ბიძინა ივანიშვილი: "ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?!"

მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილი: "ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?!"

2013 ოქტ 9 11:06:21

_ არ მივდივარ, გადავდივარ. მართვის სამსახურს ვუტოვებ ამათ და გიორგის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.

_ როგორც თქვით მესამე სექტორში გადადიხართ ექვს-შვიდ პერსონასთან ერთად....

_ დიახ. ამას დიდი თანხები არ სჭირდება. ეს ეწყინათ ჟურნალისტებს თუ ექსპერტებს,მაგრამ თუ მათ სურვილს დასჭირდება და იქნება მოთხოვნილება იმაზე, რომ პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, თანხები შეიძლება, დასჭირდეს და მართლაც მაქვს ამის განწყობა, მაგრამ ის, რომ სამოქალაქო სექტორი ზედმეტად ფულით გადავახუროთ, ეს ასე არ იგეგმება. რამდენიმე თანამშრომელი დამჭირდება მე იქ, მაქვს გეგმაში ჩადებული, თუ როგორ უნდა მოვახერხო და დავეხმარო საზოგადოებას.

_ არ მიდიხართ, არ ხარჯავთ ფულს და აპირებთ განავითაროთ მესამე სექტორი, ასე იყო მაშინაც, როცა თავისუფლების ინსტიტუტი მართავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისევ იმ გზაზე ხომ არ მივდივართ? მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს ქვეყანაში და სადაც არ უნდა წახვიდეთ მაინც ასე იქნება...

_ არ იქნება ასე, თავისუფლების ინსტიტუტი მართავდა კულისებიდან. ჩემი ცხოვრების წესი თუ გინახავთ, არც ვიკადრებ და არც უნდა მაკადროთ, რა მჭირს მაგის ფასი. თუ სურვილი მექნებოდა, გაცილებით ადრეც მოვიდოდი პოლიტიკაში, რა მიშლიდა ხელს რომ ნებისმიერი არჩევნების დროს მოვსულიყავი პოლიტიკაში და მქონდა დიდი შანსი გამარჯვების. ამის სურვილი არ გამაჩნდა და ახლა რა მეტაკება?! მინდა, რომ მესამე სექტორში ვიყო. რა დაინახეთ ამაში ასეთი? მოვედი, როდესაც ქვეყანას დასჭირდა და გავაკეთე კარგად და ახლა, ამის შემდგომ რომ თქვათ, მიდის ან გარბის, ან ეშინია, ან კულისებიდან უნდა მართოს. ჩემთვის ეს მიუღებელია. მე ვიცი საზოგადოების აქტიური ნაწილის პროფესიონალიზმის დონე და აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები ამას. ისე შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, რამეთუ ჩემი ცხოვრების წესი ასეთ კითხვებს არ იმსახურებს. მე ისეთი არაფერი არ გამიკეთებია დაბადებიდან და განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიყავი და იქაც, როცა რუსეთში ვიყავი, ვასრულებდი ყველა იმ ფუნქციას, რაც მე მეკისრა. ახლა ეს ყველაფერი, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა და მხარდამჭერებმაც კი აიტაცეს, რომ გარბის, შეეშინდა ან კულისებიდან უნდა მართოს, არ არის ეს ასე. თუმცა, ეს თქვენი აზრია და გამოთქვით, როგორც თქვენ გსურთ. თქვენს შეკითხვაში უკვე პოზიცია ფიქსირდება და როდესაც ეს კითხვა გიჩნდება, იქაც კი არგუმენტაციაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა... გავლენა, რა თქმა უნდა, მექნება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გავლენა. სახელმწიფო სტრუქტურებზე და პოლიტიკაზე მექნება გავლენა. საზოგადოების გავლენას გავზრდი მე. მე მთავრობის წევრი კი არ ვიქნები, მთავრობას კი არ გადავწონი, რამაც, შეიძლება, ზიანი მოუტანოს მთავრობას, არამედ ის ჭარბი წონა, ის ჭარბი ნდობა, რაც, დღესდღეობით, მაქვს მე, რაც გამაჩნია. ერთ პატარა ნაწილს კი არ დავუთმობ, ძირითად ნაწილს მოვახმარ. ჩემი გადასვლით საზოგადოების წონა გაიზრდება, საზოგადოების სიტყვის ფასი და საზოგადოების მოთხოვნა და კონტროლი გაძლიერდება და მე საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებ იმას, რაც ევალება და ხელეწიფება საზოგადოებას.

ინტერვიუს ვიდეო ვერსია შეგიძლია იხილოთ აქ.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...