თენგიზ გუნავას საქმე _ სააკაშვილის შეუზღუდავი ძალაუფლება და სასამართლოსადმი უპატივცემულობა

მთავარი თემა

თენგიზ გუნავას საქმე _ სააკაშვილის შეუზღუდავი ძალაუფლება და სასამართლოსადმი უპატივცემულობა

2013 ივლ 31 17:15:03

არის თუ არა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ?

აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ,"შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულება. აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ", ,,ე", და ,,ლ" ქვეპუნქტების თანახმად, შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:

  • ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
  • ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;
  • ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას".

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, თ.გუნავა სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, შესაბამისად, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა. ანუ მითითებული ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნებს თ.გუნავას შემთხვევა არ აკმაყოფილებდა.

თუმცა, N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ამავე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, პრეზიდენტს პრეზიდენტისავე ბრძანებულების საფუძველზე, ფაქტობრივად, მსჯავრდებულთა შეწყალების შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. მან ეს ძალაუფლება მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა და, შესაბამისად, მისი აქტი თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი იყო (სხვა საკითხია ის, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ასეთი განუსაზღვრელი უფლებამოსილება)." _ აცხადებენ საიაში.

კანონიერია, თუ არა პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ?

საიას განმარტებით: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 78) იცნობს 2 სახის შეწყალებას: 1) შეწყალება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან შეცვლის შესახებ (მხ. 78.2.); 2) შეწყალება ნასამართლობის მოხსნის შესახებ; სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა". როგორც ნორმაში არაორაზროვნად არის მითითებული შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას სასჯელმოხდილს. მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში თ.გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და შესაბამისად, მისთვის ნასამართლეობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან  განასხვავებს ,"მსაჯავრდებულსა" და "სასჯელმოხდილ" პირს. როგორც აღინიშნა, შეწყალება ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ არ წერია."

აქვე ხაზგასით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნა. ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ. ნასამართლობის მოხსნის კუთხით პრეზიდენტის N277 ბრძანებულების ფართო განმარტების შემთხვევაშიც კი ის არ შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე სხვაგვარად განმარტავს პრეზიდენტის ბრძანებულებას, იმოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან კანონს (სისხლის სამართლის კოდექსს) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით.  კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ნასამართლობის მოხსნას მხოლოდ სასჯელმოხდილი პირისთვის ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის ნაწილში კანონიერი არ არის. " _ აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.

არის თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თ.გუნავას სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სამართლიანი და კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი?

საიას განმარტებით: "პრეზიდენტის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კონსტიტუციისვე მოთხოვნების დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დებულებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონსტიტუციური პრინციპებთან კავშირში. კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, გულისხმობს სამართლებრივი განსაზღვრულობის და სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა წინასწარი განჭვრეტის შესაძლებლობას. ეს პრინციპი ავალდებულებს საქართველოს პრეზიდენტს, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს არა თვითნებურად, პირადი სურვილების გათვალისწინებით, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებული, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და ნათლად განჭვრეტადი კრიტერიუმების საფუძველზე. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს იმის წინასწარ განსაზღვრა თუ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო.

ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა თ.გუნავა შეიწყალა. ამ ბრძანებულებაში არ არის განსაზღვრული ის ზოგადი კრიტერიუმები და გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეზიდენტი შეიწყალებდა ნებისმიერ პირს ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” მისივე ბრძანებულების დებულების დაუცველად. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ თ.გუნავას ან უკეთეს მდგომარეობაში. ჩვენთვის ცნობილია არაერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები აკმაყოფილებდნენ პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრულ ყველა პირობას და მათი შეწყალება მაინც არ ხდებოდა. ამ ფონზე იმ პირის შეწყალება, რომელიც სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა, ცხადია, არ წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სამართლიან მიდგომას და შესაძლებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არათანასწორობის, არათანმიმდევრულობისა და უსამართლობის განცდა გააჩინოს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტის სუბიექტური დამოკიდებულება გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც თ.გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად დაინიშნა მაშინ, როდესაც მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა."

სასამართლოს უპატივცემულობა

"საქართველოს პრეზიდენტმა თ.გუნავას შეწყალების კომენტირებისას პოლონეთის დელეგაციასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "გუნავას შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული თანხების აღრიცხვის მეთოდოლოგია არაზუსტია. იქ რაღაც ფინანსური ბუღალტრული დარღვევა იყო. ვინც თენგიზ გუნავას იცნობს და იცის, რომ გუნავა ხელს არაფერს მიაკარებდა."

როგორც საიაში აცხადებენ, პრეზიდენტმა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, სადავოდ გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული ფაქტი თენგიზ გუნავას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, აღნიშნული განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის განაჩენი გასაჩივრებულია და სააპელაციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. პრეზიდენტის მსგავს განცხადებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და დააკნინოს მისი ავტორიტეტი.




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?