ნაცემი და გაძარცვული ჟურნალისტები

მთავარი თემა

ნაცემი და გაძარცვული ჟურნალისტები

2011 მაი 26 13:13:13

_ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წიხლებით სცემს, წაართვეს ფოტო და აუდიო ტექნიკა, პირადობის და ჟურნალისტის მოწმობა, ფული, ხელიდან წააძრეს ოქროს ბეჭედი, დაუზიანეს პროფესიონალური ფოტოკამერა, რომელიც სახმარად უვარგისი გახდა; ასევე, წაართვეს მაღალი ხარისხის პირადი მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი, ფოტოკამერის მეხსიერების ამოღებისა და დამტვრევის შემდეგ, ცდილობდა, მიმდინარე მოვლენები გადაეღო.

ასევე, დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები. სამართალდამცველები მათ აკავებდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ, ართმევდნენ ვიდეო, აუდიო და ფოტოკამერებს.

როგორც"გურია ნიუსს" "მედიაკლუბის" წევრმა ნინო ზურიაშვილმა უთხრა, ის, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაიდინა, სამარცხვინო იყო: "თითქმის ყველა ჟურნალისტი, ვინც აშუქებდა მიტინგს, ჰყვება როგორ სასტიკად სცემდნენ, ართმევდნენ და უმტვრევდნენ კამერებს. ხელისუფლებამ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია იმისთვის, რომ რუსთაველის ქუჩა გაეწმინდა და აღლუმი ჩაეტარებინა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, მან გული მოიოხა რიგით მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც კარგად იმუშავეს და სათანადოდ აჩვენეს სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენების ფაქტები. ვფიქრობ, რომ ყველა დაზარალებულმა ჟურნალისტმა უნდა უჩივლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოსთხოვოს ზიანის (წართმეულ ტექნიკას ვგულისხმობ) ანაზღაურება. მე დავაყენებ ამ საკითხს მედიაკოალიციაში, რომ მხარი დავუჭიროთ მათ, რათა დაიბრუნონ თავისი კამერები," _ თქვა ნინო ზურიაშვილმა.

საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თეონა აქუბარდია გმობს იმ ძალადობას, რაც აქციის დარბევის დროს გახორციელდა:"განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის, მათთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, აპარატურის ჩამორთმევის და მეტიც, დაკავების ფაქტები. ვფიქრობ, ამ ფაქტს ადეკვატური შეფასება უნდა მისცეს, როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე თავად მედიაში მომუშავე ადამიანებმაც. გამოკვეთილად იგრძნობოდა აგრესია ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით კი ბეჭდური და ინტერნეტ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების, რომელსაც ვიდეო კამერა არ ეჭირათ ხელში. ალბათ, სახალხო დამცველი დაინტერესდება ამ ფაქტებით და შესაბამის რეაგირებას მოახდენს", _ თქვა"გურია ნიუსთან" საუბარში თეონა აქუბარდიამ.

„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია", _ ამის შესახებ განცხადება"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" გააკეთეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.

როგორც"გურია ნიუსს" ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ უთხრა, "სამართალდამცავების მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და არაპროპორციულ გამოყენებას. ამის დამადასტურებელი არა ერთი დოკუმენტია, მათ შორის უკვე გახმაურებული ვიდეოკადრი, სადაც 4 სპეცრაზმელი უმოწყალოდ სცემს უიარაღო ახალგაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ის ნებდება. ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია, მათი დაკავება, დამტვრეული ან წართმეული ფოტოკამერები _ ეს ყველაფერი უტყუარი ფაქტებია, რაც ასახავს ძალის გადამეტებას".

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ჩვენთან საუბარში მომხდარს საკუთარი ხალხის ანგარიშსწორებად აფასებს:"ღირდა ეს აღლუმი ამად? ღირდა, თუნდაც პოლიციელის სიცოცხლის ფასად? ეს იყო ანგარიშსწორება საკუთარ ხალხზე! ნინო ბურჯანაძეს, რაც არ უნდა ეთქვა, ასე უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება? უამრავი დაშავებულ. მძიმე დაზიანებებით, ანგარიშსწორება, ხელებშეკრული, ძირს დავარდნილი და დაკავებული ადამიანების უმოწყალოდ ცემა, შემდეგ კი მუხათგვერდის სასაფლაოზე დატოვება _ ეს შეიძლება სახელმწიფოს ნამოქმედარი იყოს? ხელისუფლება ასე უნდა მოქცეულიყო? არ ვარ ბურჯანაძის მხარდამჭერი და არც ამ აქციებზე მივსულვარ. მაგრამ მომხდარს ვგმობ", _ გვითხრა ცაგურიამ.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...