გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია

მთავარი თემა

გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია

2013 სექ 19 19:18:10

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტი, კოალიციის ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" აქტივისტები ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა. შეხვედრა ახალგაზრდებმა გახსნეს, საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მათმა წარმომადგენელმა ოთარ აბესაძემ მოუწოდა.

სპორტის სასახლის სცენიდან საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სიტყვა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ მიმოიხილა განვლილი წლები და ახალი ხელისუფლების განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. ძირითადი აქცენტები კი საკუთარ პროგრამის პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარების მომავალ გეგმებს დაუთმო.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ახალი ამოცანების და გამოწვევების წინაშე დგას, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები კი დემოკრატიის ტრადიციად უნდა იქცეს.

ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა, რისთვისაც მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შექმნა, არსებული პოტენციალის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიური ჩართვა. მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება სრულიად ახალი დასაქმების ეკონომიკა.

განათლება და მეცნიერება

სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების, როგორც კონსტიტუციური უფლების დაცვას. ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელებას და შექმნის აკადემიური თავისუფლების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს და მექანიზმებს.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურია. მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციულ მედიცინაზე.

დემოკრატია

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები. აუცილებელია მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველობის, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

თვითმმართველობა

თვითმმართველობის რეფორმის არსია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია, მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. ადგილობრივი მმართველობები ავტონომიურნი უნდა იყვნენ ცენტრისაგან და, ამავე დროს, - ანგარიშვალდებულნი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.

პოლიტიკური პარტიები

კოალიციის გამარჯვებამ საქართველოში დაასრულა ერთპარტიული მმართველობა და სათავე დაუდო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის განვითარებას.

სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იქნება სამოქალაქო ინიციატივების, ინსტიტუტების ავტონომიურობის გარანტი. პრეზიდენტის ვალდებულებაა, იმოქმედოს მოქალაქეთა თავისუფლების უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის მთელი პოლიტიკური გავლენა ჩააყენოს მოქალაქეთა სამსახურში, უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება, იშრომონ საკუთარი ხედვებისა და ღირებულებების შესაბამისად.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები უნივერსალური და საყოველთაოა. დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია, ყოველი ადამიანის უფლებები ერთნაირად დაიცვას. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია.

ბიზნესი

ჩვენ დავიწყეთ და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნა და ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება; მომსახურებაზე, სამუშაო ძალასა და კაპიტალზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გავრცელების ხელშეწყობა; ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტებია.

სასამართლო

სასამართლოს დეპოლიტიზაციამ, როგორც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის ზრდა, ასევე საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენა უნდა განაპირობოს. მოსამართლეები რეალურად უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი სახის კონტროლისაგან, და არ უნდა ცნობდნენ სხვა ავტორიტეტს, გარდა კანონისა და სამართლიანობისა. ამ მიზნისათვის, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები ხელისუფლების სამივე შტოს მონაწილეობით;

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანაა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.

უნდა მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის და ეფექტიანობის მუდმივი ზრდა, ნებისმიერი თანამედროვე საფრთხებთან და გამოწვევასთან გასამკლავებლად.

საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები

აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, საერთაშორისო და რეგიონალურ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტივობის ზრდის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, დეოკუპაციას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენას.

აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო.

საერთაშორისო თანამეგობრობაში ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრება

ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან. საქართველო პოლიტიკურად უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონალური თანამშრომლობა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უმნიშნელოვანესი სტიმულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის; პრიორიტეტულია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარნიორების ქარტიის ფარგლებში ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარკებების დაწყება; საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპას და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგის და თანხმობის ადგილად. ასევე აქტუალურია თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკის, სატრანსპორტო და სავაჭრო სფეროებში; შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებთან რეგიონალური თანამშრომლობა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში.

ეკლესია

საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმების – კონკორდატის მეშვეობით. პრეზიდენტი იქნება მისი დაცვის გარანტი.

კულტურა

სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანებია, ერთი მხრივ – არსებულის დაცვის, შენახვის, პოპულარიზაციის, კულტურულ ფასეულობათა გავრცელების, ადამიანთა კულტურული ცნობიერების ამაღლების, და მეორე მხრივ – კულტურის უწყვეტი განვითარების, შემოქმედებითი შრომის პირობათა უზრუნველყოფა.

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, კულტურული, რელიგიური სიჭრელე ამოუწურავი რესურსია მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული სივრცის ფორმირებისათვის, ადამიანებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისათვის.

ქართული ენა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება იმ სფეროების წარმომადგენლებით, რომლებსაც საგანგებო ყურადღება სჭირდება. ესაა ბიზნესი, ფერმერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სტუდენტობა, ემიგრანტები და ა.შ. რაც განაპირობებს პრეზიდენტის მუდმივ ჩართულობას საზოგადოების პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად.

• პრეზიდენტი იქნება თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.

• პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება მოხდება დაბალანსებულად.

• პრეზიდენტი ჩაერთვება ქვეყანაში საგარეო ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციის შექმნაში

• პრეზიდენტი იქნება მთავრობისა და პარლამენტის პარტნიორი და ამ თანამშრომლობის ძირითადი აქცენტი იქნება საზოგადოების ჩართულობაზე.

• საქართველოს პრეზიდენტი იზრუნებს საერთაშორისო არენაზე მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

(R)




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს