ჟურნალისტის “დახრჩობამდე“, საქმეს მიხედეთ!

მთავარი თემა

ჟურნალისტის “დახრჩობამდე“, საქმეს მიხედეთ!

2013 ივლ 26 16:32:46

ჟანა მეგრელიშვილი, ჟურნალისტი: - რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც თქვენთან  პრობლემებზე  სასაუბროდ მოვიდა, განუცხადეთ:  ნახეთ გამგებელი მაქაა და ასევე მისი "უფროსი" ადიკო ივანიშვილი, ამასთან დაკავშირებით კომენტარი, თუ შეიძლება, ანუ კოტე შარაშენიძის უფროსი ადიკო ივანიშვილია?

ზვიად კვაჭანტირაძე, მაჟორიტარი დეპუტატი: - გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია. სხვათა შორის, მქონდა ადიკოსთან საუბარი, მას  ძალიან დიდ პატივს ვცემ და მის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიც გამაჩნია.

ეს ინტერვიუ, რომელშიც კვაჭანტირაძეს არ უარუყვია, რომ პრობლემებზე სასაუბროდ მისული რიგითი მოქალაქე გამგებელთან და მის “უფროსთან“ - ადიკო ივანიშვილთან გადაამისამართა, “გურია ნიუსის“ ვებ გვერდზე 14 ივლისს გამოქვეყნდა. იმ დღეს, ჩოხატაურს ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა. პრემიერთან ექსკლუზიური ინტერვიუს დაწყებამდე, კვაჭანტირაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჟანა მეგრელიშვილს ჩემი ხელით დავახრჩობ, სათაურში შეუცვლია“... საუბარს პრემიერის მრჩეველი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ისმენდნენ (ამ საუბრის ჩანაწერი რედაქციაში ინახება). შეპასუხებაზე, რომ დეპუტატს ასეთი საუბარი არ შეეფერებოდა, კვაჭანტირაძემ დაბეჯითებით გაიმეორა, რომ ჟურნალისტს მისი ხელით “დაახრჩობდა“.

მუქარაზე გადასულ დეპუტატთან საუბარი იმ მიზეზით შეწყდა, რომ პრემიერმა ინტერვიუსთვის მზადყოფნა გამოთქვა. დასმულ შეკითხვებს შორის, ერთ-ერთი სწორედ კვაჭანტირაძის კომენტარს და შარაშენიძე-ადიკო ივანიშვილის მეგობრობას ეხებოდა.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი იმით დაინტერესდა, ვუთხარი თუ არა პრემიერს, რომ ოზურგეთის გამგებელი, კოტე შარაშენიძე ჩემი ნათესავია. ამ რემარკისთვის პასუხის გაცემას არც ვაპირებდი, რომ არა მოგვიანებით, კვაჭანტირაძის მიერ ფეისბუქში დასმული რიგი შეკითხვები და მინიშნებები.

რამდენიმე თვით ადრე

აღდგომას, შუხუთში მყოფ პრემიერთან “გურია ნიუსის“ ინტერვიუს დროს, კვაჭანტირაძემ  ირონიული რეპლიკა “ჩააგდო“:

_ ოხ, რა ხართ ეს "გურია ნიუსი?!

მაშინ, დეპუტატს ამ საქციელზე პრემიერმა გასცა პასუხი; იგი კვაჭანტირაძეს მიუბრუნდა და უთხრა: ჟურნალისტების გარეშე ქვეყანა არ აშენდება. შენც კარგად გააცნობიერე ეს და დანარჩენმა დეპუტატებმაც! (იხ.ვიდეო ჩანაწერი)

როგორც ჩანს, დეპუტატს პრემიერის შენიშვნა დაავიწყდა, როცა 14 ივლისს, ჟურნალისტის საკუთარი ხელით დახრჩობა “დააანონსა“, (იხ.აუდიო ჩანაწერი) ფეისბუქის ღია გვერდზე კი, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმში “გვამხილა“, ოზურგეთის გამგებლის ნათესავობა კი ბრალდებად წამომიყენა.

პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების მხრიდან უსაფუძვლო შეურაცხყოფა არ გვაკვირვებს, მაგრამ იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მედიის თავისუფლებაზე ბევრს საუბრობდა, ასეთი საქციელი და გამონათქვამები, სხვა თუ არაფერი, სირცხვილია....

სამწუხაროა, რომ ასე იყო შევარდნაძის, ნაციონალების დროს და ასეა ახლაც... სამაგიეროდ, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, თავს მშვენივრად გრძნობენ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია-სიამტკბილობაში მყოფი ის პირები, რომლებიც განსხვავებული შეხედულების გამო, თანამოქალაქეებს, ჟურნალისტებს სულ ცოტა ხნის წინ სცემდნენ, იჭერდნენ, აგინებდნენ, შანტაჟს უწყობდნენ...

მერე რა, რომ მათ მიმართ ბევრი შეკითხვა, ხშირად მათ მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის აშკარა ფაქტები არსებობს?!

მერე რა, რომ ამას ვწერთ, საზოგადოება კითხულობს და პროკურატურა დუმს; მერე რა, რომ დღეს პოლიციის მაღალჩინოსნებად ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური პოლიციის ავანგარდში იდგნენ და ხელს ყველაფერზე აწერდნენ!

როგორც ჩანს, ეს მართლაც არაფერია იმათთვის, რომლებმაც 1 ოქტომბერს თანამდებობები ერთი მუჭა შეურიგებელი მოქალაქეების თავდაუზოგავი ბრძოლით და ამომრჩეველთა თავგანწირვით მიიღეს!

მთავარია, მათი ინტერესები დაკმაყოფილდა _ აქვთ მაღალი ხელფასები, გავლენა და როცა მოესურვებათ, რაც მოესურვებათ, იმას იტყვიან!.

საზოგადოებას, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, “ფეხებზე დაიკიდებენ“ და ოზურგეთის დეპუტატ-გამგებლის მსგავსად, შიდა დაპირისპირებით დაკავდებიან. პირველი ამ საკითხს ფეისბუქის პოსტებით არჩევს, მეორე კი, ან კომენტარს არ აკეთებს ან მხრებს იჩეჩავს _ სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობსო...

ამასობაში კი, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ელოდება, უმუშევარი ადამიანები - დასაქმებას, დაპირებული საწარმოების გახსნას, სოციალურად დაუცველი ოჯახები - საზრდოს შვილებისთვის...

“გურიაში იმფერი გაჭირვებაა, ბანკომატში “კარტა“ რომ შევდე, დამიწერა, ფული მასესხეო“, _ ეს ანეკდოტი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა გურიაში. სამწუხაროდ, ამ ანეკდოტს რეალური საფუძველი აქვს - გურიაში სიდუხჭირეა.

და ბოლოს; თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ, ჟურნალისტებსაც გვყავს ნათესავები, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში ფაქტები, მოვლენებია მთავარი და ძალიან ხშირად, ნათესავების გაკრიტიკებაც, მხილებაც გვიხდება. ნათესავური კავშირები ჩვენს საქმიანობაზე არასდროს ახდენს გავლენას ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით - ნათესავობა “საჭიროების“ მიხედვით რომ ესმის! ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, დეპუტატმაც და გამგებელმაც იმ დაპირებების შესრულებას  მიხედოთ, ოზურგეთელებს წინასაარჩევნოდ უხვად რომ დაურიგეთ!

ჟურნალისტების ლანძღვას, დადანაშაულებას და თუნდაც “დახრჩობას“, მერეც მოასწრებთ! ჯერ საქმეა გასაკეთებელი, საქმე!




 ახალი ამბები
  • ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს — ცერცვაძეზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ "ფორმულასთან" ისაუბრა. "როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით - ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში, მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი), რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვისაც და ზოგადადაც სენსიტიურია და ის, როგორც ქრისტიანი უდიდეს პატივს სცემს ეკლესიას, ყველა იმ ტრადიციასა და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა.  "ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია", _აღნიშნა თენგიზ ... ...
  • "ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!" _ ვანდალური ფაქტი ანასეულშიანასეულში ვანდალური ფაქტი მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ჩაის სუბტროპიკული კულტურების და მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, თემურ რევიშვილი ავრცელებს. „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორი დღე ვიფიქრე დამეწერა, თუ არა, მაგრამ ფაქტი იმდენად სერიოზული და დამაფიქრებელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ. 3-4  აპრილს (ზუსტი დრო უცნობია), ანასეულში მოხდა ვანდალური ფაქტი. უკეთურებმა დააზიანეს კამპუსის ინგლისურენოვანი აბრა და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებული, საზიანო და ვიმეორებ დამაფიქრებელია, ჩამოხსნეს, დააზიანეს და შეურაცხყვეს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს დროშა. მიმდინარეობს გამოძიება. იმედს ვიტოვებ, ოპერატიულად დაწყებული საგამოძიებო ქმედებები, საგანგებო მდგომარეობის ზომების გათვალისწინებით, გაგრძელდება. ანასეულის დენდროპარკში 100 -ზე მეტი სახეობის არაჩვეულებრივი მცენარე ხარობს და იქვე ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!“_ წერს  თემურ ... ...
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა StopCov ფონდში თანხას გადარიცხავსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა უერთდება პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულ ინიციატივას, 1/3 - ის გადარიცხვის თაობაზე, ასევე, უერთდებიან მერის მოადგილეები თამაზ ჯინჭარაძე და მინდია ჟღერია. ... ...
  • „მდიდრებს ამდიდრებენ, ღარიბებს აღარიბებენ“ _ უკმაყოფილო მოვაჭრეებიდღეის მდგომარეობით,  ოზურგეთის ქუჩებში, შედარებით,  ხალვათობაა. როგორც ცნობილია, აქ აგრარული ბაზარი დაიხურა და სავარაუდოდ,  დაკეტილი იქნება 21 აპრილამდე. თუმცა, დაზუსტებულ პასუხს  არავინ ამბობს,  კონკრეტულად როდის მოწესრიგდება და  გაიხსნება  მუდამ  მოუწესრიგებელი, თუმცა,  ხალხისთვის ასე საჭირო  ობიექტი. ყველაზე  ძალიან კი ის გარემოვაჭრეები სწუხან, რომლებიც ბაზრის სიახლოვეს, გურიის ქუჩაზე, იდგნენ და აქ ჰქონდათ განთავსებული თავიანთი სვაჭრო წერტილები. _ რა ამბავია, სამი კაცი ვდგავართ და სამი პოლიციელი დაგვძახის, დისტანცია დაიცავითო. სად გავიქცე, ახლოს არ მივკარებივარ არავის, გვერდი ავუარე შემხვედრს, როგორც წესია... საქმე ნახეს, რა, _ გვითხრა რიგითმა გამვლელმა და როცა ვინაობა ვკითხეთ, უფრო გაბრაზდა,  თქვენ მაინც  რაღა გინდათ, ეს გამაგებინეთო  და გაგვეცალა. _ვინც მდიდრები იყვნენ,  იმათ კიდე უფრო ამდიდრებენ, ღარიბებს  კი უფრო გვაღარიბებენ. აი,  ესაა ამ ღონისძიების შედეგი. ვისხედით აქ წესიერად და ვყიდდით  ბოსტნეულს და სხვადასხვა საოჯახო წვრილმანებს. რას ვაშავებდით? ვიღაცამ დაიცვას ეს დისტანციაა თუ ჯანდაბა. მე კარტოფილი გავყიდო თუ ამათ   ვუძახო, „ნაბიჯი  წინ და ორი ნაბიჯი უკან“? „მაგნიტის“ სავაჭრო ქსელს ყველა კუთხეში მაღაზია აქვს. ხალხი ახლა იქ შედის. ეს იყო მიზანი? მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს? იქ ხომ იცავს ვიღაც წესრიგს და სულ „დისტანციას“ გაიძახის. ამ ქუჩაშიც  ექნათ ასე და დავეყენებინეთ ჩვენს ადგილზე. მე ამ მთავრობის მომხრე ვარ, მაგათთვის ვირბინე და რას დავრბოდი , ნეტა, კი დამსვეს ახლა სახლში, _ გვეუბნება  გარემოვაჭრე მანანა ფერცულიანი. მცირე მეწარმე, ვლადიმერ გოგიტიძე, რომელსაც თაყაიშვილის ქუჩაზე სასურსათო ჯიხური აქვს, ამბობს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს. _თითქმის,  ადამიანების 60 % -მა  მოიმარაგა  საკვები პროდუქტები. ერთბაშად  იყიდეს ყველაფერი და ახლა სხედან შინ. ორი-სამი ადამიანი თუ შემოვა მაღაზიაში, ორი საათის შემდეგ კი ვკეტავ, _ გვითხრა მან. მოქალაქეები მშვიდად, დისტანცირებულად  დგანან „საქართველოს ბანკის“ წინ. _წესებს  ვიცავთ.  ჩვენი საქმე გვაქვს ბანკში, შევდივართ  ჩვეულებრივად, ხელი არაფერზე გვეშლება, - გვითხრეს ნინო ლომჯარიამ და თეონა შავიშვილმა. _ახლა გავრბივარ „კრედო-ბანკში“. ვიცოდი, რომ სესხი ამ ბანკმაც გადაგვივადა. თუმცა , შეტყობინება მივიღეთ, რომ გადაიხადეთო. მეზობელმა კი მითხრა, ესემესი ავტომატურად მოგივიდოდაო, მაგრამ უნდა გავიგო. შეწუხებული ვარ. შვილები მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ორივე დროებით  დაითხოვეს. ძალიან გამიჭირდება გადახდა, - გვითხრა სოფელ  ჭანიეთის მკვიდრმა ლია შავიშვიმა, რომელიც ბანკისკენ მიიჩქაროდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები,  აქტიურად მოძრაობენ ქუჩებში და მოუწოდებენ მოქალაქეებს,  დაიცვან  დისტანცია. _დილიდან  დავდივართ ყველა ქუჩაზე. შედარებით ხალხმრავლობა მაინც გურიის ქუჩაზეა და ხშირად შეხსენება განსაკუთრებით აქ სჭირდებათ მოქალაქეებს, რომ დაიცვან დისტანცია, შეიძინონ რაც სურთ და დროულად დაბრუნდნენ შინ.   ბევრი გვეკითხება, როდის გაიხსნება ოზურგეთის აგრარული ბაზარი, თუმცა  ოფიციალურად ეს არავის გადაუწყვეტია. არის ნათქვამი, რომ 21 აპრილამდე დაიკეტა. ხდება დაკვირვება, სიტუაციის კონტროლი. ყველას სურს, რომ დროულად დასრულდეს ეს კარანტინი თუ ყველანაირი შეზღუდვა და ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულ  სამუშაო რეჟიმს, _ გვითხრა მან. ოზურგეთის აფთიაქების უმეტესობაში არ არის და არც იციან, როდის ექნებათ პირბადეები და ხელთათმანები. ვიდრე ბაზარი დაიკეტებოდა, შიდა ტერიტორიაზე, ერთჯერადი ხელთათმანები 70 თეთრად ყოველდღე იყიდებოდა და მოქალაქეები ძირითადად იქ მიდიოდნენ ... ...
  • ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიღვრე არხების პრობლემა მოგვარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხატია სარჯველაძე ავრცელებს. „ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ითხოვენს დახმარებას. წვიმის დროს ეტბორებათ პირველი სართულები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, სახლიდან ვერ გამოდიან წვიმის შემდეგ“, _ წერს ხატია სარჯველაძე. აქაურმა მაცხოვრებლებმა მერის, ალექსანდრე სარიშვილის სახელზე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ერთობლივი განცხადებაც დაწერეს. „ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციონირების გამო. მოსახლეობს თხოვნაა, მოხდეს ამ სანიღვრე არხის რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას“, _ წერია ურუშაძის ქუჩის მაცხოვრებელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერს და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირია.რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მაცხოვრებლები პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აქ წლებია გაუსაძლისი მდგომარეობაა.„პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო, ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედვას აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. წლებია ასეთი მდგომარეობაა, კარგი იქნება ახლა მაინც რომ მოაგვარონ. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება, ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა“- ამბობს პრობლემით შეწუხებული მოსახლეობა. მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ხორციელდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც მერიის ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი, ქალაქის მასშტაბით, სულ ასეთი ცხრა ქუჩა შეირჩა _ ებრალიძის, გოგებაშვილის, წერეთლის, ნინოშვილის (I შესახვევი), ჭანტურიას, თავდიშვილის, ხომერიკის, კუპრეიშვილის, ნათლისმცემლის ქუჩებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 1 169 999 ლარითაა განსაზღვრული.„გურია ნიუსი“ ურუშაძის ქუჩის მობინადრეთა მხრიდან გაჟღერებული პრობლემის თაობაზე ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიზემ გვითხრა, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია შეისწვლის და მოსახლეობას ეცნობება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...