ივანიშვილს. შარაშენიძე დეპუტატს ევედრებოდა, რომ გაეყვანათ მისი კანდიდატურა. ზვიადი კაცურად მოიქცა, ენდო და პირველ ნოემბერს შეხვდა საკრებულოს დეპუტატებს, გააცნო კოტე და უთხრა _ ეს ჩემი კადრია და ამას უნდა დაუჭიროთ მხარიო. მაგრამ კოტემ უღალატა, თავის თავზე აიღო ყველაფერი. თურმე, მარტო კოტე და ბიძინა აკეთებს ერთად ყველაფერს და ერთად უნდათ ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენ და დეპუტატი, თურმე, არაფერ შუაში არ ვართ. დეპუტატი არის ის პიროვნება, რომელიც ჩვენს, პარლამენტს და ამ ხალხს შორის არის ხიდი და არა კოტე შარაშენიძე. არ შეიძლება დეპუტატის ასე იგნორირება.

_ გამოდის, ეს კვაჭანტირაძის მხარდასაჭერი აქციაც ყოფილა...

_ ჩვენ ხელშეკრულება არ დაგვიდია დეპუტატთან. დაგვიჭერს თუ არა მხარს, მისი ნებაა. ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ გვაქვს. გამოვიდა კოტე და ამბობს _ მე კოტე კი არ ვარ შარაშენიძე, მე ვარ ყვავი _ მე ვარ მუდმივი.

გიორგაძის თქმით, შარაშენიძე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ ეხმარება. სამშენებლო მასალა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს გამოეგზავნათ, გამგეობის უკან დააწყო და სამი თვეა, ალპობს: _ ხალხი სთხოვს და არ აძლევს. ზოგს საგიჟეში აგზავნის, ზოგს ეუბნება, იქ რომ გამოიარეთ და იმათ რომ შეხვდით, ჩემთვის მიუღებელი ხარო. მაგისთვის განსხვავებული აზრი საერთოდ მიუღებელია. ეს რას გვეუბნება, იცით? მე ვარ ფაშა და აქ მე ვიქნებიო. ვერსად ვერ იქნება. ძალიან მეცოდებიან მაგის დედა და ბავშვები.

_ რას მიაღწევთ ამ აქციით?

_ ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ დავამარცხეთ ფიზიკური განადგურების შიში, რითაც ყოველდღე გვემუქრებოდა. სააკაშვილის ფორმულაა _ დააშინე, რომ მართო ქვეყანა. ანალოგიურს გვიკეთებს დღეს შარაშენიძე. ბიჭები, რომლებმაც მართლა გული და სული დადეს და სოფელს ეგონა, ის ხალხი მოვიდოდა ადგილობრივ ხელისუფლებაში, საერთოდ დაივიწყა. რწმუნებული ჯერ რა ფიგურაა, მაგრამ იმ ხალხს უნდა. კოტე კი ხალხის აზრს არ იზიარებს, რადგან არ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც ვერ მართავს. მას ისეთი ხალხი უყვარს, რომლებიც ვაზელინებით დადის. სოფელი ნატანები მაგალითად _ თავი დადეს გობრონიძეებმა და იმხელა გამარჯვება დადეს, როგორც არასდროს, მაგრამ რად გინდა? ზოგს რას უგონებს, ზოგს _ რას. ჩვენ ერთად მოვდიოდით და ერთად უნდა ვყოფილიყავით ამ ქვეყნის მაშენებლები. ამ ხალხს უნდა მისცემოდა ამის საშუალება და არა აქ კარვები გადაეხურათ. გამოდიან და იმას იძახიან, ქორწილი გაქვთო?! ქორწილი არა, ქელეხია!

_ ეს ადამიანები რომ დასაქმდნენ, პრობლემა მოგვარდება?

_ დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვით. ჩვენ მაგისთვის არ ვართ აქ. თუ თქვენ გაიგებთ, რომ ნუგზარ გიორგაძე აქ პირველობისთვის იბრძოდა, რაც გინდათ, ის თქვით. მე მყავს ოჯახი და ვიცი, რომ სიბერეში არ შემცივდება და არ მომწყურდება, მაგრამ ამ ხალხის გვერდით ვიბრძოლებ ბოლომდე. ჩვენთვის ადგილი არის მეორეხარისხოვანი _ მთავარი სამართლიანობის აღდგენაა. ის ხალხი, რომელიც სოციალურ გაჭირვებაშია, სული ძვრება და კოტე რომ "ჟირნად" არის, აი, ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ამას არ ვპირდებოდით ხალხს _ ჩვენ ვპირდებოდით, რომ ყველა ერთად და ერთმანეთის სასიკეთოდ გადავწყვეტდით პრობლემებს. თქვას კოტემ _ მანდარინის სეზონი მოდის ცოტა ხანში, გაუშვა ვინმე უკრაინაში? ხელშეკრულებები ჩამოიტანა, როცა ამის ბრწყინვალე საშუალებები და გარანტიებია?! ტროას ცხენივით რომ დადის, არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და იძახის, გამომყვნენ და ნახონ, რას ვაკეთებო, რას აკეთებს ეგ უწიგნური?! დათო მეცოდება (საუბარია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილის მეგობარზე, დავით დარჩიაზე. ავტ). ოთხჯერ მივედით და გავაფრთხილეთ _ ნუ გააკეთებ ისე, რომ ბიძინასთან თავი შეირცხვინო და ის დაკარგო, რაც შენს და ბიძინას შორისაა,-მეთქი. მე მიხაროდა, რომ დათო გვერდზე დაგვიდგებოდა და "ჩერეზ" ბიძინათი დიდ საქმეს გავაკეთებდით. მაგრამ მაგათმა "აბოლეს" და ამის "დამბოლებელი", სპექტაკლების შემსრულებელი კაკო სიხარულიძე იყო, რომელიც ოზურგეთს ვერ მოვაცილეთ. დადის და ყველა ღამე "გვალივერებს".

აქ არც ერთი არ იტყვის, რომ სამსახური უნდა. შეიძლება, ჩამოვიდეს და თქვას _ მოდით, ბიჭებო, ყველას დაგასაქმებთო. არ არსებობს! ჩვენ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით და კოტეს დამსახურებულ პენსიაზე ვუშვებთ ჩვენი მოთხოვნების შესრულების შემდეგ _ შემოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და გამოიძიონ 2009 წლიდან დღემდე, რა ხდებოდა და როგორი კოჰაბიტაცია მოახდინეს. ისიც გამოსაძიებელია, რომ ხალხი უწყლოდაა და მილიონებია დახარჯული. აი, ამიტომ ვიბრძვით, სხვა პრინციპი არ არსებობს. პრინციპი ერთია _ კოტე უნდა წავიდეს. მე ვპირდები დასაქმებას _ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი შენახული _ თოხით, ბარით, ცელით მოვამარაგებთ, რომ თავი არ იგრძნოს დამცირებულად. მას აქვს ერთი ჰექტარი მიწა და მშვენივრად შეუძლია კერძო ბიზნესი წარმართოს, თუ მენეჯერია, მაგრამ ეგ არც მენეჯერია.

ჩვენ, ახლა ხალხს ვევედრებით, რომ აქ არ მოვიდნენ, მუშა პროცესს არ შეუშალონ ხელი. ამიტომ არ გვინდა, თორემ ერთი ზარიც საკმარისია და ის კოორდინატორები, ის ხალხი, რომლებიც იბრძოდნენ და დღეს ხელმოცარულები სახლში ზიან, ყველა აქ მოვა. არ იფიქროთ, რომ პიროვნებებს ვებრძვით _ ჩვენ ვებრძოდით რეჟიმს და დავამარცხეთ. ბედნიერები ვართ იმით, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი გამოვიდა ციხიდან, დედები, შვილები, ცოლები გავახარეთ და კოტე ამბობს, ეს მე ვქენიო. ის დაავიწყდა მარინა სუნგულიას და ტიფო მიქატაძეს რომ ეხვეწებოდა, ფორთხვით რომ მიდიოდა, მხარი დამიჭირეთო. კოალიცია არ არსებობს რაიონში და ის კოტემ დაშალა. სანაცვლოდ კი ჩაეხუტა რუხ კარდინალ _ ლელა თავართქილაძეს, _ ამბობს გიორგაძე, რომლის მოსაზრებებსაც აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ.

კოტე შარაშენიძეს ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ სურს და ამბობს, რომ სათქმელი უკვე ითქვა. მისი განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი მასალა საჭიროებისამებრ რიგდება: _ ჩვენ არავის არაფერს ვაძლევთ. თავად ვუკეთებთ და აბსულუტურად ყველა დაზარალებულს ვეხმარებით, _ გვითხრა შარაშენიძემ.

კითხვაზე, "არის თუ არა მისი ქმედებების პროდიუსერი, რუხ კარდინალად შეფასებული ლელა თავართქილაძე", შარაშენიძემ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელ ჭორებზე კომენტარის კეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

კომენტარზე უარი გვითხრეს ლელა თავართქილაძემ და აკაკი სიხარულიძემაც. სიხარულიძის თქმით, ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის და ამ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს.

ჩვენ შევეცადეთ ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებებიც გაგვეგო, რომელიც, როგორც ამბობენ, აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს, თუმცა, დეპუტატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...
  • „ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს. "სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება,ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა",- აცხადებს ნადირაშვილი. ირმა ნადირაშვილი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ გონივრულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დიმიტრი გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.  რეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა.  საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.  სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი- იპოინვესტიცია წარადგინა (R)საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...