ვინ არის რომეო საჯაია _ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და როლანდ ახალაიას პროკურორი

მთავარი თემა

ვინ არის რომეო საჯაია _ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და როლანდ ახალაიას პროკურორი

2013 აგვ 17 16:49:57

სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისი მოწმობა პროტესტის ნიშნად ჭიშკარს მიღმა მოისროლა, _ თეა წულუკიანის და არჩილ კბილაშვილის დაკვეთებს არ შევასრულებო, თავის დაჭერასაც ვარაუდობდა და განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა...

მინდა სანამ დამაკავებენ, განცხადება გავაკეთო. იცით, რაც გაუკეთეს თენგო გუნავას _ ჩაუდეს წამალი და იარაღი. გამორიცხული არ არის, ყველას ჩაუდონ, რაღაც პროვოკაცია მოუწყონ. მინდა განვაცხადო, რომ არც სახლში და არც არსად არც წამალი მექნება და არც იარაღი.

ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი სახელი და ჩემო ოჯახის სახელი რომ არ შებღალონ, ამიტომ გეუბნებით. არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ, არც იარაღი მაქვს გაფორმებული არც კანონიერად და არც ისე, არც ვაპირებ მქონდეს, რადგან ჩემი იარაღი არის კანონი," _ გვითხრა რომეო საჯაიამ.

იყო თუ არა კანონი, როგორც „იარაღი“ რომეო საჯაიასთვის და ფიქრობდა თუ არა სხვისი ოჯახის  რეპუტაციასა და სახელზე 2007, 2008  და მომდევნო წლებში, სანამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში ჯერ გამომძიებლად, შემდეგ კი საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა?

ყოფილი პროკურორი, რომელიც როლანდ ახალაიას "მარჯვენა ხელი" იყო, სამეგრელოში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა და როგორც ჩვენს ხელთ არსებული საქმის მასალებიდან ირკვევა, "ყალბი მტკიცებულებები" და "შეკერილი საქმეები" მისთვის "უცხო ხილი" სულაც არ იყო.

"გურია ნიუსი" 2007-2008 წლებში, რომეო საჯაიას მონაწილეობით ერთი კონკრეტული საქმის მასალებს შემოგთავაზებთ, რომელიც თავად საჯაიასაც კარგად უნდა ახსოვდეს. 2008 წელს საჯაიას  "ზუგდიდვაჭრობის"  გახმაურებული საქმე  ანდეს. მაშინდელი მთავარი პროკურორის, როლანდ  ახალაიას ნდობა გაამართლა კიდეც...

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას 2008 წელს მოქალაქე გულნარა ჯინჯოლავამ განცხადებით მიმართა. განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამომძიებელ რომეო საჯაიას ეხებოდა.

"ბატონო როლანდ: უმორჩილესად გთხოვთ გამონახოთ დრო და პირადად გაეცნოთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და აქედან გამომდინარე მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბრძენის ნათქვამია - "ჯობია დარჩეს ასი დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო".
ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, თუ რა ტრაგედია დამიტრიალდა თქვენი თანამშრომლების წყალობით, როგორ გავატარე 52 დღე ჯოჯოხეთში, როგორ შემერყა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და როგორ მივედი სიკვდილის ზღვრამდე.
მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ქვეშევრდომები და ყველაზე მეტად გამომძიებელი რომეო საჯაია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე გაწვდიდათ აშკარად გამუქებულ და გაყალბებულ ინფორმაციებს. სწორედ ასე მოახერხა შეექმნა თქვენთვის ჩემი "თაღლითობის" შთაბეჭდილება.
სწორედ საჯაიამ მოახერხა ზეწოლითა და დაპატიმრების მუქარით გამოეძალა ყოფილი ბუღალტრის - ლუიზა წყაროზიასთვის ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზეც შეითითხნა ჩემთვის წაყენებული ბრალდება და ჩამსვა საპყრობილეში...“

"ენგურის" სახელით გახმაურებელი საქმის მთავარი "გმირი" და შემსრულებელი სწორედ გამომძიებელი რომეო საჯაია გახლდათ. ის მოგვიანებით, თავდადებული ერთგულებისთვის როლანდ ახალაიამ დააწინაურა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად დანიშნა.

2007 წელი. "ზუგდიდვაჭრობა". რომეო საჯაია და მოწმედ დაკითხვის თავისებურებანი...

ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - "ენგური," რომელსაც ერთ  დღეს ვიღაცამ "თვალი დაადგა" და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. მაგრამ, აღმოჩნდა რომ "ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა,  ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი "ზუგდიდვაჭრობას" ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავდა:

"ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდინებდით შენობებს, არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო?"
მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ.  ამ დროს, საქმეში გამოჩნდა "ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ "ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა აიძულებდნენ დოკუმენტაციის გაყალბებას. აღნიშნავს რომ, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და  დაპატიმრების მიზეზი.

ლუიზა წყაროზია თავის ჩვენებაში ასევე საუბრობს კრების ოქმზე, სადაც თითქოს მისი ხელმოწერა გაყალბებულია. რეალურად კი, ამ ოქმზე საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა და თეთრით შავზე აშკარად იკითხება "ფარცვანია".
საქმეში დევს ჯინჯოლავას ადვოკატის რამდენიმე შუამდგომლობა, ხელნაწერის გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც გამოძიებამ არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა რომელი დოკუმენტი აქვს გამოძიებას და სად არ აწერს ხელს ლუიზა წყაროზია?!
"იმავე წყაროზიამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას და დაპატიმრების მუქარით გამომძიებელმა აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. ამის უამრავი მოწმე არსებობს, როგორც ჩემი ახლობლების, ასევე თანამშრომლების სახით (არსებობს სხვა მასალაც)."-აღნიშნავს როლანდ ახალაისადმი მიწერილ განცხადებაში გულნარა ჯინჯოლავა."

"რომეო საჯაიამ მითხრა, _ მომეცი აღიარებთი ჩვენება და გაგათავისუფლებ"

გულნარა ჯინჯოლავას დაპატიმრების შემდეგ, მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლოში.
2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კეკენაძემ 5 წუთში, ისე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გულნარა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

როგორც გულნარა ჯინჯოლავა აცხადებდა, ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიამ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო. საჯაიამ, მოულოდნელად, ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.

ბრალდებულს გამომძიებელმა "განუმარტა" რომ თუ ის ეტყოდა სასამართლოს რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში, დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაატარა, მართლაც უთხრა სასამართლოს, რომ იგი ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა.

2007 წლის 3 დეკემბერს კეკენაძემ, ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება-გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
საინტერესოა, რატომ უთხრა გამოძიებამ უარი ჯინჯოლავას 1 დეკემბერს 10 ათასი ლარის გირაოზე და რატომ დათანხმდა 3 დეკემბერს 2 ათას ლარ გირაოს, მითუმეტეს მაშინ, რომ გამოძიება საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალდებულს სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებოდა?

გიორგი ჭიქაბერიძე, (გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატი) მაშინ ასეთ განმარტებას აკეთებდა: "თუნდაც დამნაშავე იყოს ბრალდებული გულნარა ჯინჯოლავა, მის მიერ კი ე.წ. "დანაშაულის" ჩადენიდან გასულია 10 წელი, აქედან გამომდინარე, სულ მცირე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო".

საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვა რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის - რომეო საჯაიას წერილის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა. სადაც წერია: საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრის #15 ექსპერტიზის დასკვნით 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდენილია სწორად.
გამომძიებელ საჯაიას, საბრალდებო დასკვნაში "გამორჩა" ეს დეტალი და არ წერია, რომ 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდა სწორად.
არადა, გამოძიება  სწორედ ამას ედავებოდა ჯინჯოლავას.

ნაწყვეტი გულნარა ჯინჯოლავას როლანდ ახალაი სახელზე მიწერილი განცხადებიდან: "რომეო საჯაიასთან ჩემი ბოლო შეხვდრისას მან მოითხოვა აღიარებითი ჩვენება .ე.ი. უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს მივაყენე მილიონ ლარზე მეტი თანხის ზიანი და ვიმსახურებ სასჯელს. მას იქვე განვუმარტე, მაგრამ ვერ გაიგო და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუ რატომ არ შემიძლია 60 წლის ოჯახის ქალს, შვილებისა და შვილიშვილის პატრონს, 40 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონეს, ვაღიარო "დანაშაული", რომელიც არ ჩამიდენია, ამ ქვეყნად ვიცხოვრო თაღლითის სტატუსით და რომ არაფრით დავუშვებ ჩემი მიზეზით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებმა, რომლებმაც ყველა არსებული კანონის დაცვით შეისყიდეს ჩვენი აქციები (თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია) ჩემი ცრუ ჩვენებით გაიმრუდონ ცხოვრება.

გულნარა ჯინჯოლავა: "რომეო საჯაია დაჟინებით მთხოვდა, მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული"

მაშინ, გულნარა ჯინჯოლავა,  გაუთავებელი ზეწოლების და დაპატიმრების მოლოდინის გამო, რომელსაც ის ცრუ ჩვენების მიუცემლობისთვის ყოველდღე ელოდებოდა, საქართველოდან გადაიხვეწა. მისი მოლოდინი გამართლდა. ის ძებნილად გამოაცხადეს. დღეს ის საქართველოში იმყოფება და აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.

ჩვენს არქივს შემორჩა გულნარა ჯინჯოლავას 2008 წლის კომენტარები, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა რომეო საჯაია ცრუ ჩვენებების მიცემას.

_ ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინე გამომძიებელ რომეო საჯაიას, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სახელმწიფოსთვის დამებრუნებინა კონკრეტულად ის შენობა, რომლის ნატურით გამოყოფა კანონის სრული დაცვით მოხდა მსხვილ აქციონერებზე. მე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შემეძლო, რადგან შენობა რომელსაც იგი ითხოვდა, ზუგდიდვაჭრობას არ ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში უკვე გატარებული იყო მსხვილი აქციონერების სახელზე. საჯაიას კატეგორიული მოთხოვნები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
12 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დამიბარა პროკურატურაში, დამისვა ზოგადი კითხვები და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამიყენა ბრალი, მაგრამ რაში მედებოდა ბრალი ეს პროკურატურაში კი არა, სასამართლოში მოსამართლისგან გავიგე. გამომძიებელ რომეო საჯაიას, წაყენებული ბრალის გარშემო არ დავუკითხივარ. იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალზე წარმედგინა ჩემი კონტრარგუმენტები. ერთადერთი, რითიც შემოიფარგლა, იგი დაჟინებით ითხოვდა მეღიარებინა დანაშაული.

მას შემდეგ, რაც მე, არ დავთანხმდი რომეო საჯაიას წინადადებას, სასწრაფო წესით დაასრულა გამოძიება და საქმე გადასცა სასამართლოს. საქმე დაეწერა  მოსამართლე დავით კეკენაძეს, რომელმაც 12 ოქტომბერს თვალის დაუხამხამებლად, ისე გამისტუმრა საპყრობილეში, რომ მხოლოდ საბრალდებო დასკვნის წაკითხვით შემოიფარგლა."

ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, უკვე შეიტანა საჩივარი.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ზუგდიდის ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძვრება. "ამავე მუხლით სარჩელი ზუგდიდის საოლქო პროკურატურის პროკურორ რომეო საჯაიას და მოსამართლე დავით კეკენაძის წინააღმდეგაც შევა", _ განაცხადა ნიკოლაძემ.

იძიებს თუ არა მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას ადვოკატის პროკურორობის დროინდელ საქმეებს, ამის გარკვევა დღეს პროკურატურაში ვერ მოვახერხეთ. ინფორმაცია უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ.




 ახალი ამბები
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...