ხმაური საკრებულოში - კლინიკების გასხვისების უკან კორუფციული ჯგუფი დგას?

მთავარი თემა

ხმაური საკრებულოში - კლინიკების გასხვისების უკან კორუფციული ჯგუფი დგას?

2013 ოქტ 5 12:20:54

როგორც პოლიკლინიკა "შუა ქალაქის" ექიმი მანანა ელიზბარაშვილი ამბობს, კომპანია "მედიკომის" ხელმძღვანელმა კახა ლომსაძემ მერიისგან სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრი "შუა ქალაქი" შეიძინა. თუმცა, ფული ჯერ არ გადაუხდია და ამიტომ, მას პოლიკლინიკაში ცვლილებების განხორციელების უფლება არ აქვს.

ამის მიუხედავად, მერიამ ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დირექტორის კანდიდატურა მაინც დაამტკიცა, რომელსაც ექიმები დაუპირისპირდნენ და სამუშაო კაბინეტის კარიც აუჭედეს. ექიმები აცხადებენ, რომ ვინაიდან, ინვესტორი გაკოტრებულია და პოლიკლინიკის ფინანსების განკარგვის უფლებაც არ აქვს, იგი ცდილობს, ეს ახალი დირექტორის საშუალებით მოახერხოს და ბანკში გარანტად ექიმების ხელფასები ჩადოს.

სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრ "შუა ქალაქი"-სა და მასთან ერთად ბავშვთა მე-13 პოლიკლინიკის (ორივე პოლიკლინიკა ლაღიძის ქუჩაზეა და მერიამ ორივე აუქციონის წესით კომპანია "მედიკომს" მიაკუთვნა გასული წლის 20 ნოემბრის განკარგულებით) საკითხზე დღეს დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომზე იმსჯელეს.

ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ჭედიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რადგან ის სხდომაზე იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ გამოცხადდა, რაც მისი მისამართით არსებობს.

"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იკვეთება პოლიკლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით, არ გამოცხადდა. ეს არის ცალსახა უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მე დღეს გამოვუცხადე უნდობლობა დავით ჭედიას და ვიწყებ პროცესს იმისთვის, რომ თბილისის საკრებულომ მიიღოს დადგენილება, რომლის საფუძველზე მერიას დავით ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოვთხოვთ," _ განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ხელმძღვანელის გათავისუფლება მის გაფუჭებულ საქმეს არ უშველის, მაგრამ ისეთი უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი, როგორიც ჭედიაა, თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.

ექიმი მანანა ელიზბარაშვილი ინვესტორის უკანონო მოქმედებების სქემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "მედიკომს" შპს "შუაქალაქი"-ს სხვა პირებზე გასხვისება სურს.

"ეს ინვესტორი ყიდულობს კლინიკებს და მერე ასხვისებს. ასე გაასხვისა მან 7 პოლიკლინიკა. ლომსაძე არის აბსოლუტურად გაღატაკებული ადამიანი. კაპიკი არ გააჩნია! რა ინვესტორია! მის უკან დგას კორუფციული ჯგუფი, რომელიც პოლიკლინიკების დასაკუთრებითაა დაინტერესებული.

მან აუქციონების შედეგად შეძენილი სამკურნალო დაწესებელებების წილები გადააფორმა ყოფილ მაღალ ჩინოსნებზე. ისეთებზე, როგორებიც არიან, ანდრია ურუშაძე და კახა ბაკურაძე. იგივე უნდა ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენთან მოჰყავს ხან ინდოელები, ხან ჩინელები. ის ვერ ახერხებს წილის გადაფორმებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვყვირით," _ აღნიშნავს ელიზბარაშვილი.

მისი თქმით, ექიმებსაც უნდოდათ "შუაქალაქის" წილის შეძენა, მაგრამ აუქციონზე კორუფციული გარიგებები მოხდა და ვერ შეაღწიეს.

საკრებულოს სხდომაზე ინვესტორმა კახა ლომსაძემ მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკრებულო მისი უფროსი არ არის და ანგარიშსაც არ ჩააბარებს. ლომსაძემ სხდომა დატოვა, რასაც დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"ის გაიქცა საკრებლოს სხდომიდან, იმიტომ რომ არ აქვს კითხვებზე პასუხი. ის მოქმედებს აბსოლუტურად თვითნებურად. არ აინტერესებს არც ბენეფიციარები, არც ექიმები," _ აღნიშნა ლომსაძის ქცევაზე მანანა ელიზბარაშვილმა.

"ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელების" წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ კლინიკების გასხვისებამ პრობლემები შექმნა მთელს ჯანდაცვის სისტემაში:

"წინა ხელისუფლებას პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით ძალიან არასწორი მიმართულებები ჰქონდა არჩეული. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში წუწუნებენ, რომ ბევრი კლინიკის გასხვისების გამო, წარმატებით ვერ ახორციელებენ რეფორმებს," _ აღნიშნა ზუმბაძემ.

საკრებლოს სხდომაზე მოწვეულმა თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ პოლიკლინიკების პრივატიზებაში პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, თუ ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებები არ სრულდება, ეს საგამოძიებო ორგანოების საქმეა.

"პრივატიზებაში პრობლემა არ არის. მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტებით ჩვენ ჯანდაცვაში შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ, კერძო მესაკუთრეზე გასხვისება სწორად მიმაჩნია. პროკურატურამ "მედიკომის" საკითხი უკვე შეისწავლა და ჩემი ინფორმაციით, პრივატიზების პროცესში დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუ რაიმე შესასწავლია, ეს აუდტის სამსახურმა, თუნდაც ფინანსურმა პოლიციამ უნდა შეისწავლოს. ინვესტორი აცხადებს, რომ შპს "შაქალაქში" ე.წ. შავი ბუღალტერია მოქმედებს, ექიმები ჯიბეში იდებენ ფულს, ამიტომ, სიტუაციის კონტროლი სჭირდება და ამის საშუალებას არ აძლევენ," _ განაცხადა ქაცარავამ.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - როცა ინვესტორს თანხა გადახილი არ აქვს და მაინც აძლევს თავს უფლებას დირექტორის კანდიდატურა წარადგინოს და მერიაც უმტკიცებს, მიაჩნია თუ არა ეს სწორად, ქაცარავა გვპასუხობს, რომ მერია ინვესტორს დაეხმარა, შესულიყო პოლიკლინიკაში და ემართა სიტუაცია.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...