"დაპატიმრებული მეცნიერების" ანუ "ტრაქტორების საქმე" _ ახალი დეტალები და ბუნდოვანი არითმეტიკა

მთავარი თემა

"დაპატიმრებული მეცნიერების" ანუ "ტრაქტორების საქმე" _ ახალი დეტალები და ბუნდოვანი არითმეტიკა

2013 აგვ 11 18:30:00

ე.წ "ტრაქტორების საქმეში", (ახლა მას უკვე "დაპატიმრებული მეცნიერების საქმედ" მოიხსენიებენ) ჩადებული მტკიცებულებები, რომლითაც პროკურატურა ბრალს ადასტურებს, რამდენიმე მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კომპანია "ჯი-თი" გრუპის გენერალური  დირექტორი, ლევან გოგსაძე გახლავთ.

"ჯი-თი გრუპი" 2007 წლიდან NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაყიდვის ბიზნესში უკვე შვიდი წელია, აქტიურადაა ჩართული.  ტენდერი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა, მათი ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.  ტენდერის შედეგებიც სწორედ მათ გააპროტესტეს.

"გურია ნიუსის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით "ტრაქტორების საქმე" _ გიგი უგულავას "კომპანიონები" ქართველი მეცნიერების წინააღმდეგ" ლევან გოგსაძის სატელეფონო ზარი მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

ინტერვიუს ჩაწერა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ვინაიდან ე.წ "ტრაქტორების საქმე" საკმაოდ მოცულობითია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა,   თემების მიხედვით და ამ საქმეში ჩართული კონკრეტული პირების კომენტარებით  ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. მითუმეტეს, რომ ლევან გოგსაძის მხრიდან კონკრეტული და საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაისმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის გიორგი ჩხეიძის მისამართით, რომლის კომენტარის მოპოვებაც მისი ქალაქში არყოფნის გამო ვერ მოვახერხეთ.

"დაცვის მხარე ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ ჩვენს კომპანიაზე კომპრომატები იპოვონ. ხან რას გვაბრალებენ, ხან - რას. რატომ აკეთებენ ამას, ჩემთვის გასაგებია. მე მაქვს ჩემი ვერსია. რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ ვიყავით მონოპოლისტები, ოლიგარქები, ყოფილი ხელისუფლების კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ, თითქოს ისინი გვმფარველობენ და მონოპოლიზირებული გვქონდა ეს ბაზარი. თურმე, საქმის მთელი არსი იმაშია, რომ, როცა  ახალი გუნდი მივიდა სამინისტროში და  "სამართლიანი და წესიერი" შესყიდვა ჩაატარეს, ჩვენ როგორც მონოპოლისტებმა, ეს ვერ ავიტანეთ, ავტეხეთ ერთი ამბავი და დავავალეთ შსს-ს და პროკურატურას, არიქა, ჩქარა დაიჭირეთ ეს ხალხი და აღძარით საქმეო!" _ აცხადებს "ჯი-თი" გრუპის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე "გურია ნიუსთან"

_ ბატონო ლევან, პროკურატურა ბრალდებაში მოყვანილ ფაქტებს თქვენი ჩვენებებით ამყარებს და მათი მოწმეების ჩამონათვალშიც ხართ.

_ გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი ის არის, რომ ძალიან ტენდენციურად, გაუმჭვირვალედ ჩატარდა ეს ყველაფერი. ფაქტი იყო, ლობირებდნენ ვიღაცების ინტერესებს გარკვეული ადამიანები. მე 30 მარტს დამიბარეს შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტში დაკითხვაზე. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამე საქმე აღძრული იყო. როდესაც დაკითხვაზე გამომიძახეს ძალიან მკაფიოდ მახსოვს, რომ მაშინვე დავურეკე ბატონ ბესიკ თეთვაძეს, ის  მაშინ შპს "მექანიზატორის" დირექტორის მოადგილე იყო.

მან მითხრა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მე როდესაც ჩვენების მისაცემად  დამიბარეს, საქმე უკვე აღძრული იყო და მიმდინარეობდა ძიება. ამოღებული ჰქონდათ მთელი დოკუმენტაცია, როგორც  მითხრა თეთვაძემ, მთელი კომპიუტერებიც წაიღეს რამდენიმე დღის წინო.

შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დამიბარეს და მივეცი ჩვენება,  მაგრამ ძიება  ჩვენი განცხადების საფუძველზე არ დაწყებულა. ასეთი განცხადება არ არსებობს ბუნებაში და ეს საქმეში ვერ იქნება.  ჩვენ არანაირი განცხადება არ შეგვიტანია არც შსს და არც პროკურატურაში.

_ ტენდერის შედეგებზე ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ თქვენ გქონდათ და ჩვენებაც რამდენჯერმე მიეცით.

_ ჩვენ, ბუნებრივია, ჩართულები ვიყავით  შესყიდვის პროცესში. მოთხოვნაში მითითებული იყო 110-120 ცხენის ძალიანი ტრაქტორები. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდანვე ჩავერთეთ ამ პროცესში. ჩვენი პარტნიორები ჩამოვიდნენ უცხოეთიდან და სანამ კომისია შეიქმნებოდა, შეხვედრები გვქონდა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან. შემდეგ, როდესაც კომისია შეიქმნა, გვქონდა შეხვედრები ამ კომისიასთან. შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები, გამოვხატეთ მზადყოფნა მონაწილეობის მისაღებად, თუმცა შესყიდვის პროცესი წარიმართა ძალიან ტენდენციურად და   მიკერძოებულად.

_ რაში გამოიხატებოდა ტენდენციურობა?

_ მოხდა ძალიან ცუდი რამ. როგორც მოგახსენეთ, გამოაცხადეს რომ უნდოდათ 110-120 ცხენის ძალიან ტრაქტორები. ჩვენ წარვადგინეთ წინადადება და სავარაუდო ფასიც მივეცით წინასწარ.  ეს იყო დაახლოებით 26 000-28 000 ევროს ფარგლებში. ამის შემდეგ, უკვე დეკემბრის ბოლოს, კომისია შექმნილი იყო და სპეციფიკაციებიც დაიწერა. დაგვიბარეს შეხვედრაზე  ყველა და წარმოგვიდგინეს სპეციფიკაციები, სადაც ცხენის ძალები აწეული იყო. ამოვარდნილი იყო  ტდ 5- 110 რომელიც ჩვენ გვქონდა შეთავაზებული. როდესაც დავხედეთ, თვალნათლივ ჩანდა, რომ ეს მოთხოვნა პირდაპირ მორგებული იყო კონკრეტულ ტრაქტორებსა და ტექნიკაზე, რაც ჩვენ იქვე გავაპროტესტეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობდა  შესყიდვაში. საერთოდ არ იყო ცნობილი რა წესით, რა პირობებში ტარდებოდა  შესყიდვა. რა პრიორიტეტები არსებობდა. რას მიენიჭებოდა უპირატესობა შერჩევის მომენტში.

ელემენტარულად, კონტრაქტის დრაფტიც კი არ არსებობდა. გამარჯვებულ კომპანიას რა პირობებით მოუწევდა კონტრაქტის გაფორმება და მიწოდება, აბსოლუტურად არაფერი იყო ცნობილი. ეს ამბავი იქვე გავაპროტესტეთ და შევადგინეთ წერილი.  შემდეგ, ვთხოვეთ ჩვენს კონკურენტ კომპანიებს, ვინც მანამდე მოქმედებდა საქართველოს ბაზარზე და გადაუგზავნეთ წერილის დრაფტი.  რამდენიმე კომპანია დაეთანხმა და ხელი მოაწერა. რამდენიმე არ დაეთანხმა, რომლებიც შემდეგ გამარჯვებულები აღმოჩნდნენ შესყიდვაში.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ ტენდერი ჩატარებულიყო სამართლიანად და ყველა მონაწილე ჩამდგარიყო თანაბარ პირობებში. 7 იანვარს დანიშნეს წინადადებების წარმოდგენის ვადა, შობა დღეს. აი ეს ვთხოვეთ,  შობა დღეს ცოტა უხერხულია  და მოდი გადავიტანოთ 8-ში თქო. მოითხოვეს, ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა ჩვენი წინადადებები, მაგრამ ჩვენ ვეჭვობდით, რომ  ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წინადადება შეიძლებოდა ჩვენს რომელიმე კონკურენტს ენახა და იმის მიხედვით დაედო შემდეგ თავისი ფასები. აი, ზუსტად ამას ვითხოვდით და კიდევ რამდენიმე თხოვნა იყო ამ წერილში, რომელიც გავგზავნეთ მინისტრის, კომისიის  და შპს მექანიზატორის სახელზე, მაგრამ   რეაგირება არავისგან მოჰყოლია.

_ ელოდებოდით, რომ ამ საქმეზე  ამდენ ადამიანს დააკავებდნენ?

_ არა მაგას არ ველოდებოდი ნამდვილად. მაგრამ, რაღაც რომ მოყვებოდა, ვიცოდი. ეს იყო შესყიდვა წესების გარეშე.

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ახალი გუნდის მოსვლამდე, ტენდერები თითქმის არ  ტარდებოდა და პირდაპირი მიყიდვის წესით გვარდებოდა ყველაფერი...

_ კი ბატონო, პირდაპირი მიყიდვითაც ჩატარებულა. ტენდერებიც ჩატარებულა, ელექტრონული ტენდერებიც ჩატარებულა. სხვადასხვანაირი შესყიდვები ჩატარებულა.

_ ერთ-ერთ ლოტში ხომ თქვენც გაიმარჯვეთ და ტექნიკის გარკვეული ნაწილი, 969 600 ევრო ღირებულების, NEW HOLLAND-ისგანაც შეიძინეს?

_ ბოლო შესყიდვაზე ბრძანებთ? ერთ-ერთ ლოტში სადაც მოთხოვნილი იყო 98 ერთეული მუხლუხოიანი ტრაქტორი, იქ გაგვიფორმეს კონტრაქტი 24 ერთეულზე მხოლოდ. პრაქტიკულად, ჩვენ კონკურენტი არ გვყავდა ამ ლოტში და ამიტომაც მოხდა ასეთ რამ.

_ წინა ტენდერების დროს, 2011-2012 წლებში როგორ ხდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როცა თქვენ ძალიან ბევრ ლოტში იყავით გამარჯვებული?

_ ჩვენ 2007 წლიდან ჩავებით ამ ბიზნესში. პირველად, 2007 წლის ბოლოს დეკემბერში 80 ერთეული ტრაქტორი  და მისაბმელი ტექნიკა მივაწოდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ესეც იყო პირდაპირი შესყიდვა.

_ რომელიც დაახლოებით 11 მილიონის ღირებულების იყო, არა?

_ არა. არა. მე არ მახსოვს რამდენის იყო. 11 მილიონის იყო 2012 წლის ტენდერი.  როგორც მახსოვს 5 მილიონის იყო  2007 წლის შესყიდვა.  ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი კომპანია, ვისაც მიენიჭა დაახლოებით მესამედი მთლიანი შესყიდვის. კიდევ ერთი კომპანია იყო "მსოფლიო ტექნიკა" და მესამე კომპანია იყო "ჰერმესი".

_ იქნებ იმიტომ გაცხადებენ მონოპოლისტებად,  რომ სტატისტიკის მიხედვით ამ სახის ტენდერებში გამარჯვებულები სულ თქვენ იყავით, ეს შემთხვევითობა იყო?

_ ვერ დაგეთანხმებით. მე მოგიყვებით ჩვენი კომპანიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  სახელმწიფო შესყიდვების  ისტორიას  და შემდეგ ერთად განვსაზღვროთ, რამდენად ვართ  მონოპოლისტები.

... 2009 წელს სახელმწიფოს მიერ ჩატარდა მსხვილი შესყიდვა, როდესაც იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო დახმარება, ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ევრო. ასეთ შემთხვევებში, როდესაც იაპონიის მთავრობა რომელიმე მთავრობას ეხმარება, როგორც წესი ის არ აძლევს ფულს ქვეყნებს და თვითონ  ჰყავს რამდენიმე საერთაშორისო კომპანია საუკუნოვანი და უფრო მეტი გამოცდილებით, რომელთა ბიზნესი არის შესყიდვები. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი იმ პერიოდისთვის გამოთქვა 40-ზე მეტმა კომპანიამ, მათ შორის მსოფლიოში ძალიან დიდი და სახელგანთქმული კომპანიები მონაწილეობენ.  პრაქტიკულად, ეს შესყიდვა დამთავრდა ისეთი შედეგით, რომ  90%,-ზე ცოტა მეტი მიიღო ჩვენმა კომპანიამ. გაიმარჯვა იმიტომ, რომ მას აღმოაჩნდა ყველა ის რესურსი, გამოცდილება, კვალიფიკაცია და.ა.შ, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა "ქრაუ მეიჯედს". ეს იყო ყველაზე დიდი შესყიდვა, სადაც ყველაზე დიდი პორცია მიიღო ჩვენმა კომპანიამ. შემდეგი მსხვილი შესყიდვა ჩატარდა 2012 წელს და  ჩვენმა კომპანიამ მიიღო დაახლოებით 11 მილიონი ევროს შეკვეთა. ჩვენი პორცია ამ შესყიდვებში  25% არ აღემატებოდა.

2013 წელს, ანუ ახლა, აღმოჩნდა, რომ მივიღეთ  7%.

_ ეს რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ტექნიკას. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს, თქვენ გაცილებით მაღალი ღირებულების და სერიოზულ პროექტებს განდობდათ მერია  გასაკეთებლად და ასეთი იყო არაერთი...

_ რომელ პროექტებზეა საუბარი?

_ თუნდაც, ყვითელი სამარშუტო ტაქსების, 2400 ცალი ტაქსი სწორედ თქვენ შემოიყვანეთ, 70 მილიონიან შესყიდვაზეა საუბარი...

_  რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, გახსოვთ ალბათ, მერიამ გამოაცხადა სამარშრუტო ხაზების ტენდერი. 4 ლოტად გამოაცხადა 20 წლით ხაზების მფლობელობაზე. იქ მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია. იყო მოთხოვნა, რომ  კომპანიას უნდა შემოეყვანა ახალი სამარშრუტო ტაქსები. ეს კომპანიები დადიოდნენ ყველა დილერთან საქართველოში.  რა თქმა უნდა, მოვიდნენ ჩვენთანაც. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული წინადადება საუკეთესო იყო. კერძო კომპანიებზეა აქ საუბარი და არა სახელმწიფოზე. მოვიდნენ ჩვენთან, გააფორმეს ხელშეკრულებები და მივაწოდეთ ავტომობილები. აქ არავითარი ბნელი, მიწისქვეშა და წყალქვეშა დინებები და გარიგებები არ ყოფილა. ეს იყო კერძო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ტენდერიც არ ჩატარებულა. რეალურად, შიდა ტენდერი ჩაატარეს, ანუ შერჩევა მოხდა.

_ თქვენგან რომელმა კომპანიამ შეიძინა?

_ 4 კომპანიამ. მათ შორის იყო "თბილსერვისი" "ფაბლიქალი" ... დღეს უკვე "თბილისის მიკროავტობუსის" სახელით გაერთიანდა. ამ კომპანიებმა შეიძინეს ჩვენგან ეს ტექნიკა. ასე, რომ, აქ რამე ოლიგარქიულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

_ ისევ ტრაქტორებს დავუბრუნდეთ. საბუთებში, რომელიც წარმომიდგინეთ, შედარება  გაკეთებული გაქვთ 2007 წლის ფასებთან, თუმცა მას შემდეგ საბაზრო ეკონომიკაში ბევრი რამ შეიცვალა. რა შუაშია  2007 წლის ფასები 2013 წლისასთან? შედარებისთვის 2012 წლის აღება უფრო რელური არ არის?

_ რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, პრესკონფერენციაზე გამოვიდა სოსო ბარათაშვილი,  პირდაპირ გამოაცხადა  2007 წლის შესყიდვის ფასები და შემდეგ  ჟურნალისტებს გადასცა ყველა ჩვენი შესყიდვა. ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს იაფი გადაიხადა. 2007 წელს სახელმწიფომ გადაიხადა 29688 ევრო. წელს გადაიხადა "ზეტორში" 35900 ევრო.

2012 წლის ფასებს რაც შეეხება, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული იყო პირობა, 15% იხდიდნენ წინასწარ, ღირებულების  85% კი 5 წლიანი გადავადებით. წელს რაც იყიდეს, "ზეტორი" და "კლაასი" არავითარი განვადება არ ყოფილა. პირდაპირ გადაუხადეს ქეში.

ჩაერთო გიორგი - "მანდ რა მოხდა იცით, "ზეტორების" ორივე სიმძლავრეზე 115ცძ და 135ცძ  ტრაქტორები იყიდეს მაქსიმალურად შესაძლო მაღალ ფასად. ზეტორმა ტექნიკა მიყიდა საცალო ფასად და ჩვენ ვთავაზობდით 20- 25% პროცენტით იაფად საცალო ფასზე.   ამ დროს "კლასი" ძალიან კარგ ფასად იყიდეს.

_ ერთნაირი მონაცემები ჰქონდათ იმ ტრაქტორებს, რომელშიც 29 688 ევრო გადაიხადეს და რომელშიც  _ 35 900?

_ მონაცემები ზუსტად იგივე არ იქნება.

_ სპეციფიკაციებს კომისია ადგენდა და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. რატომ გამორიცხავთ, რომ  2007 წელს ჭირდებოდათ 110-120 ძრავი, 2013 წელს კი  135 ძრავიანი დაჭირდათ?

_ ეს არის  მცირემიწიან  ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა. ვფიქრობ, ასეთ პირობებში 110 ცხენის ძალიანიც კი  რომ დიდია.  აქამდე რაც ტექნიკა შეიძინეს, 109 ცხენის ძალიანი იყო ყველაზე პატარა ტრაქტორები, თუ არ ჩავთვლით 5 ერთეულ ვენახის ტრაქტორს. სპეციალური პატარა ტრაქტორებია, რომელიც 2009 წელს შეიძინეს. დანარჩენების სიმძლავრეები 100-იანი და უფრო მეტია ყველა. ასე რომ, მძლავრი ტრაქტორები  1000 ერთეული ან უფრო მეტი ჰყავს სოფლის მეურნეობის კომპანია "მექანიზატორს".

კარგი, ვთქვათ გაითვალისწინეს რომ საქართველოში ზოგან არის მძიმე ნიადაგი და დამატებით კიდევ, სიმძლავრის 25-30% დანამატი გააკეთეს. თუმცა,  კიდევ ვიმეორებ, ესეც ბევრი იყო.

დაისვა  შეკითხვა: "ნიუ ჰოლანდი" გთავაზობდათ "ტდ-5 110" ტრაქტორს, მაგრამ თქვენ შეიძინეთ "ზეტორი", რომელიც  დაახლოებით  10 000-ით ძვირი ღირდა, რატომ? ამაზე ხშირად ვისმენთ პასუხებს ბატონი სოსო ბარათაშვილის და დაცვის მხარისგან, რომ "ნიუ ჰოლანდი" არის თურქული და უხარისხო.

"ნიუ ჰოლანდს" არ ახსენებს მათი მხრიდან არავინ თუ მას წინ არ დაუყოლოს თურქული. ამით რაღაცნაირად დაკნინებას ცდილობენ, რაც სრული აბსურდია. "ზეტორი" თავის ქვეყანაში, ჩეხეთშიც კი ვერ ყიდის "ნიუ ჰოლანდზე" მეტ ტრაქტორს.

_ როგორ მონაცემებიდან ირკვევა, თქვენ ვერც 130 ცხენის ძალიანი ტრაქტორი შესთავაზეთ და ამ ლოტზე წარადგინეთ 126ცძ და 141 ცძ ტრაქტორები, რაც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას.

_ ჩვენი 126-ანი არის გაცილებით ძლიერი ყველა პარამეტრით. უკეთესი ვიდრე მაგათი... სულ სხვა დონის ტექნიკა არის. თვისი ჰიდრავლიკის ძალით,  ტვირთამწეობით და თავისი წონით...

_ მეცნიერებზე მინდა გკითხოთ, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ომარ თედორაძე, ძალიან ცნობილი და საპატივცემულო ადამიანები არიან,  რომლებსაც ქვეყნისთვის არაერთი კარგი საქმე უკეთებიათ. ფიქრობთ, რომ ისინი გარიგებაზე წავიდნენ?

_ მე ვერ გეტყვით როგორ და რანაირად ხდებოდა ეს, მაგრამ ფაქტია, არსებობდა რაღაც ჯგუფის ინტერესები, რაც მათ გაითვალისწინეს. ფაქტია, რომ ისინი დათანხმდნენ იმ დირექტივებს, რომლებიც მიიღეს რეალურად.

_ თქვენი დაანგარიშებით მოცემულ ლოტზე "ზეტორისთვის" უპირატესობის მინიჭებით, რა ზარალი ნახა სახელმწიფომ?

_ დაზოგავდნენ მილიონ შვიდასიათასამდე და შეიძენდნენ 62 ტრაქტორით მეტს. ეს მხოლოდ ერთ ლოტზეა საუბარი.

_ შეგიძლიათ განმიმარტოთ, საიდან  დაიანგარიშეთ  1 700 000-მდე ევროს ზარალი? შესყიდული იქნა 50 ერთეული "ზეტორ პროქსიმა პაუერ 120" მარკის 117 ცხენის ძალის ტრაქტორი. ერთი ერთეულის ფასი 35 989 ევრო. ჯამური ფასი იყო მთლიანად 1 799 450 ევრო. ფასთა შორის სხვაობა 117ცძ ზეტორსა და 110ცძ ნიუჰოლანდს შორის იყო 7 489 ევრო. 7489 ევრო უნდა გამრავლდეს 50 ერთეულ ტრაქტორზე, საიდანაც ამ თანხას ვერ მიიღებდით. თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში კი 1 726 950 ზედმეტად გადახდილ ევროზეა საუბარი. როგორ მიიღეთ ეს თანხა?

_ გიორგი აბჟანდაძე (გაყიდვების მენეჯერი) _ ჩვენ მარტო 50 ერთეულ ტრაქტორზე არ ვსაუბრობთ. ეს დაანგარიშება არის ზოგადად. როგორც ბატონმა ლევანმა თქვა,  ჩვენ ჯერ კიდევ ნოემბერში ფიფიას გავუგზავნეთ წერილი და ჩვენს ხედვას ვთავაზობდით. ანალოგიური ტიპის ტრაქტორებს ვთავაზობდით, რომელიც გაცილებით იაფი ღირს, 30 000 ევროს ქვევით. სიტყვაზე, იმ სპეციფიკაციებშიც რომ მოხვედრილიყო ჩვენი ტრაქტორი...

_ მაგრამ აქ საუბარია, კონკრტულ ფაქტებსა და  ციფრებზე, რის გამოც 9 ადამიანი დააკავეს და არა იმაზე, სავარაუდოდ რა შეიძლებოდა მოხდარიყო და სავარაუდოდ რომელ ლოტში გქონდათ შანსი. ბრალში ფაქტებია მოყვანილი...

_ ჯერ ერთ ძალიან ლოგიკურია და რატომ არის იცით ლოგიკური? 27 850 ათას ევროდ რომ ეყიდათ 150 ტრაქტორი, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ხომ იყიდეს ამ ლოტზე ამდენი ტრაქტორი, ფასთა შორის სხვაობა გამოვიდოდა 10 793 ევრო და შესაბამისად, გადაამრავლეთ ეს რიცხვი...

_ არა, იმ ლოტზე, სადაც "ზეტორმა" გაიმარჯვა და რაზედაც თქვენ დავობთ, სამინისტრომ 50 ტრაქტორი იყიდა და არა 150.

_ 50 იყიდეს ზეტორი, მაგრამ 100 კლაასი იყიდეს.

_მაგრამ "კლაასის" ფირმა რა შუაშია აქ. თქვენ ხომ მათთან არანაირი პრეტენზია არ გაქვთ?

_ კლაასს ჩვეულებრივად დაუმატებ  "ზეტორის" ტრაქტორების რაოდენობას.

_ რატომ უმატებთ? "კლაასზე" ხომ არავინ ამბობს, რომ ტენდენციურად მოაგებინეს ტენდერი? თქვენვე განაცხადეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ "კლაასმა" ტრაქტორები სახელმწიფოს ძალიან შეღავათიან ფასად მიყიდა.

_ გიორგი აბჟანდაძე: ჩვენ ვამბობთ სხვა რაღაცას.  ჩვენი მოდელი რომ არ ამოვარდნილიყო სპეციფიკაციიდან, ჩვენ მოვიგებდით ამ ლოტს. ვერც "კლაასი მოგებდა" და ვერც "ზეტორი". სახელმწიფო ვერ მიიღებდა... არ ვთვლი რომ იმ მოდელის ტრაქტორი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, უარესი იყო კლასის იმ მოდელზე, რომელიც იყიდეს. მთელი დანაშაული ამ შესყიდვაში არის ის, რომ "ზეტორი" მოიწვიეს. ვის მოუნდა ეს, რატომ მოუნდა და რომელ ტვინში მოიხარშა.  სად, რომელი მონაცემი ნახეს, ეს უკვე სხვა თემაა...

სხვა თემებსა და კონკრეტულ ბრალდებებზე არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომლებიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ.  ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.  „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა,  ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით -  Nature at work, რომელიც ორიენტირებულია  წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain, რომელიც  ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. ... ...
  • ოზურგეთის "ლაშეს" სტადიონის შეტრიალების ინიციატივით დასრულებული ხანგრძლივი დავა ხმაური და ხანგრძლივი დავა მოჰყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული პროექტის _  „ლაშეს სტადიონის კეთილმოწყობა“ _ ავტორებთან, მხარდამჭერებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განხილვას. მხარდამჭერი მოქალაქეები, მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარომადგენლები დიდხანს დაობდნენ ლაშეს  სტადიონის ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე, რომლისთვისაც 75 ათასი ლარია გათვალისწინებული. აზრთა სხვადასხვაობა თავიდან გამოიწვია შენობის და სხვა ნაგებობების  განთავსების თემამ. _ ჩვენ  ვინც ვართ  ფეხბურთის სპეციალისტები და როგორც ვიტყვით, ის აზრი გათვალისწინებული უნდა იქნეს. მაქვს კითხვა, არის თუ არა სტადიონი სტანდარტში ჩამჯდარი? იქ კეთდება სარბენი ბილიკები, კალათბურთის მოედანი, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის კუთხით ვუყურებთ პირველ რიგში, დღეს აქ ვერ  ვხედავ პიროვნებას, ვინც პროექტი დაწერა, _ თქვა  მწვრთნელმა აკაკი ათუაშვილმა, რაზეც უპასუხეს, რომ პროექტი შედგა ხალხის გამოკითხვის მხარდაჭერით. _ მოსახლეობის გამოკითხვას  მე ვუძღვებოდი, კარგად ვიცი, რა უნდათ _ დიდი ჯოხით  როდის შემორეკონ ძროხები სტადიონზე, _ თქვა გაბრაზებულმა მწვრთნელმა. შეღობვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, დამატებითი სივრცის გამოყოფა _  ეს და კიდევ მრავალი პრობლემური საკითხი წამოსწიეს განხილვის მონაწილეებმა, თუმცა, აკაკი ათუაშვილი დაჟინებით  ითხოვდა სტადიონის მიმდებარე სივრცის გადიდებას, რაც გასახდელების ბოლომდე,   საზღვრის ღობემდე მიწევას გულისხმობდა. _ ვარჯიში სხვა რამეა და თამაში _ სხვა! როცა ვარჯიშია, შეიძლება სტადიონის ერთ ნახევარზე ერთმა ჯგუფმა  ივარჯიშოს და მეორეზე _ მეორემ.  ჩვენ გვჭირდება სივრცე და ეს სივრცე გვაქვს და ამისდაკარგვა არ შეიძლება.  გასახდელები უნდა მივიწიოთ, რომ სივრცე გათავისუფლდეს, _ ასე ვინ  შეადგინა ეს პროექტი, მეარ მეასმის, _ არ ცხრებოდა ათუაშვილი.   _ გადაწყვეტილი არაფერია. ეს პროექტი  თქვენია, თქვენ მოიგეთ და როგორც გსურთ, ისე უნდა გაკეთდეს. გამოგიგზავნით  გენგეგმას, ერთხელ კიდევ დავსხდეთ, შეიტანეთ ცვლილებები, როგორც ჩათვლით საჭიროდ, _ უთხრა ათუაშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ, რომელიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა და გამუდმებით არწმუნებდა ლაშეს სტადიონის მოწყობის მხარდამჭერებს, რომ ყველაფრი ისე გაკეთდებოდა, როგორც მათ სურდათ. _მე თანახმა ვარ, თუ სტადიონი შეტრიალდება, სივრცე მეტი დარჩება. გარდა ამისა, ახლანდელ შემთხვევაში  დასავლეთ და აღმოსავლეთ  მიმართულებები არ არის გათვალისწინებული  და მეკარეს მზე პირდაპირ  თვალებში ანათებს, _ თქვა ბერიძემ. _აგაშენა  ღმერთმა, მეც ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ბოძების ხელახლა ამოთხრა და სხვა სამუშაოები დამატებით ხარჯებს მოითხოვს და ამიტომ ვერ ვთქვი, _ თქვა ათუაშვილმა. _სჯობს ათასი ლარით მეტი დაიხარჯოს და მოვიძიოთ ეს თანხა, ვიდრე 75 ათას ლარიანი პროექტი გახორციელდეს და უყაირათოდ გაიხარჯოს და ხელახლა გახდეს საკეთებელი, _ უთხრა მას ალეკო ბერიძემ. ხანგრძლივი დავისა და ხმამაღალი  უთანხმოების გამოხატვით გაწელილი  განხილვა მალევე დასრულდა შეთანხმებით, _ მიიღეს  სტადიონის შეტრიალების  გადაწყვეტილება.    დააზუსტეს,  რომ ასეთ შემთხვევაში  სივრცე მეტი დარჩებოდა და აქამდე მიუღწეველი შეთანხმებაც შედგა. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, სტადიონის შეტრიალებით როგორ  მოგვარდებოდა პრობლემა, უფრო ზუსტად რომ ეთქვათ, ალეკო ბერიძემ განაცხადა, რომ მთავარია ისიც,  თამაშის დროს მეკარეს მზე არ მიანათებს თვალებში. _ მზის მინათებისთვის არ დაობდა მწვრთნელი ათუაშვილი. სივრცე აინტრესებდა... _ სხვა რამეზე დაობდა. ის დაობდა, რომ გასახდელი, რომელიც ახლოს არ იყო სტადიონთან, გადატანილიყო ღობესთან და გასახდელს და სტადიონს შორის გამოთავისუფლდებოდა ადგილი. ახლა, სტადიონის შეტრიალებით,  ის სადავო საკითხი ამოვარდა და სივრცეც დარჩება. ამ ყველაფერს როცა ადგილზე ნახავთ, უფრო მიხვდებით. _ თავიდანვე ასე რომ გადაგეწყვიტათ? _ კამათში იბადება ჭეშმარიტება, _ რიტორიკა მოიშველია  ბერიძემ, რის განმტკიცებაშიც მას  საკრებულოს პარატის უფროსი  ნანა თავდუმაძეც შეეშველა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება კარგად ხორცილედება და კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია  მაშინ, როცა  არის უწყვეტი კომუნიკაცია, აზრთა შეჯერება, როგორც დღეს მოხდა აქ,“  _თქვა ... ...
  • სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრაზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული ... ...
  • სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე ლილუაშვილის ბიძაშვილია _ ოპოზიციის ბრალდებები და უმრავლესობის განმარტებადანიშნა თუ არა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ მისი ახლო ნათესავი _ დღეს ამ თემაზე პარლამენტში კომენტარები დილიდან კეთდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, რაც მას არ აკვირვებს.  "თუ ნდობაზეა საკითხი, ვის უნდა ენდოს თუ არა ახლობელს. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანია და სანდოობის პრინციპით და დღეს საქართველოში მოქმედი ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. რა გიკვირთ? მე პირიქით გამიკვირდებოდა, რომ ღია კონკურსი გამოეცხადებინათ და მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი ჩამოეყვანა მოადგილედ," - განაცხადა რომან გოცირიძემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიგა ნიკოლეიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია და ის დიდი ხანია რაც არსებულ სისტემაში მუშაობს. "ბიძაშვილია ნამდვილად? სხვა არაფერი არ აქვს იმ ადამიანს? ანუ მე არ ვიცი ვინაა, მაგრამ მას სხვა დამსახურებები არა აქვს სამსახურში? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რამდენად ბიძაშვილია თუ არა, მე რამდენადაც ვიცი ეს პიროვნება დიდი ხანია მუშაობს ამ სისტემაში და არის გამოცდილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცი. არ ვიცი ბიძაშვილია თუ არა და ვერ გეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილია და შეიძლება არც არის, შეიძლება ნათესავია, საქართველოში ბევრი ვიღაცა ერთმანეთის ნათესავია," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...