საჯარო რეესტრის არაეფექტური მუშაობის გამო, ბევრ მოქალაქეს საკუთრება გაუსხვისდა

მთავარი თემა

საჯარო რეესტრის არაეფექტური მუშაობის გამო, ბევრ მოქალაქეს საკუთრება გაუსხვისდა

2013 აგვ 7 13:40:22
და ახალმა მფლობელმა მოგთხოვოს მისი დატოვება.

როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, მსგავს შემთხვევებს არაერთხელ ჰქონია მათ პრაქტიკაში ადგილი.

თუმცა, ბოლო დროს, პრაქტიკა შეიცვალა და უზენაესმა სასამართლომ წინა მესაკუთრის უფლებები აღიარა.

"ზედდების, ანუ გადაფარვის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნახაზების საშუალებით ხდებოდა. 2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რეესტრმა საკუთრების ელექტრონულად დარეგისტრირება დაიწყო.

ადრე გატარებული რეგისტრაცია კი ჩაითვალა დაუზუსტებლად. თუმცა, დაუზუსტებელი რეგისტრაცია ჩვენი კანონმდებლობით არ გამორიცხავს უფლების არ არსებობას. მესაკუთრეს კი ელექტრონული დარეგისტრირების ვალდებულება კანონით არ აქვს".

ლიკა წიკლაურის თქმით, მათ პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონს ავშნიანში ჰქონდა საკუთრება, რასაც ადასტურებდა 1998 წლის მიღება-ჩაბარების აქტით. სადაც ეწერა რამდენი კვადრატული იყო მისი ნაკვეთის სიგრძე, სიგანე და ა.შ. იქ ეწერა რომ კადასტრული რუკა უნდა არსებულიყო. ამ ქალს ჰქონდა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი მოწმობა, ამ მოწმობას უკან ჰქონდა თავისი ნახაზი და მომიჯნავე ტერიტორიები. ნაკვეთი რეესტრში 2005 წელს იყო გატარებული. ამ ნაკვეთზე ჰქონდა უნებართვოთ აშენებული სახლი. როგორც წიკლაური ამბობს, ასეთი რამ საქართველოში იშვიათი არ არის. ერთ დღეს მასთან მივიდა ახალი მესაკუთრე და განუცხადა, რომ ეს ტერიტორია მისი იყო.

"უფრო სწორად, ამ ქალბატონს უნდოდა თავისი ფართი ელექტრონულად დაერეგისტრირებინა და მივიდა რეესტრში. რეესტრმა უთხრა, რომ მისი ფართი უკვე დარეგისტრირებული იყო ელექტრონულად სხვა პირზე ანუ ადგილი ჰქონდა საკუთრების უფლების გადაფარვას".

ლიკა წიკლაურის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით, თუ კერძო საკუთრებაში არ არის ნაკვეთი, მას სახელმწიფო თვითონ ირეგისტრირებს. შემდეგ გააქვს აუქციონზე და ყიდის. სინამდვილეში, შეიძლება ნაკვეთს მფლობელი ჰყავს, მაგრამ ვინაიდან რეესტრი მხოლოდ და მხოლოდ იმას ამოწმებს, რაც ელექტრონულად არის დარეგისტრირებული და არ აქვს შესაძლებლობა, ელექტრონული მონაცემები არაელექტრონულს შეადაროს, გამოდის, რომ ერთსა და იმავე ნაკვეთს ორი მფლობელი უჩნდება.

საჯარო რეესტრს არ ჰქონია ვალდებულება, უფრო სწორად, როგორც თავად აცხადებს, არ აქვს ბერკეტი, ქაღალდის მონაცემები ელექტრონულში გადაიტანოს, თუმცა თუ ვინმე მიმართავს ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს მას ჰყავს, თუ არა სხვა მფლობელი.

ავშნიაში მცხოვრები ქალბატონის შემთხვევაში, არ გადაამოწმა რეესტრმა თავის არაელექტრონულ მონაცემებში, იყო თუ არა ეს საკუთრება დარეგისტრირებული და პირდაპირ გამოსცა აქტი, რომ ის არავის მფლობელობაში არ იყო.

ქალბატონმა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით, როგორც მერიის მოთხოვნა, რითაც ამ ფართის თვითმმართველობის ბალანსზე დარეგისტრირებას ითხოვდა, ასევე საჯარო რეესტრის აქტი, ნაკვეთის საკუთრებაში არ ყოფნის შესახებ, გაასაჩივრა, მაგრამ ორივე ინსტანცია წააგო და და ბოლოს უზენაეს სასამართლოს მიმართა.

"მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, უზენაესმა მიიღო სულ სხვა გადაწყვეტილება, ანუ გაგვამართლა. საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ორივე გადაწყვეტილება, სამოქალაქო და სააპელაციო სასამართლოსი და ჩათვალა, რომ მერიამ და რეესტრმა საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინეს საკითხის შესწავლისთვის. ორივე უწყებას დაევალა ახალი აქტების გამოცემა, ხოლო ძველი, სადაც ეწერა, რომ იმ ნაკვეთის მფლობელი არავინ იყო, უნდა გაუქმებულიყო. ქალბატონს, რადგან სარჩელი მოიგო სასამართლოში, გადახდილი ბაჟი უკან დაუბრუნდა. მან მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ რეესტრი ისევ იმეორებს, რომ მას მონაცემების გადამოწმების ბერკეტი არ გააჩნია", _ ამბობს ლიკა წიკლაური.

რაც შეეხება ახალ მესაკუთრეს, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი კეთილსინდისიერ შემძენად არ ითვლებოდა, რადგან მან იცოდა, რომ ნაკვეთს მფლობელი ჰყავდა და მაინც შეიძინა. თუმცა, ლიკა წიკლაურის თქმით, არსებობენ კეთილსინდისიერი მყიდველები, რომლებიც ყიდულობენ სახელმწიფოსგან ნაკვეთს და შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათ შეძენილს უკვე ჰყავს მფლობელი.

აქედან გამომდინარე, დილემასთან გვაქვს საქმე. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რეგისტრაციაში გატარებული ნაკვეთი, ოღონდ არაელექტრონულად, არავინ ეუბნებათ, რომ არ არიან მფლობელები და ხელახლა რეგისტრაცია გააკეთონ. ისინი არიან კერძო მესაკუთრეები. დღესაც არ არსებობს არანაირი ვალდებულება ახლიდან დაარეგისტრირო საკუთრება ელექტრონულ ნახაზზე. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც უყიდის სახელმწიფო მათ საკუთრებას.

ლიკა წიკლაურის თქმით, კანონის თანახმად რეესტრი ვალდებულია ის მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს, რაც მასთანაა შენახული. სანამ სხვას გადასცემს ნაკვეთს, მანამდე უნდა შეამოწმოს, ჰყავს თუ არა მას ძველი მესაკუთრე. მერიის, ან ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, ვინც ირეგისტრირებს ამ ნაკვეთებს, არის ის რომ რეალურად შეუძლებელია ამის დადგენა. არ ამბობდნენ, რომ ადამიანს საკუთრება არ აქვს, მაგრამ სად არის ეს საკუთრება, არ იციან.

საიას იურისტის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, ასეთ საქმეებზე ხალხი სასამართლოს არ მიმართავდა. იმიტომ, რომ ყველა დავა სასამართლოში ძველი მესაკუთრის წაგებით სრულდებოდა. რადგან იცოდნენ, რომ სხვებს არ უკმაყოფილებდნენ, ამბობდნენ, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. ცალკე სასამართლოს ბაჟი იყო გადასახდელი და აშ.

თუმცა, ბოლო დროს, პრაქტიკა შეიცვალა და უზენაესმა სასამართლომ წინა მესაკუთრის უფლებები აღიარა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ეკატერინე ბოკუჩავა ამბობს, არჩევნების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიდგომა შეცვალა და ახლა უკვე აცხადებს, რომ საკუთრება იმისია, ვინც პირველად დაირეგისტრირა.

თუმცა სიტუაცია ასეთია: არის საქმეები, რომლებიც უზენაესამდე მისულია და აღიარებულია ძველი მფლობელის უფლებები და არის საქმეები, რომლებიც არ მისულა უზენაესამდე და დაბალ ინსტანციებში წაგებულია.

საიას იურისტის თქმით, მართალია, არ არსებობს ქონების გადარეგისტრირების ვალდებულება და ქაღალდის საბუთებიც საკმარისია, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ისინი ხალხს ურჩევენ, საკუთრების ელექტრონული რეგისტრაცია მოახდინონ.

რაც შეეხება საკუთრებასთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებს, იქ გადაფარვაზე არაფერია ნათქვამი. ეს არის სასოფლო -სამეურნეო მიწების შესახებ კანონი, სადაც ჩაიწერა, რომ შეჩერდეს უცხოელებზე მიწების გასხვისება.

თუმცა ლიკა წიკლაურის თქმით, კანონშივე ჩაიწერა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ფაქტობრივად, ამ კანონით მთავრობას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიან ორგანიზებულ სისტემაში მოქცევა დაევალა.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...