"იმდენად ბევრი აბსურდული კითხვებია, არ შეიძლება, ანგარიშვალდებული ვიყო, პასუხი გავცე"

მთავარი თემა

"იმდენად ბევრი აბსურდული კითხვებია, არ შეიძლება, ანგარიშვალდებული ვიყო, პასუხი გავცე"

2013 ივლ 18 18:12:15

გოჩა ჭანტურია უკვე მეშვიდე თვეა ამ თანამდებობაზეა და ყველა ელოდება საკრებულოს სხდომაზე გამგებლის სიტყვით გამოსვლას და 6 თვის მუშაობის შედეგების მიმოხილვას.

შემოსული წერილები შინაარსით ერთნაირია, ზოგი კოლექტიურია, ზოგს ინდივიდუალური ხელმომწერი ჰყავს. რედაქციამ დღესაც მიიღო წერილი ანჟელა ტყებუჩავასგან, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება და როგორც თვითონ ამბობს, სიშორის მიუხედავად, აქტიურად ადევნებს თვალს რაიონში მიმდინარე მოვლენებს. წერილს საკმაოდ ვრცელია, ამიტომ შემოკლებით გთავაზობთ.

"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს საერთოდ გაწყვეტილი აქვს კავშირი ხალხთან. მისი სამუშაო დღე შემოიფარგლება საცხოვრებელი სახლიდან სამუშაო ადგილზე მისვლით და თვის ბოლოს ბანკომატთან სახელფასო სარგოს აღებით.

გოჩა ჭანტურიას არჩევის დღიდან 7 თვე გავიდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაიონის 15 თემიდან არც ერთის მოსახლეობასთან გაცნობითი შეხვედრა არ ჰქონია. მეტიც, პირადად ვნახე სოფლებში ადამიანები, რომლებსაც გამგებელი ჯერ კიდევ გურამ გუნავა ჰგონიათ.

მეც და ძალიან ბევრი აბაშელი პირადად ვართ მოწმე, როგორი რიხით ელაპარაკება მასთან მისულ ადამიანს გამგებელი და ეუბნება, რომ ის ზემოდანაა დანიშნული და უპატრონო არ არის. ადრე ხვედელიძეს ასახელებდა მის "კრიშად", ხვედელიძის გათავისუფლების მერე კი ამბობს, რომ იზორია და ტაბატაძე არიან მისი ლობისტები და ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

გოჩა ჭანტურიას მხრიდან არანაირი დაინტერესება მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების საქმეში არ ყოფილა. მთხოვნელებთან აშკარად აცხადებს, რომ არანაირი დაინტერესება არ არსებობს ცენტრალური ხელისუფლებისგან, უმეტეს შემთხვევაში, უარს ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ვიცი ისეთი ფაქტებიც, როცა კატეგორიული მოთხოვნის შემთხვევაში იბარებს შესაბამისი თემის რწმუნებულს და კატეგორიულად აფრთხილებს, რომ ამ თემის მოქალაქეების განმეორებითი პრეტენზიების შემთხვევაში დაითხოვს რწმუნებულს, ისევ შანტაჟის ძალით ცდილობს სოფლებში მოჩვენებითი სიმშვიდის შენარჩუნებას.

გამგებლისთვის საერთოდ უცნობია სკოლამდელი და სასკოლო განათლების სფერო. ამ 7 თვის მანძილზე არც სკოლების დირექტორებს და არც ბაღების გამგეებს არ შეხვედრია, არ მოუსმენია მათი პრობლემები. ამბობს, რომ ეს საკრებულოს კომპეტენციაა. გამგებელი ვერ გარკვეულა იმაში, რომ იგი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. თუ რომელიმე სკოლის დირექტორი რაიმე პრობლემით მიმართავს, გამგებელი მოკლედ პასუხობს _ მიმართეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რითიც ცდილობს ხალხის უკმაყოფილების გაღვივებას ახალი მთავრობის მიმართ.

რაიონში არ არსებობს არანაირი დასაქმების პროგრამა. დასაქმების თხოვნით მისული ახალგაზრდები პასუხად იღებენ: "მიმართეთ ცენტრალურ ხელისუფლებას და მოითხოვეთ წინასაარჩევნო დანაპირები აასრულონ".

შერჩევითი დამოკიდებულება აქვს რაიონში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ თუ საქველმოქმედო ღონისძიებებთან; არ ითვალისწინებს სოფლის ახალგაზრდების თხოვნას სპორტული მოედნების მოწყობაზე. ამბობს, რომ არც ეს არის მისი კომპეტენცია. არც კი დაინტერესებულა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობით და როცა აღელვებული მოსახლეობა რაიმე საკითხზე ურეკავდა, გამგებელი პასუხობდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა და შესაბამისი სამსახურებისთვის მიემართათ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესები გამგებლის დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული.

დაიღალა ხალი ამდენი უსამართლობით, უყურადღებობით და ელოდება ცენტრალური ხელისუფლება როდის დაინტერესდება უნიათო გამგებლის საქმიანობით," _ წერს ანჟელა ტყებუჩავა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შემოსული წერილებიდან ამოგვეკრიფა კითხვები და გამგებლამდე მიგვეტანა.

გამგებელი თავის სამუშაო კაბინეტში დაგვხვდა.

_ ბოლო ერთი კვირის მანძილზე უკვე მეხუთე განცხადება შემოვიდა მოსახლეობისგან, სადაც თქვენს მიმართ უამრავი კითხვაა დასმული და ამავე დროს ბევრი ისეთი საკითხია დაყენებული, რომელზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თუმცა, თქვენი გადასაწყვეტია, გასცემთ კითხვებზე პასუხს თუ არა. ჩვენ ორივე შემთხვევაში ვალდებული ვართ, მკითხველს სიმართლე მივაწოდოთ. თუმცა, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა შეხვედრაზე რომ დამთანხმდით, რადგან ყოველთვის უარს ამბობთ ინტერვიუზე და გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს _ "ინტერვიუები დავამთავრე!"

_ კი, ნამდვილად ასე იყო. ინტერვიუებზე უარს ვაცხადებდი იმიტომ, რომ ჩემზე დაკისრებულ საქმეს ვასრულებდი, მენდო მთავრობა და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისი ნდობა გავამართლო. ეს არის ჩემი მოვალეობა, არ მჭირდება პიარ-კამპანია და აფიშირება. თან ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც კითხვაზე გამიცია პასუხი ისე, როგორც სინამდვილეში არის, მაგრამ გაუშუქებიათ სულ სხვანაირად. ისე დაჭრიან და შეცვლიან ინტერვიუს, რომ საერთოდ ახლოს არ არის ჩემს ნათქვამთან.

_ არ ვიცი, ვის გულისხმობთ, მაგრამ ჩვენ ეს ნამდვილად არ გვეხება. მხოლოდ ერთხელ ჩავწერეთ თქვენთან ინტერვიუ და ყოველგვარი მოჭრისა და მონტაჟის გარეშე მივაწოდეთ საზოგადოებას.

_ ვისაც ეხება, ამ ნათქვამის შემდეგ, ალბათ, თვითონაც მიხვდებიან. მხოლოდ ეს არის და სხვა არაფერი. არ მინდა იფიქროთ, რომ ან თავს ვარიდებ კითხვებს, ან პასუხი არ მაქვს, უბრალოდ, აფიშირება საქმეს არ სჭირდება. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს საუბარს, ჯერ ის მითხარით, რა საკითხებზეა საუბარი.

_ შემოსული წერილებიდან ამოვარჩიეთ ის ძირითადი თემები, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებს საზოგადოებას. კიდევ გიმეორებთ, ეს ხალხის კითხვებია _ უკვე მე-7 თვეა, რაც გამგებლის თანამდებობაზე ხართ და აპირებთ თუ არა საკრებულოსა და ხალხის წინაშე გაწეული სამუშაოების შესახებ მოხსენების გაკეთებას, რატომ არ ხვდებით ხალხს, რატომ ამბობთ ყოველ საკითხზე, რომ ეს არ შედის თქვენს კომპეტენციაში, რატომ პასუხობს გამგებელი მასთან მისულ პიროვნებებს, მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას და მათ მოსთხოვონ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რატომ ამბობს გამგებელი, რომ მას ხვედელიძე, შემდეგ კი იზორია და ტაბატაძე ლობირებენ და რატომ ჰგონია, რომ ხელშეუხებელია, რატომ ხუჭავს თვალს რაიონში გამეფებულ ნეპოტიზმზე და რატომ აქვს შერჩევითი დამოკიდებულება ხალხისადმი? ასევეა კითხვები იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

_ ეს მოარული ხმები ყოველთვის იქნება საზოგადოებაში და არასდროს არ დამთავრდება. ეს ბუნებრივი პროცესებია. ასე რომ, მე ანგარიშვალდებული არ ვარ მოარულ ხმებზე, ან ჭორის დონეზე ვის რა კითხვა გაუჩნდება, მოხსენებები და ახსნა-განმარტება ვაკეთო. მიმდინარე პროცესები და შემდეგ უკვე შედეგები აჩვენებს პასუხებს საზოგადოებას ყველა იმ კითხვაზე, რაც მათ აინტერესებთ. ეს არის ყველა ამ კითხვაზე პასუხი. საქმე გამოაჩენს ყველაფერს და არა დაპირებები ან ის, რომ ვიღაცას რაღაცა ჰგონია. შემდგომში პროცესები ჩვეულებრივად წარიმართება, ყველა დაინახავს, რა რესურსი და რა შესაძლებლობები არსებობს, რა კეთდება და რა არ კეთდება. ყველა მშვენივრად ხედავს, რა პროცესები მიდის, რა საქმეები კეთდება, თუმცა, მეორე მხარეა ის, ვის როგორ უნდა დაინახოს, ზოგი თეთრზე ამბობს შავიაო და ზოგი კი თეთრს თეთრად ხედავს. ავი და კარგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. დღეისთვის ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ რაიონში ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და დროულად მოხდეს ამ საკითხების მოგვარება. ასე რომ, ჩემი პასუხი ამ კითხვებზე სწორედ ესაა _ დრო სჭირდება ყველაფერს და ყველა ყველაფერს დაინახავს. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს კითხვებზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ იმდენად ბევრი აბსურდული კითხვებია, არ შეიძლება ანგარიშვალდებული ვიყო ამ კითხვებზე პასუხი გავცე.

_ გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ამ "აბსურდულმა კითხვებმა" ძალიან ცუდი რეზონანსი გამოიწვიოს?

_ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს _ ვისაც კარგის დანახვა უნდა და შეუძლია, ძალიან ბევრ კარგს დაინახავს, ვისაც ცუდის დანახვა უნდა და მიზეზებს ეძებს, ის ყოველთვის მოძებნის რაღაც მიზეზს ცუდის დასანახად. სწორედ ამიტომ არ არის ეს ისეთი დილემა, რომ ყველა გაჩენილ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

_ მაშინ მოდით ისეთ თემებზე ვისაუბროთ, რომელიც არ არის მოარული და ჭორის დონეზე დასმული. რა პროექტებზეა საუბარი?

_ წინა კვირას შევხვდი ჯანდაცვის მინისტრს. საუბრისას გამოიკვეთა აქცენტები, რომლებიც აღებულია სადაზღვევო კომპანიებზე, დაზღვევებზე, ბევრ ისეთ ახალ პროექტებზე, რომელიც ახლო მომავალში განხორციელებადი იქნება. მაგალითად იყო საუბარი იმ დასახლებული პუნქტში, რომელიც მოცილებულია ცენტრს, გაკეთდეს ახალი სამედიცინო ამბულატორია. იქნება ეს მხარდაჭერილი ცენტრალური ხელისუფლებისგან და ჩვენ ხელს შევუწყობთ. ჩვენი რაიონი ტრანსფერზეა დამოკიდებული და არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ის პროექტი გავახორციელოთ, რომელიც მოსახლეობას სურს და ჩვენც გვინდა. ამიტომ საჭიროა მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ხელისუფლებაში არსებობს ნება იმისა, რომ ისეთი პროექტები გახორციელდეს, რაც ჩვენს საზოგადოებას ყოფას შეუმსუბუქებს.

_ ძალიან ბევრი სტუდენტი გვეკითხება, იქნება თუ არა შესაძლებელი ზაფხულში სტაჟირება გამგეობაში, საკრებულოში, სხვადასხვა სამსახურებში?

_ ახლაც არის ერთი ადამიანი, ვინც გადის სტაჟირებას. თუ ამის რეალური საშუალება გამოინახება, მე პირადად მივესალმები, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია. კიდევ ვიმეორებ, თუ იქნება ამის შესაძლებლობა. მთელი რიგი პროექტებია, რომლებიც ელოდება დამტკიცებას, ჩამოყალიბებას და ამის მიხედვით დავიწყებთ ამ პროექტების ფუნქციონალურ შესრულებას.

_ ხალხი თქვენს უკონტაქტობას და არსებული პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერის არარსებობას უჩივის.

_ არ ყოფილა ჯერ ისეთი შემთხვევა, რომ მოქალაქე აქ მოვიდა და ან არ მივიღე, ან იმედი გაუცრუვდა, ან ცრუ დაპირებით წავიდა. ვერიდებით ისეთ პრობლემებზე საუბარს, რომელიც დროშია გაწელილი _ როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს იქნება რაღაც დროის შემდეგ, იმდენად იმედგაცრუებულია ხალხი, რომ დროზე საუბარი ასოცირდება ცრუ დაპირებასთან, რადგან მართლა გაწბილებული იყო მოსახლეობა ამ წლების განმავლობაში.

_ მაგრამ ხალხი ამბობს, რომ დარეკეს თქვენთან ხვნა-თესვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო და თქვენ უთხარით, რომ ეს პრობლემა არ გეხებათ.

_ ნამდვილად არ ვაპირებ, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ ამ კითხვებზე პასუხი გავცე, გამგებელი არ არის ვალდებული, არჩიოს ვიღაცის მოსაზრებები. არსებობენ სპეციალური სამსახურები, შეუძლიათ ნებისმიერ ამ სამსახურს მიმართონ, ამომწურავი პასუხი მიიღონ ყველა კითხვაზე და იმ სამსახურებიდან მოითხოვონ რეაგირება, რომლებსაც ესა თუ ის საკითხი უშუალოდ ეხებათ. შეიძლება, ვიღაცას სჭირდება ასე გაავრცელოს ხმები, მაგრამ საქმე გამოაჩენს ყველაფერს, საქმეა ყველაზე უტყუარი დოკუმენტი.

_ 6 თვის შედეგებზე მოხსენებას გააკეთებთ?

_ საერთოდ გამგებელი წლის ბოლოს აკეთებს ასეთ მოხსენებას, თუმცა, სამსახურები ცვლიან ინფორმაციებს. დამალული ისედაც არაფერი არ არის _ რა პროექტები გახორციელდა, რა გახორციელდება მომავალში. ჩვენ სამინისტროებთან გვაქვს ხშირი კონტაქტი, რა ეტაპზეა ესა თუ ის სამუშაო თუ პროექტი, ინფორმაცია საიტებზეც დევს, ყველას შეუძლია უპრობლემოდ მოიპოვოს და იმ ფონზე, როცა ყველაფერი გამჭვირვალეა, რაღა მოხსენება და განცხადებებია საჭირო? ვისაც აინტერესებს, ყველაფერი თვალნათელია.

_ ხალხში ამბობს, გუნავას კაბინეტში ვერ შეიყვანდი და ჭანტურიას კაბინეტიდან ვერ გამოიყვანო.

_ ასეთ შედარებებს მე არ ვაკეთებ. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური შეხედულება გააჩნია საკითხებზე. მთავარია, საქმე გაკეთდეს, კაბინეტში იქნები და იქ გააკეთებ თუ სხვაგან იქნები, მთავარია საქმე გაკეთდეს.

_ საჯარო მოხელეების ატესტაციის ჩატარებაზე რას იტყვით _ აქაც 1 იანვრამდე გადაიწია ჩატარების თარიღმა?

_ შევხედავთ და სიტუაცია როგორც განაპირობებს, იმის მიხედვით მივიღებთ ზომებს.

_ ბატონო გოჩა, ხალხი მართლა არ გიცნობთ?

_ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. სასარგებლო საქმის კეთება ნამდვილად შეიძლება ჩუმად, უხმაუროდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე. რა საჭიროა იარო ხალხთან, ელაპარაკო, სამომავლო გეგმებზე, ისევ ნათელი ფერებით აუხვიო თვალები?! ჯობია, საქმე გააკეთო და შედეგების გასაცნობად ან ჩატარებული სამუშაოების შესაფასებლად მიხვიდე მათთან. ხალხი ხედავს, რა ჩიხშიც შეგვიყვანა ამდენმა დაპირებებმა, ტაშის კვრამ და წინასწარ გამარჯვებების ზეიმმა. ასე რომ, თუ ხშირად არ მივდივარ ხალხთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი მათი პრობლემების შესახებ. ზედმეტი პიარ-კამპანიები, თავის ქება და ტრაბახი კარგს არაფერს მოგვიტანს. გაივლის გარკვეული დრო და შესადარებელი მაინც იქნება _ ადრე ასე იყო, ახლა ასეა და რა იქნება მომავალში.

_ თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები უკავშირდება, პირველი დღიდან დღემდე სულ ყურადღების ცენტრშია.

_ ზოგი დადებითად მიყურებს, არც იმ მოარული ხმების მეშინია, რომელიც უარყოფით კონტექსტში განიხილავს ჩემს პიროვნებას. არც მომავლის მეშინია. მე ჩემი საქმე, სადაც ვიყავი, ყველგან მიკეთებია და მომავალშიც, სადაც ვიქნები, ყველგან მექნება პასუხისმგებლობა დაკისრებულ საქმესთან დაკავშირებით. არის ადამიანური პრინციპები, რასაც არსად ვუღალატებ _ გინდა საჯარო სამსახურში და გინდა მის გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს ინტერესიც და ეს მოარული ხმებიც სულ იქნება _ მთავარია, დრო რა შედეგს დადებს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?