აქცია ანასეულის ინსტიტუტში და ბრალდებები ჟურნალისტების მისამართით

მთავარი თემა

აქცია ანასეულის ინსტიტუტში და ბრალდებები ჟურნალისტების მისამართით

12 ივლ. 2013, 16:24:34
აქციის ორგანიზატორები ინსტიტუტის თანამშრომლები და და მეცნიერებათა დოქტორები იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ არაერთხელ მიმართეს ზემდგომ ორგანოებს, რათა დაუბრუნდნენ ინსტიტუტს უკანონოდ გათავისუფლებული მეცნიერები.

_ ჩვენს თხოვნაზე რეაგირება არ მომხდარა. ბენდუქიძემ ინსტიტუტი გაანადგურა, საფრთხე ემუქრება ინსტიტუტის ძირითად მოქმედ კორპუსს _ ხუთსართულიან შენობას, მასში განთავსებულ ლაბორატორიებს და აპარატურას, მათ შორის, მუშა მდგომარეობაში არსებულ და მომუშავე გარემონტებულს. ისევ გრძელდება მეცნიერთა და სპეციალისტთა გათავისუფლება _ ინსტიტუტში ამჟამად მხოლოდ 10 მეცნიერ-თანამშრომელია დარჩენილი. საფრთხე ემუქრება ინსტიტუტის ტერიტორიებს, ფილიალების არსებობას, უნიკალური ბიბლიოთეკის ფონდს, რადგან შეუძლებელი გახდება ინსტიტუტის აღდგენა. ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, სანამ გვიანი არაა, _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

_ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აქ ჩამოიყვანეს სტუდენტები, რომლებსაც გამოაქვთ წიგნები ბიბლიოთეკის შენობიდან, სადაც არის უნიკალური ფონდი და მისი ღირებულება 150 000 დოლარს შეადგენს, ყველაფერს ანადგურებენ. ხალხი უნდა დადგეს ფეხზე. ვის უნდა გავანადგურებინოთ ეს საცავი ხალხო, ბენდუქიძეს? _ აცხადებს მეცნიერი ლევან ქუთათელაძე.

აქციაზე შეკრებილებს, ანასეულის აღნიშნული ინსტიტუტის წარმომადგენელი შაკო თავაძე შეხვდა და გაესაუბრა. მისი თქმით, ანასეულის აღნიშნული ინსტიტუტი უნდა გახდეს სამეცნიერო-კვლევით და სამეცნიერო ცენტრად: _ ამ შემთხვევაში არა გადარჩენაზე, არამედ გაძლიერებაზეა საუბარი. ჩვენ ახლა აქ ვართ, სტუდენტური პრაქტიკები გვაქვს და ვართ ჩართული ინსტიტუტის განვითარებაში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კვლევით ინსტიტუტს დავუბრუნოთ ნელ-ნელა პირვანდელი სახე. ეს სტუდენტები მომავალში აქ განაგრძობენ საქმიანობას. წიგნებს რაც შეეხება, ინფრასტრუქტურის განვითარების ნახევარმილიონიან პროექტზეა საუბარი. ამ პროექტის ფარგლებში უნდა აღდგეს შენობები, რომლებიც დღეს არის განადგურებული. ერთ-ერთი ასეთია ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი და გვინდა, დავუბრუნოთ მას პირვანდელი სახე, ეს არის და ეს, _ გვითხრა ინსტიტუტის წარმომადგენელმა შაკო თავაძემ.

მეცნიერები დაჟინებით გვთხოვდნენ, გვენახა და გადაგვეღო ფოტოები, თუ როგორ ხდებოდა წიგნების გადატანა მეორე შენობაში, როგორ ეზიდებოდნენ სტუდენტები ურიკებით. ჟურნალისტების გამოჩენა არ ესიამოვნა ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორს თემურ რევიშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებული არ იყო და კომენტარი უხეში ტონით გააკეთა:

_ ვისი საკუთრებაა ეს ინსტიტუტი, მაგი გაარკვიეთ რეესტრში. მე ვარ დირექტორი და არც დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით ვარ საქმის კურსში, ვმუშაობ, არ მცალია, თქვენ ამიხსენით, რა აქცია იყო...

_ რას გვეტყვით წიგნებთან დაკავშირებით?

_ რა ხდება წიგნებთან დაკავშირებით? ვუბერავთ სულს, ვნომრავთ და ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ. წამობრძანდით, ნახეთ, არსად არ გვაქვს დაყრილი. პირიქით, თქვენ თუ თითიდან გამოწოვილს ეძებთ რამეს, მე არ ვიცი და ყველაფერს ნუ გააშუქებთ, გადაამოწმეთ ინფორმაციები. თუ გინდათ, რომ გაიგოთ, რა ხდება, ანასეულის განვითარებაა ეს.

_ ბატონო თემურ, ჩვენ დავაფიქსირეთ ფაქტი და ჩავწერეთ ყველა მხარე. მოვედი თქვენთანაც, რატომ ხართ ასე აგრესიული?

_ კი, ბატონო, მაგრამ იცოდეთ, რომ არაფერი არ ხდება... არ გვაქვს უფლება, რომ დროებით წიგნები სხვაგან გადავიტანოთ? აბრძანდით ზემოთ და ნახეთ, როგორ ხდება წიგნების შენახვა....

ჟურნალისტების მიმართ აგრესია მარტო თემურ რევიშვილს არ გამოუხატავს _ მეტი აგრესიით თანამშრომელმა რეზო ლომიძემ მოგვმართა და ჟურნალისტები პირდაპირ დაადანაშაულა:

_ ვინ დაგავალათ აქ ამოსვლა? არავის ამ ბავშვებისთვის არაფერი დაუვალებია, საკუთარი სურვილით გადააქვთ წიგნები! ნუ ამუქებთ ყველაფერს თქვენ, ჟურნალისტები! თქვენ აშავებთ ყველაფერს, ჟურნალისტები!

_ რას ვამუქებთ ბატონო? რა დავაშავეთ, რომ გადავიღეთ?

_ დიახ, ჩვენ ვშრომობთ აქანე და არ გვაცლით... ჯერ გაერკვიეთ სიტუაციაში და მერე მოდით და გადაიღეთ, გვაცალეთ მუშაობა, _ გვითხრა რეზო ლომიძემ.

_ ეს მოგწონთ ასე? _მოგვმართავს თემურ რევიშვილი, _ ნახეთ, დანგრეულია ყველაფერი, აქ ნარკომანები შემოვარდებოდნენ და წამალს იკეთებდნენ. ეს მოგწონთ? ხომ უნდა გარემონტდეს, კეთდება ეს და გვაცალეთ, რა! წამოდით, ნახეთ არქიტექტურა როგორია, განახებთ ჩემთან, კაბინეტში და დავილაპარაკოთ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...