მოქმედი მოსამართლეები თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ ხელფასის შენარჩუნებას ითხოვენ

მთავარი თემა

მოქმედი მოსამართლეები თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ ხელფასის შენარჩუნებას ითხოვენ

2013 სექ 9 18:20:25
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ცდილობს, ეს ნორმა მოქმედ მოსამართლეებზეც გაავრცელოს და არაერთი განცხადებითა თუ ღია წერილით მიმართავს ხელისუფლებას.

იუსტიციის მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს. თეა წულუკიანი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დღეს მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა გამორიცხულია: "ის პირები, რომლებიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ გახდებიან მოსამართლეები, უნდა დაინიშნონ უვადოდ. უვადოდ დანიშვნის ეს კონსტიტუციური წესი არ ეხებათ ამჟამად მოქმედ მოსამართლეებს. ეს არ არის ვინმეს მოგონილი, ეს უკვე წერია კონსტიტუციაში. ძალიან მტკივნეული საკითხია ამჟამინდელი მოსამართლეებისთვის და მათი ხელმძღვანელისთვის, შეეხებათ თუ არა უვადოდ დანიშვნის წესი მოქმედ მოსამართლეებს. მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კონსტიტუცია ამას არ ამბობს _ დღეს მოქმედ მოსამართლეებს მოუწევთ დაასრულონ დროებითი ვადა და შემდეგ თუ მოუნდებათ მოსამართლეობა, შემოიტანონ განცხადება. ყველას მოუწევს კონკურსი გაიაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში," _ ამბობს იუსტიციის მინისტრი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებს ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი ნაწილი კატეგორიულად ითხოვს უვადოდ გადანიშვნას, მეორე კი თანახმაა, 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, მაგრამ გარკვეული პირობით.

მოსამართლე მაია ბაქრაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეთა ასოციაცია მალე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საკუთარ პირობებს წამოაყენებს: "მოსამართლეთა ასოციაციაში ამის თაობაზე არ გვაქვს ერთი აზრი. ამაზე ჩვენ ჩამოვყალიბდებით და საჯარო განცხადებას გავაკეთებთ, უბრალოდ, ასოციაციისთვის მთავარია მოსამართლეებისთვის სოციალური გარანტიების შენარჩუნება და ვადის ამოწურვის შემდეგ ხელფასის დანიშვნა. მოქმედ კანონმდებლობას ჩვენ ასე განვმარტავთ, რომ კონსტიტუციური კანონი, რომელიც მალე შევა ძალაში, მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას არ ითვალისწინებს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ამ კანონს ესაჭიროება შეცვლა და მხოლოდ ორგანული კანონით ვერ დარეგულირდება ეს საკითხი. რადგან ასეთი ჩანაწერი არსებობს, ჩვენ გვინდა დავიცვათ იმ მოსამართლეთა ინტერესები, რომელთა უვადო დანიშვნა, ფაქტობრივად, მოქმედი კანონმდებლობით არ ხერხდება. იმისთვის, რომ გავათანაბროთ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების უფლებები იმ მოსამართლეების უფლებებთან, რომლებზეც ეს არ გავრცელდება, ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლეებს საპენსიო ასაკამდე უნდა მიეცეთ ანაზღაურება, ასე ვთქვათ, კომპენსაცია, რაც მიახლოებული იქნება მოსამართლის ხელფასთან."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ არც მოქმედი და არც ახლადდანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება: "როდესაც ბატონი კუბლაშვილი ამას ითხოვს, გასაგებია. ალბათ, მას გააჩნია თავისი არგუმენტაცია და მოტივაციაც. ეს მას წარმოაჩენს, როგორც სასამართლო კორპუსზე მეტად მზრუნველ ხელმძღვანელს. მას აქვს ასეთი ხედვა და ეს მისთვის მომგებიანია, რომ მოსამართლეთა მხარდაჭერა მოიპოვოს. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ცოტა ფართოდ ვუყურებ ამ საკითხს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ისე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ავტორიტეტი გაიზრდება თუ არა რაღაც განცხადებების შედეგად."

აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციის იმ ნორმასთან დაკავშირებითაც, რომელიც ამბობს, რომ უვადოდ დანიშვნამდე, შესაძლებელია ახალ მოსამართლეს გამოსაცდელი ვადა დაუწესდეს. იუსტიციის მინისტრი ამ ვადას სამი წლით განსაზღვრავს, რაც, მისი თქმით, მომავალში შეცდომების ალბათობას შეამცირებს: "ჩვენი რეფორმით შემოთავაზებულია, რომ ახალ მოსამართლეებს დაუწესდეთ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რადგან მათ აჩვენონ საქართველოს მოსახლეობას, რომ არიან პირუთვნელნი და ღირსნი, ატარონ მოსამართლის მანტია. ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. გვეუბნებიან, რომ თუ მოსამართლეს დავუწესებთ გამოსაცდელ ვადას, მაშინ ის თავს იგრძნობს ვალდებულად, რომ ასიამოვნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქმეზე ნაკლებად იზრუნებს. ამ მოსაზრებას აქვს გონივრული საფუძვლები, მაგრამ მეორე მხარეს რაც დევს, ის უფრო წონადია. მეორე მხარეს დევს ის, რომ თუ მოსამართლე მაშინვე იქნება დანიშნული მუდმივად, ჩვენ, შეიძლება, ძალიან ვინანოთ რომელიმე მათგანთან დაკავშირებით. ამიტომ სჯობს, ალბათ, და ეს ასეა მიღებული დასავლეთის არა ერთ ქვეყანაში, რომ გამოსაცდელი ვადა მიეცეთ მათ და ამ ვადის პერიოდში მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი გარეშე ზეწოლისგან, რათა წარმოაჩინონ მოსამართლისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაგალითი, რომ მერე გახდნენ სამუდამო მოსამართლეები".

მოსამართლე მაია ბაქრაძე მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესება მოსამართლის საქმიანობას ჩრდილს აყენებს: "გამოსაცდელი ვადა გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. თვითონ პროცესის მხარეებსაც ექმნებათ გარკვეული უნდობლობა იმ მოსამართლის მიმართ, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული იუსტიციის საბჭოზე და ცდილობს მოიპოვოს მისი სიმპათიები იმიტომ, რომ იქნეს დანიშნული. ამავდროულად კონსტიტუციამ დაუშვა ეს ჩანაწერი და დასავლეთში, კერძოდ გერმანიაში არის ასეთი პრაქტიკა. ამაზე ასოციაციის ერთიან პოზიციას ვერ გეტყვით, თუმცა მე, როგორც ერთი მოსამართლე, მივიჩნევ, რომ არ არის აუცილებელი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უვადო დანიშვნის საკითხი და უკვე ვადიან დანიშვნებზე საუბრობს ხელისუფლება."

შალვა შავგულიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაში საფრთხეს ხედავს. ის ამბობს, რომ ამით სასამართლო სისტემაში ახალი სისხლის მოძრაობა შეფერხდება და მივიღებთ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავს მოხუცების ინსტიტუტს; "ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით, რადგან არ მოხდეს სასამართლო კორპუსის ახალი სისხლის შემატების ნაკლებობა. დღევანდელ ჩვენ რეალობაში ნაკლები იქნება ისეთი შემთხვევები, რომ მოქმედ მოსამართლეს, რომელიც უვადოდაა დანიშნული, გაუჩნდეს სურვილი სხვა სფეროში გააგრძელოს საქმიანობა და გაათავისუფლოს თანამდებობა, გამომდინარე იქედან რომ მოსამართლეს აქვს მაღალი ხელფასი და მყარი სოციალური გარანტიები. ამით მივიღებთ იმ სურათს, რომ მოსამართლეები საპენსიო ასაკამდე არ დატოვებენ თანამდებობებს, რაც სერიოზულ პრობლემებს გააჩენს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის და ცხოვრების განვითარების დინამიკას ჩამორჩება სასამართლო კორპუსი და მივიღებთ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავს მოხუცებით დაკომპლექტებულ ინსტიტუტს".

მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო, მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს _ პირველ რიგში, ის სასამართლოების თავმჯდომარეების უფლებების შეზღუდვას და რიგითი მოსამართლის როლის გაძლიერებას გულისხმობს.




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს