ირაკლი ღარიბაშვილი: "9 წლის განმავლობაში წინა მთავრობამ 300 ათასი ადამიანი გაასამართლა"

მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი: "9 წლის განმავლობაში წინა მთავრობამ 300 ათასი ადამიანი გაასამართლა"

27 სექ. 2013, 12:02:15

ბატონო ირაკლი, გარდა ამ ორი ხელშეკრულებისა, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრთან განიხილეთ თუ არა უკანონო მიგრანტთა საკითხი?

– დიახ, ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს; ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ თუ არსებობს რაიმე პრობლემა – უკანონო მიგრანტებთან თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ აქ ვართ და მზაობას გამოვხატავთ ჩვენს ლიტველ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის; ასევე, ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ლიტვაში იგეგმება საქართველოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს მთელ ამ საკითხებს. ასე რომ რაიმე შეკითხვები ამ სფეროში არ გვექნება;

თქვენ საზღვრები ახსენეთ და პრესკონფერენციაზე ბორდერიზაციის თემასაც შეეხეთ. როგორც აღნიშნეთ, ბორდერიზაციის პრობლემა არსებობს; მაინტერესებს რეინტეგრაციის სამინისტროს სტატუსი, უწინ მას რეინტეგრაციის სამინისტრო ეწოდებოდა, ამჟამად სახელი შეეცვალა ამ სამინისტროს? ამავე დროს, მსურს, ერთ გარემოებასაც შევეხო: 2008 წლის ომის შემდგომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთსა და ოსეთთან სამომავლო ურთიერთობების დარეგულირების მიზნით.

– რაც შეეხება პირველ საკითხს: სამინისტროს სახელი დღესაც იგივეა და მას რეინტეგრაციის სამინისტრო ეწოდება. რაც შეეხება ბატონი ივანიშვილის განცხადებას, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით, მე თავად უნდა გავეცნო ამ განაცხადს, რათა ზუსტად ვიცოდე, რას გულისხმობს. ჩემი აზრით, იგი მოძმე ხალხთან დიალოგს გულისხმობდა, ვინაიდან აფხაზებიც და ოსებიც ჩვენი ძმები არიან, ამიტომ, მას ამ განაცხადში რაიმე სხვა აზრი არც გაუჟღერებია. ანუ, აქ ადგილი არ ჰქონია რაიმე პოლიტიკურ დატვირთვას, მან აღნიშნა, რომ ძმებთან დალაპარაკებისათვის მზად არის.

რას იტყვით საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა, დემარკაცია ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა ქვეყნის არსებობა. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და მას საქართველო ჰქვია. ასე რომ, თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, ეს იქნება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. საჯაროდ მსურს ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი ქმედება ჩვენთვის მიუღებელია.

როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოზიციები და მოხდა თუ არა პოზიტიური ცვლილებები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში არჩევნების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, გარკვეული ტექნიკური მხარეები ურთიერთობებში პოზიტიურობისაკენ შეიცვალა, გაუმჯობესდა სავაჭრო ურთიერთობა: რუსეთმა თავისი ბაზარი გაგვიხსნა და ღვინისა და მინერალური წყლის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა რუსულ ბაზარზე. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, არ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვან ძვრას ჰქონდეს ადგილი. ორივე მხარის მიდგომა ძალზე ფრთხილია, ჩვენ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ძალზე მტკივნეულია. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, შევიცვალეთ რიტორიკა, გვსურს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და სტაბილური გავხადოთ. ამიტომაც დანიშნა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში – ბ-ნი ზურაბ აბაშიძე, რომელიც მუდმივად მართავს შეხვედრებს თავის კოლეგასთან, მინისტრის მოადგილე ბ-ნ კარასინთან, ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რას იტყვით ევრაზიის კავშირთან დაკავშირებით? თქვენ კურსი ნატოსკენ გაქვთ აღებული, თქვენმა მეზობელმა სომხეთმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და რუსეთთან შეთანხმებით ევრაზიის კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა.

– ჩვენ შეგვიძლია, არაფერია შეუძლებელი და ყველა ღონეს მივმართავთ ამის მისაღწევად. ISAP-ში ჩვენი მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ამერიკის მხარე ამას აფასებს. ყველა ქვეყანას თავისი არჩევანი აქვს, მათ შორის, სომხეთსაც. მათ თავისი გზა აირჩიეს და ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მათ თავისი მიმართულება აქვთ, ეს მათი არჩევანი და მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის კი ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანება და ევროინტეგრაციაა. ჩვენი აზრით, ჩვენი მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისაკენ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. ჩვენ შეგვიძლია ამ ინტერესების ურთიერთშეთავსება.

წინა ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ნატო ერთადერთი გზა იყო დასავლეთისაკენ, როგორია თქვენი პოზიცია?

– მე ერთს გეტყვით, რადიკალიზმი ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხი და ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს არ გახლავთ ჩვენი არჩევანი, საქართველო კავკასიაში მდებარეობს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული პოზიცია გვიკავია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან დაბალანსებული ურთიერთობები. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მოხდა 2008 წელს, რა გამოიწვია წინა ხელისუფლების რადიკალურმა პოლიტიკამ – ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებებს, რამაც დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა. რუსეთმა მოახდინა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპირება. დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი და აღიარებული იქნა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებების დამოუკიდებლობა. აი, ეს გახლავთ რუსეთ–საქართველოს ომის შედეგები. წინა ხელისუფლებას ამ შედეგებზე უნდა ეფიქრა. ჩემის აზრით, გამოსავალი არსებობდა, რომ ეცადათ, იპოვნიდნენ გამოსავალს და ყოველივე ამას თავიდან აირიდებდნენ.

ალბათ სწორედ ეს იყო "ქართული ოცნების" წარმატების მიზეზი, თუმცა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ერთ-ერთი შვედური კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარტის შემდეგ იმ მოსახლეობის რიცხვმა დაიკლო, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ქვეყანა სწორი კურსით მიდის. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?

– მე კარგად ვიცი, რომელმა კომპანიამ გააკეთა ეს გამოკითხვა. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ეს მაჩვენებელი ახლა გაიზარდა. თქვენ ახსენეთ, რომ ხალხმა ჩვენს პარტიას ხმა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მისცა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი. ბოლო 9 წლის განმავლობაში წინა მთავრობამ 300 ათასი ადამიანი გაასამართლა. მინდა, რომ ეს აუცილებლად ჩართოთ თქვენს ინტერვიუში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონამდეა. პოლიცია უკიდეურესად პოლიტიზირებული იყო. ისინი ოპონენტებს სდევნიდნენ და ბიზნესს აკონტროლებდნენ. ესაა ძირითადი მიზეზები და ფაქტორები ქართველმა ხალხმა რატომაც გადაწყვიტა ხმა მიეცა „ქართული ოცნებისთვის“. ხალხში შიში სუფევდა და არ არსებობდა თავისუფალი მედია. ყველა ტელევიზია ხელში ჰქონდათ ჩაგდებული და მათ წინა მთავრობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. არსებობდა მხოლოდ ერთი თუ ორი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია, თუმცა მათ გავლენა არ ჰქონდათ. არ არსებობდა გამოხატვის თავისუფლება. არავის ჰქონდა უფლება გამოეხატა განსხვავებული პოლიტიკური მისწრაფებები. მე შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მოსახლეობის 90%-ს მიაჩნია, რომ ამჟამად აქვთ აზრის გამოხატვის საშუალება. მათ შეუძლიათ რაზეც უნდათ, ისაუბრონ და აღარ აქვთ შიში. არ აქვთ შიში პოლიციის და მთავრობის მიმართ და ეს დიდი მიღწევაა, ნამდვილი დემოკრატიაა. ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. ესაა ის დემოკრტია, რასაც პრემიერი თავის ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაპირდა.

 




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...
  • გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის- პროკურატურა„საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ვ.ჩ., თვლიდა რა საკუთარ თავს კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში. წვეულების ადგილზე დარჩა ვ. ჩ.-ს ორი მეგობარი, რომლებიც პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. თბილისში დაბრუნებისთანავე, ვ.ჩ. დაუკავშირდა მის მეგობრებს და 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით გაემართნენ მცხეთის მიმართულებით. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების უმრავლესობამ დატოვა აგარაკის ტეორიტორია. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც წვეულებაზე მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფეხით გაემართა თბილისის მიმართულებით. მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და უთვალთვალებდა ვ.ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. მათი მითითებით, მერსედესის მარკის ავტომანქანით ნაძალადევის რაიონიდან მცხეთაში ჩასული პირები გაემართნენ გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად ავტობანზე ფეხით მოძრავი პირებისაკენ. დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. პარალელურად, ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდა, ტოიოტა ქამრი გამოემართა თბილისის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა, ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მისი მეგობარი ვ.მ. მართავდა. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება – დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15…/25… მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის (R)აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ  სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის  ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს. ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს: მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან  გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ; ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...