1125 ლარი ბიუჯეტიდან "ნინოს შვილ გიორგის" და არათანაბარ პირობებში ჩაყენებული სტუდენტები

gurianews.com

მთავარი თემა

1125 ლარი ბიუჯეტიდან "ნინოს შვილ გიორგის" და არათანაბარ პირობებში ჩაყენებული სტუდენტები

2018 მაი 11 10:35:15

როგორც "გურია ნიუსი" წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ შვიდ ოზურგეთელ სტუდენტს სწავლის საფასურის გარკვეული ნაწილი (ზოგს _ 1125, ზოგს _ 500 ლარი) ერთჯერადად დაუფინანსა.

ჩვენი წყარო ამბობდა, რომ აღნიშნული სტუდენტები შარაშენიძის ფავორიტი სწორედ ნათესაობის და მშობლების მიერ, მისადმი არჩევნებზე გამოჩენილი მხარდაჭერის გამო გახდნენ.

"გურია ნიუსის" ჟურნალისტმა მარინე ჩიხლაძემ მუნიციპალიტეტის მერიიდან შესაბამისი საჯარო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა, რომელშიც აღნიშნულია:

"2018 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული რაოდენობის ნაწილი ერთჯერადად დაუფინანსა. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი და, ასევე, წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებული სასწავლო მიღწევებით, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ორიენტირებული არიან თვითგანვითარებასა და სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღებაზე, არიან საერთაშორისო სტუდენტურ-ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე და წარმოდგენილი აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სტუდენტების დაფინანსება გახორციელებულია მერის სარეზერვო ფონდიდან ბრძანებით გამოყოფილი თანხით, ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლიდან".

მერიამ, იმის გამო, რომ დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, სახელების და გვარების გასაჯაროებაზე უარი გვითხრა.

"გურია ნიუსმა" უწყებიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ვთხოვეთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის შესაბამისად, ეპასუხა ჩვენთვის, რა დოკუმენტაციის საფუძველზე, ბიუჯეტის რომელი მუხლიდან და რომელ სასწავლებელში გადაერიცხა თანხა კონკრეტულ სტუდენტს. გარდა ამისა, მერს, ასევე, ვთხოვეთ შესაბამისი ბრძანება და გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მოეწოდებინა.

ჩვენს მიმართვაზე, ოზურგეთის მერიის სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილებებიდან მოგვწერეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის "საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ "საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას" და ამის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მოგვაწვდიდა ინფორმაციას "იმ პირთა შესახებ, ვის მიმართაც მერიის მხრიდან გაწეული იქნა ფინანსური დახმარება სწავლის საფასურის დაფარვის თაობაზე":

"რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მერიის მიერ გადარიცხული სწავლის საფასური, წარმოგიდგენთ დანართის სახით" _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს მზია გაგუა აწერს.

დანართებში კი, მხოლოდ ბრძანებები, გადარიცხვის ქვითრები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის დადგენილება იყო, რომელთაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ბრძანებები დაშტრიხული სახით მოგვაწოდა, წარმოდგენილ საგადასახადო დავალებებში ერთ-ერთი დაფინანსებული სტუდენტის ყველა პერსონალური მონაცემი იყო.

ამ დოკუმენტის საფუძველზე, ჩვენ ადვილად შევძელით დაგვედგინა, რომ სტუდენტი, რომელსაც შარაშენიძემ 1 125 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა, ოზურგეთელი არ არის _ ის თბილისშია რეგისტრირებული და როგორც მისმა მამამ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, სკოლაც დედაქალაქში დაამთავრა:

_ 15 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. იქ დაამთავრა ამერიკული სკოლა და ახლა ესტონეთში აგრძელებს სწავლას. კარგი მოსწავლეა და ამიტომ დააფინანსეს, _ გვითხრა სტუდენტის მამამ ალექსანდრე გ.-მ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერია სტუდენტების სწავლას აფინანსებდა თბილისში, სამსახურში გაიგო:

_ არ მახსოვს, ვინ მითხრა, მაგრამ თბილისში, სამსახურში მითხრეს და შევიტანეთ განცხადება, _ ამბობს ალექსანდრე გ. ჩვენთან საუბრისას.

კითხვაზე იყო თუ არა ის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ არჩევნებზე მხარი არავისთვის დაუჭერია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ არსებობდნენ მოწმეები, რომლებსაც ის არაერთხელ ჰყავდათ ნანახი შარაშენიძის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული, გვიპასუხა, რომ შეიძლება ასეც იყო: "რა ვიცი, რა მახსოვს. შეიძლება, ვინმემ მთხოვა და ვიყავი" .

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირი, რომელსაც თანხა ჩაერიცხა, ოზურგეთში არ ცხოვრობს, თუმცა, #1566 ბრძანებაში, რომელიც 2018 წლის 28 მარტით არის დათარიღებული, ვკითხულობთ:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ნინო ს.-ს შვილს, გიორგი გ.-ს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სწავლის საფასურის დასაფინანსებლად გამოიყოს 1 125 ლარი".

ამავე ბრძანებაში მითითებულია ნინო ს.-ს _ გიორგი გ.-ს დედის პირადი ნომერიც, რომლის საშუალებითაც მარტივად დავადგინეთ, რომ გიორგი გ.-ს მსგავსად არც ის არის ოზურგეთის მცხოვრები და ეს გიორგი გ.-ს მამამ _ ალექსანდრე გ.-მაც დაგვიდასტურა.

რაც შეეხება სხვა სტუდენტებს _ მიუხედავად მერიის მტკიცებისა, რომ თანხა სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ჩაურიცხა, შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოგვიდგინეს. უფრო მეტიც, "გურია ნიუსმა" შვიდივე სტუდენტის მონაცემების გადამოწმება მოახერხა და აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ ერთია სოციალურად დაუცველი პირი.

ჩვენ, ასევე, შევეცადეთ გაგვერკვია, რის მიხედვით გადაწყვიტა ოზურგეთის მერმა, ვისთვის რა თანხა ჩაერიცხა, თუმცა უშედეგოდ _ კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.

როგორც გაირკვა, აღნიშნულის შესახებ სტუდენტებსაც არ აქვთ ინფორმაცია. ჩვენთან საუბრისას, ნინო ბ.-მ, რომელსაც მერმა 500 ლარი ჩაურიცხა, აღნიშნა, რომ მას რეალურად მეტი თანხა სჭირდებოდა:

_ 500 ლარი ჩარიცხეს უნივერსიტეტში. რეალურად მეტი მჭირდებოდა. განცხადებაში მივუთითე, რომ იმ თანხით დამხმარებოდნენ, რის საშუალებაც ბიუჯეტში ჰქონდათ და 500 ლარი ჩარიცხეს. სხვა დეტალი არ ვიცი, _ გვითხრა ნინო ბ.-მ, რომლის თქმით, მართალია სოციალურ დახმარებას არ იღებენ, თუმცა, მის ოჯახს ძალიან უჭირს:

_ ადრე, ბეგლარ სიორიძის მერობის დროსაც გამიწიეს დახმარება _ მაშინ, ერთჯერადად მოგვცეს თანხა, რომელიც მე უნივერსიტეტში შევიტანე. იმ დროს ეს დახმარება ძალიან მჭირდებოდა და ასე იყო ახლაც. რაც შეეხება იმას, რატომ 500 ლარი, ვერ გეტყვით. მოხარული ვიქნებოდი, თუ მეტს ჩამირიცხავდნენ, რადგან დიპლომი მაქვს დასაცავი და 850 ლარი მაკლდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ბ.-მ.

ის, რომ სტუდენტების დახმარება კარგი საქმეა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა, როგორც ოზურგეთში ამბობენ, ეს დახმარება შერჩევითი არ უნდა იყოს და მხოლოდ ახლობლებს და მხარდამჭერებს არ უნდა აფინანსებდნენ.

_ ბატონმა კონსტანტინემ თანხა დედის დეიდაშვილის შვილსაც კი ჩაურიცხა. თუ იმსახურებს, კარგია, რატომაც არა, მაგრამ რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა?! მხოლოდ მათმა ახლობლებმა უნდა ისარგებლონ ბიუჯეტით, რომელსაც ჩვენც ვავსებთ? _ აღნიშნავენ ოზურგეთელები.

თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის _ როგორ გაირკვა, ოზურგეთის მერს კანონი არ აძლევდა უფლებას სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი დაეფინანსებინა. გარდა ამისა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, "ზოგადი განათლების ხელშეწყობა არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას":

_ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, საიდანაც თანხებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო. პრაქტიკულად, იგივეს ამბობს საქართველოს ორგანული კანონი _ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემისას ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნობრიობის დასაბუთებაა. ზოგადი განათლების ხელშეწყობა არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას. ნებისმიერი თანხა, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც თვითმმართველობის არასაკუთარი უფლებამოსილების გახორციელებისთვის ბიუჯეტიდან გაიცემა (გარდა დელეგირებული ან მიზნობრივი ტრანსფერისა), საჭიროებს მისი ხარჯვის განსაკუთრებულ დასაბუთებას, სადაც აღნიშნული უნდა იყოს არამარტო პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა, არამედ სავარაუდო, მოსალოდნელი შედეგიც. სამწუხაროდ, ასეთი სახის დასაბუთებას მერები უმეტეს შემთხვევაში არ აკეთებენ.

კონკრეტულ შემთხვევაში რთულია განვსაზღვროთ, თუ რა სოციალური ეფექტის მომტანი იქნება აღნიშნული ხარჯი, რადგან ერთ შემთხვევაში იგი დახმარების სახითაა გაცემული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, მეორე შემთხვევაში კი ჯილდოა წარჩინებული სტუდენტებისთვის. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ასეთი სტუდენტი, შესაძლოა, მრავალი იყოს და ისინი არაინფორმირებულობის გამო არათანაბარ პირობებში არიან. ამასთან, მათაც რომ მიმართონ მერს, შეძლებს კი ყველას გაწვდეს სარეზერვო ფონდი?!

_ ბატონო თამაზ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი, რომელზეც თანხაა გაცემული, არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. შეიძლება ოზურგეთის ბიუჯეტიდან გასული თანხა სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებს მოხმარდეს?

_ არა. ადგილობრივი ბიუჯეტი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას უნდა მოხმარდეს, სოციალური პაკეტითაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა ისარგებლონ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თამაზ ტრაპაიძემ.

P. S. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად იმისა, რომ მერიიდან ჩვენ კონკრეტულ დოკუმენტაციას ვითხოვდით იმის შესახებ, თუ ვის რის საფუძველზე ჩაერიცხა თანხები, მსგავსი დოკუმენტი ვერ მივიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი დასაბუთება არც მერის ბრძანებაში იყო, რასაც კანონიც ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს ეკატერინე მგელაძეს ვთხოვეთ, მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია ან კონკრეტულად ეცნობებინა, ჰქონდათ თუ არა მერიაში სტუდენტების სტატუსის, მათი მიღწევების და აკადემიური მოსწრების შესახებ დოკუმენტაცია, რაზეც ისინი თავდაპირველად გამოგზავნილ წერილში მიუთითებდნენ და რაც მათი არგუმენტით დაფინანსების მიზეზი გახდა. თუმცა, რამდენიმე ზარის და დაპირების მიუხედავად, რომ დოკუმენტებს მოძებნიდნენ და მოგვაწოდებდნენ, ეს არ მოხერხდა _ მერიამ კანონის შესრულებას დუმილი ამჯობინა.


ნახვა: 1022


 ახალი ამბები
  • ბერა ივანიშვილი დაოჯახდა _ ვინ არის მისი რჩეული"და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" _ ეს ტექსტი და ფოტო ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც თან ქორწინების ბეჭდის სმაილი ახლდა. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ გახდა მისი რჩეული, თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ის ნანუკა გუდავაძეა. ნანუკა გუდავაძე მოდის ბლოგერია და 14 წლის ასაკში ბიჭოლას სახე ... ...
  • ,,ეკონომიკური კატასტროფა“_ ეკონომისტი მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგია. მისი თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა ემუქრება. როგორც ელიავა აცხადებს,  გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება რატომ ინტერესდება მარიხუანის ვაჭრობით მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ნარკოტიკების წარმოებას ებრძვის _აღნიშნულ საკითხზე ელიავა ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს. ,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების არა მარტო ექსპორტის, არამედ მისი წარმოების. თავი რომ დავანებოთ, ერის სიჯანსაღეზე საუბარს ეკონომიკურად ქვეყნისთვის ეს იქნება კატასტროფა. ფაქტობრივად, საქართველოს არა მარტო ეკონომიკა, არამედ მუშახელიც დაკნინდება.  მინდა, გაგახსენოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც ევროპამ შეიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ოპიუმი, რის შემდეგ ჩინეთმა დაიწყო დეგრადირება, ქვეყანა ქვეყანას აღარ გავდა და იყო უღარიბესი გაუბედურებული სახელმწიფო მანამდე, სანამ არ აიკრძალა ყოველგვარი ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოტიკი არის არა მარტო წმინდა სოციალური პრობლემა, არამედ ეს გახდება ეკონომიკური პრობლემაც. ადამიანი, რომელიც არის თრობაში, ის, როგორც მუშაკი, როგორც ეკონომიკური ერთეული არის უვარგისი, შესაბამისად, საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს არა მარტო ის მწირი წარმოება, რაც დღეს გვაქვს, არამედ მომავალშიც ვეღარ განავითაროს თავისი თავი. რატომ კეთდება აქცენტი მარიხუანის ექსპორტზე? ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის ეროვნული ბანკის ინტერესი, მას მიბმული აქვს ლარის მოცულობა უცხოური ვალუტის მოცულობასთან და გარდა ამისა, უცხოურ ვალუტას ის აკუმულირებს და შეუძლია გაიტანოს საზღვარგარეთ, დააბანდოს ფასიან ქაღალდებში, მეორე ინტერესი ეს არის კომერციული ტიპის ინტერესი. მთავრობა უნდა ხედავდეს, რომ არასწორი ნაბიჯი დაღუპავს ქვეყანას ქართველ მოსახლეობას. უცხო ქვეყნის მაგალითები რომ მოჰყავთ, მათ გააჩნიათ ამ ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვის მექანიზმები, საქართველოში კი ასეთი მექანიზმები არ არსებობს. ფული, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, ის არ იქნება საინვესტიციო ფული, ის შეიჭმევა. საქართველო არის ერთი მართვადი ქვეყანა, რომელსაც იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ებრძვის ნარკოტიკების მოყვანას.  არ ვიცი, რა მოსდის ამ ხელისუფლებას. ქვეყანა აშკარად იღუპება, გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ფასები იზრდება და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხებს მიხედონ, სამარცხვინო ნარკოვაჭრობას ეწევიან“, _ გვითხრა ელიავამ. კანონპროექტის განხილვა, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საერო და სასულიერო პირების პროტესტის გამო დროებით შეაჩერა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის ... ...
  • თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები  პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დროის შუალედის შემცირება მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. „პრობლემა იყო ის,  რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას,  მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი  სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, ოთხი ახალი შემადგენლობის დამატება იგეგმება. „მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ ახალი შემადგენლობების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ ძველი ვაგონების მოდერნიზებას და გვინდა, რომ მეტრო მგზავრებისთვის ერთ-ერთი კომფორტული საშუალება იყოს.  ტრანსპორტის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი  ტრანსპორტი, მაგალითად, ავტობუსების არსებული პარკი, რაც მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლისთვის მთლიანად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მომდევნო წლებში, მეტრო თბილისელებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი ... ...
  • “ამბის გამტანიც არ გასულა დღეს ჯუმათიდან?“ _ რომელ სოფელში რა პრობლემები შექმნა სტიქიამოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები მაკა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სოფელში მძიმე მდგომარეობაა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემების მოგვარებას გაურბიან. “ამბვის გამტანიც არ გასულა დღეს ჯუმათიდან? სასმელი წყალი და მედიკამენტები მაინც გამოგვიგზავნეთ ვერტმფრენით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაც წაიღო წყალმა?“ _ ამბობს ჩხარტიშვილი. როგორც სოფელში გვითხრეს, ორშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში გზის სავალი ნაწილი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია მოძრაობა. ასევე, დაზიანდა ერთ-ერთი ქვესადგური, რომლის გამო შუქი არ მიეწოდება ადგილობრივებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, სოფელ ჯუმათში წყალმიმღები არის დაზიანებული სათავე ნაგებობაზე, ასევე, მოჭარბებული ნალექის გამო გზა არის ამორტიზებული, ელოდებიან წყლის ნაკადის დაწევას, რის შემდეგაც დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანია  შპს “სატისი“ დაიწყებს წყალმიმღების აღდგენას. მისივე თქმით, ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ ქვესადგურზე არსებული პრობლემების მოგვარება.  თუ რა ზარალი მიაყენა 17 სექტემბერს, ორშაბათს უხვმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით, უცნობია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ შექმნილია სპეციალური შტაბი და მიმდინარეობს ზარალის აღწერა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა შრომის თემში ორმეთის, ხრიალეთის, ვაკისა და ოხოჯურის უნბნები. ხიდების დაზიანების შედეგად გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე ოჯახი, მოთხრილია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, დაღვარულია გზები და ჩამოწოლილია მეწყერი. დაბა ურეკში მდინარე კუჩხას ადიდების შედეგად დაიტბორა წერეთლის, მესხისა და დუმბაძის ქუჩები. ადგილობრივებს დაეტბორათ საცხოვრებელი სახლები. კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მოთხრილია ხეები, დაღვარულია გზები, რამდენიმე ადგილას განვითარდა მეწყრული პროცესი. მერიაში ჩამოწვა მეწყერი, დაიღვარა გზები გოგორეთისა და ნაღობილევის უბნებში. ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მე-13, მე-6 და წითელსხივისა და ჯაფარეულის უბნებში დაიღვარა გზები, რის გამოც, ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. სოფელ ოზურგეთში ცხომელიძეების და თოხაძეების უბანში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. დაიტბორა რამდენიმე უბანი. თხინვალის ტერიტორიულ ერთეულში დაიღვარა გზები და მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოშლილია ჯებირები, დატბორილია ჩაის ფაბრიკისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭანიეთურის უბანში დაზიანდა ხიდი და საუბნო გზები. დაბა ნარუჯაში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობის კიბის საყრდენი ნაწილი, სანიაღვრე არხების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაიტბორა გზები და რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი ... ...
  • ,,პატრიოტთა ალიანსი“ იშლება _ ფრაქციის წევრები საპარლამენტო თანამდებობებს ვეღარ დაიკავებენპატრიოტთა ალიანსი იშლება, ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება ნატო ჩხეიძემ მიიღო. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასში 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადის წარდგენიდან მე-7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი აღარ დაიკავებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამასთან, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღარ იქნებიან ბიუროს  შემადგენლობაში და კომიტეტებში  ვეღარ დაიკავებენ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ,,ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა არ დაადასტურა. მისი თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში ,,პატრიოტთა ალიანსში“ გადასვლას არ აპირებს. ჯერჯერობით, ნატო ჩხეიძე ფრაქციიდან წასვლის მოტივებზე არ ... ...

არქივი

ზაფრანი

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...

მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა მზეზე შავი ხვრელი...

რა არის სიყვარული

ჯონ ლი თავის წიგნიში "The...

მეცნიერული აღმოჩენა _ მუშაობა საზიანოა!

ადამიანები, რაც უფრო მეტს მუშაობენ,...

რამდენიმე თავსატეხი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

მზის ირგვლივ ტემპერატურა რამდენიმე მილიონით...

ქალთა საუკეთესო გამოგონებები

ხელსაწყო-ასტროლიაბია _ ის განსაზღვრავს ციური...
კარმიდამო ჩემი

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...