"ალფა" 18 წლის მოზარდის სამედიცინო ხარჯების დაფარვაზე უარს აცხადებს

მთავარი თემა

"ალფა" 18 წლის მოზარდის სამედიცინო ხარჯების დაფარვაზე უარს აცხადებს

2011 ივნ 16 09:19:21
თუმცა, ბორჯომში ერთ-ერთი მოზარდი ცუდად შეიქნა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს. 18 წლის ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აუცილებელი გახდა ბორჯომის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მისი გადაყვანა, მოგვიანებით კი მოზარდს დიაგნოზი: მწვავე ინტოქსიკაცია დაუსვეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი კატასტროფის მანქანით ბორჯომიდან თბილისში გადაიყვანეს.

როგორც გიორგი ტ-ს მეგობრები ჰყვებიან, მათ გადაწყვიტეს, გამოსაშვები საღამო არ გადაეხადათ და სამდღიან ექსკურსიაზე ვარძიაში წასულიყვნენ.

"8 ივნისს, გამთენიისას, ავტობუსში ჩავსხედით და დავიძარით. კლასის დამრიგებელმა, გაუგებრობის გამო, უარი თქვა ექსკურსიაზე წამოსვლაზე და მის გარეშე წავედით", _ ამბობენ გიორგის თანაკლასელები.

11 საათისთვის, ახალგაზრდებმა ბორჯომის პარკში გასეირნება და გართობა გადაწყვიტეს. რამდენიმე წუთში მათ გიორგიმ უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და მიკროავტობუსში დაისვენებდა.

"მასწავლებელი გაჰყვა, ცუდად არ გახდესო. ბიჭებმა გზაში არაყი დალიეს და ნასვამები იყვნენ. გიორგიმ ჩაიძინა. როცა გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ, მის გაღვიძებას შევეცადეთ, თუმცა, სახეში გალაწუნებაზეც აღარ რეაგირებდა. ამის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს დავუკავშირდით. ექიმებმა გიორგი გონს ვერ მოიყვანეს და ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს", _ თქვეს მოზარდებმა.

როგორც მათ აღნიშნეს, გიორგის წნევა დაუვარდა და კრუნჩხვებში ჩავარდა, ექიმებმა თბილისიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოიძახეს და მისი დედაქალაქში გადაყვანა უზრუნველყვეს.

როგორც გიორგის დედა გვიყვება, ახლა მისი შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა: "ოთხი დღის განმა თუნდაცლობაში, რეანიმაციაში, აპარატზე ჰყავდათ მიერთებული, დღეს პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმე დღეა საჭირო, რომ გაირკვეს, დაძლია თუ არა კრიზისი", _ გვითხრა სატელეფონო საუბარში დედამ.

მოზარდს თბილისში, #5 საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც დედამისი ამბობს, მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების კატეგორიას განეკუთვნება და სამედიცინო კომპანია "ალფაში" არიან დაზღვეულები, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სადაზღვევო კომპანია მკურნალობის ხარჯების გაღებას არ აპირებს და ეს ხარჯები ოჯახმა უნდა დაფაროს: "მართალია, ახლა ამის გარკვევა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ, იქნებ, დამეხმაროთ და გამიგოთ, თუ არ აფინანსებს "ალფა" მისი კლიენტის სამედიცინო ხარჯებს, რაში მჭირდება ეს პოლისი?"

როგორც მან აღნიშნა, მისი უფროსი შვილი უნარშეზღუდულია _ ორივე ფეხების ამპუტაცია წლების წინ გაუკეთეს. ასევე, ავად არის მისი მეუღლე და ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

"რეანიმაციის განყოფილებაში ერთი ღამე 550 ლარი ღირს. ოთხი ღამე იწვა გიორგი იქ უგონო მდგომარეობაში, აპარატზე მიერთებული. რეანიმობილის ხარჯები ჩვენ დავფარეთ. ჯერჯერობით, არ დაუანგარიშებიათ, რამდენი გვაქვს გადასახდელი, თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი თეთრის გადახდის საშუალება არ მაქვს. როგორც ვიცი, აქ ღამეში 380 ლარი უნდა გადავიხადოთ", _ ამბობს ქალბატონი.

ამის გამო, მოზარდის თანაკლასელები ორი დღის განმავლობაში, ოზურგეთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდნენ და ამ გზით 1200 ლარის შეგროვება მოახერხეს.

"დღეს გავუგზავნეთ თეთრებით შეგროვილი თანხა, იქნებ წამლისთვის მაინც წაადგეს. ხალხი დაგვეხმარა, ვისაც რა საშუალება ჰქონდა იმით, თუმცა, ფულის შეგროვებას ისევ განვაგრძობთ", _ ამბობენ გიორგის თანაკლასელები.

ჩვენ ვცდილობდით, გაგვერკვია, რა მოტივით უთხრა უარი სადაზღვევო კომპანიამ გიორგის დედას სამედიცინო ხარჯების დაფარვაზე, მაგრამ სადაზღვევო კომპანია "ალფას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე _ 2987860, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებას ეკუთვნის, არავინ გვიპასუხა.

როგორც "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში არის ერთადერთი გზა: _ უნდა დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახურს, რომელიც აგვარებს დავებს კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის. წერილობით უნდა მიმართოთ ამ სამსახურს. იგი განიხილავს განცხადებას და დავას, ან კლიენტის, ან სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტს. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიებს ახასიათებთ გულგრილი დამოკიდებულება მომხმარებლებთან დაკავშირებით _ თუ შეამჩნევენ, რომ შესაძლებელია, კლიენტს კუთვნილ სადაზღვევო მომსახურებაზე უარი ათქმევინონ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და არ არის გამორიცხული კონკრეტულ შემთხვევაში ამ ხერხს მიმართონ კიდეც. თუმცა, ეს უკვე დამოკიდებულია მედიაციის სამსახურის აქტივობაზე, _ გვითხრა ლევან კალანდაძემ.

"მედიაციის ცენტრი" სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც იმ მოქალაქეებს ემსახურება, რომლებიც ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიებთან პრობლემებს აწყდებიან. თუმცა, როცა ამ სტატიას ვამზადებდით, მედიაციის ცხელი ხაზის ოპერატორი გვპასუხობდა, რომ სამუშაო დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითაა და ისიც 10 საათიდან 18 საათამდე.

ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ 2011 წლის 8 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, წასულიყვნენ ექსკურსიაზე მარშრუტით ოზურგეთი-ვარძია-ოზურგეთი: _ როგორც ჩემთვის ცნობილია, ბორჯომში, ერთ-ერთი მოსწავლე _ გიორგი ტ-ი ცუდად გახდა. თანმხლებმა პირებმა გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და გადაიყვანეს ბორჯომის საავადმყოფოში. იქ გამოძახებული იქნა რეანიმობილი და თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მოათავსეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბავშვის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია. ცუდად გახდომის მიზეზები ჩემთვის უცნობია. თუმცა, მე იმავე ღამეს შევხვდი გიორგის თანაკლასელებს და თანმხლებ პირებს. ისინი ჩემთან საუბარში მიზეზად არყის მიღებას ასახელებდნენ, _ გვითხრა იმედაშვილმა.

ამჟამად გიორგის ფილტვების ანთებაც აქვს და საავადმყოფოში მკურნალობენ. მისი ოჯახი გროშებს აგროვებს და ყველა ღონეს ხმარობს, შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

"გურია ნიუსი" ამ თემას ისევ მიუბრუნდება და შეეცდება, მოიპოვოს მედიაციის ცენტრისა და სადაზღვევო კომპანია "ალფას" წარმომადგენლების კომენტარები.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...