პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი მოსკოვში სწავლობს

მთავარი თემა

პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი მოსკოვში სწავლობს

2013 ივლ 19 18:19:38

43 წლის ფილოსოფოსს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, საკმაო ძალისხმევა დასჭირდება, რომ 27 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. ჯერჯერობით, ყველა გამოკითხვის მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია.

თავად მარგველაშვილმა "იზვესტიას" განუცხადა, რომ არ ეშინია სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან კონკურენციის, რომლის ვინაობაც ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი, არც ისეთი ცნობილი პოლიტიკოსებისა, როგორებიც არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რადგან მის უკან საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა დგას.

მარგველაშვილი აპირებს შეინარჩუნოს ქვეყნის პროდასავლური კურსი და ამავე დროს ააგოს "რაციონალური ურთიერთობა რუსეთთან წინანდელი ემოციური ურთიერთობების სანაცვლოდ."

"მეოცნებე" კანდიდატი, ინგლისურ ენასთან ერთად, თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ის სწავლობდა საელჩოსთან არსებულ რუსულ სკოლაში. ეს იყო საბჭოთა პერიოდის დროს სირიაში, სადაც მისი მამა ინჟინრად მუშაობდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან _ 20 წლის ანა მოსკოვში მენეჯმენტს სწავლობს.

მარგველაშვილის ახლანდელ მეგობარ ქალზე _ მხატვარ და ვიზაჟისტ მაკა ჩიჩუაზე ამბობენ, რომ ის ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ქალია. თავად პრეზიდენტობის კანდიდატის ჰობი კი ქსოვა და სარემონტო სამუშაოებია _ მას, მაგალითად, ძალიან უყვარს კაფელის გაკვრა.

გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში სცადა ბედი. მისი ნათლია პოლიტიკაში გახდა ყოფილი პრემიერი, 2005 წელს ტრაგიკულად დაღუპული ზურაბ ჟვანია. ჟვანიას და პარლამენტის ექს-სპიკერ ბურჯანაძის ბლოკში მარგველაშვილი საკმაოდ გავლენიან პერსონად ითვლებოდა, თუმცა, მაშინ, როცა ჟვანია-ბურჯანაძემ "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" გაერთიანება გადაწყვიტეს, დისტანცირება ამჯობინა. ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებში, ბურჯანაძე მისი ერთ-ერთი კონკურენტი იქნება.

პოლიტიკაში მარგველაშვილი მეორეჯერ ბიძინა ივანიშვილის ეპოქაში გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრი მასზე საუბრობს, როგორც ახლო მეგობარზე და შესანიშნავ თანამშრომელზე. თუმცა, რამდენიმე ქართველ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული პრეზიდენტის პოსტისთვის.

საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ "იზვესტიას" განუცხადა, რომ "მარგველაშვილი ჯერ კიდევ სუსტი პოლიტიკოსია". "განათლებული, კულტურული... მაგრამ მისი დღევანდელი აქტივები აქ იწყება და მთავრდება", _ მიაჩნია ექსპერტს:

_ შეიძლება, პრემიერი თავს იზღვევს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ქარიზმატული პიროვნება არ აღმოჩნდეს, _ ამბობს ის, _ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო მეთაურის უფლებები სერიოზულად იქნება შეზღუდული. ამიტომ ამ პოსტზე დამწყები პოლიტიკოსის აღმოჩენა პრეზიდენტის როლს კიდევ უფრო შეასუსტებს.

ცინცაძე აღნიშნავს, რომ ამ ფონზე ნინო ბურჯანაძის რეიტინგი იზრდება: _ ის გამოცდილია, იცნობენ ევროპაში, შეუძლია რუსეთთან ლაპარაკი, _ ფიქრობს რექტორი, _ ამავე დროს, საზოგადოება საქართველოში უფრო და უფრო გამჭრიახი ხდება და შესაძლოა, ერთი კოალიციის წევრების მონოპოლიის წინააღმდეგ გამოვიდეს. ასე რომ, იმისთვის, რომ მისმა კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ივანიშვილს ოფლის დაღვრა მოუწევს.

როგორც ცინცაძე ამბობს, წინასაარჩევნო კამპანიის სადავეების ხელში აღება თავად პრემიერს მოუხდება.

კიდევ ერთ ექსპერტის _ პეტრე მამრაძის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის არჩევა იმითაც აიხსნება, რომ მას არ აქვს კავშირი კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიასთან: _ თუ კი ივანიშვილი აირჩევდა სხვა პოლიტიკოსს, ეს "ქართულ ოცნებაში" ეჭვებს გააჩენდა. ასე რომ, ოპტიმალური ვარიანტი მას ხელთ ჰქონდა. არჩევნებში კოალიცია მთელ ძალ-ღონეს ჩადებს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. თუ კი საჭირო გახდება მეორე ტური, არაკეთილისმსურველები მმართველის ძალის რეიტინგის დაცემაზე ალაპარაკდებიან.

დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" დავით ბერძენიშვილმა "იზვესტიას" განუცხადა, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და შემდეგ კოალაციის ხელისუფლება "სამ ვეშაპზე იდგება". საქმე იმაშია, რომ კოალიცია მიიღებს არა მარტო პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტებს, არამედ პრეზიდენტის პოსტსაც.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევების მიხედვით, მარგველაშვილისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 29 პროცენტი აპირებს, თუმცა, მმართველ კოალიციაში ფიქრობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვლება. ექსპერტები იხსენებენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამავე ორგანიზაციის გამოკითხვის მიხედვით, "ქართული ოცნებისთვის" ხმა ამომრჩევლის 12 პროცენტს უნდა მიეცა, არადა, მან 54 პროცენტი მიიღო.

იზვესტია.რუ

წყარო




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...