ევროპის ჩემპიონი: "წვერი რომ არ მოვიპარსე, ნაკრებიდან ამომიღეს"

მთავარი თემა

ევროპის ჩემპიონი: "წვერი რომ არ მოვიპარსე, ნაკრებიდან ამომიღეს"

14 აგვ. 2013, 08:45:29
სპორტსმენს პრობლემები აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას შეექმნა. წულუკიძე ფიქრობს, მას რელიგიური ნიშნით დევნიან.

"მივდიოდით შეჯიბრებაზე, იქამდე "სბორები" გავიარეთ. აეროპორტში რომ მივედით, ჩვეულებრივად ჩანთა ჩავაბარე და ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც პასპორტი მივაწოდე, მითხრეს, რომ წითელ ზოლში ვარ და შეჯიბრებაზე ვერ წავიდოდი, ტრენერებმა მაშინვე ლუკა კურტანიძეს დაურეკეს. ბოლოს, ბილეთი გადავცვალეთ იმ იმედით, რომ რომ თუ პრობლემა მოგვარდებოდა, მეორე დღეს გავფრინდებოდი. მართლაც, მეორე დღეს დავურეკე კურტანიძეს, რომელმაც მითხრა, შანსი არაა, ვერ წახვალ, პრობლემა გაქვსო. რა პრობლემა მქონდა, მაგას არავინ მეუბნებოდა. არც დღეს ვიცი რა გახდა ნაკრებიდან ჩემი გამოთიშვის მიზეზი. კურტანიძემ კი მითხრა დაგეხმარები, რომ წითელი ზოლიდან ამოგშალონო, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ და ვერსად მივდივარ," _ ამბობს ფირუზ წულუკიძე "გურია ნიუსთან".

გუშინ ჭიდაობის ფედერაციამ სპორტსმენის რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტი უარყო. პრესსამსახურის უფროსის ხათუნა მიქაცაძის თქმით, წულუკიძე ტრავმის გამო ჩაანაცვლეს სათადარიგო სპორტსმენით, რომელიც ასევე მუსულმანია: "აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, თითქოს ფირუზ წულუკიძე უშიშროების სამსახურმა რელიგიური ნიშნით დაბლოკა და ჩემპიონატზე არ გაუშვა. მოჭიდავე, რომელმაც წულუკიძე ჩაანაცვლა და კიდევ ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრი, არის იგივე რელიგიური აღმსარებლობის. ყველანაირ მორალურ საზღვარს სცილდება, როცა ვიღაც ცდილობს რელიგიური თემით მანიპულირებას იმ დროს, როდესაც ისედაც დაძაბულია ამ მხრივ ვითარება. ვინმე თემურ ბახუნდარიძე თქვენს სტატიაში აცხადებს, რომ წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან. ეს რომ ასე იყოს, მაშინ მას არ ჩავანაცვლებდით მუსულმანური აღმსარებლობის სპორტსმენით _ შმაგი ბოლქვაძე, რომელიც არის მისი თანასოფლელი და მეზობელი, ასევე მუსულმანია. მუსულმანები არიან ნიკა ცეცხლაძე, ირაკლი შავაძე, ახალგაზრდული ნაკრების სულ ოთხი წევრი,"_ ამბობს ხათუნა მიქაცაძე.

ფირუზ წულუკიძე კი აცხადებს, რომ არანაირი ტრავმა არ მიუღია და თავს მშვენივრად გრძნობს: "არანაირი ტრავმა არ მქონია, ნაკრებში პირველი ნომერი ვიყავი. რაღაცა პრობლემები იყო მეორე ნომერთან დაკავშირებით და "სბორებზე" ჩამოვიდნენ კურტანიძე და კიდევ ვიღაცეები, მათ თვალწინ ვიჭიდავე და და ყველას მოვუგე სხვათაშორის. თუ ტრავმირებული ვიყავი, მაშინ აეროპორტში რატომ მიმიყვანეს, ადრე ეთქვათ. არანაირი ტრავმა არ მაქვს და მშვენივრად ვგრძნობ თავს."

სპორტსმენის თქმით, პრობლემები მას წვერის გამო შეექმნა. მწვრთნელებმა წვერის გაპარსვა რამდენჯერმე სთხოვეს, რადგან, მათი თქმით, ამას ჭიდაობის ფედერაცია ითხოვდა კატეგორიულად: "ჩემთან აქვთ პრობლემა წვერთან დაკავშირებით. ოღონდ გავეშვი ჩემპიონატზე და წვერიც კი დავიდაბლე, მაგრამ არაო, არ არის ეს საკმარისიო, უნდა მოიპარსოო. მწვრთნელებმა მთხოვეს წვერის გაპარსვა, ჭიდაობის ფედერაციიდან გვაწუხებენო, გვთხოვენო. მოკლედ, ამ წვერის გამო არსად აღარ მიშვებენ და რა უნდა ვქნა არ ვიცი. საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე თუ ვერ წავედი, მარტო საქართველოში ჭიდაობას რა მნიშვნელობა აქვს? ვაჰაბისტებთან და ტერორისტებთან კავშირში თუ მდებენ ბრალს, დამიჭრონ, ეს შეჯიბრებაზე არგაშვება რაღაა ვითომ?!"_ ამბობს წულუკიძე.

წულიკიძის მეგობარმა თემურ ბახუნდარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ კვანტალიანი რელიგიური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა: "ეს პრობლემა 1 თვეა დაიწყო _ 3-4 ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა. მე მწვრთნელი ვარ, ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ამიკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა _ მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. ფირუზიც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და აგრძელებდა აქტიურ მუსულმანობას. ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები. უთხრეს წვერი გაიპარსეო, რაზეც უპასუხა, სულ ვერ გავიპარსავ და დავიმოკლებო. დაიმოკლა კიდეც, მაგრამ მაგრამ ამათთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი,"_ ამბობს ბახუნდარიძე.




 ახალი ამბები
  • ქომუერებში (ხულოს რაიონი) სახლის დანგრევისას, უძველესი კოლხური ჭური აღმოაჩინესხულოს რაიონის სოფელ ნიგაზეულში (ქომუერებში)სახლის დანგრევისას,  ძველი ჭური იპოვეს. ადგილს,  სადაც ჭური აღმოჩნდა ქომუერები (ტოპონიმიკით)  ეწოდება. სახლის დაშლისას  ქვევრი   გატყდა. გადარჩენილი ნატეხებიდან ჩანს, რომ ჭური საკმაოდ დიდი ყოფილა და მას კოლხური ჭურებისათვის დამახასიათებელი რელიეფური ზოლები ამკობდა. _სავარაუდოდ,  იგი ეგრეთ წოდებული „გურული ჭურების“ ტიპის უნდა იყოს, _ გვატყობინებს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი გაასაჯაროვასაქართველოს გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის  ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის" ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების  და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და  არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება. ასევე გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.  ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა  კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით  ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის  ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ  ფოტოსურათზე,   რომელზეც  იკითხება  თარიღის   აღმნიშვნელი  მონაცემი - „2020 Jul 19", ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა  მარცხენა  კუთხეში  არსებული  მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან  სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან. მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22", ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა   კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით. ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე  და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში. ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google"-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline"-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google"-ის ანგარიშის „timeline"-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google"-ის ანგარიშზე. გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google"-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია "your timeline"-„თქვენი ქრონიკა", რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე. „Timeline''- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს  სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline''-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით. ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT" მიერ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია  მთლიანად  შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT"-ის მიერ დატოვებული ორი  ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ  მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა. ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის   დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება. ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet", ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography". საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც ... ...
  • შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებსშინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. ... ...
  • თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინათიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.  კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება. 2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება. კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი. მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:  Tbccapital.ge  ... ...
  • ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზე “ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატი გააკრეს“ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელიც დაბა ლაითურშია გადაღებული. “დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა  ადგილები აღარ ყოფნით, ბოლოს ისე იზამენ ,,საპირფარეშოებზეც" დააკრავენ“ - წერს ბესო ქათამაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...