"კვირა არ გავა, ძარცვა და ქუჩური გარჩევები რომ არ იყოს"

მთავარი თემა

"კვირა არ გავა, ძარცვა და ქუჩური გარჩევები რომ არ იყოს"

16 სექ. 2013, 22:38:52
და პოლიციასთან პრეტენზია არ აქვს. პოლიცია იმუქრება, ახლა ჩამთავრდეს არჩევნები და მერე გიჩვენებთო..." _ ამბობს ერთ-ერთი წალენჯიხელი, რომელმაც "გურია ნიუსს" ინფორმაცია ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა.

"წალენჯიხაში სამი კვირის წინ, შაბათ ღამით, ზემო ფაბრიკის დასახლებაში, 5 ოჯახი გაიქურდა. ტელევიზორები და სხვადასხვა ტექნიკა წაიღეს. ასევე, საოჯახო ნივთებიც. თქვეს, რომ ნაქურდალი გალში გადაიტანეს. როგორც ვიცი, პოლიციაში არც ერთ ოჯახს არ განუცხადებია გაქურდვის შესახებ. პოლიციასთან არც ერთი ფორმით არ უნდათ თანამშრომლობა, რადგან წალენჯიხის პოლიცია ფაშისტურ გესტაპოსთან ასოცირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს, მთელ საქართველოში ყველაზე სასტიკი პოლიცია წალენჯიხასა და ზუგდიდში იყო. ახლა ესენი ("ქართული ოცნება". ავტ.), რომ მოვიდნენ, ცოტა დამშვიდდნენ, მაგრამ მაინც ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც აკეთებდნენ.

პოლიციაში ისევ ის კადრებია, რომლებიც ადამიანებს აუბედურებდნენ. ეს ფაქტები არ გამოძიებულა და არც ერთ წალენჯიხელს არ უჩივლია პოლიციისთვის. იმიტომ, რომ არ სჯერათ იმისი, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალა, რადგან ისევ ის კადრები არიან ძალოვნებში, რომლებიც იყვნენ. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც," _ ამბობს წყარო.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წალენჯიხელთან გადაამოწმა, რომლებიც ინტერვიუზე მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდნენ. როგორც ისინი ამბობენ, პოლიციის მიერ ადამიანების მანქანით გატაცებისა და ცემის ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ. ამასთან, წალენჯიხელები აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რაიონში ძარცვა-დაყაჩაღების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირებულია, მაგრამ ამისათვის არავინ ისჯება.

"ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, კვირა არ გავა, რომ ძარცვა და ქუჩური გარჩევები არ იყოს. ასე, 2 თვის წინ იყო შემთხვევა, როცა ციხიდან გამოსული კაცი შურისძიების მიზნით, მეზობელს თავს დაესხა და დაჭრა. ეძებდნენ, მაგრამ ამ დრომდე არ დაუკავებიათ. დაახლოებით სამი თვის წინ კი წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში სკოლა და წალენჯიხაში ბანკი გაძარცვეს _ "ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან კომპიუტერები წაიღეს და როგორც ვიცი, ამისთვისაც არავინ დაუჭერიათ. გუშინწინ ჩემს მეზობელს "ნოუთბუქი" მოპარეს. ბავშვის ოთახში ჰქონდათ და ღამით ისე ააცალეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო," _ ამბობს "გურია ნიუსთან" წალენჯიხის რაიონის მკვიდრი.

"ღამე გარეთ გასვლის უკვე გვეშინია. არჩევნების მერე, აქაოდა, ჩვენი დრო მოვიდაო და ყოველი შელაპარაკება გარჩევებით მთავრდება. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი გარჩევის დროს, ბიჭს თავში ბოკალი ჩაარტყეს. 11 ნაკერი დაადეს. ბიჭებმა თქვეს, პოლიციამ რომ გაიგო, მადლობა გვითხრა, მაგ ტიპებს ვერაფერს ვუხერხებდით და ღირსები არიანო.

იმის შემდეგ, რაც ამდენი პატიმარი გამოვიდა, ყაჩაღობებიც ძალიან გახშირებულია, მაგრამ არავინ არ აცხადებს პოლიციაში. რისთვის განვაცხადოთ, მაინც არავის იჭერენ და რა აზრი აქვს. თან რომ ვიჩივლოთ, გაიგებენ და შეიძლება უარესი დაგვმართონ," _ ამბობს კიდევ ერთი წალენჯიხელი.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ "დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველანაირმა დანაშაულმა დაიკლო".

"ეს ინფორმაცია გასაჯაროებული გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ მონაცემებს გაეცნოს.

თუკი მსგავსი ფაქტები ხდება, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოსახლეობამ არა ჟურნალისტებს, არამედ შესაბამისი რაიონის პოლიციის განყოფილებას უნდა მიმართოს, რომ საქმეს მსვლელობა მიეცეს," _ განუცხადეს "გურია ნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • "ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს" _ გახარიახანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. „ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ. „შინ, როდესაც საქართველოშიო ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი. შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი – ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი ... ...
  • "ბატონი რომანი მთავაზობდა, ისე მიმეტოვებინა ჩემი მოქალაქეები, როგორც მათ მიატოვეს" _ პრემიერიბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომელიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი. „დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო  არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ  ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილის თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს. დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. „რა თქმა უნდა, პრობლემა არის, მაგრამ როცა საუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბავშვთა სიღარიბე, მინდა, შეგახსენოთ შეადარეთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს და მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ ბავშვთა მდგომარეობა იყო უარესი და დღეს ბავშვთა მდგომარეობა არის უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია. ტერმინი - შიმშილობის გამო ბავშვები საქართველოში იღუპებიან - არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა ის, რომ ქვეყანაში შიმშილობაა, რასაც ყოველდღიურად აგონებთ ტყუილს საზოგადოებას, რომ ისინი დაძაბოთ, ისპეკულიროთ და ამით მიიღოთ პოლიტიკური სარგებელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. „პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული და უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა - შობადობის დაფინანსების პროგრამა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა. „ეს იმ კრიზისულ რეგიონებში და ასეთი შვიდი რეგიონია, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას და ეს პრობლემა დაწყებულია სწორედ იმ პერიოდში, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ასევე, დავიწყეთ ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - რომელიც პროგრამულად აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ანუ ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ ჩანასახშივე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შემდეგ, ქვეყანაში შემცირდა აბორტების რიცხვი. „აბორტების რიცხვის პიკური მაჩვენებელი იყო თქვენი ხელისუფლების პერიოდში - 2012 წელს, როცა დაფიქსირდა ქვეყანაში თითქმის ორმოცი ათასი მხოლოდ რეგისტრირებულ აბორტი და სხვათა შორის, ამ პროგრამებით, რაც ჩამოვთვალე, დღეს მნიშვნელოვნად არის აბორტების რიცხვი შემცირებული და ის 2019 წლის მონაცემებით 27 ათასია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოიღო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, სადაც კვების რაციონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და წელიწადში ბავშვებზე სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, მხოლოდ კვებაზე, დაახლოებით 56 მილიონი ... ...
  • სამტრედიელი მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენსამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნა. დილიდანვე შესრულდა რეისები ქალაქიდან სოფლების მიმართულებით. შპს ,,მოგზაურის" დირექტორის, ჯონი სტურუას განმარტებით, თითქმის ყველა სოფელში შევიდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, გარდა ერთი-ორი მაღალმთიანი სოფლისა. ,,მოსახლეობა ამ ფაქტს სიხარულით შეხვდა. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ. არ მალავენ, რომ მგზავრობის ღირებულების არ გაძვირებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ვთხოვე მძღოლებს, ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაეწიათ ანგარიში ისედაც დაზარალებული სოფლის მოსახლეობისთვის. დღეს მგზავრთა მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ამდენად ცალკეულ მიმართულებებზე 4 მანქანის ნაცვლად 2 გამოვიყვანეთ." 29 მაისიდან სამტრედიაში მუშაობა განაახლა შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენ არც დაბა კულაშის და არც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსტების ... ...
  • ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდებაჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს. გარდა ამისა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და დაცული უნდა იყოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?