რეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

მთავარი თემა

რეპორტაჟი თბილისის ზოოპარკიდან

29 ივლ. 2013, 12:28:41
სურვილი მიჩნდება ყველას სათითაოდ დავაკვირდე და შევეცადო, გავითავისო, როგორ უჭირთ მათ აქ გამოკეტილი ცხოვრება, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის გადმოსახედიდან.

ბევრმა შეიძლება თქვას, რა მოსატანია ცხოველების გასაჭირი, მაშინ როდესაც ღატაკ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ამდენი ადამიანი შიმშილობსო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სულაც არ უშლის ხელს, ვიყოთ ჰუმანურები ცხოველების მიმართ და გავითავისოთ მათი სატკივარი!

შევამჩნიე, რომ მხოლოდ პატარა ცხენებს, პონებს ეტყობოდათ სიცოცხლის ნიშან-წყალი _ ხალისით მიირთმევდნენ თივას და დაკუნტრუშობდნენ კიდეც.

იგივეს ვერ ვიტყოდი მგლებზე, დათვებზე, მაიმუნებზე. . .

როცა დოკუმენტური ფილმებიდან ნანახს ვიგონებ, როგორი აგრესიულები არიან ისინი ველურ ბუნებაში და როგორ დაუკარგავთ სიცოცხლის ხალისი ახლა, მეც სევდა მიპყრობს. მეცოდებიან ცხოველები, მგონი, ადამიანებზე უფრო. რადგან ადამიანს თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანი საშუალება აქვს, ცხოველი კი ამას მოკლებულია...

ცხენი ჭკვიანი ცხოველია. ამაში უფრო დავრწმუნდი, როდესაც ზოოპარკში ვისეირნე. ჩემი გაკვირვება იმან გამოიწვია, როდესაც ბიჭმა, რომელიც ტარებაში მეხმარებოდა, ამ ჭკვიან პირუტყვს ხელი გაუშვა და მანაც თავისთავად დაიწყო წრეზე სიარული. ვინ იცის, რამდენჯერ შემოუვლია ამ წრისთვის. უკვე დაზეპირებული და ჩვევაში აქვს გადასული. მან იცის, როდესაც ვინმე ზურგზე შეასკუპდება, ამ წრეზე უნდა ატაროს, თუნდაც გამცილებელმა არ წაიყვანოს ლაგამით. "საყვარელი!" _ წამოვიძახე მისი გონივრულობით აღფრთოვანებულმა, მაგრამ გამახსენდა, რომ ადამიანებიც ბეკეტის „კვადრატის" პერსონაჟებივით წრეზე დავდივართ, ყოველდღე ერთი და იგივე, ყოველდღიური რუტინა და არანაირი შანსი იმისა, რომ თავი დაიძვრინო მისგან. ბევრს ხომ ამ ყოველდღიურობის სამყაროდან „გაღწევის სურვილიც" არ აქვს და რა გასაკვირია, ცხენიც არ ფიქრობდეს, თავისი ცხოვრების გალაღებაზე. კიდეც რომ ფიქრობდეს, ის მაინც ადამიანთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული, რომელსაც, თავის მხრივ, მთელი სამყარო თავისი კეთილდღეობისთვის მოურგია და დაუმორჩილებია! აი, ამ ყველაფერს რომ ვფიქრობ. მეცოდებიან ცხოველები, გულწრფელად მეცოდებიან!

ცხოველების უმწეო მდგომარეობის შესახებ განცდა კიდევ უფრო მიმძაფრდება, როდესაც ლომებისა და ვეფხვების ვოლიერებს ჩავუვლი. მათთვის ახალი გზის პირას დაუდგამთ ბინა. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი შემოკლებული გზის მშენებლობაზე, მახსოვს, დიდი წინააღმდეგობა იყო. არგუმენტად კი ცხოველების სიმშვიდის დარღვევა მოჰქონდათ. მაინც არ იღეს ყურად ეს არგუმენტი " ძლიერთა ამა ქვეყნისათა" და ზედ ცხვირწინ გაუყვანეს საავტომობილო გზა ისედაც დატყვევებულ ცხოველებს. ბედის ირონია, თუ ცხოველთა სასტიკი ხვედრის დაცინვა შეგვიძლია დავარქვათ ამ ამბავს. აფრიკის ჯუნგლებში ნავარდს ჩვეული ფაფარაშლილი ლომები ახლა გისოსებს მიღმა გამოკეტილან და ადამიანს მათთვის ესეც არ უკმარებია. პირდაპირ ცხვირწინ აუდ-ჩაუდიან მანქანები. თვითონ კი დგანან და მშვიდად იტანენ ამ ყოველივეს და მათი ეს სიმშვიდე ორმაგად შემზარავია იმ ფონზე, როცა ვიცით, როგორია ველური ცხოველების ბუნება.

გულის ტკივილი აღშფოთებაში გადამდის, როდესაც ორ ბიჭს (დაახლოებით მე-5; მე-6, კლასელები) ვხედავ ლომებისა და ვეფხვების გალიებთან ახლოს ქვებით ხელში. დამდგარან და ცხოველებს ესვრიან. ვსაყვედურობ და წარწერისკენ „ცხოველების შეწუხება სასტიკად აკრძალულია", ვუთითებ. რაღაც ფურცელს იღებს ერთი და მაჩვენებს. ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს ისეთი, ამგვარი მოქცევის უფლებას რომ აძლევდეს! „ეგ საბუთი ქვების სროლის უფლებას გაძლევს?" - საუბარში ერთვება ჩემი რძალი და ისინიც უკმეხად პასუხობენ: „ აი, ეს ცხოველები თავისუფლები რომ იყვნენ, ყველას სათითაოდ დაგგვლეჯენ. აი, ასეთი სასტიკები არიან". აღარაფერს ვპასუხობთ. ამასობაში ბიჭებს ვიღაც ეძახის, ტუქსავს მათ, ზოოპარკის თანამშრომელს ჰგავს, როგორც ჩანს, ბიჭები მათი ნაცნობები არიან, რადგან ერთად აგრძელებენ გზას.

ზოოპარკში ბავშვებთან ერთად ვარ, მაგრამ მათ ცხოველები ნაკლებად აინტერესებთ. განა იმიტომ, რომ არ უყვართ ისინი. არა! ბებიამისს როდესაც ურეკავენ სოფელში, პირველად წიწილების, გოჭების, ხბოების, კატისა და ძაღლის ამბავს მოიკითხავენ, მერე ეტყვიან, " ბებო, თავად როგორ ხარო"; იმიტომ რომ თვალი სულ ატრაქციონებისკენ გაურბით და რისთვისაც მოგვყავს, მულტფილმებში ნანახი ვეფხვი, დათვი, თუ მგელი რეალურადაც ვაჩვენოთ, იმათ ყურადღებას არ აქცევენ.

ვრწმუნდები, რომ ზოოპარკში არსებული ატრაქციონების, კაფეების და ცხოველების ერთად თავმოყრა, მხოლოდ კომერციაა და მეტი არაფერი. რაღაც მომენტში, შეიძლება გამართლებულიც იყოს, ზოოპარკმა თავისი თავი ხომ უნდა შეინახოს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ცივილიზებულ მდგომარეობას, ძნელი სათქმელია.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს გულისტკივილს და ვიტყვი, რომ ისედაც ღირსება აყრილ და დატყვევებულ ცხოველებს, ამდენი ტექნიკის და ღრიანცელის ფონზე, უფრო უმძიმდებათ მდგომარეობა. მაგრამ ეს შემგუებლური სევდა, რომელიც მათ თვალებში იკითხება და გვაუწყებს, რომ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, სულისშემძვრელია.

რადგან ჩემი განცდების გამოხატვას დავუთმე ეს რეპორტაჟი, იმასაც ვიტყვი, ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავლად რა მესახება.

ყველაზე ჰუმანური აქტი ცხოველების საკუთარ, ბუნებრივ სამშობლოში დაბრუნება და მათი ტყვეობიდან აბსოლუტური განთავისუფლება იქნებოდა!

მაგრამ ადამიანის მეცნიერული, ცნობისმოყვარული თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. თუმცა იმის გაკეთება კი ნამდვილად დასაშვებად მიმაჩნია, რომ მინიმალურად იქნეს დარღვეული ცხოველების უფლებები.

კარგი იქნებოდა, თუ ზოოპარკს გადაიტანდნენ სხვა ადგილას, მაგალითად, ქალაქგარეთ. იქ, სადაც მანქანების ნაკლები მოძრაობა და მინიმალური ხმაური იქნება. და რაც მთავარია, ატრაქციონებს აღარ განათავსებდნენ ცხოველების გალიებთან. თბილისში ნამდვილად ბევრი პარკია ისეთი, სადაც ბავშვების წაყვანა და გართობა შეიძლება.

ერთი "ზოო პარკი" კი დავუთმოთ მხოლოდ ცხოველებს. ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებენ!




 ახალი ამბები
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...