სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შოთა მურღულია მოინახულებს
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად წუხელ 35 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, 5 ოჯახი მდინარისგან წამოღებულმა ღორღმა დაფარა, 16 ოჯახს სერიოზული ზიანი მიადგა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და გამგეობის სამსახურები, მდგომარეობა მძიმეა.
"გურია ნიუსი" შემთხვევის ადგილზე მუშაობს და ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.