"ტრაქტორების საქმე" _ ვიდეო მტკიცებულებულებები, რომლის დანახვაც პროკურატურას არ სურს

მთავარი თემა

"ტრაქტორების საქმე" _ ვიდეო მტკიცებულებულებები, რომლის დანახვაც პროკურატურას არ სურს

1 აგვ. 2013, 14:31:44

_ ბატონო კახა ე.წ. "მექანიზატორების" საქმეზე დაკავებულები ზეწოლაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, პირველსავე დღიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

_ პროკურატურამ ზეწოლის ფაქტებზე ძიება  11 ივლისს "საია"-ში მამუკა ივანიაძის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ დაიწყო. მაგრამ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც არავინ  აქცევს ყურადღებას. სამართალდამცავი ორგანოებისთვის და პროკურატურისთვის ზეწოლის ფაქტზე პირველი ინფორმაცია ცნობილი იყო დაკავებიდანვე, როდესაც ეს ადამიანები სასამართლოში  აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით იყვნენ წარდგენილები, მაშინ ყველა მათგანმა განაცხადა ზეწოლის შესახებ. სასამართლოში იმყოფებოდა პროკურატურის წარმომადგენელი, თუ არ ვცდები, მედიაც. ეს ადამიანები თავიდანვე აცხადებდნენ ზეწოლაზე, რაც პროკურატურისთვის იყო ცნობილი, თუმცა ძიება არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პროკურატურას აკისრებს ვალდებულებას, როგორც კი დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ გახდება ცნობილი, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება. როცა პატიმარი ამბობს ცუდად მექცევიან, მაიძულებენ ჩვენების მიცემას მემუქრებიან და ა.შ. ეს სწორედ ის ნიშნებია, რომელიც დანაშაულის შემადგენლობას ქმნის და პროკურატურა ვალდებული იყო ამ გარემოებებისთვის მაშინვე მიექცია სათანადო ყურადღება. მაგრამ, როდესაც 11 ივლისს "საიაში" გამართული პრესკონფერენციას მოჰყვა მაღალი საზოგადოებრივი გამოხმაურება, ამის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ ძიება. როგორც ჩანს, პროკურატურისთვის საზოგადოებრივი გამოხმაურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანაშაულის ჩადენის ამბავი.

_ რაში გამოიხატება ზეწოლა, რომელზეც დაკავებულები მიუთითებენ?

_ როდესაც მოხდა ივანიაძის დაკავება, როგორც ის განმარტავს მოდულის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში მას 7-8 ადამიანი  ემუქრებოდა. ზოგიერთი თავთან იარაღს უტენიდა და ეუბნებოდნენ დათო კირვალიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მიანიშნეს თავის სტუდენტ გოგონაზე,  თუ ამას არ იტყვი, მაშინ მოგიწევს წლების განმავლობაში ჯდომაო, აგინებდნენ. ასევე საყურადღებოა, ის ფაქტი რომ ივანიაძე ითხოვდა ადვოკატის დახმარებას. ადვოკატი მოდულის შენობასთან  იყო მისული და არ შეუშვეს. ადვოკატს უთხრეს არ არის აქ ივანიაძე. ხოლო ივანიაძეს უთხრეს, რომ   ადვოკატი გარეთ არის, მაგრამ ხომ ხედავ ვერაფრით გეხმარება და აგინებდნენ. ეს  რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს მამუკამ და სხვა დაკავებულებმა   ზეწოლის შესახებ განაცხადეს.

_ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, თავიდანვე ასეთ პირობებში ჰყავდათ დაკავებულები?

_ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავიდან ნორმალური სიტუაცია იყო. თუმცა მოულოდნელად, რამდენიმე განსასჯელთან მიმართებაში დაიწყო უკანონო ქმედების განხორციელება. დაკავებულები გადაჰყავთ უარეს პირობებში, ვიდრე იმყოფებოდნენ. მამუკასთან შედის პროკურორი გიორგი დავითაშვილი, მათ შორის ღამის საათებშიც და ეუბნება ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენება.  რაზეც ივანიაძე უარს აცხადებს.

ერთხელ, როცა ის საკანში  შეიყვანეს, მისთვის  სამი უცნობი პატიმარი დახვდა. მოულოდნელად ამ პატიმრებმა  ერთმანეთთან დაიწყეს ჩხუბი. ერთ-ერთმა სისხლი მიასხა კედელს. მერე ატეხეს ბრახუნი. მივიდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები  და ისინი გაიყვანეს. თითქოს ეს ინციდენტი ამით ამოიწურა. თუმცა, ორ დღეში შემოდის პროკურორი დავითაშვილი და ეუბნება, _ შენ ხომ გახსოვს იმ დღეს რომ იჩხუბე, ჩვენ დაგიმძიმებთ ბრალსო.  როცა მამუკამ უთხრა,_ რას ნიშნავს ვიჩხუბე, სხვებმა იხუბესო, პასუხად მიიღო:  ამას  შენ ამბობ, საწინააღმდეგოს იტყვის სამი ადამიანი, რომელიც  შენ დაგადებს ხელს და დაგიმძიმდება

მამუკა ივანიაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა  წამლები, რომლის გამოყენების საშუალებას არ აძლევდნენ. თვითონ მაძლევდნენ რაღაც წამლებს, რომლებიც ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა და აქედან გამომდინარე, იქ ყოფნის ბევრი ფრაგმენტი არ მახსოვსო.

იგი ასევე აცხადებს, რომ მის სახლთან მუდმივ რეჟიმში უთვალთვალებენ. გადაადგილების შემთხვევაში დაჰყვებიან, რის გამოც მისი ოჯახის წევრები მუდმივ სტრესში არიან. მათ შორის არასრულწლოვანი შვილები.

ჩვენი იურისტი თავად გახდა  თვალთვალის მოწმე. 18 ივლისს, მორიგ დაკითხვაზე როცა დაიბარეს ივანიაძე, ის და ჩვენი ადვოკატი მაია ხუციშვილი ერთად ისხდნენ მანქანაში, როდესაც მათ აედევნა მანქანა, რომელიც პროკურატურამდე მიჰყვა.  ამის ვიდეო ჩანაწერი არსებობს. ეს ფაქტი ოფიციალურად წერია მამუკა ივანიაძის 18 ივლისს მიცემულ ჩვენებაში. იქვე განაცხადა, რომ ჩვენ ვიცით მანქანის ნომრები, არსებობს ვიდეო მასალა ამის შესახებ, რასაც დაინტერესების შემთხვევაში მიაწვდის სამართალდამცავ ორგანოებს.

_ ამ ფაქტით თუ დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები?

_ არ დაინტერესებულან. საინტერესოა, რატომ?  არც კი უთხოვიათ, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაციაო.  კიდევ ერთი მაგალითი: პროკურატურის ერთ-ერთ ოთახში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება, სადაც შევიდა ვიღაც უცნობი პირი და გამომძიებელს, რომელიც  ჩვენს ადვოკატთან  და ივანიაძესთან ერთად იმყოფებოდა, თხოვა ერთი წუთით გამოდიო. და კარის ზღურბლთან ხმამაღლა ეუბნება უცნობი პირი გამომძიებელს: გადაეცი იმათ, ქუჩაში ნუ დააკავებენ, მაინც მინისტრია. იმ დღეს კირვალიძე იყო დაკითხვაზე დაბარებული.   ეს იცოდა ივანიაძემ, რომელსაც კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვდნენ.

ჩვენმა ადვოკატმა ამ ფაქტის დაფიქსირება მოინდომა საგამოძიებო ოქმში, თუმცა გამომძიებელმა ამის უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ ეს საქმეს არ ეხება. მეორე დღესვე ამის შესახებ მივმართეთ პროკურატურას. პროკურორმა ივანიაძეს უთხრა: თუ შენ არ იტყვი რატომ შეცვალე ჩვენება და ვინ გაიძულა ჩვენების შეცვლა, მაშინ გარანტიას გაძლევ რომ არ დაგაკავებენ. ადვოკატს უკითხავს, სხვა შემთხვევაში დააკავებთო? გამომძიებელმა უპასუხა: ნუ, არ ვიციო. ესეც ერთგვარი  ზეწოლაა.   ამ საქმეში არის ერთი გარემოება, რისი თქმაც ამ ეტაპზე მამუკა ივანიაძეს არ სურს, რაც ერთგვარად დამაფიქრებელია.

_ რაში დასჭირდა ბრალდებას ამ ადამიანებს მიმართ ზეწოლის განხორციელება. მითუმეტეს რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი ინტერესის ქვეშ დაკავების წუთებიდან მოექცა.

_ რაში დასჭირდა? ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. საქმის მასალები მე ისე სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი, როგორც მის ადვოკატებს, მაგრამ გავეცანი გარკვეულ დოკუმენტებს, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. ეს ბრალი წარედგინათ ამ ადამიანებს და რაღაც კუთხით ამ ბრალში აბსურდულობა გამოჩნდა. არის რამდენიმე გარემოება რაც გიტოვებს განცდას, რომ ეს საქმე ობიექტურად  არ იყო გამოძიებული. ბრალდების არსი სამ ადამიანთან, მეცნიერებთან და ექსპერტებთან მიმართებაში ასეთია: მათ სახელმწიფოს შესთავაზეს რეკომენდაცია _ ჯობია იყიდო ერთი სახეობის ტრაქტორი,   კერძოდ "ზე ტორი" ფირმის, რომელიც არის ევროპული წარმოების, გადაიხადო მეტი,  ვიდრე იყიდო თურქული და გადაიხადო ნაკლები. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ ის ტრაქტორი, რომლის რეკომენდაცია სახელმწიფოს მისცეს, იყო უფრო მაღალი ხარისხის და მძლავრი,  გამოიყენებოდა ყამირი მიწების დასამუშავებლად, უფრო დიდხანს გაძლებდა და გრძელვადიან პერსპქტივაზე იყო გათვლილი. სწორედ ამას ეფუძნებოდა  მათი არგუმენტაცია.

ეს შეთავაზება, ბრალდების არსის თანახმად, არის გაფლანგვა. უფრო სწორად, გაფლანგვაში დახმარება. რა არის ბრალდების არსი  _ პირებმა გაფლანგეს მილიონ ევროზე მეტი სახელმწიფოს ფული და ვიღაცები ამ გაფლანგვაში დაეხმარნენ. ჯერ ვერავინ  დაადგინა თავიდანვე მოტივი, ანუ  ჭკვიანი ადამიანი, განათლებული, პროფესორი, როცა ფლანგავს თუ ვიღაცას გაფლანგვაში ეხმარება, გიჟი ხომ არ არის თავისი ქვეყნის, სახელმწიფოს თანხას ასე ექცეოდეს და თვითონ რამე ინტერესი არ ჰქონდეს? გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუნდაც ერთი მათგანზე მაინც, თუ რა კონკრეტული მოტივით მოქმედებდა.

ზოგადად, მტკიცებულების თვალსაზრისით, ძალიან სუსტი საქმე იყო. ამიტომ ამ სისუსტის გამყარება  ერთი  რამით შეიძლებოდა, თუ ეს ადამიანები ერთმანეთის და მინისტრის წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებას, ან აღიარებდნენ. რაც შეეხება უშუალოდ მინისტრს, გარკვეული ადამიანები ამბობენ, მათ შორის მამუკა ივანიაძეც, ამის თქმა დადასტურებულად არ შემიძლია,  რომ მთელი ეს საქმე მიმართული იყო პირად დავით კირვალიძის წინააღმდეგ და ეს განპირობებული იყო იმით, რომ კირვალიძე შეეწინააღმდეგა  გარკვეული ადამიანების ჯგუფის ბიზნეს ინტერესებს, რომელიც მათ სურდათ გაეტარებინათ სოფლის სამინისტროს მეშვეობით.

ამის დადასტურება მე არ შემიძლია. მაგრამ, არიან ადამიანები რომელიც ამაზე მიუთითებენ რომ ამით იყო განპირობებული ამ საქმეში ბრალდება და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია.




 ახალი ამბები
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...