ღარიბების დაბა, საიდანაც ბავშვები თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად!

მთავარი თემა

ღარიბების დაბა, საიდანაც ბავშვები თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად!

13 ივნ. 2011, 23:27:42
დაბაში, სადაც მოსახლეთა რაოდენობა 3 570-ია, შედის 8 რაიონი. აქაურებს უწყლობა, უგზოობა, უმუშევრობა აწუხებთ. სამუშაოდ თურქეთში გადახვეწილი ახალგაზრდობა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია _ არასრულწლოვნები. სოფელში უფროსი ასაკის ადამიანებია შემორჩენილი და ყველაფერთან ერთად, ისინი განსაკუთრებით წუხან, თურქეთში სამუშაოდ გადაკარგული მცირეწლოვანი ბავშვების გამო. დანგრეულია სოფლის ცენტრში მდებარე შენობები, რომლებიც ნაომარს ჰგავს. აქ "სიცოცხლის სამოსახლოს" სერიოზული სენი შეჰყრია, რომლის განკურნება, არც ისე ადვილი უნდა იყოს. ადგილობრივ მცხოვრებთა გულისტკივილით მონათხრობი ერთმანეთს ჰგავს და სიმძიმით თითოეული ერთმანეთზე უარესია. დაბა ლაითურის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ელზა ცხელიშვილის თქმით, სოფელში ძალიან ბევრი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახია, რომელთაც, მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, ეკუთვნით სოციალური დახმარება, მაგრამ არ აქვთ.

ლეილა შონია, 47 წლის: _ ხუთი შვილი მყავს, ორი შვილიშვილი. ლტოლვილები ვართ ოჩამჩირედან. 19 წელია, ბინებში ვცხოვრობთ. დახმარება კი გვაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი პრობლემაა სოფელში. ბინები, სადაც ვცხოვრობთ, ავარიულ მდგომარეობაშია _ თავზე გვაწვიმს. შარშან დაგვირიგეს 6 ცალი შიფერი, მაგრამ არ ეყო ამ ბინას და წყალი მაინც ჩამოდის. მეუღლე და შვილები სამუშაოდ კერძო პირებთან დადიან, ოღონდ, თუ გამოჩნდა სადმე ასეთი სამუშაო. თავს ლტოლვილთა დახმარების ფულით ვირჩენთ, ამას თუ რჩენა ჰქვია _ პურის ფულადაც არ გვყოფნის.

მაგული დარჩიძე: _ ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა. ყველაფერს მოვითმენთ, მაგრამ წყლის გარეშე შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა? ზაფხულში ხელები დაგრძელებული და ჩამომწყდარი გვაქვს _ რომ იცოდეთ, საიდან ვათრევთ სასმელ წყალს, გადაირევით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჭები დამშრალია. წყაროზეც დავდივართ, სად არ დავეხეტებით. ხან მანქანით მივდივართ, ბალონები მიგვაქვს მდინარეზე, რომ მოვზიდოთ. საშინელ დღეში ვართ. დასალევ წყალზე რომ რიგი იქნება, უარესი პრობლემა რა უნდა იყოს? ყოველ წელს გვპირდებიან, გაკეთდებაო და ვართ ასე, ამდენი ხანია, ლოდინში. არაფრის იმედი აღარ გვაქვს. სოფლის შემოსავალი რაა? არც არაფერი! სეზონზე მანდარინის და თხილის საკრეფად დადიან. თუ არა და, თურქეთში გადახვეწა და მონური შრომაა ჩვენი შემოსავალი, რასაც ათასი შიში, ფიქრი და თავის ტკივილი ახლავს...

მამია ცენტერაძე 77 წლის: _ თავს ყანაში მუშაობით ვირჩენთ. მეტი აქ აღარაფერია. აღარ არსებობს სოფლის მეურნეობა, ჩამკვდარია ყველაფერი, სოფლის მეურნეობა არავის აინტერესებს. რაცხა სოფლის დახმარებებია, ისე მაქ გაგონილი, ნახვით კი არ მინახავს. სად წავიდა, რას უშვებიან, ღმერთმა იცის! ყველა ბოსტანში ვმუშაობთ, ვწვალობთ და სიმინდს თუ მოვიწევთ, ეგაა სულ ჩვენი შემოსავალი. ყანის დასათესი ფულიც არ აქვს ხალხს და ფართობების უმეტესობა დაუთესავია. წინა წლებს არც შევადარებ ახლანდელს _ მაშინ გლეხს ფული ჰქონდა. უმუშევარს არავინ გაგაჩერებდა. ჩაი იყო ჩვენი ამომავალი მზე, ვმუშაობდით და ფულსაც ვშოულობდით. არ გვეშინოდა, არ გვშიოდა. ახლა შიმშილობაა, ბაბუა! ამ ჩაის კი ხედავთ, რა უქნეს; დაანგრიეს ამხელა ჩაის ფაბრიკები. ჩემი შვილები უმუშევრები არიან. არავინ არ მუშაობს ამ სოფელში. თურქეთში არიან გადახვეწილები. აქანე მოკრიფონ ჩაი, რაღა თურქეთში დადიან? ათი-თხუთმეტი წლის ბაღანა თურქეთში რომ წავა სამუშაოდ და 70 წლის მოხუციც, ესაა საქმე? ერთ მოზარდს და ახალგაზრდას ვერ ნახავ სოფელში. ყველა წასულია. იმდენი მარტოხელა და გაჭირვებულია სოფელში, არ დაიჯერებ. რა უნდა გააკეთონ აწი ისეთი, რომ ხალხმა სული მოითქვას? აშენებული ქვეყანა დაანგრიეს და აწი აღარაფრის იმედი არ მაქვს. არც შარშან მინახავს მაგათი რამე გაკეთებული და არც შარშანწინ, წლევანდელი აღარც მაინტერესებს! ბათუმსა და ქობულეთში რომ ტრაქტორები ჰყავთ, მარტო საწვავს თუ მიუტან, ფულს არ გთხოვენ და ისე გითესავენ, თურმე; აქანე 10 ლარს ითხოვენ და 10 ლიტრ საწვავს 1000 მეტრის დათესვაში!

"გურია ნიუსთან" სოფლის პრობლემებზე სასაუბროდ არც დაბა ლაითურის საჯარო სკოლის პედაგოგებს აურიდებიათ თავი:

_ ეს დღეებიც გავა და სოფელში ახალგაზრდას ვერ ნახავ _ ყველა თურქეთში მიდის სამუშაოდ. სახლში რომ მივალ ახლა, წყალი არ მაქვს; ელექტრიკოსი არ გვყავს და შუქის ამბავს რაღაცით ჩვენ თვითონ ვარეგულირებთ; ამორტიზებულია მავთულები, გვაწერენ უსაფუძვლო დავალიანებებს; არის წიოკი, დავა. გზა, გაზი და წყალი ჴ არა! შუქი, თუ ოდნავ ნიავია _ არა! დაცლილი სოფელი! ეს არის ჩვენი ყოფა 21-ე საუკუნეში? ახლა სკოლაში არიან ბავშვები. გამოვლენ, გაივლიან დაბის ცენტრს, შევლენ სახლებში და დამთავრდა _ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარაა. ყველა თურქეთშია, სახლი ენატრებათ. რა უნდა ქართველ ხალხს თურქეთში? აქ გვეკრიფა ეს ჩაი, არ შეიძლებოდა? 4 000 ტონა ჩაი შედიოდა ჩვენ ჩაის ფაბრიკაში, ახლა კი დანგრეულია. ჩაის კულტურა ისევ რომ იყოს, რაღა გვიჭირს? სხვა სახელმწიფოს თუ აინტერესებს, ჩვენსას რატომ არ უნდა? თურქეთისთვის თუ არის მომგებიანი, ჩვენთვის რატომ იქნება წამგებიანი?

დაბა ლაითურის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ცხელიშვილი "გურია ნიუსთან" დაბის პრობლემებზე გულახდილად საუბრობს და სოფლიდან თურქეთში გადახვეწილ ახალგაზრდებზე გულისტკივილს გამოხატავს:

_ ოქტომბრიდან სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ლაითურში ახლა არის ძირითადი 996 კომლი, მოსახლეთა რაოდენობა კი 3 570-ია. სოფელს კერძო ტრანსპორტიც ემსახურება _ ოზურგეთისა და ბათუმის მიმართულებით.

სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა, ძირითადი კი წყლის პრობლემაა, რომელიც დიდი ხანია გადაუჭრელია. 20 წელზე მეტია, მოსახლეობა მძიმე ყოფაშია. გასულ წლებში გავაკეთეთ ჭები, მაგრამ მაინც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ზაფხულში შრება და სასმელადაც უვარგისია. შეგიძლიათ, თქვენ თვითონ ნახოთ, მოსახლეობა როგორ და საიდან ეზიდება წყალს.

_ თუ დააყენეთ ხელისუფლებასთან ეს საკითხი?

_ რა თქმა უნდა. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დავაყენეთ, ჩასმულია ბიუჯეტში. გვეუბნებიან, რომ წელს ნამდვილად დაიწყება წყლის რეაბილიტაცია.

_ სხვა პრობლემების შესახებაც გვესაუბრეთ. სოფლიდან გადახვეწილ ახალგაზრდებზე რას გვეტყვით და სოფლის შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

_ უწყლობა, უმუშევრობა, უგაზობა _ ყველაფერი პრობლემაა. მათ შორის ძალიან მტკივნეულია ის, რომ სოფლის ახალგაზრდობა თურქეთშია გადახვეწილი სამუშაოდ. შემოსავალს რაც შეეხება, არის ციტრუსი, თხილი, რომელიც თანდათან გააშენეს, ასევე მოჰყავთ კარტოფილი. ისე, არაფერი არ მუშაობს _ განადგურებულია ჩაის ფაბრიკები. ძალიან მტკივა გული, როცა ამ დანგრეულ, უზარმაზარ შენობებს ვუყურებ _ ვერც გაყიდვა მოვახერხეთ, ვინმემ რომ გააკეთოს, არც ისეთი ჩანს ვინმე. ამხელა სოფელი პარალიზებულია.

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით რა გაკეთდა შარშან, შარშანწინ და წელს რის გაკეთებას აპირებთ? მოსახლეობამ გვითხრა, რომ არ იციან, რა გაკეთდა სოფელში.

_ ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და გამოვკითხეთ, რა უნდოდათ, რომ გაგვეკეთებინა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით. მეცხრე დასახლებაში, რომელიც ძირითადი დასახლებაა, მაღაზიის შენობა იყო, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობამ მოითხოვა, იქ სარიტუალო დარბაზად გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ოქმები გვაქვს. ასევე, გვინდა ხაბალაშვილის სახელობის სპორტული დარბაზი გავაკეთოთ, რომელიც 20 წელია, უმოქმედოდაა. ასევე ნარუჯისკენ მომავალ გზაზე, სადაც არაფერი არ გაკეთებულა, მოსახლეობას მოსაცდელის აგება უნდა და იმას გავაკეთებთ. პირველ რაიონში, როცა გუბერნატორი იყო ამოსული, სპორტულ მოედანი მოითხოვეს და ვაკეთებთ. აქ სამი სასაფლაოა მოქმედი და ღობეები აქვთ შესაკეთებელი. შარშან მოსაცდელები გააკეთეს, ამოიღეს ჭები.

პრობლემაა ცეცხლაურის დასახლებაში _ გზა ძალიან არის გაფუჭებული. ვთხოვე მუნიციპალიტეტის გამგებელს ტაკიძეს, რომ გამოეყო საწვავი; მუშა ხელი და ტრანსპორტი ჩვენი იქნებოდა. მართლაც გამოგვიყო საწვავი და ამ წუთშიც მიმდინარეობს გზის შეკეთება. მე ძალიან გახარებული ვარ, რაც გავაკეთე და შევძელი ამ მცირე პერიოდში.

_ რამდენი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გყავთ?

_ 112 იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა, სოფელში ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ჩემი ყოველდღიური პრობლემა ამ ოჯახებთან შეხვედრაა _ მოდიან და გვაბრალებენ, რომ არ მივეხმარეთ დახმარების დანიშვნაში. სოფლის რწმუნებულს სოციალური სამსახურში არავითარი სიტყვა არ გვეთქმის _ ისინი არაფერს გვეკითხებიან. ადრე როცა მოდიოდნენ სოფელში, სპეციალისტები დაყვებოდნენ, ახლა ასე აღარ ხდება. მაგალითისთვის გეტყვით _ არის მელუების ოჯახი, მარტოხელა მოხუცი ქალია, უდედმამო ბავშვს ზრდის ხუთი წელია, მე თვითონ ვარ მისი შუამავალი _ გავა ერთი წელი, არიქა, დაწერე თავიდან განცხადება,-მეთქი, ვეუბნები. დაწერს, მაგრამ _ არაფერი. მოვა აგენტი, შეავსებს ანკეტას და ენიჭება მაღალი ქულები. არ ვიცი, რა ნახეს ასეთი _ დაავადებული ბავშვი თუ პენსიონერი მოხუცი ქალი, მაგრამ მიზეზად ეუბნებიან, რით დაგყავს თბილისში სამკურნალოდ(?!!!), ესე იგი, გაქვს რაღაც შემოსავალიო!!!




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...