რა ხდება საფეხბურთო კლუბ "გურიაში"

მთავარი თემა

რა ხდება საფეხბურთო კლუბ "გურიაში"

15 ივლ. 2013, 16:47:36

ასევე, თანამდებობა დატოვა შპს "გურია-2000"-ის დირექტორმა კახა ებრალიძემ. მოგვიანებით ირკვევა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელიც, თემურ ლორიაც უარს ამბობს გუნდში მუშაობაზე, როგორც თავად ამბობს, "თუ მასთან ერთად არ იქნებიან ის ხალხი, გურიას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით."

ამჯერად ირაკლი ფაცურიას ადგილს "ქართული ოცნების" წევრი კობა მირზაშვილი იკავებს. როგორც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გოგინეიშვილი " გურია ნიუსთან " ამბობს, ფაცურიამ მართლაც დაწერა განცხადება და მის ადგილს დროებით კობა მირზაშვილი იკავებს: " ჩემმა მოადგილემ, ზვიად აფხაზავამ დამირეკა და მითხრა, რომ ფაცურიამ დაწერა განცხადება და მოვალეობის შესრულება ვიღაცას უნდა დაეკისროსო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ორ კვირაში უნდა დაინიშნოს ახალი დირექტორი, მნიშვნელობა არ აქვს საფეხურებრივად მოვალეობას ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და დაინიშნა კობა მირზაშვილი. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ლიტვიდან და კარგად ვერ ვერკვევი ამ პროცესებში. გავესაუბრები გამგებელს, რადგან ის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობა ამის შესახებ."

მოგვიანებით "გურია ნიუსი" კობა მირზაშვილს დაუკავშირდა და მისგან მოისმინა თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

კობა მირზაშვილი: _ ყველა დაინტერესებული ვიყავით, რამე შველებოდა გუნდს, ვინაიდან იგი დღემდე არ შეკრებილა. ერთი კვირის წინ შევიკრიბეთ გამგებელთან. თემურ ლორია და ირაკლი ფაცურიაც ესწრებოდა შეხვედრას. ჩამოვწერეთ, ვინ ჩამოგვყავს, უმაღლესი ლიგის რომელი ფეხბურთელი რა თანხაზე წამოვა ლანჩხუთში. ვერ ჩამოვყალიბდით ხელფასებზე, თუმცა, გაკეთდა მონახაზი. საუბარი არ ყოფილა იმაზე, ვის უგრძელდება ხელშეკრულება _ მხოლოდ ვისაუბრეთ გუნდზე. მერე გამგებელმა მიმართა თემურ ლორიას და ირაკლი ფაცურიას, ჩამოყალიბდით, რა სჭირდება გუნდს და დღის ორ საათზე მოდითო. საღამოს უნდა შევკრებილიყავით და დაგვედგინა, ვის გაუგრძელდებოდა ხელშეკრულება. საღამოს მოვიდნენ კახა ებრალიძე, ირაკლი ფაცურია და თემურ ლორია გამგებელთან, მე და გია ჩხაიძეც იქ ვიყავით. გვითხრეს, ცოტა ხნით შევალ და მალე გამოვალთო. შევიდნენ. კახა და ირაკლი მალევე გამოვიდნენ, ლორია იქ დარჩა და რომ შევედით, ესაუბრებოდა გამგებელს, რომ ეს არის გუნდის ხელმძღვანელობის სია და იმ შემთხვევაში დავრჩები მთავარ მწვრთნელად, თუ ძველი შემადგენლობა იქნება ხელმძღვანელობაშიო. იმ სიაში მე და გია არ შევდიოდით. ვუთხარი თემურ ლორიას, რომ მას მიეხედა გუნდისთვის. რატომ არ აღმოვჩნდით მათ სიაში ჩვენ, არ მესმის. ამ კითხვაზე არ უპასუხია ჯერ არავის. ამის შემდეგ გამგებელმა წაიკითხა სია, მერე თემურს კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მას მიეხედა გუნდისთვის, დანარჩენი კი არ ეხებოდა. მე თუ მოვალ, ამ ბიჭებთან ერთად მოვალ, მაგათ გარეშე იქ არ ვიქნებიო. ამის შემდეგ თემური ავიდა. ასეთ სიტუაციაში საქმიანი ურთიერთობა არ შედგება.

_ რა სტატუსით ესწრებოდით გამგებელთან შეხვედრას თქვენ და ბატონი გია ჩხაიძე?

_ გამოკვეთილი სტატუსი არც მე მქონდა და არც გიას. ოფიციალური სტატუსით იყო იქ მხოლოდ ირაკლი ფაცურია. ყველა ჩვენთაგანს იმის ინტერესი გვაქვს, რომ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ "გურია".

-_ ვინ მოიაზრება თქვენი გუნდიდან კახა ებრალიძის ადგილზე?

_ ამ კითხვაზე ამჯერად პასუხს ვერ გაგცემთ. ჩამოსულები იყვნენ დათო უგრელიძე, მერაბ თევზაძე, კობა მჟავანაძე. ყველაფერს გადავწყვეტთ და პასუხი გვეცოდინება მაქსიმუმ სამ დღეში. ერთი დიდი ოჯახი ვართ ჩვენ და ერთმანეთის გარეშე არ ვიმოქმედებთ.

_ ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ უარი განაცხადა თქვენს გუნდთან მუშაობაზე, ვინ ჩაანაცვლებს მას?

_ არის ერთი ვარიანტი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამ დღეში შემეძლება. ისე გავაკეთებთ, რომ "გურია" დიდხანს იყოს უმაღლეს ლიგაში.

_ დარჩება ძველი შემადგენლობა თუ ძირეული რეორგანიზაცია იგეგმება?

_ ისინი თავისი გუნდით მოდიოდნენ, ჩვენც ჩვენი გუნდით მოვალთ.

_ ვინც არ დაწერა განცხადება, რადგან თქვენი გუნდის წევრი არაა, მაინც გაუშვებთ?

-_ მე თუ ჩამოვაყალიბებ ახლა გუნდს, იმ გუნდში იქნებიან ადამიანები, ვისაც ვენდობი. თითოეულმა მათგანმა არჩევანი გააკეთა _ იყო ფედერაციის არჩევნები. მიუხედავად ყველაფრისა , დადგა მომენტი, რომ კვლავ ერთხელ გავერთიანებულიყავით, თუმცა, გამოიყენეს თავისებურად... არავის არ უთქვამს მათთვის, წადითო.

_ როგორ აღმოჩნდით თქვენ ამ თანამდებობაზე, თუნდაც მოვალეობის შემსრულებლად, ვისი მხარდაჭერით? ამბობენ, რომ წავიდოდა ფაცურია, ებრალიძე და ეს იყო დაგეგმილი, წინასწარ დაწერილი სცენარი. რადგან თქვენ იყავით "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და აუცილებლად თქვენ უნდა მოსულიყავით "გურია" ხელმძღვანელობაში?

_ რადგან მე და გია ვიყავით " ოცნებაში", არ ნიშნავს, რომ ეს გაითვალისწინეს, დამნიშნეს მე და ძველი გაუშვეს. ფეხბურთი _ ფეხბურთია და პოლიტიკა კი პოლიტიკაა.

ამ თემაზე სასაუბროდ ირაკლი ფაცურიას ვერ დავუკავშირდით _ მას ტელეფონი გამორთული აქვს. თუმცა, მწვრთნელს, თემურ ლორიას ვესაუბრეთ:

_ თქვენ არა ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თუ "გურიადან" წავა თქვენი გუნდის თუნდაც ერთი წევრი, უარს ამბობთ გუნდის მწვრთნელობაზე. თანამდებობა დატოვა თქვენი გუნდს ორმა წევრმა. რას აპირებთ, ხომ არ შეგიცვლიათ გადაწყვეტილება?

_ მქონდა გამგებელთან შეხვედრა, წინადადება და გეგმა შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება ლანჩხუთის "გურიას " სასარგებლოდ. დიდი დრო დაიკარგა და ეს ყველაფერი ჩვენ და ფეხბურთელების მხრებზე გადავა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

_ შესაძლებელია, რომ ფაცურია უკან დაბრუნდეს?

_ ფაცურიამ შეიძლება ტექნიკურ სფეროში იმუშაოს. შესაძლებელია ადგილების გადანაცვლებაც მოხდეს, ვინაიდან ეს გუნდს სჭირდება.

_ კობა მირზაშვილი აცხადებს, რომ სიაში, რომელიც თქვენმა გუნდმა გამგებელს წარუდგინა, თავად მირზაშვილი და გია ჩხაიძე არ არ არიან ნახსენები.

_ არანაირი სია არ მიგვიტანია. ჩვენ მივედით სიტყვიერი შეთანხმებით, ვინაიდან ა(ა)იპ-ის საკითხებს ყოველთვის ხელმძღვანელობასთან ვათანხმებდით. როდესაც ვამბობთ ძველ შემადგენლობას, იგულისხმება გია ჩხაიძეც და კობა მირზაშვილიც, _ ამბობს თემურ ლორია.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...