აუდიტის მიერ "სპორტულ ცენტრში" აღმოჩენილ დარღვევებს პროკურატურა იძიებს

მთავარი თემა

აუდიტის მიერ "სპორტულ ცენტრში" აღმოჩენილ დარღვევებს პროკურატურა იძიებს

2013 ივლ 23 18:21:07
აუდიტის დასკვნის შედეგად ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის _ "სპორტული ცენტრის" საქმე უკვე პროკურატურას გადაეცა.

როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფაცურიამ გვითხრა, "სპორტულ ცენტრში" საკმაოდ მრავლად აღმოჩნდა დარღვევები: "სპორტულ ცენტრში" ძირითადი რის შესასწავლადაც შევედით, ეს იყო გაბერილი შტატები და თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს საცურაო აუზი და თანხა კი იცემოდა. გამოვლინდა ისიც, რომ ერთსა და იმავე ადგილზე დასაქმებულია ორი პიროვნება. პრობლემები გვქონდა შეთავსებებთანაც. აღმოჩნდა არამიზნობრივი ხარჯვის შემთხვევებიც. როდესაც გავაკეთეთ მოხსენებითი ბარათი, დავწერეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ და დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საკრებულო. ერთ თვეზე მეტი იქნება გასული დასკვნის დადებიდან, საკრებულოს მხრიდან კი ჯერ-ჯერობით რეაგირება არ არის," _ უთხრა "გურია ნიუსს" გიორგი ფაცურიამ.

იმის შესახებ, თუ რა სახის დარღვევებია "სპორტულ ცენტრში", აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია: "ერთ-ერთი მოქალაქის მიერ განცხადებაში იყო მოყვანილი ფაქტები, რომელიც წარედგინა განსახილველად გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს, რომლის მიერაც დადასტურდა საბიუჯეტო თანხების არაკანონიერი და არამიზნობრივი ხარჯვა.

"სპორტულ ცენტრში" 2013 წლის ხარჯთაღრიცხვით 256 500 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, მათ შორის, შტატიან 5 მუშაკზე ხელფასი _ 24 600 ლარი; შტატგარეშე 60 მოსამსახურეზე _ 171 360 ლარი; მივლინებებზე _ 22 300 ლარი; ოფისის ხარჯზე _ 13 560 ლარი; ტრანსპორტირებაზე _ 3 000 ლარი; სხვა მომსახურებაზე _ 17 770 ლარი; ინვენტარის შეძენაზე _ 3 060 ლარი. 2012 წელს კი ხარჯთაღრიცხვით 271 305 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული. ე.ი. 2013 წელთან შედარებით 14 805 ლარით მეტი.

2011 წლის ადგილობრივმა შემოსავალმა საცურაო აუზიდან 2 562 ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წელს _ 2 647 ლარი, მიმდინარე წელს კი ადგილობრივი შემოსავალი საცურაო აუზის არ ფუნქციონირების გამო არ ფიქსირდება.

შემოწმებით გამოვლინდა საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ხარვეზები. კერძოდ: 2011 წლის 1 მაისაიდან 2013 წლის 1 მაისამდე ცურვის მწვრთნელზე, წყლის დაქლორვის სპეციალისტზე რომლებიც ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილნი, მაშინ როცა საცურაო აუზი არ ფუნქციონირებდა, გაცემულია 6 480 ლარი ხელფასის სახით. სპორტული ცენტრის ადგილობრივი შემოსავალი განისაზღვრება ცურვიდან შემოსული თანხებით. ხელშეკრულებით აყვანილია ადგილობრივი შემოსავლების მოლარე, რომელზეც ხელშეკრულების მოქმედება არ შეჩერებულა საცურაო აუზის არფუნქციონირების დროსაც და გაცემულია ხელფასის სახით 1 360 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წლის 4 თვე და წლის 2012 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე არ ჰქონდათ გაზის ხარჯი, მაგრამ მის ოპერატორზე არ არის ხელშეკრულება შეჩერებული და გაცემულია 8 თვეში ხელფასის სახით 4 640 ლარი. ამდენად, აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ კანონდარღვევით, შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 12 480 ლარი. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ სპორტულ ცენტრში დასაქმებულია 3 საქმის მწარმოებელი.

აუდიტის სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ერთი საქმის მწარმოებლის გარდა ამ სამსახურში დამატებით ორი საქმის მწარმოებლის დასაქმება, რომლებზეც გაცემულია 2011 წლის 03.01-დან 2013 წლის 01.04-მდე 11 000 ლარი.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ერთი და იგივე ფუნქციის შესასრულებლად დასაქმებული არიან როგორც მომარაგების, ასევე ლოჯისტიკის სპეციალისტები. ასევე სპორტული ცენტრის დირექტორს, მოადგილეს და სასწავლო ნაწილის გამგეს საშტატო განრიგით თანამდებობრივი სარგო შეადგენს, შესაბამისად, 500, 450 და 450 ლარს. ამავე დროს, ისინი დასაქმებულები არიან სხვადასხვა წრეებში ერთი და იმავე სამუშაო საათებში შესაბამისი ანაზღაურებით. თითოეულის ხელფასი 230 ლარია. აუდიტის სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ერთი და იმავე სამუშაო საათებში ორი სხვადასხვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება."

როგორ აღმოჩნდა "სპორტული ცენტრის" საქმე დამატებით განსახილველად პროკურატურის ხელში? როგორც ირკვევა, ამაში საკრებულო არ ურევია. "ცხელი ხაზის" საშუალებით გახორციელებული ზარის შედეგად, პროკურატურამ თავად მოითხოვა აუდიტის დასკვნა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა გვითხრა, სპორტული ცენტრის საკითხს პროკურატურა საკმაოდ დიდი ხანია სწავლობს: "აქედან გამომდინარე, ველოდებით მის დასკვნას. პროცესი დაახლოებით შემიძლია გითხრათ რა პროცესშია _ ეს საქმე გადაცემულია სამხარეო ბიუროს ექსპერტიზას და ველოდებით პასუხს. მე თავის დროზე მივწერე ამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, რომ ის ვალდებულია ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მისი ბრალდებების ან პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, როცა იქნება პროკურატურის დასკვნა. "

პროკურორი მამუკა ნადირაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს: "ველოდებით დასკვნას, რომლის შედეგადაც გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით," _ გვითხრა ნადირაძემ.

სტატიები მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...