პროკურატურისგან ბრალდებულები და სასამართლოსგან გათავისუფლებულები _ სამცხე-ჯავახეთი "ფეხზე დადგა"

მთავარი თემა

პროკურატურისგან ბრალდებულები და სასამართლოსგან გათავისუფლებულები _ სამცხე-ჯავახეთი "ფეხზე დადგა"

2013 ივლ 5 20:27:17

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.

"განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორ პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით, მოსამართლის სიტყვებით ეს ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა ამაზე უარი განაცხადა," _ ეს განცხადება პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენის პასუხად გააკეთა. მოსამართლე ჯეირანაშვილმა გაუპატიურებასა და წამებაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნები გაამართლა და დარბაზიდან გაუშვა.

გუშინვე, უზენაესმა სასამართლომ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სასამართლო ამტკიცებს, რომ პროკურატურამ სასამართლოში არასრულყოფილად გამოძიებული საქმე მიიტანა, რაც მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ მიუღიათ. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი.

პროკურატურა სასამართლოსკენ იშვერს ხელს, სასამართლო კი გამოძიების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. გაუპატიურება-წამებაში გამართლებული პოლიციის მაღალჩინოსნები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, პარალელურად კი ბორჯომში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული პოლიციის ყოფილი უფროსი მოტოციკლეტით გადაადგილდება და ხალხს იარაღით აშინებს. ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს ხვედელიანის ადვოკატი.

ვინ არის მოსამართლე ჯეირანაშვილი _ გზა პოლიციიდან სასამართლოს თავმჯდომარეობამდე

დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.

საკმაოდ საინტერესოა გოჩა ჯეირანაშვილის ავტობიოგრაფიული მონაცემები.

2002 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ის პოლიციის სტრუქტურაში მუშაობდა.

2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.

2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სს სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორად.

2005-2006 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.

2006-2007 წლებში ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.

2007-2009 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამავე წლის აპრილიდან ის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

სწორედ მისი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში "მოღვაწეობდა" პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი და ყველა ის ფაქტი, რომელიც პროკურატურას ბრალში ჰქონდა წაყენებული, ამ დროს ხდებოდა.

პროკურატურის ფაქტები, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა

2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე.

ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე. ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა.

ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა.

მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან "ბურჯებში" პოლიციის მუშაკებმა 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს სამი პირი. აღნიშნული პირები მამუკა ხვედელიანის დავალებით წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით თითქოსდა მათ, ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.

"ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო ბრალდებულებს მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.

აღნიშნული ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორებიცაა ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა, რომლებიც მოპოვებულ იქნა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს." _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მამუკა ახვლედიანი                                                                ალექსანდრე ბლიაძე


გიორგი ბლიაძე                                                                              სერგო სამსონიძე


გიორგი ლომიძე




 ახალი ამბები
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...
  • შს მინისტრი: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესიაშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა:„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. „რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ ... ...
  • მდინარაძე: 9 აპრილი ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან"9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა",_  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას. „თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა  1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი  დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის",_ განაცხადა მამუკა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება იგეგმება _ გიორგი გახარიასაქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში. პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა ... ...
  • საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს.  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება  დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი.  სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.   მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების  რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.  მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია: საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება; ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან,   გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან; განცხადებების ძებნა.    მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე,  საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა; ქონების  დაყოფა ან გაერთიანება; ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება; კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება; ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.  იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405. თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის   ელფოსტითაც  (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი.  მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე. მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა)  რეგისტრაცია; საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება; არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება; მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება; რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა. დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და  შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას.  მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405. დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და  მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...