რამდენიმე ფაქტი 26 მაისს განვითარებული მოვლენებიდან

მთავარი თემა

რამდენიმე ფაქტი 26 მაისს განვითარებული მოვლენებიდან

2011 ივნ 2 10:46:18
ისტორია I

"თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი იქნა 2 მამაკაცის გვამი. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან," _ ეს ოფიციალური განცხადება შს სამინისტრომ 27 მაისის დილას გააკეთა. მათვე გაავრცელეს კადრები, სადაც კრიმინალისტების სამუშაო პროცესია ასახული, თუმცა, გვამები საზოგადოებისთვის არ უჩვენებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს 26 მაისის დარბევის თვითმხილველი რეზო რეხვიაშვილი. მან ბავშობის მეგობარი ნიკა კვინტრაძე ჯერ პროზექტურაში, შემდეგ კი 26 მაისის დარბევის კადრებში ამოიცნო. ამ ფოტოზე 49 წლის კვინტრაძე, სხვა დაკავებულებთან ერთად, ასფალტზე პირქვე წევს.

ასფალტზე სახის დაყრდნობით ჩანს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, ხელები კი ზურგს უკან ბორკილებით აქვს შეკრული. ფოტოზე მასთან ერთად ბორკილებდადებული და დასისხლიანებული თხუთმეტამდე მამაკაცია გამოსახული.

ამის მიუხედავად, სამართალდამცველები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ნიკა კვინტრაძის ცხედარი მეტრო თავისუფლებასთან მდებარე მაღაზიის თავზე 27 მაისს იპოვეს.

რეზო რეხვიაშვილი: _ როგორ უნდა დაღუპულიყო დენით?! ერთად ვიდექით ფურცელაძის ქუჩის კუთხესთან. როცა შემოტევა დაიწყეს, ნელ-ნელა წამოვედით, კიბეებზე გვინდოდა ასვლა, მაგრამ სპეცრაზმი დაგვხვდა და ტყვიები დაგვიშინეს. გაზის გამო, იქ მხედველობა ნულის ტოლი იყო. ერთი ის მახსოვს, რომ ნიკას დავუყვირე _ სად ხარ,-მეთქი. დამიძახა _ აუ, ბიჭო, ვეღარ ვსუნთქავო. იქიდან გაქცევის შანსი არ არსებობდა. მერე აღარაფერი მახსოვს და აღარც ნიკა მინახავს, არც "კაპეზეში" და არც სხვაგან. მე ვადასტურებ, რომ ის აქციაზე იყო. მარტო მე კი არა, ამას ბევრი დაადასტურებს.

როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის, მათ შორის სამართალდამცველებისათვის, ამ ფოტოს ისტორია უცნობი იყო მინიმუმ მანამ, სანამ ძალოვნები საკუთარ ვერსიას გაახმიანებდნენ. როგორ მოხვდა სპეცრაზმელების მიერ დაკავებული და ბორკილებდადებული კვინტრაძე მაღაზიის თავზე, ძიებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პროზექტურაში ამბობენ, რომ ვიდრე ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ, კვინტრაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

რა მოხდა რეალურად, როგორ აღმოჩნდა ბორკილდადებული კვინტრაძე უშიშროების ყოფილი სამინისტროს მოსაზღვრედ მდებარე მაღაზიის თავზე, უცნობია. ეს შენობა და ტერიტორია ახლა შსს-ს დაქვემდებარებაშია.

26 მაისის აქციის სასტიკი დარბევიდან რამდენიმე საათში, მიხეილ სააკაშვილმა დარბევის ადგილზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. პერიმეტრი უსაფრთხოების სამსახურების მიერ, ტრადიციისამებრ, საგულდაგულოდ შემოწმდა. ამიტომ, გამორიცხულია სპეცსამსახურის თანამშრომლებს ამ ადგილზე ცხედრები (მაღაზიის სახურავზე, კვინტრაძესთან ერთად, სულიკო ასათიანის ცხედარი იპოვეს) არ შეენიშნათ. სამართალდამცველებს არ გაუციათ პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა მაღაზიის თავზე აქციისას სპეცრაზმელების მიერ დაკავებული ნიკა კვინტრაძე, რომელიც სავარაუდოდ, მთავარ სამმართველოში ასობით სხვა მომიტინგესთან ერთად ყვითელი ავტობუსით გადაიყვანეს.

მაღაზიის სახურავზე მოხვედრა, რომელზეც გვამები იპოვეს მხოლოდ ღობეზე აძრომითაა შესაძლებელი, რაც ბორკილებდადებულისთვის შეუძლებელია _ ღობის სიგრძე 4 მეტრს აღემატება.

სხვა შემთხვევაში, ბორკილებდადებული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი ღობის მეორე მხრიდან უნდა გადმომძვრალიყვნენ, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროულად ეკუთვნის. ახლობლები ამბობენ, რომ ცხედარს ბორკილები მაშინაც ეკეთა, როდესაც ამ ადგილას იპოვეს.

ვიდრე სამართალდამცველები კვინტრაძისა და ასათიანის დაღუპვის შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ და 26 მაისის აქციასთან მათ კავშირს სწავლობენ, სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტები, ხელისუფლების მიერ მართულ ნაციონალურ არხებზე, შსს-ს წინასწარ ვერსიას ამყარებენ.

ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოები, რომელიც "კვირის რეპორტაჟმა" პროზექტურაში, 27 მაისს ღამის 11 საათზე გადაიღო, დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა შეაფასა. ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ცხედარს გვამური ლაქები ჯერ კიდევ არ აქვს კარგად განვითარებული და ის დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია. თუ დამოუკიდებელ ექსპერტს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ნიკა კვინტრაძე 27 მაისს, საღამოს საათებში დაიღუპა და დილით, როდესაც სამართალდამცველთა ვერსიით მისი ცხედრის იპოვეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

დამოუკიდებელი ექსპერტი იმ დაზიანებებზეც საუბრობს, რომელიც "კვირის რეპორტაჟის" კამერამ კვინტრაძის ცხედარზე, მხოლოდ თავის არეში, ყელზე და მარცხენა მკლავზე დააფიქსირა. უცნობია ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები სხეულის სხვა ადგილას.

ნიკა კვინტრაძის დაზიანებული გვამის ნახვის შემდეგ, მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა. ახლა კვინტრაძეებში 2 მიცვალებული ასვენია. ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარს გაურბიან. კამერის მიღმა კი ამბობენ, რომ ნიკა ცემით მოკლეს და მამამისიც 26 მაისის მსხვერპლია.

როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, კვინტრაძეები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერიდან არიან. ჩვენ კომენტარისთვის საჭამიასერის მაჟორიტარ დეპუტატს, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, _ გვითხრა ხუნდაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარისთვის რომ სიტუაცია უფრო გასაგები ყოფილიყო, ხელებშეკრული კვინტრაძის ფოტო სამსახურში ჩავუტანეთ და იმ კადრებსაც ვაყურებინეთ, რომელიც "კვირის რეპორტაჟის" კამერამ დააფიქსირა. მოვასმენინეთ კვინტრაძის მეგობრის, რეზო რეხვიაშვილის კომენტარიც და 26 მაისს განვითარებული მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

_ ჩემი აზრით სამოქალაქო დაპირისპირება ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო. ამით იმის თქმა მსურს, რომ მიტინგების ორგანიზატორები წინასწარ განსაზღვრულ პროვოკაციაზე არ უნდა წასულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ კადრები, როცა მათ მერიის წარმომადგენელმა დაშლისკენ მოუწოდა. მათ რუსთაველზე მხოლოდ 12 საათამდე ჰქონდათ ყოფნის უფლება და შემდეგ აუცილებლად უნდა დაშლილიყვნენ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მომიტინგეები ამ ფორმით _ ცემით, შეურაცხყოფით და მსხვერპლით უნდა დაეშალა?

_ მიტინგის დაშლის შესახებ კანონი არსებობს. დაშლისთვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ _ წყალს, გაზს, ხელკეტს. თუ რამე კანონგარეშე მოხდა, შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, რადგან იქ არ ვყოფილვარ.

_ შსს ვერსიით, ნიკა კვინტრაძის ცხედარი, რომელიც ჩოხატაურელია, მაღაზიის სახურავზე დენის დარტყმის შედეგად გაჩნდა. თქვენ ნახეთ ფოტო, რომელზედაც ხელებშეკრული კვინტრაძე სპეცრაზმს ჰყავს დაკავებული. ლოგიკურად და ფაქტებითაც ცხადია, რომ ხელებშეკრული ადამიანი, ოთხმეტრიან ღობეს ვერ გადაახტებოდა და სახურავზე ვერ მოხვდებოდა...

_ მე მაგ მოქალაქეს არ ვიცნობდი. სურათზე სახეც არ ჩანს. რაც შეხება მისი მეგობრის კომენტარს, არც ეს არის ჩემთვის სარწმუნო. ყველაფერი გამოძიების დასადგენია.

_ ბატონო ანტონ, ჩოხატაურში 26 მაისი ზეიმით აღნიშნეთ მაშინ, როცა, ამავე დილის გამთენიისას, ადამიანები დაიღუპნენ... მათთვის წუთიერი დუმილითაც კი არ გიციათ პატივი და დღესასწაულს აღნიშნავდით... ესეც მიღებულ ფორმად მიგაჩნიათ?

_ 26 მაისს დაგეგმილი იყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები და ეს არც უნდა გადაგვედო. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობდა.

_ 26 მაისს, დილის 9 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი გამართა და 2 გარდაცვლილის, მათ შორის, პოლიციელის გარდაცვალების შესახებ გააკეთა განცხადება... შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია თქვენთვის სარწმუნო არ არის?

_ ჩემთვის ზუსტი ინფორმაცია არ იყო ცნობილი. გვიან გავიგე დაზუსტებული ინფორმაცია. მე, პირადად, ბრიფინგი არ მინახავს.

_ 3 შვილის მამა ბრძანდებით და ხალხის ბედიც გაბარიათ; თქვენი შვილი რომ იქ ყოფილიყო, თუნდაც სრულიად შემთხვევით (და ასეთები ბევრნი იყვნენ!), მისთვის რომ გზა არ გაეხსნათ და ასე მოქცეოდნენ, მაშინაც გვეტყოდით ეს "ფორმა" და "წესიაო"?

_ ყველამ უნდ გაიგოს _ ჩემმა შვილმა და სხვისმა შვილმაც, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და გვყავს უამრავი მტერი, რომელსაც არ სურს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამ მხრივ უამრავი პრობლემა არსებობს. ამიტომ, ნებისმიერი პროტესტის ფორმა არ უნდა ასხამდეს მტრის წისქვილზე წყალს. არსებობს აქციის მშვიდობიანი ფორმები, რომლის გამოყენება კანონის ფარგლებში შეიძლება.

_ ის დასაშვებია როგორც ხელისუფლება ხალხს მოექცა? მსხვერპლი და ასობით დაზარალებული ადამიანი დასაშვებია?

_ წინასწარ ისე არ უნდა მიმართო, რომ შენს მოქმედებას მსხვერპლი მოჰყვეს, _ გვითხრა ხუნდაძემ.

ისტორია II

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულიკო ასათიანის ცხედარი, ნიკა კვინტრაძესთან ერთად, მაღაზიის სახურავზე იპოვეს. პროზექტურის თანამშრომლების თქმით კი, ასათიანის გვამი არა 26 მაისს მომხდარი დარბევის ადგილიდან, არამედ მცხეთიდან ჩამოიტანეს.

ასათიანიც, თვითმხილველთა თქმით, სპეცრაზმელების მსხვერპლი გახდა. ვანელი სულიკო ასათიანის შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილი გორგასლის ორდენით დააჯილდოვა და ორდენი პირადად გადასცა აწ უკვე გარდაცვლილ სულიკო ასათიანს.

ომში რუსების მიერ დახვრეტილი ბიჭის მამა, სულიკო ასათიანი "სახალხო კრების" აქციების გამო ჩამოვიდა თბილისში და 26 მაისის ღამეს, რამდენიმე ნაცნობთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აპროტესტებდა. ახლობლების თქმით, ასათიანს თავი აქვს დაჩეჩქვილი და დაზიანებები სხეულზეც აღენიშნება.

პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას, სულიკო ასათიანის ნაცნობი, რომლის ვინაობა შეგნებულად არ სახელდება, ასეთ რამეს ჰყვება: "არ მოველოდით, რომ ასე სასტიკად გაგვისწორდებოდნენ, გაქცევაც ვერ მოვასწარით. ისე გამეტებით გვირტყამდნენ ხელჯოხებს, რომ სულიკოს თავი გაუჩეჩქვეს. ის მიწაზე ეგდო და ხელბორკილი ედო, თუმცა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ, იგი თვალთახედვიდან დავკარგე და ამის შემდეგ ცოცხალი არ მინახავს. როგორც ჩანს, დასისხლიანებულმა მაინც მოახერხა გაქცევა, მაგრამ სახურავზე როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. შესაძლოა, იქ თავად სპეცრაზმელებმა აიყვანეს და დააგდეს, რადგან თავი ისე ჰქონდა გახეთქილი, ალბათ, სისხლისგანაც დაიცალა. პირადად მე, მხუთავი გაზი რომ გაუშვეს, გონება დავკარგე და გონზე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოვედი. საავადმყოფო პრაქტიკულად გადავსებული იყო დაშავებულებით და ათას რამეს ჰყვებოდნენ. ხალხმა ბოლომდე არ იცის იქ რაც ხდებოდა. რამდენიმე დაზარალებულისგან მოვისმინე, როგორ აყენებდნენ წაქცეულ ადამიანებს შეურაცხყოფას _ სპეცრაზმელები წაქცეულებს ჯერ სცემდნენ და შემდეგ თავზე აშარდავდნენ, მაგრამ ხმამაღლა ვინ იტყვის დამაშარდესო?! ბოლოს, ყველა, ვისაც სიარული შეეძლო, ფეხზე წამოაყენეს და ხელბორკილდადებულები რუსთაველზე ჩაატარეს. ეს საშინელება იყო."

ისტორია III, IV,V და...

აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის გიორგი მალაზონია პოლიციელებმა 26 მაისის ღამეს სცემეს. გონებადაკარგულ შვილს დედა გადაეფარა _ დაზიანებები თამარ ჯობავამაც მიიღო. დედა-შვილი ერთმანეთს თავისუფლების მეტროსთან დააშორეს. მოგვიანებით დაპატიმრებულმა თამარ ჯობავამ სასტიკად ნაცემი შვილი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში შემთხვევით ნახა. დარბევიდან დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, ის დედასთან ერთად დაკარგულთა სიაში იყო.

დაკარგულთა სიაში იყო სენაკელი აბესალომ ჯალაღონიაც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის დააკავეს და ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებულთა შორისაა ყოფილი რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე. ის სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გადაღებულ დარბევის კადრებში ორჯერ მოხვდა. ჩანს, რომ დაკავებისას, დუმბაძე საღ-სალამათია და თავისუფლად გადაადგილდება. ამჟამად კი, თელავის იზოლატორში იმყოფება და სასტიკადაა ნაწამები. დუმბაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არ გამორიცხავს, მხედველობა დაკარგოს.

ბესო ტაბატაძემ კი მარცხენა თვალი დამოუკიდებლობის ღამეს დაკარგა. ის უპარტიოა. ამბობს, რომ აქციაზე იმ უსამართლობას აპროტესტებდა, რაც ქვეყანაში სუფევს. დარბევის დროს რეზინის 8 ტყვია მოხვდა. პირველი _ თვალში, დამიზნებით 6 მეტრიდან.

ბესო ტაბატაძე: _ გაჩხაკუნების ხმა კი გავიგონე და მესროლეს პირდაპირ სახეში. ვიგრძენი, როგორ გასკდა ჩემი თვალის გუგა.

გასულ კვირაში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა აქციის დარბევის შემდეგ დაკარგულთა სია წარმოადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარალელურად, დაკავებულთა 105-კაციანი სია გამოაქვეყნა. დაპატიმრებულთა სიებზე სახალხო დამცველის აპარატიც მუშაობდა, ომბუდსმენის სიაში, სამართალდამცველებისგან განსხვავებით, დაპატიმრებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. დღემდე ეძებენ დაკარგულებს, რომლებიც დაპატიმრებულთა სიაში არ აღმოჩნდნენ. 26 მაისის შემდეგ ჩვენ სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ _ იქ, სადაც აქციაზე დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ ადამიანებს, მოგვიანებით მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილებს პოულობენ!




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...