პროკურორი სოსო პავლიაშვილის მოწმედ დაბარებას არ გამორიცხავს

მთავარი თემა

პროკურორი სოსო პავლიაშვილის მოწმედ დაბარებას არ გამორიცხავს

2013 აგვ 26 20:22:24

მოკლული ბიზნესმენის დედა ლარისა ეფრემიძე აცხადებს, რომ პავლიაშვილის დის ქმარს ვახტანგ ჩხაპელიას მისი შვილის მოკვლის მიზეზი არ გქონდა: "ჩხაპელიაც ჭირისუფლებში ტრიალებდა, თან აქეთ-იქეთ რეკავდა, ისეთი კაცი მოგვიკლეს, საუკეთესო კატაფალკა გამოგვიგზავნეთო. ვახო ჩხაპელიას არ ჰქონდა ჩემი შვილი მკვლელობის მიზეზი, სხვამ გააკეთებინა. წინა ღამით მაკა პავლიაშვილმა ქმარი ციხეში გაუშვა და მეორე დილას მოსკოვში გაფრინდა. სად არის, რატომ დაგტოვა ცოლმა, რატომ არ გიდგას გვერდში? _ მიმართა მან ბრალდებულს, _ მე ვსვამ კითხვას _ ავთოს მკვლელობის შემდეგ რატომ წაიყვანა სოსო პავლიაშვილმა მშობლები და და მოსკოვში? მკვლელობის შემდეგ რატომ არ დამირეკა, არ მომისამძიმრა, თვითონ თუ ვერ ჩამოდიოდა შვილი რატომ არ გამოუშვა ნათლიის დაკრძალვაზე? ამ კითხვებზე გამცეს პასუხი," _ ამბობს ლარისა ეფრემიძე.

მოკლულის დედა სოსო პავლიაშვილის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებასაც შეეხო, სადაც ის ამბობს, რომ ავთო ადუაშვილს წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა: "თუ მოვალე არ იყო, რატომ ჩუქნიდა ჩემს შვილს ფულს? ამ დროს კი, როგორც გუშინ პროცესზე გაირკვა, პავლიაშვილის დის ოჯახი სოციალურად დაუცველებში იყო და დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდა. სოსო არც ერთ მეგობარს არ დახმარებია, ვინც დასახმარებლად ურეკავდა, ყველას უარს ეუბნებოდა _ ფინანსებზე ნუ დამელაპარაკებითო."

ლარისა ეფრემიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა დაგეგმა და ამისთვის სიძე გამოიყენა; "სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია. სოსოს ფულებით მოკლეს ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ჩხაპელიას 50 ათასი დოლარი არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ _ სოსო პავლიაშვილს ჩემი შვილის ვალი ჰქონდა და რომ არ დაებრუნებინა, მაგიტომ მომიკლა. სოსომ ორი საქმე გააკეთა _ ვახო ჩხაპელიაც მოიცილა თავიდან და ავთო ადუაშვილიც."

პროცესზე მოწმედ დაკითხულმა ბიზნესმენის ძმამ მევლუდ ადუაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ მაკა პავლიაშვილმაც იცოდა: "ვერავინ დამაჯერებს, რომ მაკა პავლიაშვილმა არ იცოდა ავთოს მკვლელობის შესახებ. მაგ ოჯახში კაცი მაკა იყო და არა ვახო. მე მივაღწევ იმას, რომ მაკას თბილისში ჩამოვიყვან. რატომ წაიყვანა სოსომ მაკა რუსეთში? იმიტომ, რომ ეშინია მაკამ პირი არ მოაღოს და სოსოზე ყველაფერი არ თქვას."

როგორც პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, მაკა პავლიაშვილი ბრალდების მოწმეთა სიაშია: "დიახ, მაკა პავლიაშვილი დასაკითხ მოწმეთა სიაშია. ის ამ საქმეზე დაკითხულია და, სხვათაშორის, გამოძიებას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა. ჩვენ ველით, რომ თუ ეს ადამიანი დაინტერესებულია სიმართლის გამორკვევით, გამოცხადდება სასამართლო პროცესზე და ჩვენებას მისცემს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მოწმის იძულებით წარმოდგენის შესახებ, როგორც კი გადავწყვეტთ, რომ მისი მოყვანა აუცილებელია სასამართლო პროცესზე, შემდგომში მოხდება მისი გამოძახება და თუ არ გამოცხადდა, ამის მერე იძულების ღონისძიებებს განვახორიციელებთ".

ავთო ადუაშვილის მკვლელობის მოტივად პროკურატურა ბიზნესთან დაკავშირებულ დავას მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. უკვე მეორე დღეა, სასამართლო მოკლული ადუაშვილისა და სოსო პავლიაშვილის ბიზნესურთიერთობებს იკვლევს _ როდის დაიწყო მათი ბიზნესურთიერთობა, ეკუთვნოდა თუ არა მოკლულს ამ ბიზნესიდან წილი და რა თანხას უგზავნიდა პავლიაშვილი ყოველთვიურად.

მკვლელობის მოტივი რომ ფულია, ამას ადუაშვილების ოჯახიც ადასტურებს. მოკლული ბიზნესმენის ძმის მევლუდ ადუაშვილის თქმით, სოსოს და ავთოს მოსკოვში საერთო ბიზნესი ჰქონდათ. 2012 წლის 24 ნოემბერს ისინი ერევანში აპირებდნენ შეხვედრას და ბიზნესის გაყოფაზე საუბარს. მისი თქმით, ადუაშვილს სურდა, რომ ბოლოს და ბოლოს ბიზნესწილი ოფიციალურად გადაეფორმებინა. 23 ნოემბერს ადუაშვილი მოკლეს. მისი ოჯახი ფიქრობს, რომ სოსო პავლიაშვილმა ამით მისი ერევანში ჩასვლა აღკვეთა _ ადუაშვილმა ბიზნესის გადაფორმება ვერ მოასწრო.

დღევანდელ პროცესზე სოსო პავლიაშვილისა და ავთო ადუაშვილის საერთო მეგობარი დავით ნიჟარაძე დაიკითხა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსკოვში მათ საერთო ბიზნესი ჰქონდათ. ნიჟარაძის თქმით, სოსო პავლიაშვილმა გარდაცვლილის კრედიტის გადახდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა რომ მკვლელობის საქმეზე მისი დის ქმარი დააპატიმრეს.

"ავთოს მკვლელობის შემდეგ ერევანში შევხვდი სოსოს. შეხვედრის ინიციატივა მისგან მოდიოდა. სოსოს სურდა ავთოს ოჯახისთვის გადამეცა, რომ ავთოსთვის რაღაც ფული ჰქონდა მიცემული. მე ვუთხარი, ოჯახი უმძიმეს დღეშია, ავთოს 180 ათასი კრედიტი დარჩა გადასახდელი. სოსო დაჯდა და დაიწყო თვლა, რა თანხა შეგროვდებოდა ავთოს მანქანების და სახლების გაყიდვით და დაიფარებოდა თუ არა ამით ვალი. ამ საუბრიდან ერთ კვირაში მისი დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია დააკავეს. სოსომ მეორე დღესვე დამირეკა და მითხრა, რომ ის გადაიხდიდა ავთოს კრედიტს და მის შვილს _ გიორგისაც ბინას უყიდდა. სოსო მას შემდეგ ყოველთვე აგზავნიდა ფულს, საბანკო გაადმორიცხვაზე უარი თქვა და ხელზე ატანდა ერთ-ერთ პიროვნებას. მაისის თვეში მან ფულის გამოგზავნა შეწყვიტა.".

მოწმის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ავთო ადუაშვილს ბიზნესურთიერთობა ჰქონდა, რაც ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა , სოსო პავლიაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი სოსო პავლიაშვილის სიმამრია, რომელსაც მომღერლის ბიზნესში ასევე აქვს ინტერესი.

პროკურორი ნინო აღლემაშვილი მოწმის სახით სოსო პავლიაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს: "დღეს მოვისმინეთ ახალი მტკიცებულებები. დღევანდელ დღემდე ეს ინფორმაცია ასე პირდაპირ არ იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ღონისძიებებს მივმართოთ და დაიკითხონ ის ადამიანები, რომლებიც მოწმეების და დაზარალებულების ჩვენებებში გაჟღერდა. მათ შორის, შესაძლოა სოსო პავლიაშვილიც იყოს."

მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა საქართველოს პროკურატურას მოსკოვში მის დასაკითხად გამომძიებლების გაგზავნა სთხოვა. მისი თქმით, ის მზადაა გამომძიებლების ტრანსპორტირების ხარჯები თავად აანაზღაუროს.




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...