დავით სერგეენკომ კომპანია "ადითს" "წითელი ბარათი" აჩვენა!

მთავარი თემა

დავით სერგეენკომ კომპანია "ადითს" "წითელი ბარათი" აჩვენა!

10 ივლ. 2013, 15:33:08

"ადითის თემა არის ყველაზე სკანდალური. მათ ისევ არ შეასრულეს ბოლო მიცემული შანსები და შესაბამისად, ძალაში შევა ქართული სახელმწიფოს მოქმედი კანონები," _ განაცხადა დავით სერგეენკომ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავწერეთ.

მაისის დასაწყისი "ადითის" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მედპერსონალმა საპროტესტო აქციებით დაიწყო.  ექიმები 5 თვის აუღებელ ხელფასს და სახელმწიფოს მხრიდან "ადითთან" ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა.

ექიმების თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საავადმყოფო 1 ლარად გაყიდეს და პერსონალს 3 წელია მონურ პირობებში ამუშავებს. ხელისუფლება კი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს "ადითის" საქმიანობით და ყველა მისი ქმედება საჯარო უნდა გახდეს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ საკითხით არაერთგზის დაინტერესდა და "ადითის" ინვესტორებს მკაცრი გაფრთხილება მანამდე მისცა, სანამ ექიმები საპროტესტო აქციებს მოაწყობდნენ. "ადითის ხელმძღვანელობამ მინისტრისგან ამის შემდეგაც არაერთი გაფრთხილება მიიღო.

17 მაისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  სასტიკად გააკრიტიკა   ჩოხატაურის,"ადითის საავადმყოფოს ხელმძღვანელი თეიმურაზ კოროშინაძე.  როგორც სერგეენკომ  აღნიშნა, კოროშინაძის ანალიტიკურ გამოსვლაში ყველაფერზე იყო საუბარი გარდა პაციენტების ინტერესებისა.

"თქვენ ვრცლად ისაუბრეთ თქვენივე ანალიტიკურ გამოსვლაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შემცირდა შემოსავალი საავადმყოფოში და რა ზიანი მიადგა ამით სამედიცინო დაწესებულებას, ერთი სიტყვაც არ გითქვამთ პაციენტებზე. სად არის აქ გათვალისწინებული პაციენტების ინტერესები?!"_ასე მიმართა მინისტრმა კოროშინაძეს რომლისგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღო.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე საუბარი "ადითის" წარმომადგენლებთან საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კომპანიასთან ხელშეკრულების  შეწყვეტას ემხრობოდა, თუმცა "ადითის" წარმომადგენლები კი არსებულ სიტუაციას კლინიკებში მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების უპასუხისმგებლობით ხსნიდნენ.

"ადითის" სამედიცინო დირექტორის ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით,   7 სადაზღვევო კომპანიიდან, რომელთანაც "ადითს ხელშეკრულება აქვს, ყველას დავალიანება დაახლოებით 780 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მაშინ, დავით სერგეენკო ადითის წარმომადგენლებს შეპირდა, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები იქნებოდა ცალსახა.

"ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ხელშეკრულების გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება სახელფასო დავალიანებების დაფარვის უმოკლესი გრაფიკი. ეს გრაფიკი უკვე წარმოდგენილი არის. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ხელშეკრულების გაგრძელების პირობებზე, რომელიც იქნება არა არსებული, არამედ განახლებული ვალდებულებებით, სადაც მონიტორინგის ძალიან მკაცრი მექანიზმი იქნება ჩადებული. ასევე ძალიან მყარი ფინანსური გარანტიები. ამ დოკუმენტს წარმოვადგენთ და თუ მოხდა შეთანხმება პარლამენტის წევრებთან, თვითონ კლინიკების წარმომადგენლებთან, სამინისტრბთან და კომპანიასთან, ანუ ეს იქნება მრავლმხრივი მსჯელობა, წავალთ თუ არა ამ მიმართულებით"_ განაცხადა  დავით სერგეენკომ.

"გურია ნიუსი კომპანია "ადითის" წარმომადგენლების პოზიციითაც დაინტერესდა. შევეცადეთ იმ კითხვებზე, რომელიც ყველაზე მეტად "ადითის" საავადმყოფოებში დასაქმებულ ადამიანებს აინტერესებთ, პასუხები  "ადითის" სამედიცინო დირექტორისგან, ნიკოლოზ ფრუიძისგან მიგვეღო.

_ რატომ ხდება ხელფასების დაგვიანება ან საერთოდ გაუცემლობა მაშინ, ის მიზერულ თანხას შეადგენს?

_ ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ეს  მიზერული თანხებია, იმდენად რამდენადაც სახელფასო ფონდი  ოფიციალურია და შეუძლია ყველას ნახოს.  ამ საავადმყოფოებში არის შემოსავლის 44 %

_ არის საავადმყოფოები, სადაც მედპერსონალის ხელფასი 15 -20 ლარს შეადგენს თვეში და ისიც რამდენიმე თვის დაგვიანებით ეძლევათ...

_ თუ ვერ გავეცით ხელფასი, ეს იმიტომ, რომ რამდენიმე პროგრამა მუშაობს საქართველოში, ეს არის უმწეოების და პენსიონერების დაზღვევა. ეს იყო სახელმწიფო სტანდარტი. შემოვიდა ახლა საყოველთაო დაზღვევა. ამ დაზღვევამდე მუშაობდა ორი  ძირითადი პროექტი და ამ ორი პროექტიდან თანხის ძირითადი შემოსავალი   ხელფასებისთვის იყო  განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, ესენი იყვნენ გამომუშავებაზე. თუ არ მოხდა სადაზღვევოებიდან  გადმორიცხვა,  ისე ვერ გავცემთ ხელფასებს.

_ როდის მოხდება სახელფასო დავალიანების დაფარვა?

_ წინასწარი მოლაპარაკებებით ჩვენ ვთვლით, რომ ივნისის თვეში მარტის თვის დავალიანებამდე უნდა იყოს ყველაფერი დაფარული. _ განაცხადა "გურია ნიუსთან" საუბრისას ნიკოლოზ ფრუიძემ.

როგორც მინისტრი აცხადებს, პირობა არ შესრულდა.  დავით სერგეენკო "ადითს" უკვე "კანონის ენით "დაელაპარაკება. როგორც ჩანს, მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარების ყველა გზა ამოიწურა...




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?