"ამოვიცანი და ვადასტურებ, რომ სამხედრო პოლიციაში გიგი კალანდაძემ მაწამა!"

მთავარი თემა

"ამოვიცანი და ვადასტურებ, რომ სამხედრო პოლიციაში გიგი კალანდაძემ მაწამა!"

2013 ივლ 25 01:52:49
რომელმაც ის სამხედრო პოლიციის შენობაში, 2011 წლის 17 სექტემბერს "ბულავათი" აწამა. გორელაშვილი ირწმუნება, რომ ეს პიროვნება გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძეა.

კალანდაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ამბობს, რომ "ეს ყველაფერი ზღაპარია და მას მსგავსი ფაქტის შესახებ არ სმენია".

გიორგი გორელაშვილი, "გურია ნიუსისთვის" ადრე მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ არ ახსოვს ჯალათების სახელები, მაგრამ ფოტოებით მათი ამოცნობა შეუძლია: "ერთადერთი ადამიანი, რომლის ვინაობასაც ვიხსენებ, გამომძიებელი გოგიჩაიშვილია, რომელიც წაქცეულს წიხლებით მირტყამდა. ჩემი წამება თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა. წარმოგიდგენიათ _ ოფიციალურ სტრუქტურაში მუშაობდნენ ჯალათები, რომლებიც თვალების დათხრით, თითების მოჭრით, მოკვლით მემუქრებოდნენ," _ ამბობდა გორელაშვილი. იგი იხსენებდა, თუ როგორ სცემდნენ სამხედრო პოლიციის შენობაში ხელკეტით, რომელსაც რკინის "ქაცვებიანი" ბურთი ჰქონდა დამაგრებული ("ბულავა"). "ეს რკინის კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს," _ ამბობდა გორელაშვილი.

გორელაშვილის თქმით, იგი იანვრიდან მოყოლებული ეძებს მის წამებაში მონაწილე კონკრეტულ პირს, რომლის სახელი და გვარი მაშინ არ იცოდა, მაგრამ კარგად დაამახსოვრდა გარეგნულად და ახლახან ამოიცნო:

_ მე რაც ჩვენებები მაქვს მიცემული, იქ ვახსენებ ბურძგლიანი "ბულავათი" ცემას. ის კაცი კი, რომელიც მცემდა იყო გიგი კალანდაძე.

_ მანამდე ნანახი არ გყავდათ?

_ არა, საიდან?! საერთოდ არ შევხებივარ, მე ხომ სამხედრო ოფიცერი არ ვყოფილვარ. არავითარი კავშირი მაგათთან არ მქონია.

_ როდის დარწმუნდით, რომ ადამიანი, რომელმაც გცემათ, ნამდვილად გიგი კალანდაძე იყო?

_ მაშინ როცა, პირადად შევეჯახე კორიდორში.

_ ეს როდის მოხდა?

_ ამ თვის 13-ში... პირველ ნახევარში. გუშინ ვნახე კიდევ, სასამართლო პროცესზე იყო მიწვეული, კარგად შევხედე სახეზე და ვიცი დადასტურებით და ვამტკიცებ, რომ გიგი კალანდაძეა ის პიროვნება, რომელსაც 13 იანვრიდან ვეძებ.

_ თუ თვის შუა რიცხვებში ამოიცანით, რატომ მაშინვე არ გაამხილეთ? შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს ახალაიას საქმის გამოძიების დასრულებას, რომელშიც, როგორც ამბობენ, პროკურატურას სუსტად აქვს ნამუშევარი?

_ არა. პროკურატურას რამდენი ხანია მაგ პიროვნების აღწერილობას ვაძლევ და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სურათებიც კი არ მაჩვენეს, რომ ამომეცნო. აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა ეგ პროცესი. წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით, პროცესზე დაბარებულ კაცს შევეჯახე და ვიცანი.

_ აპირებთ თუ არა, რომ პროკურატურას ხელახალი განცხადებით მიმართოთ?

_ რა თქმა უნდა. მე დღეს პროკურორი გავაფრთხილე და ხვალ ან ზეგ, ალბათ, მივალ, _ გვითხრა გორელაშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ გიგი კალანდაძეს დავკავშირებოდით, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შეტყობინება გავუგზავნეთ და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ფეისბუქის საშუალებითაც ვთხოვეთ, თუმცა, კალანდაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა, მზად ვართ, მისი სურვილის შემთხვევაში, კალანდაძის კომენტარი დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნოთ.

კალანდაძის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თქმით, "ეს ყველაფერი ზღაპარია":

_ ზღაპარია, რასაც ეხლა თქვენ მეუბნებით და პირველად მესმის მსგავსი ფაქტის შესახებ, ამ დრომდე არაფერი მსმენია, _ გვითხრა გაბაიძემ.

"გურია ნიუსი" ამ საკითხზე მთავრი პროკურატურის პოზიციის გაგებასაც შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ _ პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა პაიჭაძეს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მთავარი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მობილურ ტელეფონზე მამაკაცმა გვიპასუხა, რომელმაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ "გურია ნიუსიდან" ვურეკავდით და ბატონი ლაშას კომენტარი გვინდოდა, ასეთი პასუხი გაგვცა:

_ ლაშა არ არის, გასულია და როცა დაბრუნდება, ვეტყვი, რომ დარეკეთ.

მოგვიანებით, ჩვენ ისევ შევეცადეთ ნაცვლიშვილთან დაკავშირება, მაგრამ, ამჯერად სატელეფონო ზარს აღარავინ უპასუხა.

სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს, სამხედრო პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. თეთრაძეს ბრალი ჯაშუშობაში დაედო, თუმცა, დეტალები უცნობი დარჩა, რადგან საქმეს გრიფით "საიდუმლო" მიენიჭა. დაკავებიდან მეექვსე დღეს, 23 სექტემბერს ოჯახს თეთრაძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.

17 სექტემბერს, თეთრაძესთან ერთად დააკავეს რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილიც, რომელსაც წამებით აიძულებდნენ "ჯაშუშურ ქსელში ჩართული" მისთვის უცნობი ადამიანები დაესახელებინა.

გორელაშვილი წამების მონაწილეებად ციხის მაშინდელ უფროსს მუხაძეს, მის მოადგილეს ვიქტორ ყაჭეიშვილს და მეგის ქარდავას ასახელებდა. გორელაშვილი ვარაუდობს, რომ სერგო თეთრაძის წამების დროს, მის ყვირილს სპეციალურად ასმენინებდნენ; შემდეგ კი დაინახა, როგორ გამოასვენეს უგონო მდგომარეობაში მყოფი თეთრაძე ოთახიდან: "სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ, ოთახში მე შემიყვანეს. მუხაძემ მითხრა, ისე აღარ გვაწვალო, როგორც ამან, მეც ქრისტიანი ვარ და პირჯვარს ვიწერო. ოთახში იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი, შემელოტებული კაცი, როგორც შემდგომში გავიგე _ მეგის ქარდავა; დანარჩენების ვინაობა დღემდე არც კი ვიცი...

თავიდან პლასტმასის ჯოხით დამიწყეს ცემა; მეუბნებოდნენ, ეს ის ჯოხია, მიტინგებზე რომ ატრიალებთო. მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არ ვიყავი პოლიტიკით დაინტერესებული, თუმცა, მათთვის ეს არ მითქვამს... წამების მეორე ეტაპზე ე.წ. "ბორჯღებიანი" ჯოხით დამიწყეს ცემა _ ხელკეტზე ხის ბურთი ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც რკინის ბორჯღები იყო ჩასმული. ეს რკინის კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს."

ამის შემდეგ, გორელაშვილის წამების მეთოდები შეცვალეს _ პოლიეთილენის პარკით მოხრჩობა, ბალახის საკრეჭი მაკრატლით თითების დაჭრის იმიტაცია... ბოლოს კი, გორელაშვილის თქმით, ყაჭეიშვილი პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა: "ვუთხარი, რომ ამას ვერ იზამდნენ, რაზედაც მშვიდად მიპასუხეს, რატომაც ვერა, რამდენიც გინდა, იმდენი გვყავს გაუპატიურებულიო. ვუთხარი, რომ დავინახე ოთახიდან გამოსვენებული პატიმარი და ამ საქმეში მეორე გვამი მათ ნამდვილად არ აწყობდათ. უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც, ჯიბიდან სათვალე ამოვიღე, გავტეხე და სათვალის ყურსაცვამი გულში გავიყარე. ძალიან შეშინდნენ და თავი დამანებეს."




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს