მიხეილ სააკაშვილის რეზოლუცია: "სასწრაფოდ მოამზადეთ პასუხი!"

მთავარი თემა

მიხეილ სააკაშვილის რეზოლუცია: "სასწრაფოდ მოამზადეთ პასუხი!"

2013 სექ 2 18:05:56

განცხადების თანახმად, 35 ოჯახი (135 სული), ათი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით არავის დაუკმაყოფილებია და ამიტომ, თვითნებურად დაკავებული კორპუსის დაკანონებას ითხოვდა.

"2003 წლის პირველი ივლისიდან შევედით ვაკე-საბურთალოს დიდი დიღმის მე-4 მ/რ მე-13 კარკასულ კორპუსში, ვინაიდან არსებობს ქალაქ თბილისის პრემიერის 17. 09. 01 #4-28/435 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამშენებლო კოოპერატივების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები, რომელთა მშენებლობის ღირებულებაამხანაგობების მიერ 100%-ით არის დაფარული, აღიარებულია სახელმწიფო შიდა ვალად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დაუმთავრებელ შენობაში, ზემოთ ხსენებულ მისამართზე შევსახლდით დევნილები, რომელიც კარკასულ კორპუსში შენდებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის სახელით. ვინაიდან კოოპერატივების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დახარჯული და მათ მიერ შეტანილი თანხები წერილის თანახმად სახელმწიფოს შიდა ვალს წარმოადგენს, ის სახელმწიფოს მფლობელობაშია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ აფხაზეთიდან გაჭირვებულ დევნილებს და ის შენობა გავხადოთ საცხოვრებლად ვარგისიანი. შენობა არის დაუსრულებელი, კარკასულ მდგომარეობაში. არ არის შუქი, წყალი, სანტექნიკა, კარ-ფანჯარა და ა.შ. ჩვენ, ჩვენი სახსრებით როგორმე ვცდილობთ დაუსრულებელი შენობა საცხოვრებლად ვარგისიანად გავხადოთ, ქუჩაში დარჩენილებმა თავშესაფარი ვიშოვოთ აფხაზეთში დაბრუნებამდე. გვჯერა თქვენი გულისხმიერების და მხარდაჭერის. თქვენ იქით გზა არ გვაქვს მინდორში ბედის ანაბარად დარჩენილთ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვები, ომის ინვალიდები და მოხუცები ქვის იატაკზე დღე და ღამე ვათენებთ, გვჯერა თქვენი გულისხმიერების და წინასწარ მადლობას გიხდით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - აღნიშნულია წერილში.

მიხეილ სააკაშვილმა ეს წერილი განსახილველად მესამე დღეს თბილისის პრემიერის მოადგილეს გიორგი კარბელაშვილს გაუგზავნა და რეზოლუცია დაადო: "სასწრაფოდ მოამზადეთ პასუხი".

პასუხი იმ დღესვე მომზადდა. კარბელაშვილის წერილის თანახმად, რომელიც როგორც განმცხადებლებს, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეგზავნა, ამ ადამიანებს იქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ, რადგან "თვითნებურად დაკავებული კორპუსი საბინაო სამშენებლო კოოპერატივს ეკუთვნის, რომლის წევრი 72 ოჯახია და რომლებსაც სრულად აქვთ გადახდილი ბინათმშენებლობის თანხა".

"1992 წლის 9 ოქტომბრის #983 დადგენილებით, საქართველოს Mთავრობამ იკისრა ვალდებულება 1993-95 წლებში დაემთავრებინა იმ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომლებიც მთლიანად დაფარავენ მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 1997 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი “შიდა ვალის აღიარების“ შესახებ. მთავრობის მიერ ზემოთ აღნიშნული ვალდებულება აღიარებული იქნა შიდა ვალად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაწყებული მშენებლობის დამთავრება 2006 წლამდე, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ კარკასული სახლები ეკუთვნის სახელმწიფოს. აღნიშნული ბინები კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკუთრებაა, რომელთა უმეტესობა უმძიმეს საბინაო პირობებში იმყოფება.

მშენებლობის დამთავრებამდე სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებული არიან დაიცვან მშენებარე სახლები და თვითნებურად შეჭრის შემთხვევაში, იძულებულნი არიან მიმართონ ძალოვან სტრუქტურებს გამოთავისუფლების მიზნით. ზემო აღნიშნულის გამო, მოგმართავთ თხოვნით, დაუყონებლივ დაცალოთ თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი სახლი", _ წერს კარბელაშვილი.

ამ წერილის შემდეგ, სააკაშვილს აღნიშნულ კორპუსში თვითნებურად შესახლებულმა დევნილებმა ხელახალი წერილი შეუტანეს და ბინების დასაკუთრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მიხეილ სააკაშვილმა წერილს რეზოლუცია 2003 წლის 20 აგვისტოს დაადო: "გთხოვთ განიხილოთ და აღმოუჩინოთ შესაძლო დახმარება".

2003 წლის 5 ოქტომბერს, ვარდების რევოლუციამდე ორი თვით და სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს, თ. ლომაიას თბილისის პრემიერის მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმოწერილი და ბლანკიანი წერილი ეგზავნება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მთავრობის მორიგი კოლეგიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, "დაევალოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მოადგილეს ბატონ. თ. ლომაიას მოახდინოს დევნილთა ერთი ჯგუფის ჩასახლება ზემოთ აღნიშნულ მისამართზე".

ამის შემდეგ დევნილებს კორპუსში ცხოვრების საშუალება მიეცათ. რამდენიმე დღეში, სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, საზოგადოების სრული მხარდაჭერით, მათ შორის დევნილებისაც რევოლუცია მოაწყო და დაპირებებიც არ დაიშურა. მათ შორის იყო დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, აფხაზეთში დაბრუნება და ა.შ.

თუმცა, 2003 წლის 28 დეკემბერს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #03793 _ ქალაქ თბილისის მთავრობის ყალბი ტიტულიანი ფურცლის დამზადების, გამოყენების და ქალაქ თბილისის პრემიერის მოადგილის ხელმოწერის (წერილის) გაყალბების ფაქტზე.

დღემდე უცნობია, როგორ დამთავრდა საქმის ძიება. მართლაც გაყალბდა თუ არა კარბელაშვილის ხელმოწერა, თუ ეს ყველაფერს მავანს ვარდების რევოლუციის წინ დასჭირდა. კოოპერატიული ბინათმშნებელობით დაზარალებულთა ცენტრის "ერთობა" ხელმძღვანელმა, ლაშა გეგეჭკორმა მიმდინარე წლის ივლისში ამ საქმით დაინტერესება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ოფიციალურად სთხოვა. კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ გეგეჭკორის მიერ დასმული საკითხის განხილვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 8 აგვისტოს სთხოვა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, მოახდინა თუ არა პარლამენტის წერილზე რეაგირება ღარიბაშვილმა, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ _ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ უპასუხა.

შეუძლებელი აღმოჩნდა გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებაც _ ჩვენს ხელთ არსებული მისი ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.

 




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...