მოკლულის ოჯახი იარაღის მფლობელის ვინაობის დადგენას ითხოვს

მთავარი თემა

მოკლულის ოჯახი იარაღის მფლობელის ვინაობის დადგენას ითხოვს

2013 აგვ 8 11:57:00
გარდაცვლილი ამიკო პეშკოვის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ამიკო განზრახ მოკლეს და ახლა მკვლელი და მისი სამეგობრო წრე ყოველნაირად ცდილობს, დამნაშავემ მსუბუქი სასჯელი მიიღოს.

"თქვენი გაზეთის საშუალებით ვთხოვ და ვეუბნები ვასილ ტუღუშსა და ნემო ჩხატარაშვილს, რომ ახლა მაინც მოვიდნენ ჩემთან. კარგი, მაშინ ვერ მიხვდნენ, რომ მოსულიყვნენ და საქმის კურსში ჩავეყენებინე," _ აცხადებს ამირან პეშკოვი, გარდაცვლილი ამიკო პეშკოვის ბაბუა.

_ მას მერე, რაც ჩემს ოჯახში ეს უბედურება დატრიალდა, სულ ამაზე ვფიქრობ: ის პირები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ, არიან საკმაოდ ასაკოვანი კაცები, უმეტესობა კი ბაბუები: ვასო ტუღუში, მკვლელი -გელა თავართქილაძე, კახა ვადაჭკორია, ნემო ჩხატარაშვილი, მერაბ ვასაძე, რომელიც 28 წელია, ჩემი ოჯახის ნაცნობი და ახლობელია. ბოლო მომენტამდე ისინი ჩემს ოჯახში მოდიოდნენ, პურმარილობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ... ყველა ხედავდა, როგორ იზრდებოდა, მწიფდებოდა და ვაჟკაცდებოდა ამიკო. თვით თავართქილაძემ ეს ბოროტება რომ ჩაიდინა და სახლში თავის მეგობარ კახა ვადაჭკორიას მიაკითხა, უთხრა, ჩემს დისშვილს, ამიკოს იარაღით ვესროლეო. ამ ადამიანებს ამიკოსთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ. ხედავდნენ, ის ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, იცოდნენ, რომ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომიც აღებული ჰქონდა. იცოდნენ, რომ საცოლე ჰყავდა და საქორწილოდ ემზადებოდა. იცოდნენ, რომ "ქართული ოცნების" საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული, საარჩევნო შტაბიც ჩვენს სახლში იყო გახსნილი და ამიკო სოფლის რწმუნებულის პოსტზე მოიაზრებოდა. მას არაერთი განცხადება ჰქონდა შეტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამსახურის დაწყების მოთხოვნით. 26 წლის ბიჭს ამ ასაკში წარმატების შანსი ჰქონდა და ასეთ დროს განზრახ მოკლეს... სხვა თუ არა, მოსულიყვნენ ჩემთან და ეთქვათ, თუ იცოდნენ, რომ თავართქილაძეს და ამიკოს შორის, რომელიმე ნაცნობ გოგოსთან დაკავშირებით, უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. ზღვა ხალხმა, ნაცნობმა თუ უცნობმა რომ გაიზიარა ჩვენი ტკივილი, მარტო ეს ორი პიროვნება, ნემო ჩხატარაშვილი და ვასილ ტუღუში არ მოსულა ჩვენთან სამძიმარზე. იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ გასვენებაში მოსულიყვნენ...

თუ ისინი ჩემთან მოვლენ, მე მათ ვეტყვი, რომ მკვლელს 1986 წელს ანალოგიური ქმედების მცდელობა ჰქონდა ჩადენილი არასრულწლოვანთან, რაზეც მისი მისამართით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თუმცა, ის პატიმრობას გადაურჩა. ის მსგავსი სამარცხვინო საქციელისთვის რამდენიმეჯერ გაილახა.

მოვიდეს ჩემთან ვასო ტუღუში და ნემო ჩხატარაშვილი, რომელთა მისამართით მრავალი კითხვა მაქვს და ვითხოვ პასუხს: _ თუ ამიკომ გელა თავართქილაძე ცემა, იარაღი ჩაარტყა, თვალები დაულურჯა, სახე დაუზიანა, ეს ყველაფერი იცოდა მისმა მეუღლემ, დედამ, შვილმა, სიძემ, ძმამ და თქვენც, რატომ დამალეთ, დამალვა ხომ დანაშაულია?! რატომ დაიწყეთ ქუჩაში გარჩევა?! ასეთ შემთხვევაში, საქმე გასკდებოდა და გამოჩნდებოდა თავართქილაძის გამოუსწორებელი და სამარცხვინო საქმე _ ბაბუა კაცისგან ახალგაზრდა ოჯახის დანგრევის შესახებ.

ყველაზე მთავარი, რაზეც მინდა საზოგადოებამ გაიგოს, არის ის, რომ თავართქილაძე გამოძიებაში უჩვენებს, იარაღი მამაჩემის ნაქონი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ, ნაჭერში შეხვეული ეზოში ვიპოვეო. ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი; მამამისი გარდაცვლილია 25 წლის წინ და დაუჯერებელია, მას ასეთი საგანგებო, ბელგიური ქარხნის ნაწარმოები იარაღი, 12 ტყვიით, შეენახა. თუ ნემო და ვასო ტუღუში მოვა ჩემთან, მე მათ პირში ვეტყვი, რომ პირადად ვასო ტუღუშს გელა თავართქილაძესთან ჰქონდა საზიარო ცეცხლსასროლი იარაღი, საზიარო სამსახური, ბიზნესი, საზიარო "ჯიპი"...

მკვლელობის წინა დღეს, 18 თებერვალს და მეორე დღესაც, მკვლელობის დღეს, 19 თებერვალს, ვასილ ტუღუშის მანქანით მოძრაობდა მკვლელი გელა თავართქილაძე. იარაღი ტუღუშისაა. ეს იარაღი მკვლელობამდე 10 წუთით ადრე, ნემო ჩხატარაშვილმა მოუტანა თავართქილაძეს, რომელიც იქვე ქუჩაში შეხვდა ამიკოს და 4 კაცის თანდასწრებით, ყოველგვარი შელაპარაკების და ჩხუბის გარეშე, ესროლა და მოკლა. თუ ნემო და ვასო მოვლენ ჩემთან, მე მათ ვეტყვი, რომ ვასო ტუღუშმა და ამ მაღაზიის მეპატრონემ, ის გოგო, რომლის გამოც მოხდა ყველაფერი, ორჯერ აიყვანეს ოთახში და თხოვდნენ, დაეწერა, რომ მისთვის თავართქილაძეს არაფერი უკადრებია. თუმცა, მათ უარი მიიღეს ამ გოგოსგან და ის მალე სამსახურიდანაც დაითხოვეს.

საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აქ ნახსენები პირებიდან, ყველა საქმის კურსში იყო და მათ იციან როგორ, რატომ, რისთვის მოკლეს ჩემი შვილიშვილი, რატომ გაიმეტეს ასე.

როცა მკვლელობა მოხდა, გელა თავართქილაძემ გზიდან დაურეკა ვასილ ტუღუშს და უთხრა, არ მოხვიდე, უკვე მოვკალიო. მან ისევ მიაკითხა კახა ვადაჭკორიას, სადაც გაირჩა საქმეები, როგორ უნდა მოქცეულიყო გელა ამის შემდეგ. მე მათ ნებისმიერ დროს შევხვდები, _ ამბობს ამირან პეშკოვი.

აკაკი თოიძე, ადვოკატი, ავთანდილ (გელა) თავართქილაძის ინტერესების დამცველი:

_ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩემი გათვლით, ალბათ, ერთ კვირაში სასამართლო სხდომა უნდა დამთავრდეს. თუ რა შედეგით დამთავრდება, მე ამის წინასწარ პროგნოზირებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ვთვლი და მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, არის მყარი და არგუმენტირებული. ეს იყო ერთი საახლობლოს წრე, ძალიან მძიმე და რთული სიტუაციაა. ჩაიდინა თუ არა გელამ განზრახვით დანაშაული, ამაზე საბოლოო სიტყვას, ბუნებრივია, მართლმსაჯულება იტყვის. როცა ის კანონიერ ძალაში შევა, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველანი მას უნდა დავემორჩილოთ. მე რაც შემიძლია გითხრათ და გავაჟღერო, არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ ჰქონია იმის განზრახვა, რომ მის ქმედებას მოჰყოლოდა ასეთი მძიმე შედეგი, ანუ განზრახ მოეკლა ამირან პეშკოვი. წინა დღითაც მოხდა მათ შორის ინციდენტი და გარდაცვლილმა ყავარჯნით სცემა კიდეც გელა.

_ თუმცა ამას არ ადასტურებენ ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ამიკოს არ უცემია გელა და თუ კი იყო ასეთი ფაქტი, მაშინ რატომ დამალესო?

_ მე არ ვიცი, ოჯახის წევრები რას უარყოფენ და რას ადასტურებენ, მე თანავუგრძნობ მათ. თვითონ რასაც აჟღერებენ, ეს მათი პოზიციაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სასამართლოს და ასევე საზოგადოებას დავანახოთ, რა იყო რეალური სურათი ობიექტურობიდან გამომდინარე.

მე კიდევ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც სასამართლოზე წარვადგენთ გამოსაკვლევად, დადგენილი წესის თანახმად, ვფიქრობთ, რომ დავარწმუნებთ მართლმსაჯულებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას გელა თავართქილაძეს, აწ გარდაცვლილი პეშკოვის სიცოცხლის ხელყოფა განზრახ არ ჩაუდენია. ეს დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ამას ბუნებრივია, ვერავის თავზე ვერ მოვახვევ. მე ვეყრდნობი იმ ობიექტურ მტკიცებულებებს, რაც საქმეში დევს და რაც არსებობს. მე ვთვლი და მივიჩნევ, რომ გელა თავართქილაძეს ამირან პეშკოვის სიცოცხლის ხელყოფა განზრახვით არ მოუხდენია. მას არ უნდოდა ამ შედეგის დადგომა. ამის დაბეჯითებით თქმა შემიძლია, ოღონდ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.

რეზო გობრონიძე, დაზარალებულის ადვოკატი: "ის მოწმეები, ვინც არიან, ძირითადად ყველა არის ბრალდებულის ახლობელი, თავართქილაძის უახლოესი სამეგობრო წრე. დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს, 19 თებერვალს, ამიკო და მამისი შეხვდნენ ტუღუშსა და ჩხატარაშვილს. შეთანხმდნენ, რომ შეახვედრებდნენ მხარეებს ერთმანეთს და გაარკვევდნენ საქმეს. ეს ყველაფერი ტელეფონზე შემოსული ზარებით არის დადასტურებული. გამოძიებას უნდა, რომ ეს ყველაფერი ისე წაიყვანოს, თითქოს, სულიერი აღელვების ნიადაგზე მოხდა. როგორ იყო ძლიერი სულიერი აღელვება, ჭიშკართან მისულ კაცს იარაღით დახვდა და ესროლა? ძირითადი მიზანი რა არის? ადრე, როცა გამოძიება დამთავრდებოდა, პროკურატურა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ხელშემწყობ პირობებზე აკეთებდა წარდგინებას. თუ თანამდებობის პირები იყვნენ, მის ზემდგომში აგზავნიდნენ, თუ რიგითი მოქალაქე იყო სოფელს, სამსახურს უგზავნიდნენ, განიხილეთო, თუ პროკურატურა ამას არ გააკეთებდა, სასამართლოს გამოჰქონდა კერძო განჩინება. ოცმა კაცმა იცოდა ამათ შორის დაძაბულობის შესახებ და მაინც და მაინც მკვლელობამდე უნდა მისულიყო საქმე?! მით უმეტეს, აქ ყოფილი თანამდებობის პირები ურევია, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი. 2011 წელს მიიღეს კანონი და ახლა ამოქმედდა, დაზარალებულის ინსტიტუტი აღარ არსებობს. მე როგორც დაზარალებულის ადვოკატი და ფაქტობრივად ვარ _ უფუნქციო, დაზარალებულთან ერთად, კითხვასაც ვერ ვუსვამთ, უბრალოდ, ჩანაწერებს ვაკეთებ, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. თვითონ მოსამართლეს უფლება არ აქვს ან ბრალდების დამადასტურებელი ან რაიმე სახის შეკითხვა დასვას. დაზარალებულის ინსტიტუტი აღარ არსებობს. ამერიკაში ყველა წაგებულ საქმეზე აგებს პასუხს პროკურატურა, ჩვენთან კი - არა. მიანდეს ყველაფერი პროკურატურას. გეტყვით, რომ ეჭვი არ მეპარება ოზურგეთის სასამართლოში, მაგრამ სუსტი რომ არის აქ გამოძიება და მისი მხარე, ეს უდავოა."

ნემო ჩხატარაშვილი, გელა თავართქილაძის მეგობარი: _ მე ვიყავი სასამართლო პროცესზე, სადაც დამკითხეს და გავეცი პასუხი პროკურორსაც და მოსამართლესაც. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ გარდაცვლილის ბაბუა თქვენთან შეხვედრას ითხოვს. ის პირდაპირ გადებთ ხელს, რომ თქვენ მიუტანეთ ცეცხლსასროლი იარაღი გელა თავართქილაძეს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, დავამთავრე, რა! არ გავაკეთებ კომენტარს. აზრზე არ ვარ, რა იარაღზეა საუბარი... მე უკვე დავიკითხე სასამართლოზე, არ გავაკეთებ კომენტარს.

მალხაზ სირაძე, ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე: "იყო განზრახ მკვლელობა, ბრალდება წარდგენილია განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისათვის. აღნიშნულ ბრალდებას ვუჭერთ მხარს სასამართლოში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ბრალდება წარდგენილი აქვს ს.ს.კ. 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, 236-ე მუხლის 1, 2, ნაწილის მიხედვით."

კახა ვადაჭკორია, ფოთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი: "აბა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ საქმესთან დაკავშირებით? რა სისულელეა, მერე რა. კაცი მოვიდა ჩემთან და გამოვუძახეთ პოლიციას და მივიყვანეთ პოლიციაში, მეტი რა საქმე უნდა გარჩეულიყო ჩემთან, სახლში? ერთი ოჯახიც და მეორეც ჩემი უახლოესი იყო, ძალიან გთხოვთ, ... ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და მეტს ვერაფერს გეტყვით, ბოდიშს გიხდით..."

ვასილ ტუღუში, ბიზნესმენი, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი: _ როგორ უნდა დავადასტურო და რა უნდა დავადასტურო? რომ ცეცხლსასროლი იარაღი იყო ჩემი? ეს ცილისმწამებლური ამბები, როგორ უნდა დავადასტურო? მათ უნდა მიმართონ პროკურატურას მაგ თემაზე. შენ თუ ახლა დაეხმარები, კარგია. ჟურნალისტი ხარ, გზააბნეულ ადამიანებს ჭკუა უნდა ასწავლო. მათ უნდა მიმართონ განცხადებით პროკურატურას, დაწერონ იქ საჩივარი, ის დაადგენს, იარაღი ვისი იყო. ეგ ერთი, მეორე, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ამიკოს ბაბუა გააღიზიანა ჩემმა ჩვენებამ, რომელიც 25 ივლისს მივეცი სასამართლოს, რითაც ყველაფერს ფარდა აეხადა.

_ ბატონო ვასილ, გარდაცვლილის ბაბუა თქვენთან შეხვედრას ითხოვს...

_ მე როგორ და რატომ უნდა შევხვდე ახლა ამიკოს ბაბუას? რა თემაა ეგ? შევხვდე და რაზე უნდა ვესაუბრო? ამ პიროვნებამ არ იცის, რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს. თქვენი გაზეთი რა თემაზე იმუშავებს, აბა მითხარი... (?) თემის სათაური მითხარი, (?) რა იქნება თემის სათაური (?) მართლა მაინტერესებს, ან რა თემაა ეგ? ჟანა, დაფიქრდი ცოტა, ძალიან გთხოვ, გულწრფელად გეუბნები, მე შევხვდე ამიკოს ბაბუას და ვუმტკიცო, გელასთვის იარაღი მე არ მიმიცია,-მეთქი? ახლა ოზურგეთში არ ვიმყოფები, რომ ჩამოვალ, აუცილებლად შეგხვდები და გესაუბრები. ეს არის აბსურდი, რომ მე შევხვდე ამიკოს ოჯახის წევრებს და ცილისმწამებელ ბაბუას. ისე, ერთ რამეს გეტყვით, მე ამირან პეშკოვს ცილისწამებისთვის ვუჩივლებ...




 ახალი ამბები
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...