აქცია კუს ტბაზე ხეების ჭრის წინააღმდეგ

მთავარი თემა

აქცია კუს ტბაზე ხეების ჭრის წინააღმდეგ

30 ივლ. 2013, 23:55:24

გუშინდელი დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებს _ დღეს დილით ნერგების ამოღებას შეუშალეს ხელი. საღამოს 5 საათზე კი თავისი პროტესტის დასაფიქსირებლად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი.

სონია ელიაშვილი, აქციის მონაწილე: "ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ბავშვობაში მამაჩემი მასეირნებდა. ახლა აქ მას თავის შვილიშვილი დაჰყავს ხოლმე. აქ უცებ რომ ჩაგვიდგან რაღაც ურჩხული, არ გვინდა. არ ვარ იურისტი, მაგრამ როდესაც კანონი არის ისეთი, რომელსაც ხალხისთვის მოაქვს ზიანი, უკვე კანონიერებაზე საუბარი ზედმეტია. რესტორანი ხომ შენდება, მაგრამ პარკინგისთვის არ არის ადგილები გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ირგვლივ ხეები ისევ გაიჭრება. აქ იქნება საცობები და ა.შ. ბევრი პრობლემა მოჰყვება ამას. შეძლებისდაგვარად, დანებებას არ ვაპირებთ".

ხათუნა სვიმონიშვილი, აქციის მონაწილე: "ვაკის პარკი რა დღეშია! გასწორებულია მიწასთან! ახლა აქ მიდის მწვანე საფარის განადგურება. ქალაქში ვენტილაცია არ არის, ჟანგბადი არ არის და მეტი რაღა უნდა პროტესტს! ეს ტერიტორია უკანონოდ არის გაყიდული. ვიღაც ოფშორულ ზონაზე დარეგისტრირებულ კომპანიას ჰქონია ნაყიდი, როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს. ფეხის მოცვლას არ ვაპირებ აქედან, იმიტომ რომ ჩვენ, ვაკის რაიონის მაცხოვრებლებს, სხვა არაფერი გვაქვს".

ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, საზოგადოებრივი კვების ობიექტის განთავსების მიზნით, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, თბილისის მერს 2012 წლის 22 მარტს აქვს გაცემული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობების უფლებას კანონმდებლობა იძლევა.

"2011 წელს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, რეკრეაციული ზონა 3-ის სტატუსი მიენიჭა და ახლა ეს მშენებლობები, შეიძლება მართლაც ნებართვებით კეთდება. მაგრამ გამგეობებს რომ მიეცათ რეკრეაციული ზონების სტატუსის შეცვლის უფლება, ეს უკვე უკანონოა. აგერ არის კიკვიძის ბაღი, აგერ არის იპოდრომის ტერიტორია. რომელი ერთი ჩამოვთვალო. თბილისი არის სავალალო მდგომარეობაში. მესმის, რომ ქალაქს უნდა განვითარება, მაგრამ როდესაც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას გეგმავს ქალაქის მთავრობა, მაშინ შესაძლებელია ასეთი აქტის ჩატარება, მაგრამ მე არა მგონია, რესტორანი, ბარი და ა.შ. იყოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. ამ შემთხვევაში ეს ფაქტი ვიღაცის კერძო ინტერესებზეა მორგებულია. ეს არის კატასტროფა, უნდა გადაიხედოს ის წუნი , რის უფლებასაც მახინჯი კანონმდებლობა იძლევა", _ ამბობს ჩვენთან საუბარში "მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი ლელა კიკნაძე.

გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილისთვის მსგავსი ფაქტები გასაკვირი არ ყოფილა, იმიტომ რომ, მისი თქმით, მთელს ქალაქში არის ტერიტორიები გასხვისებული.

"რეალურად, ქალაქში არის გამწვანების პრობლემა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი არ ცდილობს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ქალაქის რეკრეაციული ზონების დაცვა შეითავსოს. რაც შეეხება პროკურატურას, მან არცერთ შემთხვევაში გამოძიება არ დაიწყო. შეიძლება ნებართვა არსებობს, მაგრამ თავად ეს ნებართვაა არასწორად გაცემული. პროკურატურის ფუნქციაა, შეისწავლოს, კანონთან შესაბამისობაში იყო, თუ არა რესტორანის ასაშენებლად ამ ტერიტორიების გასხვისება. გარემოს დაცვის სამინისტრომ კი უნდა მოითხოვოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მერიის ხელში აღარ იქნება ქალაქში ბაღ-პარკების მართვა. ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ ძველ ხელისუფლებასთან, მაგრამ ახალი ხელისუფლება არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებთ, რომ გარიგებაა მათსა და ინვესტორებს შორის", _ აცხადებს ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილი გამოსავალს "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის შექმნაში ხედავს", რასაც ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები თბილისთან მიმართებაში ამ შემთხვევაში შევიწროებულია. ამიტომაცაა საჭირო ორმაგ, თბილისის მერიის და სამინისტროს დაქვემდებარებაში მოექცეს ეს ტერიტორიები.

"აქ არის ერთადერთი პრობლემა, არამარტო აქ... იგივე ნუცუბიძე, საბურთალო, გლდანი, ასათიანი, ყაზბეგის გამზირი, - ყველაფერი ეს არის ერთიანი სისტემა, რომლებსაც რეკრეაციულის ზონის სტატუსი უკვე მოხსნილი აქვთ. სჯობს, გამოცხადდეს მორატორიუმი, აღირიცხოს ყველა ტერიტორია და დაუბრუნდეს თბილისის რეკრეაციულ ზონას", _ ამბობს ჩხობაძე.

ტერიტორიების სამომავლოდ აღრიცხვაზე ამსხვილებს ყურადღებას "მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი ლელა კიკნაძეც: "თბილისს უნდა ჰქონდეს განაშენიანების გეგმა, სადაც 20-30 წლისთვის გაიწერება მოსახლეობის ზრდასთან გათვალისწინებული მოთხოვნები. მიწისქვეშა-მიწისზედა კომუნიკაციების შემთხვევაში რა უნდა მოიჭრას, რა უნდა აშენდეს და საერთოდ, როგორი ქალაქი გვინდა, რომ დაგვრჩეს. ახლა, ამ ეტაპზე, როცა არ ვიცით, რა გვაქვს და რა გვინდა გვქონდეს, მე ვფიქრობ, რომ უშედეგო იქნება ამ კომიტეტის მუშაობა, თუმცა ვეთანხმები ლაშას, "თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის შექნა" აუცილებელია".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ასათიანის ქუჩაზეც ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი. მაშინ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის ჩარევით შეწყდა ხეების ჩეხვა, თუმცა როგორც ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, მართალია, ასათიანზე მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ ტერიტორიისთვის პროკურატურას ყადაღა არ დაუდია და ხეების ჭრის არ დაწყებაზე გარანტია, სამწუხაროდ, არ არსებობს.




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...