"ტრაქტორების საქმე" _ გამოძიება "თავდაყირა დადგომის" პერსპექტივით...

მთავარი თემა

"ტრაქტორების საქმე" _ გამოძიება "თავდაყირა დადგომის" პერსპექტივით...

2013 ივლ 11 23:46:25

მოულოდნელად, სტაჟიანი და გამოცდილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სოფლის მეურნეობის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ივანიაძე, რომელიც " შპს. მექანიზატორის" გახმაურებულ  საქმეში ფიგურირებდა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ის განცხადებით მიმართავს პროკურატურას, რომლითაც უნდობლობას უცხადებ ადვოკატ სოსო ბარათაშვილს და მის საადვოკატო ბიუროს. სანაცვლოდ კი თანხმდება სახაზინო ადვოკატს, რომელსაც არც კი იცნობს.

ასეთი გადაწყვეტილება ივანიაძემ 2013 წლის 16 ივნისს, კვირა დღეს მიიღო. უკვე ცხადი გახდა, რომ "ტრაქტორების საქმეში" ყველაფერი "რიგზე არ იყო"...

"მოვითხოვე, ეჩვენებინათ დოკუმენტი, სადაც ივანიაძემ თავისი მოთხოვნები განაცხადა. მაჩვენეს მისი ხელნაწერი, რომელიც დაწერილი იყო მთავარი პროკურორის _ არჩილ კბილაშვილის სახელზე. განცხადება დათარიღებული კვირა დღით, 16 ივნისით. დავინტერესდი როგორი წესით მოხდა ამ წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურორთან, შემდეგ ანტიკორუფციულ სამსახურში და როგორ მოხდა, რომ 11 საათისათვის ყველა ინსტანცია მოიარა ამ წერილმა? მათ ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნდათ," _ აცხადებდა სოსო ბარათაშვილი "გურია ნიუსთან".

სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურას არ გააჩნდა მამხილებელი მტკიცებულებები და სწორედ ამის გამო, სასამართლოსთან შეთანხმებით, 1 თვითა და 20 დღით გადაწია საქმის წინასასამართლო მოსმენა. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა ამ გზით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას ზეწოლის შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენებების ხარჯზე ცდილობდა. პროკურატურა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

"ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბრალდებულ მამუკა ივანიაძესთან ხორციელდებოდა არასაპროცესო მოქმედებებით მუშაობა, არის სრული სიცრუე. არათუ ბოლო დღეებში, არამედ ბრალდებულ . ივანიაძის საპყრობილეში მოთავსების დღიდან, არც ერთი პროკურორი და გამომძიებელი არ ყოფილა მასთან." _ აცხადებდა პროკურატურა.

პროკურატურას სრული უნდობლობა გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და უწყება ადვოკატის დევნაში დაადანაშაულა.

"შეშფოთებული ვარ პროკურატურის მხრიდან საქართელოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის დევნის გამო. როდესაც ასეთი ცნობილი ადვოკატის კლიენტებზე ზეწოლა ხდება, რათა მათ აიცილონ ბატონი იოსებ ბარათაშვილი და სახაზინო ადვოკატი აიყვანონ, ეს არის კატასტროფა, რაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ამოვიღოთ.

პროკურატურამ სასამართლოსთან შეთანხმებით, 1 თვით და 20 დღით გადასწია საქმის წინასასამართლო განხილვა, დღესავით ნათელია, რომ პროკურატურას დრო სჭირდებოდა საქმიდან ადვოკატების ჩამოსაცილებლად და ახალი, მათთვის მისაღები ადვოკატის ასაყვანად, რათა შემდეგ ბრალდებულმა დანაშაული აღიაროს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე თვეა, ვაპელირებდი პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ მათ პროკურატურისთვის მიუღებელი ადვოკატი აეცილებინათ და საქმეზე გამოძიებისთვის მისაღები ადვოკატი ჩაერთოთ, მაგრამ არავინ მომისმინა." _ ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.

"ფარდის ახდის" დღე _ ბრალდებულის ბრალდება პროკურატურას

ყველა განცხადება ზეწოლაზე, რომელსაც სოსო ბარათაშვილი მთელი საგამოძიებო პერიოდის განმავლობაში აკეთებდა, 2 ივლისს გირაოთი გამოშვებულმა მამუკა ივანიაძემ 11 ივლისს საჯაროდ დაადასტურა.

ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
როგორც მამუკა ივანიაძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.

"მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. დაახლოებით 12 პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც ოგორ უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით... ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პერიოდულად, ვიღაც ერთი ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რა მეთქვა. მპირდებოდნენ, რომ თუ ჩვენებას მივცემდი, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.

ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას სწორედ მის წინააღმდეგ თხოვდნენ.

"დავითაშვილი მკარნახობდა, მე ვწერდი. ჩვენება არც კი წამიკითხავს, ისე მოვაწერე ხელი,სასამართლო პროცესზე ამ ჩვენებას შევცვლი", _  განაცხადა ივანიაძემ.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის აცილება მოთხოვნილი იყო პროკურატურის მხრიდან, ჩვენების მიცემის პროცესს კი სახაზინო ადვოკატიც  არ ესწრებოდა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით,  დაკავებულ ივანიაძეს ე.წ. მოდულის შენობაში აგინებდნენ, მის თვალწინ იარაღს ტენიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუკი დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევდა. დაკავებულს ახსენებდნენ ოჯახის წევრებს და მინიშნებას აკეთებდნენ მის სტუდენტ გოგონაზე.

მამუკა ივანიაძის ვარაუდით, დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო აიძულებდნენ.

კირვალიძის მიმართვა პროკურატურას და კბილაშვილის პასუხი გადამდგარ მინისტრს

"2 მაისიდან მოყოლებული დღემდე, რაც თანამდებობა დავტოვე, კომენტარი არ გამიკეთებია, რადგან ვთვლი, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს და სამართალი დადგეს. დღევანდელი ფაქტი, რაც მამუკა ივანიაძეს უკავშირდება, ძალიან ცუდია. მივმართავ არჩილ კბილაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მალე დასრულდეს გამოძიება, რაც ჩვენს ინტერესებში შედის. მოგეხსენებათ, რომ კიდევ 5 ადამიანი წინასწარი პატიმრობის ფორმით სასჯელს იხდის. მჯერა, რომ მალე დადგება სამართალი და ეს ადამიანები სასაჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ", _ განაცხადა დავით კირვალიძემ 2013 წლის 11 ივლისს.

11 ივლისვე, პროკურატურამ განცხადებამ გაავრცელა, რომელშიც აღარ ამტკიცებდა, რომ ივანიაძესთან არცერთი პროკურორი არანაირი ზეწოლით არ შედიოდა.

"2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით.
შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება." _ ნათქვამია განცხადებაში...

გამოძიების თავდაპირველი ვერსია, რომელიც შესაძლოა, თავდაყირა დადგეს.

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს, ანუ ყოფილი კუდის თანამშრომლებმა რვა პირი დააკავეს:   შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით შპს "მექანიზატორისა" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები "სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის" დააპატიმრეს. სასამართლომ შვიდ მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე გაათავისუფლეს.

ამ ფაქტის გამო, ორ მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების დასრულებამდე ითხოვა.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი სამ მაისს წაუყენა.

ბრალდების თანახმად, დაკავებულთა ნაწილმა იცოდა, რომ მიწის დასამუშავებლად, 110 ცხენისძალის სიმძლავრის "New Holand TD -110" მარკის ტრაქტორებიც საკმარისი იქნებოდა, რომლის ფასი შეძენილ ტრაქტორზე ნაკლები, 28 500 ევრო ღირდა. და მიუხედავად იმისა, რომ New Holand - ისგან კომისიამ შეთავაზება არაერთხელ მიიღო, "მათ უგულებელყვეს შეთავაზებული წინადადება და არამართლზომიერად მიიღეს გადაწყვეტილება შეეძინათ არანაკლებ 115 ცხენისძალის სიმძლავრის ტრაქტორები." პროკურატურის მონაცემებით, ამით სახელმწიფოს კუთვნილი 1 055 450 ევრო გაიფლანგა.

გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტრაქტორ Zetor Proxima 120 და ტრაქტორ „New Holand TD-110“- ის მონაცემების შესადარებლად ავტოტექნიკური ექსპერტიზა დანიშნა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზამ ტრაქტორების შესყიდვის დროს ფულის გაფლანგვის ფაქტი გამოკვეთა.

ამ ექსპერტიზას უკავშირდება მესამე ბრალდება. პროკურატურის მტკიცებით, ქაიხოსროშვილი, ნახუცრიშვილი და ურიშაძე სამხარაულში  ერთ-ერთ ექსპერტს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, "ნიუ ჰოლანდის" ზეტორთან უპირატესობა არ დაეფიქსირებინა. გამოძიების აზრით, დაკავებულებმა ამით სისხლის სამართლის კოდექსი 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს - განახორციელეს ექპერტზე ზემოქმედება.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც პროკურატურის ამ ვერსიას დაადასტურებს. მისივე განცხადებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობაში არაფერია ნათქვამი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ფულის გაფლანგვის მოტივი. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან სახელმწიფოს ფულის გაფლანგა სარგებლის გარეშე დამაჯერებლობას მოკლებულია.

საქმეში საიაც ჩაერთო და მონიტორინგი დაიწყეს. დაკავებულები გლდანის საპყრობილეში ნათია კაციტაძემ მოინახულა. იურისტის თქმით, პატიმრებმა  განუცხადეს, რომ პროკურორი და გამომძიებლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაკითხვა იწყებოდა საღამოობით და ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. დაკავებულებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შოთა რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა...

პროკურატურამ კი პროკურორის ქმედებებზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიაძის განცხადებები საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა...




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...