"მამუკა ხვედელიანმა ერთადერთი შვილი დამიხვრიტა!" _ კიდევ ერთი საქმე პროკურატურაში

მთავარი თემა

"მამუკა ხვედელიანმა ერთადერთი შვილი დამიხვრიტა!" _ კიდევ ერთი საქმე პროკურატურაში

6 ივლ. 2013, 12:34:16

22  წლის ბორჯომელი ბიჭის რევაზ არუცევის შემზარავი მკვლელობა 2010  წელს მოხდა. მას 12  ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც მოკლულის ოჯახის წვერები აცხადებენ, არუცევს საკონტროლო ტყვია პირადად ხვედელიანმა დაახალა.  მათი თქმით, ეს მთელმა ბორჯომმა იცის.

პირველად, ინფორმაცია ამ მკვლელობის შესახებ 2010 წელს "ობიექტივით" გავრცელდა, თუმცა მაშინ ამ ფაქტს, როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

"ჩემს შვილს ჯერ უკნიდან ესროლა ხვედელიანმა, ორი კილომეტრი ირბინა, სისხლისგან დაიცალა და დაეცა და როდესაც სისხლისგან იცლებოდა, ოთხი ტყვია დაახალა თავში ხვედელიანმა, გიორგი ინასარიძემ და სერგო სამსონიძემ. ჩემი შვილი ამ დროს სისხლისგან იყო დაცლილი მთლიანად. ასეთ ბავშვს ოთხი ტყვია სახეში დაახალეს. უიარაღოს და სისხლისგან დაცლილს".

როგორც ამბობენ, არუცევი პოლიციას თვალში არ მოსდიოდა. მას ხშირად იბარებდნენ განყოფილებაში. თავად ბორჯომის პოლიციის სამორიგეოში ამას იმით ხსნიდნენ, რომ, თურმე, არუცევი " მოძველბიჭო" იყო.

რევაზ არუცევის ოჯახი დღემდე ითხოვდა მკვლელობის  გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ. მკვლელობის საქმე თაროზე შემოდეს და ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლეს და ამ ყველაფერში, დამნაშავე თვითონ იყო.

"16 წლის იყო ჩემი შვილი, როცა  ფეოდალური მენტალიტეტის მქონე კახა ლეგაშვილთან მოუვიდა დაპირისპირება. ჩემი შვილი საპარიკმახეროში იყო მისული, მივიდა მასთან ლეგაშვილი და უთხრა, _  ჩემი ბიჭი, შენ ხვალ შეიჭრი თმასო. ჩემმა შვილმა უთხრა, ჩემი რიგია და დღეს შევიჭრიო. ამას მოყვა დაპირისპირება და 5 წლის განმავლობაში გვებრძოდნენ. რამდენჯერმე დაიჭირეს და გამოუშვეს. იმ წელსაც, როცა მომიკლეს, 40 დღე ჰყავდათ დაჭერილი. 40 დღის შემდეგ გამოუშვეს. ამის შემდეგ, ის გადაადგილდებოდა ბორჯომიდან სოფლის მიმართულებით, დაესხნენ თავს და დამიხვრიტეს შვილი. მანამდე კი ხვედელიანმა და მისმა ბანდამ ბორჯომელი ბიჭი გააუპატიურა, მაგრამ რად გინდა! აგერ მოსამართლე ჯეირანაშვილმა გაათავისუფლა. ვიდრე ჯეირანაშვილები და კუბლაშვილები იქნებიან, არაფერი არ გვეშველება! გამაგებინეთ, მკვლელებთან შეიძლება კოაბიტაცია?" _ აცხადებს მზია კურტანიძე.

მზია კურტანიძის განცხადებით, 2010 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ საქმე სასამართლომდე მისულიყო, მაგრამ უშედეგოდ:

" ჩემი შვილი კრიმინალად გამოაცხადეს და საქმე თაროზე შემოდეს, შენი შვილი კრიმინალი იყო და შეწყდა ძიებაო. რა გვექნა, ვისთან მივსულიყავით? მერაბიშვილთან, ხვედელიანთან თუ ადეიშვილთან? იმ ხალხთან, რომლებმაც ჩემი შვილის დახვრეტის ბრძანება გასცეს? ვერანაირ სამართალს მე ვერ მივაღწიე. ახლა განცხადება შეტანილი მაქვს არჩილ კბილაშვილის სახელზე და დაწყებულია გამოძიება. დიდი იმედი მაქვს არჩილ კბილაშვილის" _ აცხადებს მოკლულის დედა.

როგორც პროკურატურაში გაგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა მამუკა ხვედელიანის ადვოკატს, ზაზა  მარიდაშვილს, რომელმაც გაგვიცხადა, რომ ამ საქმეზე მამუკა ხვედელიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა და ამიტომ მა არ მიეცა საშუალება, საქმის მასალებს თავიდან ბოლომდე გაცნობოდა.

"ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათ იმისა, რომ დანაშაული ჩადენილია განზრახ. ამ საქმეზე რომ მტკიცებულებები გააჩნდეთ, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ხვედელიანს ბრალს დაუმძიმებდნენ?" _ აცხადებს ადვოკატი.

_ რამდენი ხანია, რაც ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს?

_ დაახლოებით 2-3 თვეა და დაკითხეს ყველა ის პოლიციელი, რომელიც იმ ოპერაციაში მონაწილეობდა.

_ მოკლულის დედა ასახელებს ვინმე კახა ლეგაშვილს, ხომ არ იცით, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში და ვინ არის?

_ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი...

_ თქვენ ამბობთ, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მაგრამ მკვლელობა მოხდა, რომელიც არ გამოიძიეს.

_ მე ის ვიცი, რომ რამდენიმე თვეა ის პროკურატურა, რომელმაც ხვედელიანს სხვა საქმეებზე წაუყენა ბრალი, ამ საქმესაც იძიებს. თუ ადრე არ იყო გამოძიებული, ახლა რატომ არ იძიებენ? იმიტომ, რომ არ აქვთ მტკიცებულებები. იქ რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა, მარტო ხვედელიანზე არ არის საქმე.

_ ხვედელიანიც ხომ მონაწილეობდა ამ საქმეში?

_ რა თქმა უნდა, მაშინ ის პოლიციის უფროსი იყო. როგორც მე ინფორმაცია მაქვს, იმ ბიჭზე ატარებდნენ სპეცოპერაციას.

_ ხვედელიანი უარყოფს, რომ ესროლა რევაზ არუცევს? თუ ამ ყველაფერს სპეცოპერაციით ხსნიან?

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! იქ დადგენილი არ არის ვისი ნასროლი ტყვია მოხდა. ახლოდან ნასროლი არ არის, როგორც ხვედელიანი ამბობს. თუ არ ვცდები, ნასროლია სადღაც 150 მეტრიდან და იქედანაც ისროდნენ, მაგრამ ვისი ტყვია მოხვდა, არ არის დადგენილი.

_ ეს არ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მაშინ ამ საქმეზე გამოიება არც კი ჩატარებულა?

_ მაშინ რა იყო, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით... მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, დადგენილი არ არის, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა ვიღაცის განზრახ ნასროლი ტყვიით.

(ფოტო "სამხრეთის კარიბჭე")




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls