სტალინის სახლ-მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტის #937 ბრძანებულებითაა შექმნილი

მთავარი თემა

სტალინის სახლ-მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტის #937 ბრძანებულებითაა შექმნილი

2013 ივლ 30 18:26:28
ამ ინფორმაციას, დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით, "შეუძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს დასაცინი არ გავხდეთ, მითუმეტეს, რომ მათი დასაცავები ვართ".

_ ასე დაემთხვა, როდესაც იაროსლავ კაჩინსკი იმყოფება საქართველოში, დილით ვნახე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, და ახლა ხელთ მაქვს კულტურის სამინისტროს ოქმი ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, როგორი იყო იოსებ სტალინი საქართველოსთვის. 1921 წელს, როდესაც სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი წინააღმდეგი იყო საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დაჟინებული გადაწყვეტილებით საქართველოში შემოვიდა მე-11 არმია და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას. იოსებ სტალინმა საქართველოს ჩამოაჭრა ტერიტორიები - საუკეთესო ქართული მიწები, ქართული მოსახლეობით და გადასცა ის სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს. იოსებ სტალინმა ხელოვნურად შექმნა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები - ის ნაღმები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად აგვიფეთქდა.

იოსებ სტალინმა დახვრიტა პოლონელ ოფიცრებთან ერთად კატინში ქართველი ოფიცრები, რომლებიც იბრძოდნენ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ კომუნიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ პოლონეთში. სწორედ სტალინის ხელმოწრით დახვრიტეს ქართველები და პოლონელები კატინში!

სტალინის ბრძანებით განადგურდა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი! იოსებ სტალინმა ჩაიდინდა წარმოუდგენელი დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ... 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის წარმოუდგენელად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში. შეუძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს დასაცინი არ გავხდეთ, მითუმეტეს, რომ მათი დასაცავები ვართ.

სტალინის ძეგლის აღდგენა გორში, იმ ადგილას, რომელიც იბომბებოდა რუსების მიერ, არის იქ დაღუპული ქართველების, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანების სულში ჩაფურთხება.

თუკი საქართველოში ვინმეს უნდა დაიჯეროს ბავშვური თამაში იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ის არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, მისი პრობლემაა. პირადად მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამ მთავრობაში.

მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს: გადახედოს ივანიშვილმა ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას! ეს არ არის ის, რაც წაადგება საქართველოს საქმეს! _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი,"გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც სტალინის მუზეუმის შექმნის აქტზე აქვს ხელი მოწერილი (თანაც 2005 წელს) დღეს მისი ძეგლის გახსნის შესაძლებლობაზე ამდენს, ასე ომახიანად და პათეტიკით რომ საუბრობს ცოტა უხერხულია.

_ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის შემქმნელი სტალინის ძეგლის გახსნის შესაძლებლობას გმობს?... არა, არა, ვეძებ და ვერ მიპოვია პოლიტიკაში მორალი. ეგებ ტყუილად ვეძებ... ვისმენ სტალინთან და სტალინის ძეგლთან დაკავშირებულ რიტორიკას, უფრო სწორად პოლიტიკურ სპეკულაციას და მხოლოდ ღიმილის ამარა ვრჩები. ძნელია მოიძებნოს ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც ძალადობას, რეპრესიებს, ადამიანის უფლებების ნიველირებას თუ ტოტალიტარიზმს გაამართლებს, მოიწონებს და არ დაგმობს, მათ რიცხვში საკუთარ თავსაც მოვიაზრებ. ამ ყველაფრის შემდგომ ფაქტები რომ საჯაროდ გაცხადებულისგან განსხვავებულ რაიმეს ღაღადებენ, ესაა ცუდი და დასაგმობი. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ საქართველოში არსებობს "ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი"; ეს არ არის კერძო მუზეუმი, იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, შექმნილია 2005 წელს და შექმილია საქართველოს პრეზიდენტის #937 ბრძანებულებით. (http://goo.gl/MWFW7F). კულტურის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, მუზეუმების ჩამონათვალშიც (http://goo.gl/G5Yq1m) გვხვდება "სსიპ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი". მუზეუმების ასოციაცია გვამცნობს, რომ ჩვენში არსებობს (ვირტუალურ სივრცეშიც) "ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი"(http://goo.gl/jZQXEc) და მისი ვებგვერდია: www.stalinmuseum.ge 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გავრცელების საუკუნეში სანამ რაიმეს იტყვი, უნდა დაფიქრდე, რომ მისი გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლოა უხერხულობაში აღმოჩნდე. არც საქართველოს და არც პოლონეთის მოსახლეობისათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს სტალინთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციის შემოწმება. ადამიანი, რომელსაც სტალინის მუზეუმის შექმნის აქტზე აქვს ხელი მოწერილი (თანაც 2005 წელს) დღეს მისი ძეგლის გახსნის შესაძლებლობაზე ამდენს, ასე ომახიანად და პათეტიკით რომ საუბრობს, ცოტა უხერხულია!




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?