ცენტრალური ხელისუფლება პოეზიის დედოფლის სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატივას ჩოხატაურის ხელისუფლებისგან ელოდება

მთავარი თემა

ცენტრალური ხელისუფლება პოეზიის დედოფლის სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატივას ჩოხატაურის ხელისუფლებისგან ელოდება

2013 ივლ 22 09:10:33
იგი გურიაშია, ჩოხატაურის რაიონში. ამ სოფელში ვარ დაბადებული," _ წერდა პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მოსამსახურის ოჯახში, 1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა.

" ვწერ და ვშლი, ვწერ და ვკითხულობ, ხმამაღლა ვფიქრობ შენზე, დაო ანა, შენს სპეტაკ სულზე, შენს უჭკნობ სამუდამო ქმნილებებზე, უზღვავ საგანძურზე, რომლის ტოლფასი არ ახსოვს ჩემს ქვეყანას დედაკაცთაგან დანატოვარი. სიტყვა შეუბრუნებელ შენს სახელს დღეს ისინიც პატივით იხსენებენ, ვისაც გაცნობიერებული არა აქვს შენი სიდიადე! რა დავსძინო თქმულს?! რა უნდა გითხრა დღეს შენს საუნჯეზე?! შენ ძლიერი მამაკაცების გვერდით დგახარ თავაწეული და დედაკაცობის გამო შეღავათი არავისთვის გითხოვია", _ წერდა ანა კალანდაძეს 1974 წელს მურმან ლებანიძე.

ანა კალანდაძე ბევრ ცნობილ პოეტს, მწერალს და საზოგადო მოღვაწეს შეუფასებია. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ იგი საქართველოს სიამაყე და იყო და "თავიდანვე სცადა, უფრო ღრმად ჩაეხედა ადამიანის სულში, როგორმე გადაეხედა იმ ღობის იქით, რომლითაც ჩვენი პოეტური წარმოდგენები იყო შემოზღუდული, აღმოეჩინა ცხოვრებისეული უბრალოების პოეზია ანუ ემღერა ჩვეულებრივ ადამიანურ ვნებათა სიდიადეზე, გაეხსნა სარკმელი იმ მხრიდან, საიდანაც სრულიად ახალი ნიავი უბერავდა და ამ სარკმლიდანვე ეჩვენებინა ჩვენთვის ახალი სივრცე _ თავბრუდამხვევი გაზაფხულის ქვეყანა".

ანა კალანდაძე დღეს მთაწმინდაზე განისვენებს და ის ეამაყება მთელ საქართველოს. ეამაყება მშობლიურ ჩოხატაურს. თუმცა, მხოლოდ სიტყვიერად და სადღეგრძელოებში. ბევრჯერ გამიგია ჩინოსანთა მხრიდან, ამაყები ვართ, რომ მთაწმინდაზე ორი ჩვენი კუთხის შვილი _ ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძე განისვენებენ, ორივე ერთი სოფლიდან... თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალაა _ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ავარიულ მდგომარეობაშია და იქამდე მისასვლელი გზა საშინელ დღეშია, რაზეც აქცენტი ჩოხატაურში ჩამოსულმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა და ეს სირცხვილად შეაფასა. ანა კალანდაძის კი, არათუ მუზეუმი ან სახლმუზეუმი, მემორიალური დაფაც არ არსებობს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, არსებობს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი აიპი "სამუზეუმო გაერთიანება", რომლის ხელმძღვანელობას, არცთუ მცირე ანაზღაურება აქვს. აიპ-ის ხელმძღვანელობას თავი არ შეუწუხებია, რომ ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის გახსნის, ან თუნდაც მემორიალური დაფის გახსნის საკითხი ზემდგომთან დაეყენებინა.

უნდა ითქვას, რომ ეს თემა, თავის დროზე, სამუზეუმო გაერთიანების ყოფილმა უფროსმა, ნათია კალანდაძემ ოფიციალურად წამოწია და ანა კალანდაძის მუზეუმის გახსნა ითხოვა, თუმცა, იმ დროს ხელისუფლება საარჩევნო ბატალიებით იყო დაკავებული და მუზეუმისთვის არ ეცალა. ნათია კალანდაძე პოეზიის დედოფალს პირადად ეახლა, მისი ხელნაწერები წამოიღო და მხარეთმცოდენობის მუზეუმში, რომლის დირექტორიც ახლა თავად არის, სპეციალური კუთხეც მოაწყო.

კუთხე კუთხედ დარჩა, საკითხი კი ისევ გადაუჭრელია. ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელობას აზრადაც არ მოსვლია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მაინც მიემართა ოფიციალური წერილით, მინიმუმ იმის გამო, რომ ვინმეს არ ეთქვა, არაფერს აკეთებენო და მუზეუმის გახსნა წერილობით მოეთხოვა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვალდებულება მათ არ გააჩნიათ, არც სამსახურეობრივად და არც მოქალაქეობრივად. წინააღმდეგ შემთხვევაში, "გურია ნიუსს" არ მოუწევდა კულტურის მინისტრისთვის, გურამ ოდიშარიასთვის აეხსნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და სამუზეუმო გაერთიანება ანა კალანდაძის, მინიმუმ, მემორიალური დაფის გახსნას ვერ ახერხებს.

ის, რომ ჩოხატაურში პოეზიის დედოფლის მემორიალური დაფაც კი არ არსებობდა, გურამ ოდიშარიასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

_ ბატონო გურამ, ჩოხატაურს ნამდვილად აქვს საამაყო _ მის წიაღში დაბადებული თუ გაზრდილი ორი ადამიანი, ორივე ერთი სოფლიდან, მთაწმინდაზე განისვენებს. ანა კალანდაძეს და ნოდარ დუმბაძეს ვგულისხმობ. დუმბაძის მუზეუმი დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. ანა კალანდაძის კი არა თუ მუზეუმი, მემორიალური დაფაც არ არსებობს იმ სახლზე, სადაც პოეზიის დედოფალი დაიბადა... საინტერესოა, მიმართა თუ არა სამინისტროს ამ საკითხზე სამუზეუმო გაერთიანებამ?

_ როდესაც ამისთანა მნიშვნელოვანი ადამიანი გყავთ, სოფელი იქნება ეს, რეგიონი იქნება თუ სამეზობლო, ადგილზე უნდა გაკეთდეს, დღეც უნდა დაწესდეს. ახლა არ არის საბჭოთა კავშირი, ყველაფრის დეცენტრალიზაცია მოხდა და ამიტომ ადგილზე ინიციატივა უმნიშვნელოვანესია. თბილიდან არავინ არ ჩამოვა და არ გეტყვით, გინდა თუ არა გაგიხსნით და დღესასწაულს დაგიწესებთო. სახალხო დღესასწაული ადგილიდან მოდის. ამიტომ, ინიციატივა აქედან უნდა წამოვიდეს და შემდეგ ჩვენ შევეშველებით აუცილებლად. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ამ საკითხზე სამინისტროსთვის არავის მოუმართავს.

_ ჩოხატაურში არსებობს ასეთი აიპი _ სამუზეუმო გაერთიანება. ეს ყველაფერი ხომ მისი მოვალეობაა..? საინტერესოა რაში ვუხდით ამ ადამიანებს ხელფასს...

_ ერთს გეტყვით _ საგურამოში გურამიშვილის ძეგლი არ არის და როდესაც მე მივედი, საყვედური მითხრეს, ძეგლი არ გვაქვსო. მაშინ ვუთხარი, რატომ არ მომმართეთ, რატომ არ დაინტერესდით, რატომ არ დაიწყეთ ან დავითობა არ დააწესეთ,-მეთქი. ანა კალანდაძე განუმეორებელი პოეტია. ორი ასეთი პიროვნება გყავდეს რაიონში და არ მიხედო, სირცხვილია, სხვა თუ არაფერი. საქართველო სულ იარსებებს, სულ იარსებებს ლიტერატურა და ეს სახელები მას თან წაყვება. ყველანი ვალში ვართ მის წინაშე _ ჩვენც, ვინც ვართ თბილისში, მაგრამ ველოდებით სიტყვას აქედან.

_ ბატონო გურამ, "გურია ნიუსი" დიდი ხანია ამ საკითხს აყენებს. იქნებ, მისი მემორიალური დაფა მაინც გააკეთონ?! ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის პოეზიის დედოფლის მშობლიური ადგილის სანახავად...

_ რა თქმა უნდა, გეთანხმებით! ეს ძალიან კარგი რამაა. პირველად გავიგე ამ პრობლემის არსებობის შესახებ თქვენგან და დავეყრდნობი თქვენს სიტყვას, მით უმეტეს, რომ "გურია ნიუსი" ჩემი საყვარელი ნიუსების გამავრცელებელია და მარტო გურიაში ვერ ეტევა. ასე ვთქვათ, შამპანურივით გადმოდის მთელ საქართველოში და არა მარტო. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ და გაგვეკეთებინოს ერთად ყოველთვის ძალიან დიდი და კარგი საქმე, ისეთი, როგორიც ესაა და როცა შევხვდებით გვეთქვას, აი, ეს საქმე ჩვენი შეხვედრის შემდეგ გაკეთდაო.

_ იმედია, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე შევხვდებით ერთმანეთს მალე...

_ აუცილებლად, _ პირობა მოგვცა გურამ ოდიშარიამ.

ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმის გახსნისთვის საჭირო ფინანსების გამოძებნის პირობა "გურია ნიუსს", ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც პირადად მისცა: _ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩოხატაურში ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმი არ არსებობდა. სამინისტროსთვის ამ საკითხზე და ფინანსების გამოყოფაზე არავის მოუმართავს. პრობლემა არ არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შესაბამისი წერილი გამოგვიგზავნოს, _ გვითხრა ხადურმა.

იმედია, სამუზეუმო გაერთიანება, რომლის პირდაპირი მოვალეობა სწორედ მუზეუმებზე ზრუნვაა, გაკვალულ გზაზე სიარულს შეძლებს, როგორც გურამ ოდიშარიას, ასევე ნოდარ ხადურს წერილობით მიმართავს და ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმე გაკეთდება. იმის იმედიც გვაქვს, რომ მინისტრის ინიციატივა _ დაწესდეს ანაობა და მნიშვნელოვანი თარიღი შესაფერისად აღინიშნოს, მხოლოდ ამ ინტერვიუს არ შემორჩება.

სტატია მომზადებულია ფონდის"ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...