შსს-ს რეიდების დაკანონება სურს?

მთავარი თემა

შსს-ს რეიდების დაკანონება სურს?

2013 სექ 25 17:44:36

შეგახსენებთ, რომ ცვლილებათა პაკეტის ავტორი შს სამინისტროა და პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით შევარდნაძისეული რეიდები აღდგება.

"აღმოჩნდა, რომ სამართლიანობის აღდგენის მომენტი, ნაწილობრივ ნიშნავს შევარდნაძის ეპოქისეული რეიდების აღდგენის პროცესს. რამდენად ლიბერალურს, დემოკრატიულს და თავისუფალს ხდის ჩვენს ქვეყანას ის ფაქტი, რომ პოლიციას ნებისმიერ დროს შეეძლება მოქალაქის გაჩერება და გაჩხრეკვა, ამის ანალიზი მოსახლეობისთვის მიმინდვია," _ განაცხადა თევდორაძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით პოლიციის ძალიან ბევრი ფუნქცია შემოდის, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა.

"ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ხედავს კანონპროექტის ინიციატორი და ამ შემთხვევაში შს სამინისტრო საკუთარ როლს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში და მეორე - როგორ უყურებს ის საკუთარ საზოგადოებას.

ამ კანონპროექტის მიხედვით ჩანს, პოლიციას მიაჩნია, რომ კრიმინალის შემცირების მიზნით, რეპრესიული ხასიათის პრევენციული მოქმედებები უნდა განახორციელოს.

კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში პოლიციელს შეუძლია შეზღუდოს ჩემი, როგორც მოქალაქის თავისუფლება და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ზემოქმედება, როგორიცაა გამოკითხვა, შეჩერება, დაბარება, ზედაპირეული დათვალიერება და ა.შ.

კანონით პოლიციას აქამდეც შეეძლო შეეჩერებინე, მაგრამ ეს იყო ერთადერთი. ახლა ამას სხვა რამდენიმე ფუნქცია ემატება. ეს წარმოადგენს მკვეთრ ჩარევას ჩემს, როგორც მოქალაქის თავისუფლებაში," _ ამბობს მენაბდე.

ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტიდან ჩანს შს სამინისტროს ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.

"ჩვენ გვაქვს პრეზუმცია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი უდანაშაულოა, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელმწიფო ენდობა საკუთარ მოქალაქეებს, მიაჩნია, რომ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებენ, რომ ისინი პრინციპში კანონმორჩილნი და კეთილსინდისიერნი არიან.

შემოწმების მორალი კი ისაა, რომ ყველა ადამიანი პოტენციური საფრთხის შემცველი და კრიმინალია, ადამიანები თავისუფლებას ბოროტად იყენებენ და ჩვენი მოქალაქეები არ არიან კეთილსინდისიერნი. ამიტომ, პოლიციელს სჭირდება მეტი რეპრესიული ფუნქცია, რათა ნეგატიურად ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოქალაქეებისაგან მომდინარე საფრთხე გააუვნებელყოს. ანუ ყველა ადამიანი პოტენციური საფრთხის შემცველია, სანამ მას პოლიციელი არ გაჩხრეკს და არ დარწმუნდება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს," _ აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას შეუძლია პრევენციული უსაფრთხოების ოპერაცია უფრო მასშტაბურად ჩაატაროს და მთელ ქალაქში მოაწყოს რეიდები, "როგორც რამდენიმე კვირის წინ უკანონოდ გააკეთა". ახლა კი, მისი თქმით, სამინისტროს რეიდების დაკანონება სურს.

"სამინისტროს სურს არა ინდივიდუალიზებული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს საკუთარი ძალისხმევა, არამედ ზოგად და ამორფულ საფრთხეს ებრძოლოს. მართალია, ეს მიდგომა ეფექტური იქნება - ვნახეთ, რომ იმ რეიდის დროს ბევრი უკანონო იარაღი, ნარკოტიკი და ა.შ. ამოიღო. თუმცა, მნიშნელოვანია, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნონ - რამდენი შემოწმდა და პროცენტულად რამდენს აღმოაჩნდა უკანონო ნივთი. შესაძლოა, 10 პროცენტს. ბუნებრივია, კითხვა ჩნდება - რამდენად ღირს ამ 10 პროცენტის გასაუვნებელყოფად 90 პროცენტის უფლებების შელახვა?!

სამინისტრომ უფრო მეტად უნდა შეიწუხოს თავი, მეტი იმუშაოს და საფრთხის იდენტიფიკაცია და კონკრეტიზაცია უნდა მოახდინოს და ოპერატიული ღონისძიებები მხოლოდ ამის შემდეგ გაატაროს. ბუნებრივია, მთელ ქვეყანას თუ გაჩხრეკს, ბევრ უკანონო იარაღს ამოიღებს, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნება," _ უთხრა "გურია ნიუსს" ვახუშტი მენაბდემ და დასძინა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე ორგანიზაციამ პარლამენტს რეკომენდაციები და მოსაზრებები გაუგზავნა. თუმცა, მიიჩნევს, რომ მათ დღევანდელი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს.

საპირისპიროს აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, "ვინც ამბობს, რომ რეიდები კანონდება, როგორც ჩანს არც მოქმედი კანონი და არც აღნიშნული კანონპროეტი არ წაუკითხავს. თორემ ნახავდა, რომ რეიდების განხორციელების უფლება დღეს შსს ისედაც აქვს".

"დღეს შევარდნაძისეული გაცილებით მძიმე პოლიციის კანონი გვაქვს, რომელიც მოქალაქეს დაუცველს სტოვებს და მასში ძალიან ბევრი ხარვეზია. ახალი პროექტით კი, პოლიციის უფლება-მოვალეობების თვალსაზრისით მიდგომა მთლიანად იცვლება და ერთიან სისტემაში ექცევა ის რეგულაციები, რომლითაც პოლიციელი უნდა ხელმძღვანელობდეს.

ძირითადი ფუნქცია, დანაშაულის პრევენციაა და შემდეგ კანონდარღვევებზე რეაგირება. ცენზი, რომელიც არსებობდა, რომ 35 წლის ზემოთ პოლიციაში არავინ არ უნდა მიეღოთ, ეს იხსნება და ასეთი შეზღუდვა აღარ იქნება, რაც კარგი და დემოკრატიულია," _ აღნიშნავს ბესელია.

მისივე თქმით, ტერმინი "გონივრული ეჭვი" უქმდება და შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და სხვა ტიპის მოქმედებები, რომელიც "პრევენციისთვისაა აუცილებელი, არა თვითნებურად, არამედ საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოხდება".

"ეს კანონპროექტში ძალიან დახვეწილად და გასაგებად წერია. მთლიანობაში ეს არის ძალიან კარგი კანონპროექტი, რომლითაც სწორედ ის ხარვეზები ამოივსება, რაც მოქმედ კანონშია," _ ამბობს დეპუტატი.

კითხვაზე თუ რა შეიძლება იყოს ადამიანის გაჩხრეკის საფუძველი, ბესელია პასუხობს, რომ ამის მიზეზი კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული გარემოებები შეიძლება იყოს.

"კანონში ხომ ვერ ჩაწერ თუ რა შეიძლება იყოს კონკრეტული გარემოება. პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აჩერებს, ვალდებულია დაასაბუთოს რა გარემოებების გამო მიიტანა ეჭვი, როდესაც რომელიმე მოქალაქე შეაჩერა ან ზედაპირულად შეამოწმა," _ აცხადებს ბესელია.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ "ძალიან კარგი იქნება, თუ კანონპროექტის განხილვაში ბევრი ორგანიზაცია ჩაერთვება".




 ახალი ამბები
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...