ახლების დაწინაურებული ძველი პროკურორი, რომელსაც აღარაფერი ახსოვს...

მთავარი თემა

ახლების დაწინაურებული ძველი პროკურორი, რომელსაც აღარაფერი ახსოვს...

2013 სექ 29 22:08:24

რაც შეეხება პროკურორს, რომელზედაც მაშინ მანანა კობახიძე საუბრობდა და რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ანდეს, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი გახლდათ. სწორად ის უწევდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზედამხედველობას ე.წ "ნარკოტრეფიკის" საქმეს

ახალგაზრდა პროკურორი, რომელსაც ადვოკატები მანანა კობახიძე და ლალი აფციაური მაშინ ნივთმტკიცებების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, დღეს დაწინაურებულია. ის ერთ-ერთ უმსხვილეს დეპარამენტს ("შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს მთავარ პროკურატურაში, თუმცა, მისივე ძველი საქმეები აღარ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, "გურია ნიუსის" მიერ მთავარ პროკურატურაში, ერთი თვის წინ, მის სახელზე გაგზავნილ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. პროკურატურაში გადაგზავნილი კითხვები კი ასე მარტივად გამოიყურება:

1. ვისი უშუალო კურატორობის ქვეშ არის "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი? მთავარი პროკურორის თუ რომელიმე მოადგილის?

2. როდის და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ავთანდილ კოჭლამაზაშვილი აღნიშნული დეპარტამენტის თავმჯდომარედ?

3. ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი იყო ე. წ " ნარკოტრეფიკის" გახმაურებული საქმის (2010 წლის 2 ივნისს სოფელ ტყაჩირში ქილიდან ამოღებული მილიონ შვიდასიათასი ევრო. სს საქმე ნუგზარ ბოჭორიშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, მევლუდ სვანიძის, ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვათა მიმართ) ზედამხედველი ან საქმის მწარმოებელი პროკურორი? ან რა სტატუსით მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში?

4. ადასტურებთ თუ არა, რომ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეში, მხედველობაში მაქვს მის მიმართ წაყენებული ბრალი ციხის კადრებთან დაკავშირებით?

5. მონაწილეობდა თუ არა ავთანდილ კოჭლამაზაშვილი როგორც პროკურორი

კომპანია "გლობალ ტვ"-ის დაყადაღების საქმეში და ასევე "გლობალ ტვ"-ის უცხოელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის დაკითხვებში, როდესაც ის წინასაარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს. ავტ) დააკავეს?

ამ კითხვებზე პასუხს "გურია ნიუსი" 23 აგვისტოს შემდეგ ელოდება. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომლის პროკურორი სწორედ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი გახლდათ, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის კონტროლის ქვეშ იყო აყვანილი.

საქმე N#1/ბ-25-2011წ. 2010 წლის 2 ივნისი.

ამ დღეს, ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასიათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს. თავისი მოსაზრება კი იმით გაამყარეს, თითქოს ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს.

ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად, 220 კილო კოკაინი მართლა რომ აღმოეჩინათ.

როგორც ამბობენ, სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ამბობენ იმასაც, რომ გრანდიოზულად გატელევიზორებულ უკოკაინო სპეცოპერაციას, ქალაქ ქუთაისის "კუდისა" და "სოდის" უფროსების თანამდებობებიც შეეწირა საკმარისი მტკიცებულებების ვერშეთხზვის გამო.

ვერამოღებული "კოკაინის" მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე დაიგეგმა ბრიფინგი. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის სახელით, პირდაპირ ეთერში გამოუტანა ვერდიქტი საქართველოს 6 მოქალაქეს: ნუგზარ ბოჭორიშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, მევლუდ სვანიძეს, ანასტასია ზაუტაშვილს, რომა მესუმიანსა და თემურ გავაშელიშვილს.

"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გუშინ სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული თანხა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ევრომდეა, პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტი ჩატარებული სპეცოპერაციის გამო მადლობას იმ პოლიციელებს უხდის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ უშუალოდ ოპერაციაში.

საზოგადოებისთვის გუშინ ცნობილი გახდა მასშტაბური ოპერაციის შესახებ, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს. გამოვლინდა საკმაოდ სერიოზული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, არიან ეჭვმიტანილები, ნარკოსატრანზიტო გზა, საიდანაც საქართველოში შემოდიოდა და შემდეგ საქართველოდან ხდებოდა გატანა და რეალიზება", _ განაცხადა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით.

მას შემდეგ, ვითომ პირველკლასელთათვის "გადადებული" მილიონშვიდასიათასი ევროს გზა-კვალს ვერავინ მიაკვლია...

რაც შეეხება 220 კილო კოკაინს, რაზედაც საბრალდებო დასკვნაშია საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. ბრალდების მთავარი მოწმე კი ლევან კოჩაძე გახლდათ, რომელიც "კოკაინის" არსებობას თავისი ღრძილებზე "ჩატარებული ექსპერტიზით" ადასტურებდა. Mმისი ჩვენების ეს ეპიზოდი: "ვადასტურებ, რომ კოკაინი იყო, რადგან დაგემოვნების დროს ღრძილები გამიცივა და ეს კოკაინის დამახასიათებელი თვისებაა," _ ბრალდების ერთ-ერთი მთავარი "მტკიცებულება" იყო.

საქმეში არსებული სხვა "მტკიცებულებები" ძირითადად ვარაუდებზე იყო აგებული. ამ ვარაუდების მიხედვით კი 220 კილო კოკაინს, 10, 20, 30, 40, 120 კილოდ დაფასოებულს, თვეების განმავლობაში წინ და უკან უმოწყალოდ დაატარებდნენ ოთხი ქვეყნის საზღვარზე. საქართველოში კი თურმე მხოლოდ იმიტომ ჩამოიტანეს, რომ აქ დაეფასოვებინათ და შემდეგ ისევ თურქეთში გადაეტანათ...

ნარკოტრანზიტის გახმაურებული სასამართლო პროცესი სამი თვე გრძელდებოდა.

მანანა კობახიძე, რომელიც მაშინ ბოჭორიშვილის ადვოკატი იყო, აცხადებდა: "პროკურატურამ და პოლიციამ ყველა ნივთმტკიცება გააყალბა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში ეს ერთი სიტყვითაც არ ასახა...

...გამოუვალ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ, პროკურატურამ მოიფიქრა ასეთი რამ: მომდევნო პროცესზე, როცა ეს მტკიცებულებები უკვე დათვალიერებული, სასამართლოს მიერ დალუქული და ჩვენი ხელმოწერებით დამტკიცებული იყო, პროკურორმა მთელი ეს პროცედურა ეჭვქვეშ დააყენა და ნივთმტკიცებების დათვალიერება ხელმეორედ მოითხოვა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არ არსებობს პრეცედენტი, როცა მოსამართლე ერთხელ გახსნის ნივთმტკიცებას, დაათვალიერებს, შეიტანს სხდომის ოქმში და შემდეგ მის მიერვე დალუქულ და ხელმოწერილ ნივთმტკიცებას ისევ იგივე მოსამართლე ხელმეორედ ათვალიერებს. საპროცესო კოდექსში მსგავსი ნორმა არ მოიძებნება..."

როგორც ჩანს, არც ამჟამინდელ პროკურატურაში მოიძებნება ნორმები, რომლის მიხედვითაც საკადრო პროკურატურა უნდა განისაზღვროს. სამწუხაროდ, ამ ერთი პროკურორის ბეგრაუნდი გამონაკლისი შემთხვევა არ არის... პროკურატურას და თავად კოჭლმაზაშვილს კი 5 მარტივ კითხვაზე პასუხი არ აქვს...




 ახალი ამბები
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?