"ქართული კვების კომპანიის" მესამე შანსი

მთავარი თემა

"ქართული კვების კომპანიის" მესამე შანსი

2013 აგვ 14 16:26:46
დირექტორი გიორგი როგავა აცხადებს, რომ კვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რაც სამზარეულოების განახლებას, კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას და ახალი ტენდერების გამოცხადებას გულისხმობს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე მეორედ შეიცვალა, რაც ჯარისკაცების საკვებით მოწამვლას უკავშირდება. როგორც ამბობენ, შეცდომა იყო ჯარისკაცების ნორმირებულ კვებაზე გადაყვანაც, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა. გიორგი როგავა ამბობს, რომ მომავალში მოწამვლის ფაქტები სავარაუდოდ აღარ იქნება, ნორმირებულ კვებას კი ჯარი აღარასოდეს დაუბრუნდება.

გუშინ შპს "ქართული კვების კომპანიამ" ახალი სტრატეგიული გეგმის და 25 ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ განაცხადა.

"ახალი სტრატეგიული გეგმის მთავარი ნაწილი არის ის, რომ კომპანიამ დაიწყო ელექტრონული შესყიდვის ტენდერები, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება ტენდერებით სხვადასხვა კომპანიების შერჩევა. ასევე, ყველა სასადილოში დაწყებულია სარემონტო სამუშოები, ინფრასტრუქტურის განახლება, შევისყიდეთ თანამედროვე, ახალი ინვენტარი, რომელიც რემონტების დასრულებისთანავე (სავარაუდოდ, ნოემბერში) შევიტანთ სამხედრო ნაწილებში. მოხდა სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები თვითონ ორგანიზაციაში, გადაიხედა თითოეული თანამშრომლის საქმე ინდივიდუალურად, მათ 25%-ით მოემატათ მათ ხელფასი, რაც დამეთანხმებით ცოტა არ არის. ასევე ვაპირებთ ახალი მემორანდუმის გაფორმებას სურსათის უზრუნველყოფის სამსახურთან, რათა უშუალოდ მან გააკონტროლოს საკვები პროდუქტების ხარისხიანობა. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ თითოეული ჯარისკაცი გამოვკვებოთ ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი იკვებება სახლში. მარტივი მესიჯია ძალიან," _ ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი როგავა "გურია ნიუსთან".

_ თქვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ანიჭებთ თუ არა უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქტს და რა წილი ექნება მას ჯარისკაცის მენიუში?

_ ამაზე ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, ვინაიდან გამოცხადებულია ტენდერები და უშუალოდ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ რომელი კომპანიები გამოვლინდებიან, ამის მიხედვით გადაწყდება ეს საკითხი..

_ თქვენ რა მოთხოვნები ჩადეთ სატენდერო განაცხადში _ იყო თუ არა ერთ-ერთ მოთხოვნად საქართველოში წარმოებული პროდუქტის მიწოდება?

_ ეს ყველაფერი სატენდერო სპეციფიკაციებში გაწერილი. განსაკუთრებული მოთხოვნები ვერ ჩაიდებოდა, რადგან ბაზარი არის ღია, დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპეციალურ შეზღუდვებს ამ ეტაპზე ვერ დავაწესებდით. იქ იყო კონკრეტული მოთხოვნა ხარისხზე და რასაკვირველია ფასზე.

_ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ახალი მენეჯმენტისა და გარემონტებული სამზარეულოების პირობებში ჯარისკაცების მასიური მოწამვლა მომავალში აღარ მოხდება?

_ იმედი მაქვს. ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ახალი მოსული ვარ სამსახურში და შესაბამისად, ამაზე კომენტარი თავდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა. ზუსტად მაგიტომ შეიცვალა მენეჯმენტი კომპანიაში და მაგიტომ ვდგევარ თქვენ წინაშე მე.

_ რა უჯდება თქვენს კომპანიას ერთი სამხედრო მოსამსახურის დღიური გამოკვება?

_ ეს აბსოლუტურად ღია ინფორმაციაა მაგრამ ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ. ეგ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოითხოვოთ თავდაცვის სამინისტროსგან.

"ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტის ცვლილება ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მე-3-ე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 11 სამხედრო მოსამსახურე საკვებით მოიწამლა. მინისტრმა მაშინ დამნაშავეების "თავების დაგორების" პირობა დადო

"მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები: თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება ის მოხელე, ვინც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მთლიანად შეიცვლება "ქართული კვების კომპანიის" სტრუქტურა და მენეჯმენტი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების კვებას. ჩემთვის და მთელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში, საკუთარი შვილი უზრუნველყო საკვებით. აქედან გამომდინარე, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა უკვე მიღებული," _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.

გასული წლის დეკემბერში, შპს "ქართული კვების კომპანიას" და მის ახალ ხელმძღვანელს ნინო გორგაძეს საკმაოდ ამბიციური გეგმა ჰქონდათ. გორგაძე ამბობდა, რომ ახალი მიდგომით, ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი მოწოდებული პროდუქციის ხარისხი იქნებოდა: "იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადახვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია".

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე გამოძიების შედეგები იგვიანებს

კომპანია, რომლის 100% წილის მფლობელი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტაა", წლების განმავლობაში საკვებით უზრუნველყოფდა ჯარს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა, ითქვა რომ ყოფილი ხელმძღვანელობა ჯარს უხარისხო საკვებით კვებავდა. თუმცა კომპანიამ გამოცდა მეორედაც ვერ ჩააბარა , რადგან ზაფხულში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები გამჟღავნდა. ამჯერად შპს "ქართული კვების კომპანიას" მესამედ მიეცა შანსი. სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარის კვების თემა უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს.

"ჯარის კვებასთან დაკავშირებით არაერთი ხმამაღალი განცხადება იყო გაკეთებული, როდესაც მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ ყველას თავები დაგორდებოდა, ვინც სამხედრო მოსამსახურეების კვებას უდიერად ეპყრობოდა. ასევე ყველას გვახსოვს ოპოზიციის განცხადება , რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ასოცირდებოდნენ " ქართული ოცნების" ზოგიერთ ლიდერთან. შემდეგ გვახსოვს რითიც დამთავრდა ეს პროცესი, მიუხედავად იმისა რომ ტენდერებში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, მათთან ხელშეკრულებები აღარ დაიდო და გარკვეულწილად ეს ფაქტი დაემთხვა 11 ჯარისკაცის მოწამვლას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს და გაერთიანებული შტაბის G-4 ხელმძღვანელს. მაშინ ითქვა, რომ უფლებამოსილების აღდგენა მოხდებოდა გამოძიების შედეგების მიხედვით. იმის მიუხედავად რომ გავიდა საკმარისი დრო , გამოძიების შედეგები ჩვენთვის ცნობილი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე აცხადებენ , რომ სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების კვების ხარისხი არის საკმაოდ დაბალი, უპრიანი იქნებოდა თუ თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა უფლებადამცველების, სამხედრო თემაზე მომუშავე მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტს სამხედრო ნაწილებში, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ რეალურად რით კვებავენ ჯარს," _ ამბობს აქუბარდია.

როდესაც სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლა ირანულ კვერცხს დაბრალდა, სამინისტრომ ეს ფაქტი უარყო. მათი თქმით, ჯარს ადგილობრივი წარმოების კვერცხით კვებავდნენ და ზოგადად მომავალში საქართველოში წარმოებული პროდუქტი ჯარის მენიუში წამყვან ადგილს დაიკავებდა.

"წლის ბოლომდე, ქართული ჯარის კვების მომსახურებაზე გამოყენებული საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების მთლიანი ღირებულება 45%-მდე იზრდება. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ქართული პროდუქტის ხვედრითი წილი მინიმუმ 55%-ს მიაღწევს," _ აცხადებდა 10 ივნისს თავდაცვის სამინისტრო.

როგორც "ქართული კვების კომპანიის" ახალი ხელმძღვანელი გიორგი როგავა ამბობს ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტის მოწოდებას ვერ დაავალდებულებს, რადგან ეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპეციალურ შეზღუდვის დაწესებად ჩაითვლება.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...