ზვიად კვაჭანტირაძე: "გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია"

მთავარი თემა

ზვიად კვაჭანტირაძე: "გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია"

2013 ივლ 14 11:24:57

ამ საკითხებთან დაკავშირებით  "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს.

_ოზურგეთში, კარვებთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს აზრს, მე მაქვს ჩემი გვერდი "მარად ოზურგეთში" ("ფეისბუქის" გვერდს გულისხმობს), იქ დავდე სპეციალურად გამოკითხვა, _ შეწყდეს თუ გაგრძელდეს აქცია. დამეთანხე, რომ მე შემიძლია, სიტყვაზე ვამბობ, მე რომ ანგაჟირებული ვიყო და მინდოდეს მარტო იმ აზრის მოსმენა და იმ აზრის დაფიქსირება, რაც მე მაწყობს, მაშინ საერთოდ არ დავდებდი, ამ შეკითხვას, ან თუ შევატყობდი ტენდენციას, ავდგებოდი და წავშლიდი, ხომ ასეა? ეს არ გამიკეთებია. მე მაინტერესებდა საზოგადოების აზრი, იქ  ბევრი წერს, რომ ამათგან უმეტესობა არის გამგეობის თანამშრომლები, მერე რა იყოს, თუნდაც გამგეობის თანამშრომლები, იმათაც ხომ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება? მე არცერთ შემთხვევაში არ მინდა ჩემი აზრი მოვახვიო თავს იმ ადამიანებს,  ვინც ზის გამგეობის წინ, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ მაგათ რაც ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ, ის დაკმაყოფილებულია..

_ისინი კატეგორიულად ითხოვენ გადადგეს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია?

_არა, ეს ასე არ არის, ისინი მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება და ეს ძირითადი მოთხოვნა შესრულებულია. გამოძიება დაწყებულია, ჩემი აზრით, აქედან უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა და არა პრესით და ზეწოლით, გულწრფელად გეუბნებით ამას, რომ როცა ითხოვენ თანამდებობის პირის გადაყენებას, ჯერ ერთი მე ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სცენები ამ პროცესებს ხელს არ შეუწყობს..

_ ანუ,  თქვენ მომხრე ხართ იმისა, რომ აქცია დაიშალოს?

_ ასე ნუ დავაყენებთ საკითხს, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება, მე პატივს ვცემ ყველა მათგანს, ვინც დღეს გამგეობის წინ დგას...

_ ბატონო ზვიად, მაშინ ასე გკითხავთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს აქცია, ისინი დაშლას არ აპირებენ.

_არ ვიცი, თვითონ უნდა გამოიტანონ დასკვნები რა უნდა გააკეთონ. მე, მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის  იმ დამატებითი საშუალებებით  რაც  გამაჩნია, შევეცადე ეს აზრი ასე დამეფიქსირებინა: 1500 კაცია იმ ჯგუფში, ხომ ყველას ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა? უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა, შეწყდეს აქცია..

_ ბატონო ზვიად, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ აქცია უშუალოდ  თქვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება..

_დაგეთანხმებით, _ვიცი, რომ ამას ზოგი სპეციალურად ავრცელებს, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ამ აქციის ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია და ამას შესაბამისად ვერც ვერავინ დაამტკიცებს.

დაფინანსებული რა აქვთ? ნამდვილად არ ვიცი ვინ აფინანსებს, მე გეტყვით ერთს, თქვენ ხართ ჟურნალისტი და გამოიკვლიეთ.  ვიცი რა ჭორებიც ვრცელდება. მე ამ ადამიანებს ვერანაირად ვერ ავუკრძალავ დაშალონ აქცია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ადეკვატური მოქმედება. ის რომ არჩევნების დღეს ამ ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ, რომ მე თვითონ გამოვთქვი პროტესტი და იმავე დღეს გავაკეთე შესაბამისი განცხადება, დამალვა ჩემთვისაც იყო შეუძლებელი, ცოტა მოგვიანებით მივცემ შეფასებას იმ მოვლენებს, რა მოხდა იმ დღეს და ამას გეტყვით აუცილებლად . ჯერ კიდევ  რაღაცებს  ვსწავლობ და რაღაც ინფორმაციებს ვაგროვებ. მომდის ეს ინფორმაციები საკრებულოს ცალკეული წევრებისგან, რაც უფრო  დრო გადის, მით მეტი ინფორმაცია მაქვს.

_ ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ დეპუტატებზე კოტე შარაშენიძემ მოახდინა ზეწოლა?

_ კოტეს, რომ ავთანდილ სურგულაძე უნდოდა,  ეს ჩვენ ვიცით და ყველამ იცის, ბევრი საუბრობს, რომ იყო განსაკუთრებული ზეწოლები, არა მარტო კოტეს მხრიდან, არამედ ამაში სხვებიც იყვნენ ჩართულნი.

_ დაგვიკონკრეტეთ, სხვას ვის გულისხმობთ?

_მე თუ მყარი არგუმენტები არ მექნა, ისე ვერ ვისაუბრებ, კოტეზე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა იმ სხვას ვსწავლობ და ამიტომ ვერ განვაცხადებ ჯერ ვერაფერს, მაგრამ ამაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებ.

_ბატონო ზვიად, თქვენ გექნებათ ზუსტი ინფორმაცია ალბათ მუნიციპალიტეტის გამგებლის შესახებ, ამბობენ, რომ მას ძალიან მალე გაათავისუფლებენ.

_მოდით, ეს კოტეს კითხეთ, მასზე უკეთესად ეგ არავინ არ იცის. ეცოდინება მას, როგორ აქვს საქმე..

_ კოტე აცხადებს, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი რიგზეა, ის წასვლას არსად  აპირებს, მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია..

_ჰო და ჰკითხეთ და დაუჯერეთ კოტეს, მე ვერაფერს ვერ გეტყვი, არ ვიცი, ისე ერთი რამის მომხრე ვარ, როდესაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვებზე პასუხს ელოდება საზოგადოება. ამიტომ, უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, ეს კი გამოძიების საქმეა.  მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა შეწყდეს აქცია, მაგრამ მე მაგათ ჭკუას ვერ ვასწავლი და ეს მინდა, რომ ხაზგასმით დაწერო...

_თქვენი აზრით გამოძიება როგორ წარიმართება?

_ არ ვიცი. არც ვეძიები და არც კი ვიცი ნორმალურად, სად მიდის გამოძიება. პოლიციაში იყვნენ დაბარებულები, ეს ვიცი. მე გეტყვით გულწრფელად, არ ვერევი და არც არავისთან მქონია კონტაქტი, აბა მომიყევით ვინ როგორ დაგკითხათ და რა გითხრათ-თქო. მე ვფიქრობ, რომ თავის საქმეს მიხედავენ შესანიშნავად, რა!

_ბატონო ზვიად, დიმიტრი კვერღელიძე გჭირდებოდათ თუ არა თქვენი პირადი ინტერესებითვის?

_რატო? დიმა კვერღელიძე იყო კოალიციის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, რომელმაც ვერ მიიღო დე-ფაქტო მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ დიმაც ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ყველა საკითხი გავლილი დეპუტატებთან და ის ამბობდა, რომ მას ჰქონდა სრული  გარანტია მათგან. სამწუხაროდ,  ეს საკითხი ჩავარდა, თუმცა ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ამაზე, როგორც შეგპირდით, აუცილებლად ვისაუბრებ.

_ შეხვდით თუ არა კოტე შარაშენიძეს საკრებულოს სკანდალური სხდომის შემდეგ?

_ კოტეს არ შევხვედრივარ, შევხვდი მხოლოდ დათო დარჩიას და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ურთიერთობა კოტესთან იმის შემდეგ არ მქონია..

_ბატონო ზვიად, ერთს გკითხავთ კიდევ:  რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც თქვენთან  პრობლემებზე  სასაუბროდ მოვიდა, განუცხადეთ:  ნახეთ გამგებელი მაქაა და ასევე მისი "უფროსი" ადიკო ივანიშვილი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი, თუ შეიძლება, ანუ კოტე შარაშენიძის უფროსი ადიკო ივანიშვილია?

_ გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია. სხვათა შორის, მქონდა ადიკოსთან საუბარი, მას  ძალიან დიდ პატივს ვცემ და მის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიც გამაჩნია.

_ თუ შეიძლება გვითხრათ, რაზე გქონდათ საუბარი?

_ რა თქმა უნდა,  მეგობრობა ყველას გვაკავშირებს და მეგობარი უნდა გყავდეს, აი როგორცაა კოტეს და ადიკოს შორის, კოტეს ადიკოსთან აკავშირებს მეგობრობა, მაგრამ ეს არანაირ საფუძველს არ იძლევა იმისა, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახის წევრები ვატრიალოთ თითზე.  ეს გულისწუხილი გამოთქვა ბატონმა ადიკომ ჩემთან,  _ ძალიან გთხოვო ჩემი სახელის ხსენება შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდო. ის, რომ ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს არის ერთიო. ახლა  შენ ეგ დიქტოფონი გამორთული რომ გქონდეს, უფრო მეტს გეტყოდი... შეიძლება კოტემ სთხოვოს ადიკოს რამე ან ვინმეს დანიშვნა და ადიკომ ეგ გაუკეთოს, მაგრამ ადიკო არ დააძალებს კოტეს ვინმეს სადმე დანიშვნას. ადიკოს ამის მექანიზმები არ გააჩნია.

_ მფარველობს თუ არა კოტეს ადიკო ივანიშვილი?

_ შეიძლება, ბევრს უნდოდეს იყოს ადიკოს სახელის ქვეშ ამოფარებული, _გვითხრა კვაჭანტირაძემ.




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...