ნიკა ჩიტაძე: "აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თითქმის შეუძლებელია"

მთავარი თემა

ნიკა ჩიტაძე: "აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თითქმის შეუძლებელია"

2013 სექ 7 16:36:20
თუმცა, როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ქართულ მხარეს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს აღიარება მოუწევს.

"რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას," _ ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არტურ ბაღდასარიანმა "Новости-Армения"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნულს მალევე უპასუხა ქართულმა მხარემ: "საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია."

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ აფხაზეთი-საქართველო-სომხეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია და ამის შესახებ ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა მზაობა. მისივე თქმით, დიდწილად რკინიგზის აღდგენა დამოკიდებული იყო რუსეთის პოზიციაზე, საქართველო კი ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებდა. რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც და პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილიც იზიარებდნენ ივანიშვილის ამ პოზიციას.

"აფხაზეთის რკინიგზა საქართველოს რკინიგზის განუყოფელი ნაწილია. ამით აფხაზეთის რეინტეგრაციის თემა უნდა დავიწყოთ. რკინიგზა შეიძლება გახდეს ხიდი პროცესის დასაწყებად", _ აცხადებდა გია ხუხაშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით კი, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის პროცესს არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური სარჩული და საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაჭრილიყო: "არ უნდა დავუშვათ, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად მხოლოდ რუსეთზე იყოს მიბმული", _ აცხადებდა პაატა ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ამით ყველა ისარგებლებდა და ეს გახდება სატრანსპორტო არტერია.

მთავრობის წევრების ეს მიდგომა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ განცხადების ავტორს წარმოდგენა არ ჰქონდა საქართველოს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებზე.

აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" სათათბიროს წევრი მამუკა აჩბა და "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაშინ ეს იქნება ერთერთი საუკეთესო შანსი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთი დავიბრუნოთ და არც კი არის საჭირო, ამას მიეცეს რაიმე პოლიტიკური დატვირთვა, რადგან დროთა განმავლობაში (ძალიან მალე), თვითონ ქართველები და აფხაზები იპოვიან ერთმანეთთან მისასვლელ გზებს და შემდგომში უკვე ბევრად უფრო ადვილი იქნება სხვა საკითხებზეც საუბარი

"რაც შეეხება რისკებს, აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ექსპერტების შეხედულებები, საკითხი ძირეულად იქნას შესწავლილი და ამ თემასთან დაკავშირებით, ზერელე, გაუაზრებელი განცხადებების გაკეთება, ნამდვილად საზიანო იქნება ქართული-აფხაზური ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის," _ უთხრა "გურია ნიუსს" აჩბამ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ სწორედ ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან, თითქმის შეუძლებელს ხდის რკინიგზის აღდგენას:

"რკინიგზის აღდგენა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, საინტერესოა, როგორ მოხდება ტვირთებისა და მგზავრთა რეგისტრაცია, რომლებიც იმოგზაურებენ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში. აფხაზური მხარე მდინარე ფსოუზე თვითონ შეამოწმებს ტვირთებს და მოითხოვს ე. წ. აფხაზეთის მონაკვეთზე მოხდეს განბაჟება. აფხაზური/რუსული მხარე არ დათანხმდება, რომ ქართველი მესაზღვრეები მდინარე ფსოუსთან განთავსდნენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მდინარე ენგურთან განთავსება, ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს ვაღიარებთ.

თუ ისე მოხდა, როგორც საქართველომ წამოაყენა პირობა, ანუ რუსეთი გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ხოლო ტვირთები შვეიცარულმა კომპანიამ აღეწეროს, მაშინ კიდევ შესაძლოა..." _ ამბობს ჩიტაძე.

მისივე თქმით, გარდა გეოპოლიტიკური პრობლემებისა, რკინიგზის აღდგენა სამართლებრივ პრობლემებსაც შექმნის: "როცა აფხაზეთის გავლით საქართველოში მგზავრი შემოვა, აფხაზური მხარე მას პასპორტში შტამპს ჩაურტყამს. ეს კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა," _ განმარტავს ჩიტაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

პოლოტოლოგი გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავს, თუკი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანის გავლით მოხდება, რადგან ამ შემთხვევაში ქართველ მესაზღვრეებს შეეძლებათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განთავსდნენ და ასე მოახდინონ მგზავრებისა და ტვირთების რეგისტრაცია: "მხოლოდ ეს შეგვიძლია რუსულ მხარეს შევთავაზოთ. რაც შეეხება რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენას, ეს თითქმის შეუძლებელია. სომხეთს ეს სურს, მაგრამ რეალობა სხვაა," -_ მიიჩნევს ჩიტაძე.




 ახალი ამბები
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...