"ეს "ქართული" კი არა, "ნაციონალური ოცნებაა"

მთავარი თემა

"ეს "ქართული" კი არა, "ნაციონალური ოცნებაა"

2013 აგვ 26 14:25:25

რომლებიც კოალიციაში ახლახან გამოჩნდნენ და რომლებიც გასულ წელს ოფიციალურად წარმოადგენდნენ ნაციონალურ მოძრაობას.

 

ვემიჯნები საარჩევნო კამპანიას გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დღევანდელი კოალიცია ‘ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს კოალიციურ აზრს და არის ერთპარტიული მიმართულება, _ ამბობს გოჩა ჯიქია.

_ კოალიციაში მხოლოდ "ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებებს?

_ დიახ. ის "ქართული ოცნება", რომელსაც მე "ქართულ ოცნებას" არ ვუწოდებ. იგი "ნაციონალური ოცნებაა". მისი 80 პროცენტი იმ ხალხითაა დაკომპლექტებული, რომლებიც "ნაციონალების" წევრები და ზონდერები იყვნენ. ამას ყველა დაინახავს, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება. მე ვიყავი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საპარლამენტო არჩევნების წინ. მე, ჩემმა ოჯახმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ შტაბს წარმოადგენდნენ, ბეწვის ხიდზე გავიარეთ და გათვიცნობიერებული გვქონდა, რა გველოდა არჩევნების წაგების შემთხვევაში. ახლა კი ის ადამიანები წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას", რომლებიც ამ ხიდზე გვატარებდნენ. არავის ვაგინებ, მაგრამ შეხედონ, დააკვირდნენ და ნახავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს, ჭკუასელს, მე და შტაბის ყველა წევრს დედას გვაგინებდნენ. აი, ეს ხალხი ჩაუდგა ახლა საარჩევნო კამპანიას სათავეში და მათ უნდა მომცენ მიმართულება. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიე, რომ გავემიჯნო ამ პროცესებს. მე არ ვემიჯნები კოალიციას, რადგან ვარ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ჩოხატაურში და ჩემი პარტიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეა. ისინი კოალიციაში არიან. მაგრამ აქ კოალიციური მიმართულება არ არის და მე ნამდვილად ვერ ვითანამშრომლებ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ "ნაციონალების" "ზონდერბრიგადის" წარმომადგენლები.

_ თქვენი ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება გავრცელებულ ხმებს, რომ "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ირაკლი კუჭავასთან, რომელიც წინა პლანზე არჩევნების შემდეგ გამოჩნდა და, როგორც ამბობენ, იატაკქვეშ მუშაობდა, დაპირისპირება მოგივიდათ? ჩვენი წყარო ამბობს, რომ შელაპარაკებამ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მწვავე ხასიათი მიიღო და ამის მიზეზი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის ამბიცია გახლდათ...

_ არავითარ დაპირისპირებას _ არც ფიზიკურს და არც სიტყვიერს ადგილი არ ჰქონია. ვისაუბრეთ, კოალიციურ რეჟიში ვიყავით ერთად და არ ვიცი, საიდან მოდის ეს საუბარი. ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა, არა უშავს. რაც შეეხება შტაბს _ მე შტაბის უფროსად დავინიშნე დაახლოებით ერთი თვის წინ _ ეს კოალიციური შეთანხმება იყო. ვიყავი თბილისში და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 6 პარტიის მიერ. აქ, ფორმალურად უნდა წავრდგენილიყავი როგორც შტაბის ხელმძღვანელი, მაგრამ აქ შეიცვალა და მეც მაგას ვკითხულობ _ რატომ? ან თუ შეიცვალა რამე, საქმის კურსში ხომ უნდა ჩავეყენებინე _ რატომ, რისთვის, რა შეიძლება ჩემი საწინააღმდეგო ყოფილიყო? ვფიქრობ, რომ ერთი პარტია წყვეტს ამ ყველაფერს. მე, როგორც გოჩა ჯიქიას, კი არ მებრძვიან, ან ის კი არ არის, რომ ჯიქია ვინმეს არ მოსწონს. ჩემი აზრით, არ უნდათ "რესპუბლიკური პარტია" და მათი წევრი შტაბის ხელმძღვანელად. არც სხვა პარტიიდან სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ერთპარტიულად მიიღება.

_ "ნაციონალელ მეოცნებეებზე" საუბრისას ვის გულისხმობთ?

_ ოპოზიციურ პარტიებს ჩოხატაურში ვინ წარმოადგენს, ეს თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და გაარკვიოთ. მხოლოდ ჩოხატაურზე არ ვსაუბრობ. საერთო სიტუაციაზე ვამბობ.

_ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, მაგალითად, "მრეწველებს" ყოველთვის ჰყავდათ "ნაციონალების" კადრები საარჩევნო კომისიებში. ეს დამალული არავისთვის ყოფილა _ ამ ყველაფრის დამამტკიცებელი ათეულობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა გვაქვს. ეს ხომ არ იყო სიახლე თქვენთვის და ამის შესახებ ამდენ ხანს რატომ არ საუბრობდით? მაშინ რატომ არაფერი თქვით, როცა ეს ადამიანები თქვენს გვერდით იყვნენ?

_ დიახ, იყო ასეთი პრეცედენტები, როცა არჩევნებზე "მრეწველები" თავიანთი კვოტით "ნაციონალებს" სვამდნენ და ასე იქცეოდნენ "ლეიბორისტებიც", მაგრამ მე დღევანდელზე ვამბობ. "მრეწველებს" ჩოხატაურში პარტია არ ჰქონდა და შესაბამისად არც თავმჯდომარე ჰყავდათ. დღეს ვაფიქსირებ, რომ ვინმეს პიროვნულად არ ვედავები, გამომდინარე იქედან, რომ არ მინდა სხვა სახე მივცე, მაგრამ მოიძიეთ და ნახეთ, ვინ უნდა წარუძღვეს შტაბის მუშაობას.

_ ამ წუთს ჩვენ სოფელ ვანზომლეთის მაჟორიტარ დეპუტატზე, თემურ ხუხუნაიშვილზე ვსაუბრობთ? მისი პოლიტიკური გადაადგილებები ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის, არც ის არის უცხო, რომ სწორედ ხუხუნაიშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც სოფლის შესასვლელთან "ქართული ოცნების" აქციაზე მიმავალ ადამიანებს აფიქსირებდა და მანქანის ნომრებს იწერდა. მაშინ, ეს ვიდეოკადრები "გურია ნიუსმა" გაავრცელა. ამის შემდეგ იყო ერთი საყურადღებო ფაქტი _ არჩევნების შემდეგ, ვანზომლეთელების ნაწილმა, რომელიც ‘ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა, ღიად დაადანაშაულა მოქმედი გამგებელი ხუხუნაიშვილთან გარიგებაში. ისინი ამბობდნენ, რომ ჯინჭარაძემ სწორედ ხუხუნაიშვილთან შეთანხმებით დანიშნა სოფლის რწმუნებული. მაშინ რატომ არ გამოეხმაურეთ ამ ფაქტს? მაშინ არ იყო ეს საკითხი მნიშვნელოვანი და ახლა გახდა?

_ ძალიან კარგი იქნებოდა, გაეთვალისწინებინათ შტაბის რჩევები ამა თუ იმ პიროვნებებს.

_ გამგებელიც არ ითვალისწინებდა?

_ რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა და ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ რაღაც მომენტებში შეიძლება არა და ეს ნორმალურიცაა.

_ ასეთ შემთხვევაში?

_ მე პირდაპირ გეტყვით _ თემურ ხუხუნაიშვილის კადრი თუა იმ სოფლის გამგებელი, ეს ცუდია.

_ ამას თქვენი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ... პრემიერსაც კი გაუგზავნეს ღია წერილი.

_ ეს თუ ასეა, ძალიან ცუდი, მაგრამ გასაკვირი რა არის? დღეს თვით ხუხუნაიშვილი აღმოჩნდა კოალიციის თავში. პირდაპირ გამგებელზე ნუ მივიტანთ ამ იერიშს. არჩილ სიხარულიძე, თემურ ხუხუნაიშვილი _ ცნობილი "ნაციონალები" დღეს კოალიციის სათავეში არიან. ჩვენ მეთორმეტე საუკუნის ისტორიას ხომ არ ვიხსენებთ? სულ რამდენიმე თვის წინ იყო ეს ყველაფერი და ძალიან კარგად ხედავდა ხალხიც, თქვენც, ვინ რას აკეთებდა, ვინ სად იდგა. ეს ის ადამიანები არიან, რომელიც თუ "ნაციონალები" გაიმარჯვებდნენ იქნებოდნენ იქ; გაიმარჯვებდა სხვა _ სხვასთან წავიდოდნენ. ვეთანხმები აზრის, რომ გამარჯვებაში ძალიან დიდი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის იყო, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დადეს ამისთვის. ამათმა კი, რისკის ქვეშ მყოფი ხალხი გაწიეს გვერდზე და ჩაანაცვლეს "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებით. ეს გააკეთა სწორედ "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც თამამად შემიძლია ვუწოდო "ნაციონალური ოცნება" ჩოხატაურის მაგალითზე.

ჯიქიას თქმით, მასთან ერთად საარჩევნო პროცესს მისი გუნდის წევრებიც გაემიჯნებიან. "რესპუბლიკური პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პარტიიდან შტაბის მუშაობაში არავინ მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ კომისიის წევრებს დატოვებენ, რომლებიც სინდისიერად იმუშავებენ:

_ ჩვენ კოალიციიდან არ გავდივართ, არც კანდიდატის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ყველა მისკენ იშვერს ხელს. ამას შტაბის ხელმძღვანელობის ამბიციის გამო არ გეუბნებით. მაშინაც და ახლაც ეს თანამდებობა იყო და არის ძალიან დიდი ტვირთი, დაღლა. მარგველაშვილისკენ იშვერს ყველა ხელს, რომ მას მე არ ვუნდოდი და უნდოდა ირაკლი კუჭავა. ეს არის პიროვნულად მისი გადაწყვეტილება.

_ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი ირაკლი კუჭავას არჩევნების წინ "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებენ...

_ ნამდვილად არ ვიქნები კომპეტენტური, გითხრათ, გაურიგდა თუ არა ვინმეს კუჭავა. მე ერთი ვიცი, რომ იგი თავის აზრს არ აფიქსირებდა და ჩემთვის, როგორც შტაბის ხელმძღვანელისთვის ეს არავის Uთქვამს. შემდეგ გამოიკვეთა, რომ იგი მუშაობდა იატაკქვეშეთიდან.

_ შტაბის უფროსს არ უნდა ცოდნოდა იატაკქვეშ ვინ მუშაობდა?

_ არ ვიცოდი და რა ვქნა? მუშაობდა თუ არა, ეს განსჯის საგანია. მე ერთი ვიცი _ ადამიანი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ და რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" საკმაოდ მაღალი თანამდებობიდან წარმოადგენს, გასული წლის 21 სექტემბერს, კუჭავას სთხოვდა, რომ თუნდაც კულუარულად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია იმის შესახებ, ვისი მხარდამჭერი იყო. მისი პასუხი იყო, რომ არ დააფიქსირებდა აზრს, რომ მას ჰყავდა ოჯახი დ ა.შ. მე ეს იმდენად სანდო წყაროდან ვიცი, რომ ეს რეალურია, _ ამბობს ჯიქია.

"ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჭორია და ხმები მისი "ნაციონალებთან" გარიგების შესახებ ვიღაცის ინტერესებში შედის.

_ ბატონო ირაკლი, კოალიციის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, გოჩა ჯიქიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ემიჯნება წინასაარჩევნო კამპანიას. რას ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი?

_ ამაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ გოჩა ჯიქიას შეუძლია, მე შემიძლია, გესაუბროთ იმ პერიპეტიებზე, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება _ რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო ჩამოსული დასავლეთ საქართველოს კურატორი, ბატონი ლაშა სამხარაძე. შედგა მასთან კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე წარადგინეს რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი, გოჩა მეგრელიშვილი. მაშინ სამხარაძემ განაცხადა, რომ რაიონული შტაბის ხელმძღვანელის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. მაშინ კოალიციის რამდენიმე წევრი თვლიდა, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო გოჩას საკითხი. ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ დროზე უნდა დაინიშნოს შტაბის ხელმძღვანელი _ ეს იქნება გოჩა ჯიქია, ირაკლი კუჭავა თუ რომელიმე სხვა პიროვნება. მე მზად ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილო. ეს იყო ცალსახა პოზიცია, მათი მხრიდან კი ითქვა, რომ თუ არ იქნება გოჩა ჯიქია, ისინი შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.

_ გოჩა ჯიქიამ თქვა, რომ ის უკვე დანიშნული იყო ცენტრალური ოფისიდან შტაბის უფროსად, როცა თქვენ პირადი კონტაქტებით მოახერხეთ მარგველაშვილთან გასაუბრება და შტაბის უფროსობის ამბავიც ასე გადაწყდა. გარდა ამისა, გავრცელებულია ხმები, რომ თქვენს შორის მოხდა საკმაოდ მწვავე დაპირისპირება ამ თანამდებობის გამო და სწორედ ამან გამოიწვია ჯიქიას გამიჯვნა წინასაარჩევნო პროცესებიდან.

_ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ამას ჯიქიას დაგიდასტურებთ, ხმამაღალი საუბარიც კი არ ყოფილა ჩვენს შორის და ეს მხოლოდ ჭორია.

_ როგორც გვითხრეს, თქვენი შტაბიდან საკმაოდ ხმამაღალი საუაბრი ისმოდა ბოლო დღეებში.

_ ეს ისეთი ოთახია, ცოტა ხმამაღლა რომ ვისაუბროთ, გარეთ გამვლელს რაღაც შეიძლება ეგონოს, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას აქ ადგილი არ აქვს.

_ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ირაკლი კუჭავა არჩევნებამდე მხარს უჭერდა "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ამ საკითხზე გოჩა ჯიქიასაც ვესაუბრეთ და მან გაიხსენა ერთი კონკრეტული ფაქტი და კონკრეტულად დაასახელა თარიღი _ 21 სექტემბერი, როცა, როგორც თვითონ ამბობს, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვენ გთხოვათ, დაგეფიქსირებინა თქვენი პოზიცია, მაგრამ ამაზე უარი თქვით. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ თქვენ შიდა წრეებშიც კი არასოდეს აფიქსირებდით საკუთარ პოზიციას. ამას ადასტურებს გოჩა ჯიქიაც ჩვენთან ინტერვიუში. არის თუ არა კავშირში თქვენი კანდიდატურის გასვლა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ჯიქიას განცხადებასთან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "ოცნება" ახდა?

_ ეს არის ბლეფი. რაც შეეხება საზოგადოების ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ირაკლი კუჭავა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, საზოგადოების ასეთი ნაწილი არ არსებობს. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სპეციალურად აგორებული შავი პიარი, რომ ირაკლი კუჭავა 2004 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კი არ იყო, საერთოდ, ჩამოშორდა მას. უფრო მეტიც _ ვიყავი დევნის ქვეშ, მაგრამ ამის შესახებ არ დამიწყია ჩხივილი და კივილი.

_ თქვენ "ოცნების" გვერდითაც არ ჩანდით.

_ მე ძალიან კარგად ვჩანდი "ოცნების" გვერდით, მე არ ვიყავი შტაბის წევრი.

_ ჯიქია მაშინ შტაბის უფროსი იყო და იატაკქვეშ თუ მუშაობდით, მისთვის, როგორც შტაბის უფროსისთვის, ეს უცნობი იყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს.

_ როგორც შტაბის უფროსს, მე ჯიქიას ანგარიშს არ ჩავაბარებ _ ეს ბუნებრივია. რაც შეეხება 21 სექტემბერს _ რა თარიღზეა ლაპარაკი? როცა ოზურგეთში ჩატარდა მიტინგი, ჩვეულებრივად ვიმყოფებოდი იქ; ჩოხატაურში ჩატარდა _ აქაც ვიყავი. თუ ვიმალებოდი, მაშინ როგორ გამოვჩნდებოდი საზოგადოებაში? ამასთანავე, ჩემი სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელი ჩართული იყო ამ პროცესებში. შეგიძლიათ, ჩაბრძანდეთ და ჰკითხოთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს _ ისინი "სოკარს" ოპოზიციის ბუდედ მოიხსენიებდნენ.

_ გიქმნით თუ არა დისკომფორტს იმ ადამიანების თქვენს გუნდში ყოფნა, რომლებიც ერთი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ? ჩვენ გვაქვს უამრავი ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა, რომ ეს ადამიანები ხვდებოდნენ მოსახლეობას, ატარებდნენ აგიტაციას "ნაციონალების" სასარგებლოდ და ,როგორც ამბობენ, ფულსაც არიგებდნენ...

_ თქვენ, ალბათ, თემურ ხუხუნაიშვილზე საუბრობთ.

_ თემურ ხუხუნაიშვილს დავასახელებთ იმიტომ, რომ ჩვენ მის შესახებ ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს.

_ თემურ ხუხუნაიშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც "მრეწველებმა" გადაწყვიტეს ხუხუნაიშვილი ყოფილიყო ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მე მისი პოლიტიკური ბეგრაუნდი შევაფასე უარყოფითად. მე დისკომფორტს შემიქმნის არჩევნებში დამარცხება. კოალიციაში ექვსი სუბიექტი შედის. ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ, ვის ჩააბარონ ადგილობრივი ორგანიზაციები. იმაზე, რაზეც ვერ ვახდენ გავლენას, დროს ფუჭად არ ვკარგავ, _ განმარტავს კუჭავა.

რაც შეეხება ხუხუნაიშვილს და სიხარულიძეს, მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. მათ პოლიტიკურ წარსულზე და სამომავლო გეგმებზე შევეცდებით, შემდეგ ნომერში გიამბოთ.




 ახალი ამბები
  • "მაიძულებდა მისთვის სასქესო ორგანოზე მეკოცნა" _ მამინაცვალი 6 წლის გერზე სექსუალურად ძალადობდა6 წლის მოზარდი, რომელიც მამ​​ასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ის ბიოლოგიურმა მამამ ბელარუსიდან წამოიყვანა. არასრულწლოვანი იხსენებს აბაზანაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტსაც, როდესაც მამინაცვალი მას აიძულებდა სხვადასხვა ადგილზე შეხებოდა. 6 წლის ბიჭი კამერებთან დეტალურად აღწერს ღამეებს, როცა მოძალადე მას ცემითა და წამებით აღვიძებდა, მერე კი საათობით ოთახში კეტავდა და აშიმშილებდა.ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა. დაიწყო სასამართლო დავებიც, დედა ბელორუსიიდან შვილის დაბრუნებას ითხოვს, მამა კი მზადაა საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს, რადგან ბავშვს დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნების ეშინია.მიზეზი, რატომაც 6 წლის ბიჭი მამასთან ერთად სამართალს საქართველოში ეძებს მარტივია - ბელორუსიაში არასრულწლოვნის მამამ გამოძიებას არაერთხელ მიმართა. ითხოვდა, შვილის მძიმე ისტორია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის შვილის დაცვას საქართველოში ცდილობს.არასრულწლოვანთან ახლა ქართველი სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვს  ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც დგინდება რომ ბიჭზე სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნამდვილად ვლინდება. მიუხედავად დასკვნებისა და არასრულწლოვნის ჩვენებისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბიჭის დედასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. უფლებადამცველი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და მოსამართლეს საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.6 წლის ბიჭი ახლა ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებით მამინაცვალთან და დედასთან დააბრუნონ. ადვოკატი და სოციალური სამსახური  გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ ეს აღსრულებას არ აჩერებს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს - საქმეზე მსჯელობა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და იქამდე, სანამ დაზარალებული მხარე სიმართლეს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებს, 6 წლის ბავშვს ცხოვრების გაგრძელება იქ მოუწევს, სადაც მასზე ძალადობენ. როგორც ბავშვი "კურიერთან" ამბობს, მას დედაც ცუდად ექცეოდა, ურტყამდა და ამცირებდა, რის გამოც მასთან დაბრუნების ეშინია. წყარო : ... ...
  • დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართებაპარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კენჭისყრის დღეისთვის გადადების მიზეზი გახდა რისკი, რომელიც საარჩევნო ცვლილებების დამტკიცებას დაემუქრა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხი ამჯერადაც პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლაა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის გასაგებია მოწინააღმდეგეთა არგუმენტების ნაწილი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდი პოზიციების შეჯერებას შეძლებს. უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს და რიგ ოლქებში კანდიდატები არ წამოაყენოს.  13 ნოემბერს პლენარულ სხდომამდე მმართველი პარტიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ ... ...
  • მკვლელობა თბილისის ზღვაზე _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?