"გაფუჭებული ონკანის გამოსაცვლელად ტენდერი უნდა ჩატარდეს"

მთავარი თემა

"გაფუჭებული ონკანის გამოსაცვლელად ტენდერი უნდა ჩატარდეს"

6 სექ. 2013, 10:21:16

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას თხოვს: _ მერამდენედ ხდება ეს, ვეღარ დავითვალეთ. სანიაღვრე არხები გაჭედილია, წყალი ვერ გადის და როგორც კი ძლიერად გაწვიმდება, იტბორება სახლები. არც ფრინველი და არც პირუტყვი აღარ გაგვაჩნია. სანამდე უნდა ვიყოთ ასე? თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, იძულებულები ვიქნებით, აქედან გადავსახლდეთ, _ აცხადებდნენ ურეკის მაცხოვრებლები.

მათ პრობლემის მოგვარების იმედი უკვე აღარ აქვთ, დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსს" გულისტკივილს უზიარებს.

დაეხმარებიან თუ არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყალდიდობის დროს დაზარალდნენ, რა შეიცვალა ურეკელებისთვის არჩევნების შემდეგ და როდის მოგვარდება პრობლემები _ ამასთან დაკავშირებით, დაბა ურეკის რწმუნებულს ბიძინა იმნაიშვილს ვესაუბრეთ.

_ ვერ გეტყვით ზუსტად, წელს რამდენი დამსვენებელი ჩამოვიდა ურეკში. ამ სტიქიიდან და წყალდიდობიდან გამომდინარე, დამსვენებლები ისევ უკან ბრუნდებოდნენ. რაოდენობა ალბათ სეზონის ბოლოს დადგინდება., მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები რომაა, ეს ცხადია.

_ როდის ეღირსება ურეკს სასმელი წყალი?

_ სასმელი წყლის შესახებ, უკვე რამდენიმე წელია მიდის საუბარი. უკვე მეშინია ამ პრობლემის ხსენება, კიდევ არ გადაიდოს მისი მოგვარება,-მეთქი. ასეა ხოლმე _ რასაც ამბობ, ის არ კეთდება, დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაიწყება წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება და ურეკს სასმელი წყალი მალე ექნება. ჩამოვიდნენ აზიის ბანკის წარმომადგენლები, ბატონი დავით ნარმანია იყო ჩამოსული, რომელსაც ვესაუბრე ამ თემაზე და მან მომცა პირობა, რომ სექტემბრის ბოლოს ნამდვილად დაიწყება მშენებლობა.

_ ბატონო ბიძინა, ურეკში ანტისანიტარიაა, შიდა ქუჩები გადათხრილია, ყრია ნაგავი, გაჩნდა ჭაობები... ამის მოწესრიგება ვის ევალება?

_ ეს ყველაფერი წყალდიდობის ბრალია, მოუწესრიგებელი არხების გამო.

_ რამდენი ლარია გამოყოფილი ურეკში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ფარგლებში?

_ 15 000 ლარი, რომელიც მართლაც სამარცხვინოა ურეკისთვის. ამის შესახებ მე ჩემი სათქმელი ვთქვი სოფლის კრებაზეც და ოზურგეთში ვესაუბრე გამგებელს. თუ ადამიანთა რაოდენობით დგინდება სოფლებში პროექტების თანხის გამოყოფა, დაითვალონ, რამდენი მაცხოვრებელია ურეკში და რამდენი დამსვენებელი ჩამოდის ზაფხულში. სხვა სოფლებში გაცილებით მეტია გამოყოფილი, მაგალითად, 100 000 ლარია ერთ-ერთ სოფელში გამოყოფილი. მაგრამ რა ვქნათ _ რაც იყო _ იყო, ალბათ, მომავალში უკეთესობა იქნება.

_ რა უნდა გაკეთდეს 15 000 ლარით?

_ შიდა გზები და განათება მოწესრიგდეს, მოსაცდელები უნდა შეიღებოს. აწი შიდა გზების შეკეთებას რა აზრი აქვს _ ზამთარი მოდის, დამსვენებელი აღარაა.

_ ბატონო ბიძინა, როდის გაიწმინდება საწრეტი არხები, რომ ყველა გაწვიმებაზე წყალდიდობა არ იყოს?

_ ბატონი დავით ნარმანია შეგვპირდა, რომ აუცილებლად მოხდება ამ არხების გაწმენდა. არ გაწმენდილა წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ადრეც იდგა. არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ვფიქრობ, ასეთი ზარალი არ იქნებოდა. ყველა არხი უნდა გაიწმინდოს და გამოყოფილი 15 000 ლარი ეყოფა ამას?

_ ჯერ კიდევ არ დაწყებულა სოფლის პროექტების გახორციელება, როგორ ფიქრობთ, არ გვიანდება?

_ რა ვიცი აბა, რა გითხრათ? ახლა რაღად გინდა, რომ აკეთებ იმ გზას? მოხრეშვას აზრი აქვს? მე ვთქვი და ეს ბატონმა კოტე შარაშენიძემაც იცის, რომ შიდა გზები სეზონის დაწყებამდე უნდა შეკეთებულიყო, შეიძლება სხვა სოფელში მერე გააკეთო, მაგრამ აქ საკურორტო ზონაა და ეს აუცილებელია სეზონამდე მოწესრიგდეს. აუცილებელია კანალიზაციისა და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრაც.

_ გაქვთ იმედი, რომ პრობლემები გადაიჭრება?

_ იმედი კი მაქვს.

_ თქვენ უკვე 9 თვეა ხართ ურეკის რწმუნებული, რა შეიცვალა ურეკელებისთვის ან დამსვენებლებისთვის ამ პერიოდში?

_ სიმართლე რომ გითხრათ, მე მართლა მეგონა, რომ რამეს შევცვლიდი. კი არ ვამბობ, რომ მე მაგარი ვარ, არ მეგონა, რომ გასაკეთებელი არ გაკეთდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ ყოფილა. თუ არ შეიცვალა სოფლებისადმი მიდგომა, არაფერი არ გაკეთდება. ვარ რწმუნებული, მაგრამ რა ვალდებულება მაკისრია? აი, გაფუჭდა სოფელში ონკანი, უნდა ჩავიდე ოზურგეთში, დავწერო განცხადება, ჩატარდეს ტენდერი, გამოვლინდეს გამარჯვებული, რომელიც გააკეთებს ონკანს. ამდენი ხანი უნდა იცადოს მოსახლეობამ? აღარ მინდა, ბატონო, ავდექი და ვიყიდე ჩემი ფულით... ასეთი რამდენი ჩამოვთვალო. დაგვირეკავენ ოზურგეთიდან, ჩამოდით, ეს საბუთი ჩამოიტანეთ, ის საბუთი ჩამოიტანეთ და ვართ ასე,

_ და რომ ჩადიხართ და ჩაგაქვთ ეს საბუთები, რეაგირება თუ არის?

_ რეაგირებას დრო უნდა. ვერ კეთდება ისე მალე, ხალხს რომ უნდა. არის უკმაყოფილება, რომ არ კეთდება არაფერი.

_ თქვენი აზრით, რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ?

_ ნამდვილად არაფერი შეცვლილა. ზაფხულის დასაწყისშივე ვთქვი, რომ აქცენტს გავაკეთებთ მხოლოდ სისუფთავეზე, რადგან გვიანი იყო და ვერაფერს ვერ შევცვლიდით. მომავალში ვეცდებით, ყველანაირად უკეთესი სეზონი იყოს.

_ რა დახმარება გაეწია იმ ოჯახებს, რომლებიც წყალდიდობის დროს დაზარალდნენ?

_ მე, როგორც რწმუნებულს, არანაირი საშუალება არ მაქვს, რაიმე სახის დახმარება გავუწიო ამ ოჯახებს. კონკრეტულად დახმარების სახეზე ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვფლობ ინფორმაციას. მთავარი ისაა, რომ უნდა გაწმინდონ სანიაღვრე არხები, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. დაზარალებულ ოჯახებს რომ დახმარება გაეწიოს, ამისთვის უნდა შეიქმნას ზარალის დამთვლელი კომისია, ასეთი კომისია კი ჯერ არ შექმნილა. ვიცი, რომ მსგავსი კომისია შეიქმნა მაშინ, როცა მეწყერი ჩამოწვა _ ვიცი, რომ მაშინ დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევენ.

_ სტიქიის შედეგების გამოსასწორებლად თანხა თუ არის გამოყოფილი?

_ მე არ ვიცი.

_ სხვა რა პრობლემებია ურეკში?

_ პრობლემების მეტი რა არის?! მთავარი უმუშევრობაა. ახალგაზრდები მოდიან ჩემთან, მთხოვენ, რომ იქნებ, სადმე დავასაქმო თუმცა, მე რა შემიძლია?! გული გეტკინება, ისე გთხოვენ, მაგრამ ვერ ვეხმარები, თუმცა, არ სჯერათ, რომ არ შემიძლია.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...