საჯარო სამსახურებში საეჭვო შტატების დაშვება დაიწყო

მთავარი თემა

საჯარო სამსახურებში საეჭვო შტატების დაშვება დაიწყო

2013 სექ 9 15:01:54
რომ წინასაარჩევნოდ მისი ხელმძღვანელობით მოხდებოდა ახალი შტატების შექმნა და ისედაც გაბერილი საშტატო ერთეულები, უფრო გამრავლდებოდა. დავით დარჩიამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ჭორი და სიცრუე უწოდა ამ ფაქტს. თუმცა, არ გასულა რამდენიმე დღე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მართლაც დაუშვეს ახალი შტატი, სადაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით დარჩიამ თავისი ნათესავი დაანიშნინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანალოგიური მოხდება სხვა სოფლებშიც. ასევე, რამდენიმე წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ციხიდან ახალგამოსული ზოგი პირს ავალებენ, არჩევნებზე "ოცნების" სასარგებლოდ იმუშაოს.

ჩვენ ვეწვიეთ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით დარჩიას და ამ თემებზე ვესაუბრეთ:

_ ბატონო დავით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ საარჩევნოდ საჯარო სამსახურებში ახალ შტატებს ამატებენ. ასე აკეთებდნენ "ნაციონალებიც" წინასაარჩევნოდ. იგივეს იმეორებთ თქვენც, "ქართული ოცნებაც"? დაგისახელებთ კონკრეტულ მაგალითს _ სოფელ ჭანიეთში დაუშვეს სპეციალისტის შტატი, სადაც თქვენი ნათესავი მერაბ ბერაძე დასაქმდა. ახლახან ეს იუარეთ "გურია ნიუსთან", ინფორმაცია კი დადასტურდა...

_ ის ჩემი ნათესავი არაა. ისე, როგორ არ ვიცნობ, მაგის მამას ვიცნობდი, მამაჩემთან მუშაობდა. ეს ადამიანი, ვიცი, ერთი თვეა, დანიშნულია. ტყუილი და ჭორია, რომ საარჩევნოდ "ქართული ოცნება" შტატებს ამატებს და ბიუჯეტიდან რაიმე სახის ზედმეტი თანხა გავა. მე გულწრფელად გეტყვით, გადავამოწმებ და დავაზუსტებ. თუ ეს დადასტურდება, მერწმუნეთ, რომ უმკაცრესად დაისჯება, ვინც ეს გააკეთა. საარჩევნოდ რომელიმე სოფელში რაიმე შტატის დამატება კატეგორიულად დაუშვებელია.

_ მაგალითად, სოფელ გურიანთაში დაამატეს რწმუნებულის თანაშემწის შტატი, რომელიც მალე შეუდგება მუშაობას. ასევეა მელექედურშიც. წყარო გვეუბნება, რომ ჭანიეთში თქვენი ნათესავისთვის დააშვებინეთ სამთვიანი შტატი. სამსახური ყველას უნდა, ბატონო დავით, და მხოლოდ თქვენი საახლობლო წრისთვის შეიძლება შტატების დაშვება?

_ მე გულწრფელად გეტყვით, რომ არაფერი ვიცი, რა ხდება სოფლებში. ჩემთვის სამწუხაროდ, მე ნათესავი არ მყავს ოზურგეთში. მე არასდროს უკან არ წავიღებ ჩემს ნათქვამს _ თუ ვინმე იტყვის, რომ დავით დარჩიას ნათესავი ვარო, ეს იქნება ტყუილი.

_ ბატონო დავით, კარგად ვიცით, არჩევნების შემდეგ როგორ ზეწოლას ახდენდნენ სოფელ ჭანიეთის რწმუნებულზე დათო მჟავანაძეზე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა და მის ადგილზე თქვენი ახლობელი მერაბ ბერაძე დანიშნულიყო. ამის შესახებ თქვენ იყავით საქმის კურსში, უშუალოდ თქვენ დაიბარეთ დათო მჟავანაძე და მოსთხოვეთ, განცხადება დაეწერა. თუმცა, მან ეს არ გააკეთა და ახლა ბერაძისთვის დაუშვეს შტატი.

_ მე ვერ უარვყოფ იმას, რომ მერაბ ბერაძეს ვიცნობ. მამამისი იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი, ძალიან კარგი ადამიანი, დადებითი პიროვნება. რა თქმა უნდა, ვიცნობ მერაბ ბერაძესაც, გვქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა. მერაბ ბერაძე იყო კოალიციის წევრი, ჩვენი მხარდამჭერი. აქედან გამომდინარე, გვინდოდა, რომ რაღაც სამსახური ჰქონოდა. ნეტავ, ყველა ჩემი ახლობელი იყოს სამსახურში _ რაა ამაში ცუდი?

_ ხან უარყოფთ, ხან ადასტურებთ ამ ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენმა წყარომ შეგვატყობინა, რომ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად გყავთ ჩართული ციხიდან ამნისტიით გამოსული ე. წ. "ქურდული ავტორიტეტები", ხდება საქმეების გარჩევა არჩევნებთან დაკავშირებით.

_ ნამდვილად არ არის ასეთი ფაქტები, ტყუილია.

_ მაგალითად, სოფელ გურიანთაში...

_ არაა სიმართლე, აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი. თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება, მე პირობას ვიძლევი, რომ "გურია ნიუსის" საშუალებით გავავრცელებ განცხადებას და დავტოვებ "ქართული ოცნების" შტაბის თავმჯდომარეობას, _ გვითხრა დარჩიამ.

ჩვენ დავუკავშირდით სოფელ ჭანიეთის რწმუნებულს დავით მჟავანაძეს. მან გვითხრა, რომ მერაბ ბერაძე სამთვიანი ხელშეკრულებით, თანაშემწედ დანიშნეს 1 სექტემბრიდან.

ვესაუბრეთ მერაბ ბერაძესაც. მან დაადასტურა, რომ 2 სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას და ერთი თვის წინ, როგორც ამას დავით დარჩია ამტკიცებდა.

_ ბატონო მერაბ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნოდ სოფლებში იგეგმება შტატების დამატება. თქვენზე ამბობენ, რომ დავით დარჩიას კანდიდატურა ხართ და მან დაგნიშნათ ამ თანამდებობაზე.

_ საერთოდ არ მქონია მასთან შეხება. რაიონში ყველა ერთმანეთს იცნობს. აქ ერთხელ იყო ამოსული და მაშინ ვესაუბრე.

_ აბა, რატომ დაუშვეს შტატი თქვენთვის?

_ მარტო ჩემთვის დაუშვეს?

_ სხვებზეც ამბობენ და იმათაც ვკითხავთ. ახლა თქვენ გეკითხებით.

_ ქვეყანა უმუშევარია და მითხრეს, რომ დამნიშნავდნენ ორი თვით.

_ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ გინდოდათ გამგებლობა და მჟავანაძეზე ზეწოლას ახორციელებდით.

_ ვერავინ იტყვის, რომ მივედი მჟავანაძესთან ან დარჩიასთან და გამგებლის ადგილი მოვითხოვე. შეიძლება, კოალიციიდან მოდიოდა ასეთი რამ. მე თვითონ "თავისუფალი დემოკრატების " წევრი ვარ, _ გვითხრა მერაბ ბერაძემ.

წყაროს ინფორმაციითვე, რომ ორშაბათიდან კიდევ იგეგმება ახალი შტატების დაშვება. "გურია ნიუსი" იმუშავებს ამ თემაზე და მკითხველს ობიექტური ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით.




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...