პოლოტოლოგები თანხმდებიან, რომ მარგველაშვილის შანსები მცირდება

მთავარი თემა

პოლოტოლოგები თანხმდებიან, რომ მარგველაშვილის შანსები მცირდება

2013 სექ 11 14:12:42

როგორც ივანიშვილი ამბობს, იგი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირაში წავა. თუმცა, მან ისიც განაცხადა, რომ თუ მარგველაშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, იგი უფრო მალე დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას.

პოლიტოლოგები პრემიერის ამ განცხადებებს უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი მესიჯები ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევს, რამაც, საბოლოოდ, შესაძლოა, მარგველაშვილის არა მეორე ტურში გამარჯვება არამედ, პირველივე ტურში დამარცხებაც განაპირობოს.

პოლიტოლოგი ნინო ლაპიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ხშირ განცხადებებს წასვლასთან დაკავშირებით ამომრჩეველში დაბნეულობა შემოაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, მიუხედავად არა ერთი პრობლემისა და დარტყმისა ერთიანობას ინარჩუნებს, ეს კი ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებს ზრდის.

"ზოგადად მივეჩვიეთ, რომ ამ პოლიტიკური გუნდის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები კეთდება. ის ფაქტი, რომ უნდა წასულიყო, მის მიერ გაკეთებულ წერილებში თავიდანვე გაცხადებული იყო, მაგრამ ამომრჩეველში შეინიშნებოდა იმედები, რომ ეს მხოლოდ განცხადებაა, ის შემდგომ გააკეთებდა განმარტებებს, როგორც სჩვევია ხოლმე და დარჩებოდა. ცხადია, ეს იმოქმედებს ამომრჩეველზე და უკვე იმოქმედა. რადგან მათ ზუსტად იციან, რომ ხმა მისცეს ივანიშვილს და არა ბესელიას, ხიდაშელს ან უსუფაშვილს, რადგან ისინი ურეიტინგო პოლიტიკურ გაერთიანებებს წარმოადგენენ, რომლებიც ბარიერის გადალახვას ვერასდროს ახერხებდნენ.

მეორეს მხრივ, "ქართული ოცნება" ძალიან კარგად იყენებს კოჰაბიტაციის არგუმენტს და ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს კოჰაბიტაციაში ცხოვრება, მათ ვერ შეძლეს ქვეყნის წინ წაყვანა, დაპირებების შესრულება. ესაა კარგი არგუმენტი, რომ გულუბრყვილო ამომრჩეველი დაარწმუნონ უუნარონი კი არ არიან, არამედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უშლით ხელს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ყველაფერი შეიცვლება. არიან ამომრჩევლები, რომლებიც ამას არ დაიჯერებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ამომრჩეველთა ის კატეგორიაც, რომელთაც ასეთი ტიპის არგუმენტების სჯერათ.

ხშირი განცხადებები, რომ ივანიშვილი წავა, თავისთავად ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომელსაც ამომრჩეველში დაბნეულობა შემოაქვს. ამომრჩეველი ხედავს, რომ ნაცმოძრაობა არის ნამდვილად შეკრული გუნდი, რომელმაც შეძლო, მძიმე დარტყმების მიუხედავად, არ დაეკარგა ჰომოგენურობა, ისინი დარჩნენ ერთად. რა თქმა უნდა, ეს ერთიანობა არის ძლიერების გარანტია და ამის გარდა ნაცმოძრაობას აქვს კიდევ ორი კოზირი: 1. შეცდომების მიუხედავად მათ შეძლებს ქვეყნის წინსვლა, და ახლა, როდესაც ქვეყანა ემოციებიდან გამოვიდა, ეს უფრო შესამჩნევი გახდა; 2. ქვეყნის ეკონომიკა არის ჩამოშლის პირას და არანაირი პროგრესი არ გვაქვს. აი, ამით აქვს შანსები ნაცმოძრაობის კანდიდატს და თუ ისინი სწორად გამოიყენებენ ამ თავის კოზირებს, მაშინ შეძლებენ წარმატებას მიაღწიონ," _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ლაპიაშვილი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც იზიარებს იმ აზრს, რომ პრემიერის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ხშირი განცხადებები ამომრჩეველს აბნევს და დასძენს, რომ ივანიშვილი "თავს არ იკლავს მარგველაშვილის მხარდასაჭერად".

"ასეთი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა, ამომრჩეველში დეზორიენტაციას იწვევს, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში, რადგან იმ პერიოდში, როცა ივანიშვილი მიდის და ამავდროულად ლაპარაკობს, რომ დღეს თუ ხვალ უნდა გააცხადოს, ვინ იქნება ახალი პრემირ-მინისტრი, თან ყველამ იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მერე, პრემიერს ექნება ძირითადი უფლებები, ცოტა არ იყოს, მისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩრდილში დგება. სწორედ ამიტომ არის, რომ ის არ ასახელებს კონკრეტულად, ვინ იქნება პრემიერი.

პრემიერის მხრიდან ამომრჩეველთან ცუდი ურთიერთობის კიდევ ერთი ჟესტი უნდა აღინიშნოს: ის ულტიმატუმით ესაუბრა ამომრჩეველს - თუ არ აირჩევთ, მარგველაშვილს მივდივარ. მაგრამ ის ხომ ისედაც მიდის? არ შეიძლება ამომრჩეველთან ულტიმატუმის ენით საუბარი _ მათ არჩევნის უფლება აქვთ. ასეთი მესიჯები მარგველაშვილის კამპანიას არ წაადგება.

თუ დავაკვირდებით, ივანიშვილი თავსაც არ იკლავს მარგველაშვილის მხარდასაჭერად. თუ არ იაქტიურა პირადად ივანიშვილმა, შეიძლება მას გაუჭირდეს, რადგან მისი რეიტინგი ყველამ იცის და ეს არაა საკმარისი გამარჯვებისთვის. ამით შესაძლოა არათუ მეორე ტურში, პირველ ტურშიც ვერ გავიდეს.

რატომ არ არის პრემიერი მისი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული, ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. პირველი _ ის არა თუ საარჩევნო კამპანიაში, არამედ ზოგადად მთავრობის მუშაობაში არ იღებს მონაწილეობას; მეორე _ არც ნინო ბურჯანაძის მიმართაა ცუდად განწყობილი. თუმცა, ამ ეტაპზე ამის მყარი საფუძველი არ არსებობს. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს თვითდაჯერებულობა. ანუ, იმდენად სჯერა მას თავისი გამარჯვების რომ... " _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კაკაჩია.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...